როცა წამლები ჰაერზე და წყალზე მნიშვნელოვანია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როცა წამლები ჰაერზე და წყალზე მნიშვნელოვანია!

page info icon
2019 ნოემბერი 11
12 წლის ანზორი გაუთავებლად ტიროდა და ყვიროდა, დედას არ აცლიდა საუბარს. ხან ხელში აყვანას სთხოვდა, ხან ურტყამდა, ხან კბენდა..
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,858 ₾
( 378 დონორი )
დასრულებულია

ფონდში მუშაობისას ძალიან ბევრი მძიმე ისტორია გვინახავს. მძიმე სენით დაავადებული ბავშვები, რომლებმაც მშობლების ხელში დალიეს სული... მშიერი პატარები, რომლებიც  შეშინებულ თვალებით გვიმზერდნენ... სიცოცხლით სავსე ენერგიული ახალგაზრდები – რომლებსაც თითსაც ვერ ამოძრავებდნენ, რომლებიც გრძნობდნენ რომ განწირულები იყვნენ უსუსურობისთვის და ტანჯვისთვის. მაგრამ ანზორი დავითურის და მისი გმირი დედის ამბავმა უბრალოდ გაგვანადგურა. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მძიმე წუთები... 
მაია კი ასე ცხოვრობს უკვე 12 წელია! 100 ათასი საათი უყურებს შვილის წამებას... 400 მილიონი წამი – და თითო წამი მისთვის სიკვდილზე უარესია. 
მასთან საუბარი ძალიან რთული აღმოჩნდა. 12 წლის ანზორი გაუთავებლად ტიროდა და ყვიროდა, დედას არ აცლიდა საუბარს. ხან ხელში აყვანას სთხოვდა, ხან ურტყამდა, ხან კბენდა... ეს საშინელება იყო... 
– მაია, როდის შეიტყეთ ანზორის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ? 
მაია: ანზორი ჯანმრთელი დაიბადა. ბედნიერები ვიყავით. ავადმყოფობის არანაირი ნიშნები არ ეტყობოდა. ორი თვის შემდეგ შეტევები დაეწყო... მერე აგვისტოს ომის დროს სახლიდან გამოვიქეცით და ანზორის მდგომარეობა დამძიმდა. 
– რა რეაქცია გქონდათ ბავშვის მდგომარეობა  რომ დამძიმდა?
მაია: ერთი კლინიკიდან მეორეში დავრბოდით. ექიმებმა „გაგვახარეს“, გვითხრეს რომ ეპილეფსიის უმძიმესი ფორმა აქვს და რომ განკურნების არანაირი შანსი არ გვაქვს. არ დავიჯერეთ. სხვა ექიმებთან მივედით, მაგრამ პასუხი ყველგან ერთნაირი იყო. არ ვიცი ეს როგორ გადავიტანე. 
–მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ?
მაია: ამის გახსენებაც არ მინდა. მითხრეს, ქმრის მშობლები ამბობდნენ, რომ ანზორი მათ გვარს არცხვენს, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია...  მეუღლემ კი ასე, ბედის ანაბარა დაგვტოვა... 
– როგორია თქვენი ერთი დღე.
მაია: 12 წელია ჩემი ყოველი დღე ერთმანეთს გავს. ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის. ხშირი გულყრები აქვს. ზოგჯერ რამეც ეღვიძება და საწოლიდან წამოხტება... იატაკზე ვარდება და თავს ურტყამს. თუ არ გავაჩერეთ, შეიძლება თავი გაიტეხოს... კრუნჩხვები შეიძლება ნებისმიერ დროს დაეწყოს, ამიტომ მისი ერთი წამით უყურადღებოდ დატოვებაც არ შემიძლია.  და ასე ყოველ დღე.
–ასეთი პრობლემების მქონე ბავშვების დედებს რას ეტყოდით?
მაია: ვეტყოდი, რომ ღმერთის იმედი არ დაკარგონ. გაუფრთხილდნენ ნერვებს და ჯანმრთელობას – თქვენს გარდა თქვენს შვილებს ვერავინ მიხედავს! არ იტიროთ – ეს საქმეს არ შველის და თქვენც ენერგიას წაგართმევთ. 
–ამ დანგრეულ შენობაში როგორ აღმოჩნდით? 
მაია: ეს ჩემი ნათესავების სახლია. ვიცი რომ მათ პრობლემებს ვუქმნი. თვითონაც ადგილი არ ყოფნით... თან ანზორის ტირილის და ყვირილის განუწყვეტელი მოსმენაც დამღლელია... ვიცი
– როგორ არსებობთ?
მაია: სოციალური უკვე სამი თვეა შეჩერებული მაქვს... გადამოწმებაზე ვარ. რას ამოწმებენ? რა შეიცვალა? წამლები, რომლებიც ყოველდღიურად გვჭირდება თვეში 700 ლარს ოდენობისაა. პამპერსზე და საკვებზე აღარაფერს ვამბობ. ეს წამლები ანზორისთვის ჰაერივითაა. მე კი ნახევარსაც ვერ ვყიდულობ...
–შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ვის დაეხმარებოდით?
მაია: ყველა დედას, ვისაც ბავშვი ავად ყავს, ვინც მარტო ზრდის შვილებს... ჩემზე უკედ არავინ იცის მათი პრობლემების შესახებ. 
– როგორი წარმოგედგინა შენი ცხოვრება სანამ ანზორი დაიბადებოდა? 
მაია: თავად ბავშვი ვიყავი ანზორი რომ შემეძინა. ორსულობისას წარმოვიდგენდი, როგორ ჩავეხუტებოდი, როგორ ვასწავლიდი ლაპარაკს, როგორ ვისეინებდით ერთად. ლექსებს როგორ იტყოდა, ერთად როგორ დავხატავდით... 
მეგობრებო,  თქვენი იმედი გვაქვს! დავუდგეთ გვერდში ამ ოჯახს. წამლები, პროდუქტები, საოჯახო ნივთები, პამპერსი, ტანსაცმელი... მათ ყველაფერი სჭირდებათ! ერთად ღვთის შეწევნით ხომ ყველაფერს შევძლებთ! 
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი და პირადად დაეხმაროთ ამ ადამიანებს. მათი მისამართია: ზაჰესი, ბარაკები. ტელ: 557 97 73 98
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ფინანსური დახმარება გაუწიოთ ამ ოჯახს, გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ მათ შესახებ. 
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი: GE15TB7194336080100003, 
ლიბერთი ბანკი: GE42LB0115113036665000 
საქართველოს ბანკი: GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ანზორ დავითური) 
ჩვენი საიტიდანაც:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: 
NovaTechnology, 
TBCpay 
ExpressPay
განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი 
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        მეგობრებო, თუ თქვენ იცით თქვენი მეზობლის ან ნაცნობის გასაჭირის შესახებ, მოგვწერეთ ჩვენ, რათა გავუწიოთ მათ დახმარება. ჩვენი ელექტრონული მისამართია: office-fsp@fsp.ge.
        მეგობრებო, თქვენ ჩვენი „სამისამართო პროექტის“ მამოძრავებელი ძალა ხართ. თქვენი წყალობით, ჩვენ გვაქვს საშუალება გავუწიოთ დახმარება უფრო და უფრო მეტ ადამიანს!

მსგავსი პროექტები: