„უფალო ჩემი დავითი ახლა შენთანაა, გაათბე და დაიფარე“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„უფალო ჩემი დავითი ახლა შენთანაა, გაათბე და დაიფარე“

page info icon
2019 დეკემბერი 12
არ ვიცი ჩემი გარდაცვლილი შვილი ვიგლოვო თუ ცოცხლების გამო ვიტირო!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,884 ₾
( 308 დონორი )
დასრულებულია

ის ავად იყო, მას სტკიოდა, ახლა კი ის უფალთან გაფრინდა...არ ვიცი ჩემი გარდაცვლილი შვილი ვიგლოვო თუ ცოცხლების გამო ვიტირო! არ მინდა დავიჯერო, რომ ღმერთმა ისინი მაჩუქა და ახლა შიმშილისთვის გაწირავს!
როგორ ვანუგეშოთ შვილმკვდარი დედა, რა ვუთხრათ, რა ვურჩიოთ რომ დარჩენილი შვილები შიმშილმა და სიცივემ არ წაართვას? 
თბილისთან ახლოს, ერთი ადგილია, სადაც დანგრეული და მიტოვებული ნაგებობები არის, ეს ადგილი  უამრავი ოჯახისთვის თავშესაფარი გახდა, ერთადერთი გადარჩენის იმედი. მათ შორისაა შავლოხაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი. ოჯახი, რომელიც განწირულია და დახმარების გარეშე, შეიძლება ზამთარი ვერ გადაიტანოს. 
ნუგზარი: მე 55 წლის ვარ, ჩემი მეუღლე ეკა – 28 წლის. ჩვენ 4 შვილი გვყავს... უფრო სწორედ უკვე 3... ჩვენი პატარა დავითი ცაში გაგვიფრინდა ორი თვის წინ. ახლა ის პატარა ანგელოზია. (ტირის). ელენე 7 წლისაა, ლიანა 3–ს, დავითის ტყუპისცალი ნანა კი 14 დეკემბერს 1 წლის გახდება. დათუნაც 1 წლის გახდებოდა... და ახლა სადაა... ცივ მიწას მივაბარეთ. მის საფლავსაც ვერ ვუვლი. ვერ შემოვღობე, და ხან ძაღლი წევს მის პატარა საფლავზე ხან ძროხა (ტირის). სიკვდილს ვნატრობ ასეთ დროს. 
სანამ მუშაობა შემეძლო, ქირასაც ვიხდიდი და ოჯახსაც ვინახავდი, მაგრამ მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები რომ შეექმნა, სამუშაოდ ვეღარ გავედი. არ იფიქროთ, რომ ძალიან „მაგარი“ სამსახური მქონდა, არა... საშუალო განათლება მაქვს და ხან მშენებლობაზე ვმუშაობდი, ხან მტვირთავად... მერე მომიწია მეუღლეზე და ბავშვებზე ზრუნვა, ვერ გავედი სამუშაოდ და დავრჩით უკაპიკოდ. მერე ეს ნანგრევები აღმოვაჩინეთ, უპატრონო ძაღლებითაა სავსე ეს შენობა, და მათთან ერთად ვცხოვრობთ... 
–და ამ ადგილს როგორ მოაგენით?
–როცა ძალიან გაგვიჭირდა, ნაგავსაყრელზე დავდიოდი ჯართის და ბოთლების შესაგროვებლად. გავიცანი კეთილი ადამიანები, რომლებმაც მომასწავლეს ეს ადგილი. როგორც ახლობელს ისე მოგვიარეს, თავის პურს გვიყოფდნენ... ამას არასდროს დავივიწყებ! საწოლებიც მათ აგვიწყეს... 
–როგორ წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება? რაზე ოცნებობდით, რა მიზნები გქონდათ? 
–დალხენილად არასდროს მიცხოვრია, მშობლებმა ვერ მომცეს განათლება, მათ არ იცოდნენ, რომ ეს ბავშვისთვის აუცილებელია. ბავშვობიდან ვმუშაობდი. მამას ვეხმარებოდი, მეზობლებს... მერე ეკა გავიცანი, ბავშვები გაგვიჩნდა... მერე მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, და დანარცენი უკვე იცით, რა და როგორ იყო. 
–ბავშვების შესახებ გვიამბეთ, რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად?
–უფროსი ელენე 7 წლისაა, ის მეორე კლასში სწავლობს. ჭკვიანი გოგონაა. მე დამყავს ის სკოლაში. დილით მიმყავს, მერე მომყავს. ალბათ ხვდებით, რომ ჩვენ დასახლებულ პუნქტში არ ვცხოვრობთ და ამიტომ სკოლაც ძალიან შორსაა. როცა გზის ფული არ გვაქვს ფეხით მივდივართ ხოლმე... მაგრამ მზად ვარ ხელში აყვანილმა ვატარო შვილები სკოლაში, მთავარია მათ განათლება მიიღონ! ეს ჩემი მთავარი ამოცანაა. 
–როგორ ახერხებთ ამ მდგომარეობაში ცხოვრებას? 
–რა გითხრათ, არ ვიცი... ეს ცხოვრებაა? აი ნახეთ ქუჩაში რამდენი ძაღლია... ისინიც „ცხოვრობენ“. ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, და ალბათ არც არასდროს ჩაგვთვლიან. ამიტომ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ისწავლონ!
–როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება გამოასწოროს თქვენი მდგომარეობა, რაზე ოცნებობთ? 
–ჩემი ოცნებაა საფლავი გავუკეთო ჩემ გარდაცვლილ შვილს, შევღობო მაინც... რომ პირუტყვი არ შედიოდეს და არ თელავდეს მიწას... ცოცხლებისთვის კი საწოლები მინდა. ტანისამოსი. მინდა, რომ პროდუქტები გვქონდეს, ზამთარი რომ გადავიტანოთ... რომ დათბება, მერე უფრო ადვილად გავართმევთ თავს პრობლემებს. არ ვიცი, კიდევ რაზე შეიძლება ოცნებობდეს ადამიანი... არ ვიცი. 
–რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს? 
–ვიცი, რომ საქართველოში ყველაზე კარგი ადამიანები ცხოვრობენ. ვიცი, ღმერთი მათ გამოუშვებს ჩემი ოჯახის დასახმარებლად. . ვიცი, რომ ჩემი შვილების გასაჭირს თქვენ უყურადღებოდ არ დატოვებთ. ვიცი, რომ მათ თქვენს ლუკმას გაუზიარებთ. 
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას, შავლოხაშვილების ოჯახის გადასარჩენად! მათ ესაჭიროებათ სარემონტო მასალა, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ავეჯი, ტექნიკა და თბილი თეთრეული!
ასევე შეგიძლიათ დაურეკოთ ნუგზარს და გაიგოთ რა სჭირდებათ ბავშვებს. ეს მისი ტელეფონის ნომერია: 555443450
თუ დახმარების საშუალება არ გაქვთ, გააზიარეთ ეს ისტორია, გვინდა, რომ ამ ოჯახის პრობლემებით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს! არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს პატარები! ისინი ახლა ჩვენი შვილებიც არიან!
ასევე გთხოვთ, თუ გაქვთ ინფორმაცია ადამიანების შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ: office-fsp@fsp.ge.
ფონდის ანგარიშებია: 
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: შავლოხაშვილების ოჯახი)
საიტი: 
სწრაფი ჩარიცხვის აპარატები: 
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდი.
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)

მსგავსი პროექტები: