პატარა საბას სიხარული, ასმაგად დაგიბრუნდებათ

ეძიებდეთ და ჰპოოთ... ითხოვდით და მოგეცეს თქუენ... ეს ბიბლიური ჭეშმარიტებანი, რომელსაც ოლეგი თავის ლოცვებში, ყოველ საღამოს, ავადმყოფი შვილის სასთუმალთან, წარმოსთქვამდა, ძალას ჰმატებდა საბრალო მამას, ვაჟკაცურად რომ დახვედროდა ყოველ მომდევნო დღეს. დღეს, როცა მისი სისხლი და ხორცი, 11 წლის საბა ისევ გაიღვიძებს და ვერ შეძლებს მამას რომ ჩაეხუტოს, სირბილით გაჰყვეს თავის დას, ახალი დღისა და მზის შესახვედრად...
ყოველდღიურად, 11 წლის მანძილზე... ეძიებდეთ და ჰპოოთ... ითხოვდით და მოგეცეს თქუენ...
- სწორედ ეს სიტყვები და ჩემი რწმენა მაძლევს ძალას. არ იფიქროთ, რომ ძალას იმისა, რომ მოვუარო საბას - ამის ძალა, მე არასდროს გამომელევა!!! ძალებს, არ დავნებდე ასეთ ცხოვრებას და ჩვენს უიმედო ყოფას.
და აი, შეისმინა ლოცვა ჩვენი უფალმა. ვეღარ გვცნობენ, იმდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ჩერნოვეცკის ფონდში მიმართვის, შემდეგ! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენს გასაჭირს გვერდი არ აუარა - ესაა სიტყვები, მამის, რომელიც მარტო ზრდის თავის შვილს, საბას, რომელსაც ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს, და არაჩვეულებრივ, 14 წლის, მარიამს, ოლეგის თვალებში გულწრფელი მადლიერებით ანათებს.
- ბატონო ოლეგ, გთხოვთ, მოგვიყევით, მაინც რა მოხდა?
ოლეგი: ახლა, საკუთარი ჭერი გვაქვს, ხეტიალი და უცხო ხალხთან თავშესაფრის ძებნა, აღარ გვჭირდება! ჩვენს ნათესავს დაუმთავრებელი სახლი ჰქონდა, დიდი ხანი მთავაზობდა იქ გადასვლასა და ცხოვრებას ბავშვებთან ერთად. მაგრამ იქ, მხოლოდ შიშველი კედლები და კარ-ფანჯარა იყო. ნათესავს არ ჰქონდა, რემონტის დასრულების შესაძლებლობა, მე - მითუმეტეს... ჩვენ ხომ მხოლოდ საბას პენსიითა და სოციალური დახმარებით ვარსებობთ.
იმ თანხით, რომელიც ფონდის მეგობრებმა, საბასთვის და ჩვენი ოჯახისთვის შეაგროვეს ჩვენ მოვახერხეთ, სახლის მოწესრიგება საცხოვრებლად კეთილმოწყობა და ახლა, ბოლოს და ბოლოს, ქირით აღარ ვცხოვრობთ. ახლა მარიამს ცალკე, საკუთარი ოთახი აქვს, მე და საბა კი მეორეშიც ვეტევით მშვენივრად - მისი მარტო დატოვება მაინც შეუძლებელია.
და რაც მთავარია, საბა ახლა ბედნიერია! მას საკუთარი სახლის გარდა, საკუთარი ეზოც აქვს, სადაც საათობით ზის და მზეს შეჰხარის.
- სახლში, კონკრეტულად, რის გაკეთება შეძელით?
ოლეგი: სამშენებლო მასალა ვიყიდეთ, კედლები შიგნიდანაც და გარედანაც გავლესეთ და პენოპლასტით შევფუთეთ, მეტნაკლებად მოვაწყვეთ ოთახები, და რაც მთავარია სააბაზანო. საბას დაბანა ძალიან ძნელია, იძულებული ვიყავი, წყალი ქვაბით გამეცხელებინა, ბავშვი კალთაში ჩამესვა და წყალი ზემოდან ხაპით დამესხა. სხვა რა უნდა ქნა, როდესაც არ გაქვს არც ცხელი წყალი და არც შხაპი?
ახლა კი, თქვენი დამსახურებით, ერთიც გვაქვს და მეორეც. სააბაზანოში კაფელი გავაკარით, ცხელი წყლის ავზი, შხაპი, და ნიჟარა დავაყენეთ.


და კიდევ, ახლა, მე ჭურჭლის სარეცხი მანქანა მაქვს! იცით ჭურჭლის რეცხვა როგორ არ მიყვარს?! თანაც ამისთვის, დრო არასოდეს მრჩება - საბას მარტოს ვერ ვტოვებ და კიდევ უამრავი საქმე მაქვს. ახლა კი, ჩემი საქმე, ჭურჭლის რეცხვა, მანქანამ გადაიბარა.
- გვითხრით, ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ვინმემ დაგირეკათ, ან იქნებ, პირადად მოვიდნენ და რაიმე დახმარება გაგიწიეს?
ოლეგი: რას ამბობთ, რა თქმა უნდა! იმდენი ახალი მეგობარი შევიძინეთ! უბრალო ხალხს, პროდუქტი და საჩუქრები მოჰქონდათ საბასთვის, მარიამსაც არ ივიწყებდნენ...
სამშენებლო კომპანია „ორბის“ წარმომადგენლები მოსული იყვნენ, გადმოგვცეს 600 ლარი და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით რჩევებიც მოგვცეს, ამითაც დაგვეხმარნენ. ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მისცეთ!
მარტში, კიდევ ერთი კომპანიის თანამშრომლებმა მოგვიტანეს 500 ლარი და უამრავი პროდუქტი.
კიდევ რამდენი უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი მოვიდა! ყველას სახელებიც კი ვერ დავიმახსოვრე. მაპატიეთ! მაგრამ ჩემი სიხარული და ბედნიერება იმდენად უსაზღვრო იყო, რომ არ მქონდა არაფრის დამახსოვრების თავი...
მოჰქონდათ პროდუქტი, ტანსაცმელი, ფულადი თანხები, საპონი და სარეცხი ფხვნილიც კი. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა მადლიერებას განვიცდი თითოეული მათგანის მიმართ. ჩემი შვილების ბედნიერება, ასმაგად დაუბრუნდებათ მათ!
კიდევ ერთმა ემიგრანტების ოჯახმა, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, ფული გადმოგვირიცხა. მათი სახელებიც კი არ ვიცი - თანხა გამოატანეს ნათესავს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. თქვა, რომ როდესაც, ემიგრანტებმა ჩვენი ამბავი ინტერნეტიდან შეიტყვეს, გადაწყვიტეს დაგვხმარებოდნენ ისე, რომ თავიანთი სახელები არ გაემხილათ... წმინდანები არიან...
- ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურა სტატიას? იქნებ იყო მოსული ვინმე, იკითხეს, რით შეუძლიათ რომ დაგეხმარონ?
ოლეგი: არა, არავინ არ მოსულა. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებამ მთლად დაგვივიწყა, მაგრამ დიდად არც გვანებივრებენ. ერთხელ დაგვეხმარნენ ეტლით, საბასთვის - ბათუმის მერიამ თანხა გამოჰყო, რომლითაც ეტლი შევიძინეთ. ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, დიდი დახმარებაა. საბას ახლა სეირნობა შეუძლია, გარეთ სწორედ ამ ეტლით გამყავს.
- ბატონო ოლეგ, მაპატიეთ, შესაძლოა მტკივნეულ თემას ვეხები, მაგრამ თუ შეიძლება, მაინც გკითხავთ - თქვენი მეუღლე არ შეგეხმიანათ, ან იქნებ დაგირეკათ მაინც?
ოლეგი: მე არა, მაგრამ მარიამს ესაუბრა, და იცის, რომ ახლა საკუთარ სახლში ვცხოვრობთ. სულაც არ ვუბრაზდები ნანას, რომ წავიდა, და შვილები მიატოვა... ვიცი, რომ ისინი უყვარს, მაგრამ თავად, ავადმყოფი და სუსტი ადამიანია... ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმ სასწაულზე, რომელიც ჩვენს ოჯახს შეემთხვა, და არ მინდა, დავუბრუნდე სევდიან და მტკივნეულ თემას. მე მიყვარს ჩემი შვილების დედა და გულში ბოღმა არ ჩამიდია. ჯანმრთელი იყოს, და თუ კი შეძლებს, ბედნიერიც...
- კი ბატონო... მოდით, ისევ კარგს დავუბრუნდეთ. რას ნიშნავს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის ეს დახმარება და მხარდაჭერა?
ოლეგი: სიტყვებით ამას ვერ ავღწერ. ალბათ იმ მადლიერებას, რომელსაც მე ვგრძნობ, ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს. ძალიან გვიჭირდა... მე ხომ, მუშაობას თითქმის ვერ ვახერხებ. საბას მუდმივად სჭირდება მოვლა. ერთხელ ვცადე, ღამით რომ მემუშავა, გამომეყენებინა ის დრო, ბავშვებს როდესაც სძინავთ, მაგრამ დიდხანს ვერ გავუძელი - უძილო ღამის შემდეგ, დღისით საბას ხელით ტარება, შეუძლებელი აღმოჩნდა. ერთხელაც, საბა კინაღამ გამივარდა ხელიდან... ღამის სამსახურისთვის თავის დანებება მომიწია. ძიძა კი, თავადაც ხვდებით, ჩვენთვის მიუწვდომელი ფუფუნებაა.
ნაქირავები ბინები? უზარმაზარი ხარჯები, რომელსაც მთელი ჩვენი მიზერული შემოსავალი მიჰქონდა. ახლა კი, ეს ფული ბავშვებს ხმარდება, საბას მკურნალობასა და წამლებზე...
- იქნებ, თქვენი შვილის ნაცვლად, თქვენ გვიამბოთ მის ემოციებზე?
ოლეგი: ეს ყველაფერი, თქვენს ფონდში მიმართვა, ჩვენი ოჯახის შესახებ, სტატიის გამოქვეყნება - საბასთვის იყო გაკეთებული. ის უმწეოა, დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, თუმცა მე ვცდილობ, რომ მისი კუნთები არ მოდუნდეს, იღლიებში ხელამოდებული, ოთახში რომ გავატარო. მაგრამ, მაშინვე ზედ მეკიდება და მთხოვს, რომ ისევ დავსვა.
მასაც, რა თქმა უნდა, სიგიჟემდე უხარია და ბედნიერია, რომ ახლა საკუთარი სახლი გვაქვს და ეზო, ფართო ოთახები და სააბაზანო. ახარებს ხალხის ყურადღება, როდესაც ჩვენი ახალი მეგობრები გვირეკავენ, ან მოდიან მათ სწორედ საბასთან სურთ საუბარი, უბნებიან კეთილ სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ საბა პასუხს გამართულად ვერ სცემს, მისი ღიმილი ყველაფრის მთქმელია. ნეტავ განახათ, რა ღიმილი აქვს! ყველაფერს ანათებს გარშემო! სწორედ ის არის ჩემი სიცოცხლის აზრი!
- და მარიამი რას ამბობს?
ოლეგი: ოოო... მარიამს ახლა, ცალკე, საკუთარი ოთახი აქვს. გოგოსთვის ხომ აუცილებელია, საკუთარი ოთახი რომ ჰქონდეს. ეს მისი სამყაროა, სადაც მას, ჩვენი შეშვება არ სურს. იქ მეცადინეობს, ხატავს, კითხულობს, ეს მისი პატარა სამყაროა. მეც ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი გოგონა ბედნიერია.
- მარიამ, გვითხარი როგორ მოეწყვე?
მარიამი(14 წლის): გმადლობთ, ძალიან კარგად. საკუთარი ოთახი, არასდროს მქონია, ახლა კი - მაქვს, საკუთარი საწოლიც და სამეცადინო ადგილიც. აქ შემიძლია, ჩემი მეგობრები დავპატიჟო, ერთმანეთს ვესაუბროთ და საიდუმლოები გავანდოთ.
- საჩუქრებიდან, ყველაზე მეტად რა გაგიხარდა?
მარიამი(14 წლის): ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მამიკოს არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა, მე ერთადერთი მანდილოსანი ვარ ოჯახში და ეგ საქმე ჩემი გასაკეთებელი იყო. ახლა, მე და მამა, გადარჩენილები ვართ და ნიჟარაში ჩალაგებულ, გასარეცხ ჭურჭელზე დარდი აღარ გვიწევს.
ძალიან დიდი მადლობა, ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის თქვენ, და ჩვენმა ახალმა მეგობრებმა გააკეთეთ, საჭმლისთვის, ტანსაცმლისთვისა და საჩუქრებისთვის... იმისთვის, რომ ამხელა ყურადღება დაგვითმეთ და უკეთესობისკენ შეცვალეთ ჩემი, მამას და საბას ცხოვრება.
- როგორ ფიქრობ, საბა რას მეტყოდა?
მარიამი(14 წლის): ზუსტად ვიცი, რომ ჩაგეხუტებოდათ, და გთხოვდათ, რომ ყველას უდიდესი მადლობა გადასცეთ! მისთვის იმის შესაძლებლობა, რომ იჯდეს ეზოში, და არა ოთხ კედელს შუა, ძალიან ბევრს ნიშნავს.
- შენ და საბას კიდევ რაიმე გჭირდებათ? ჩვენს მკითხველებს, შეუძლიათ კიდევ რამით რომ დაგეხმარონ?
მარიამი(14 წლის): თუ შეიძლება, მინდა კომპიუტერი გთხოვოთ. ვიცი, რომ ყველა ძალიან დაგვეხმარა და სწორედ მათი დამსახურებით შევძელით ამ სახლის გარემონტება. ამიტომაც, ძალიან მერიდება კიდევ რამე რომ გთხოვოთ. მაგრამ სკოლის პროგრამას ძალიან ჩამოვრჩი იმის გამო, რომ არ მაქვს კომპიუტერი ახლა ხომ გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩემს მეგობრებთან მიწევს წასვლა, გაკვეთილებს რომ დავესწრო და ვიმეცადინო.
- ვფიქრობ, შენი ეს სურვილი, შესმენილი იქნება და ასრულდება. ბატონო ოლეგ, თქვენ რას იტყვით, კიდევ რაიმე გადაუჭრელი პრობლემა თუ დაგრჩათ?
ოლეგი: ერთადერთი, რის თხოვნასაც გავბედავდი, არის საწოლი, საბასთვის. ერთ საწოლში გვძინავს და მისთვის, ეს ძალიან მოუხერხებელია.

სხვა ყველაფერს, უკვე თავადაც ვუმკლავდები. თქვენ მე, ამოსუნთქვის, საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრებისა და ქირის ფულის დაზოგვის შესაძლებლობა მომეცით. მაჩვენეთ გზა, რომელსაც შემიძლია, უკვე თავად რომ მივყვე. და რაც მთავარია! კიდევ, თქვენი დამსახურებით, ჩვენს ოჯახს უამრავი ახალი მეგობარი ჰყავს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენს გვერდში ბოლომდე იქნებიან. მხოლოდ ერთს ვიტყვი:
ჩემმა ქართველმა თანამემამულეებმა და თქვენმა ფონდმა, ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეთ!
----
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უბრალოდ დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს, ყველა თქვენი პრობლემა დაგავიწყდებათ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია!.. აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს, და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები ჯერ არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე - შანსია, თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შაინიძეების ოჯახი)
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA, TBCpay და ExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
0901 200 270 – 1 ზარი სიცოცხლეს გადაარჩენს.
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
ხარჯები
თარიღი | დასახელება | ღირებულება (ლარი) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 ივნ 5 | პროდუქტები | 142.88 | transferred |
2020 მაი 25 | პამპერსები | 209 | transferred |
2020 მაი 21 | პროდუქტები | 69.56 | transferred |
2020 მაი 13 | პროდუქტები | 189.16 | transferred |
2020 აპრ 20 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 800 | paid |
2020 აპრ 20 | პროდუქტები | 179.33 | transferred |
2020 მარ 18 | გაზის გამათბობელი | 288.64 | transferred |
2020 მარ 3 | სამშენებლო მასალა | 1,293.68 | transferred |
2020 მარ 3 | ჭურჭლის სარეცხი მანქანა | 670 | transferred |
2020 მარ 3 | პამპერსები | 193.5 | transferred |
სულ ხარჯი: 4,035.75 ₾
დარჩა 0.49 ₾
დარიცხვები
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (ლარი) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
05.06.2020 00:00:00 | ტერმინალი | 3 | Перевод на счет |
05.06.2020 00:00:00 | ჯინჭარაშვილი ნინო | 3 | Перевод на счет |
03.06.2020 00:00:00 | ჟორჟოლიანი ანანო | 2 | Перевод на счет |
30.05.2020 00:00:00 | ჯუხარაშვილი სოფიო | 10 | Перевод на счет |
29.05.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Перевод на счет |
09.03.2020 00:00:00 | რომანაძე ზურაბ | 5 | Перевод на счет |
28.02.2020 00:00:00 | ილია თათვიძე | 1 | Перевод на счет |
27.02.2020 00:00:00 | ნანა ქრისტესიაშვილი | 5 | Перевод на счет |
27.02.2020 00:00:00 | მარინა ნებიერიძე | 50 | Перевод на счет |
26.02.2020 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Перевод на счет |
18.02.2020 00:00:00 | ნიკა ჯოხაძე | 50 | Перевод на счет |
17.02.2020 00:00:00 | ზაური დოგრაშვილი | 20 | Перевод на счет |
17.02.2020 00:00:00 | მალხაზი | 1 | Перевод на счет |
13.02.2020 11:14:07 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
12.02.2020 15:01:24 | ანონიმი | 3 | TBC Bank (GeoPay) |
12.02.2020 00:00:00 | მედეა ბაზიერიშვილი | 10 | Перевод на счет |
11.02.2020 00:00:00 | გრატიაშვილი ნანა | 10 | Перевод на счет |
10.02.2020 00:00:00 | ბეგალაშვილი გიორგი | 20 | Перевод на счет |
10.02.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Перевод на счет |
10.02.2020 00:00:00 | ბლიაძე დიანა | 3 | Перевод на счет |
10.02.2020 00:00:00 | ბერუჩაშვილი გიორგი | 20 | Перевод на счет |
10.02.2020 00:00:00 | კვიტაშვილი ნიკოლოზი | 20 | Перевод на счет |
10.02.2020 00:00:00 | ნინო მუმლაძე | 1 | Перевод на счет |
08.02.2020 20:40:16 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
08.02.2020 00:00:00 | ვაჟა ყორანაშვილი | 8 | Перевод на счет |
08.02.2020 00:00:00 | ალექსანდრე თევდორაძე | 20 | Перевод на счет |
08.02.2020 00:00:00 | დავით მახარაშვილი | 10 | Перевод на счет |
07.02.2020 19:28:49 | ანონიმი | 1 | Liberty Bank (PayGe) |
07.02.2020 00:00:00 | KAJAIA MIKHEIL | 10 | Перевод на счет |
07.02.2020 00:00:00 | გიორგი კანკავა | 10 | Перевод на счет |
07.02.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Перевод на счет |
06.02.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Перевод на счет |
06.02.2020 00:00:00 | დავით ძნელაშვილი | 5 | Перевод на счет |
06.02.2020 00:00:00 | დავით კაპანაძე | 1 | Перевод на счет |
05.02.2020 21:51:11 | ანონიმი | 5 | TBC Bank (GeoPay) |
05.02.2020 00:00:00 | ზაზარაშვილი მანანა | 10 | Перевод на счет |
03.02.2020 00:00:00 | ფხაკაძე სოფიო | 5 | Перевод на счет |
03.02.2020 00:00:00 | მამუკა გაგოშიძე | 10 | Перевод на счет |
03.02.2020 00:00:00 | TAMAR KUDASHVILI | 20 | Перевод на счет |
01.02.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Перевод на счет |
01.02.2020 00:00:00 | დავით კოლელიშვილი | 15 | Перевод на счет |
01.02.2020 00:00:00 | გიორგი კანკავა | 5 | Перевод на счет |
30.01.2020 22:11:23 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
30.01.2020 17:01:14 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
30.01.2020 11:31:21 | ანონიმი | 5 | Liberty Bank (PayGe) |
30.01.2020 00:00:00 | კვეტენაძე დავით | 10 | Перевод на счет |
30.01.2020 00:00:00 | ჩხიკვიშვილი ანი | 1 | Перевод на счет |
30.01.2020 00:00:00 | ია გერლიანი | 4 | Перевод на счет |
29.01.2020 22:05:28 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
29.01.2020 00:00:00 | ნიკურაძე ნუკრი | 1 | Перевод на счет |
29.01.2020 00:00:00 | მუხულიშვილი ზურაბი | 20 | Перевод на счет |
29.01.2020 00:00:00 | გვანცა რობაქიძე | 2 | Перевод на счет |
29.01.2020 00:00:00 | ნატალია კობეცი | 30 | Перевод на счет |
29.01.2020 00:00:00 | გიორგი ქეთელაური | 10 | Перевод на счет |
28.01.2020 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 10 | Перевод на счет |
27.01.2020 00:00:00 | მოისწრაფიშვილი მაია | 10 | Перевод на счет |
27.01.2020 00:00:00 | ბაღდავაძე დავითი | 20 | Перевод на счет |
27.01.2020 00:00:00 | ბექაური ფრიდონი | 1 | Перевод на счет |
27.01.2020 00:00:00 | ლია მახარაძე | 10 | Перевод на счет |
25.01.2020 00:00:00 | თამარ მჭედლიშვილი | 5 | Перевод на счет |
25.01.2020 00:00:00 | გიორგი კოვზირიძე | 5 | Перевод на счет |
24.01.2020 00:00:00 | საღრიშვილი სალომე | 20 | Перевод на счет |
24.01.2020 00:00:00 | ბეროძე კაკი | 4.74 | Перевод на счет |
24.01.2020 00:00:00 | მათითაიშვილი კობა | 30 | Перевод на счет |
24.01.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Перевод на счет |
24.01.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 5 | Перевод на счет |
24.01.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Перевод на счет |
23.01.2020 18:20:40 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
23.01.2020 00:00:00 | რაზმაძე თეონა | 5.5 | Перевод на счет |
23.01.2020 00:00:00 | მარიამ ბარნაველი | 5 | Перевод на счет |
22.01.2020 09:12:34 | ანონიმი | 50 | TBC Bank (GeoPay) |
22.01.2020 00:00:00 | კახეთელიძე აკაკი | 10 | Перевод на счет |
22.01.2020 00:00:00 | შალვა ჩაკვეტაძე | 4 | Перевод на счет |
22.01.2020 00:00:00 | ნათია კვანტალიანი | 1 | Перевод на счет |
21.01.2020 00:00:00 | ინწკირველი ირაკლი | 5 | Перевод на счет |
21.01.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Перевод на счет |
21.01.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Перевод на счет |
21.01.2020 00:00:00 | მერი საკანდელიძე | 10 | Перевод на счет |
20.01.2020 00:00:00 | რომანაძე ზურაბ | 5 | Перевод на счет |
20.01.2020 00:00:00 | ნოზაძე ალექსანდრე | 3 | Перевод на счет |
20.01.2020 00:00:00 | პართენიშვილი ზაალ | 10 | Перевод на счет |
20.01.2020 00:00:00 | ნადირაშვილი ლიკა | 2 | Перевод на счет |
20.01.2020 00:00:00 | დვალიძე ნელი | 2 | Перевод на счет |
20.01.2020 00:00:00 | ირაკლი გურგენიძე | 50 | Перевод на счет |
18.01.2020 11:05:58 | ანონიმი | 50 | TBC Bank (GeoPay) |
18.01.2020 00:00:00 | სალომე როსტიაშვილი | 5 | Перевод на счет |
18.01.2020 00:00:00 | გვანცა გელენიძე | 24 | Перевод на счет |
18.01.2020 00:00:00 | ნინო სეხნიაშვილი | 10 | Перевод на счет |
17.01.2020 19:10:17 | ანონიმი | 5 | TBC Bank (GeoPay) |
17.01.2020 10:17:47 | ანონიმი | 5 | Liberty Bank (PayGe) |
17.01.2020 00:00:00 | კაპანაძე ლერი | 20 | Перевод на счет |
16.01.2020 16:35:30 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
16.01.2020 13:09:15 | ანონიმი | 100 | TBC Bank (GeoPay) |
16.01.2020 00:00:00 | ჭედია გიორგი | 10 | Перевод на счет |
16.01.2020 00:00:00 | გიორგი ნაცვალაძე | 5 | Перевод на счет |
16.01.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Перевод на счет |
15.01.2020 13:58:21 | ანონიმი | 1 | TBC Bank (GeoPay) |
15.01.2020 13:57:12 | ანონიმი | 3 | TBC Bank (GeoPay) |
15.01.2020 00:00:00 | ფარჯიანი იგორი | 100 | Перевод на счет |
15.01.2020 00:00:00 | ჯოხაძე ნინო | 5 | Перевод на счет |
15.01.2020 00:00:00 | კუბლაშვილი ავთანდილ | 5 | Перевод на счет |
14.01.2020 08:47:35 | ანონიმი | 5 | Liberty Bank (PayGe) |
14.01.2020 00:00:00 | ნავერიანი გიორგი | 10 | Перевод на счет |
14.01.2020 00:00:00 | მაია სიხარულიძე | 1 | Перевод на счет |
14.01.2020 00:00:00 | ნინო რამიშვილი | 3 | Перевод на счет |
14.01.2020 00:00:00 | ეკატერინე ბუხრაძე | 1 | Перевод на счет |
13.01.2020 20:41:23 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
13.01.2020 00:00:00 | შპს აგროსიმა | 50 | Перевод на счет |
13.01.2020 00:00:00 | შამუგია ოთარ | 50 | Перевод на счет |
13.01.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Перевод на счет |
13.01.2020 00:00:00 | ბენდელიანი ვერა | 15 | Перевод на счет |
13.01.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
13.01.2020 00:00:00 | გრიგალაშვილი თეა | 5 | Перевод на счет |
13.01.2020 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 10 | Перевод на счет |
13.01.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Перевод на счет |
12.01.2020 11:23:36 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
11.01.2020 20:00:15 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
11.01.2020 19:58:19 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
11.01.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Перевод на счет |
10.01.2020 10:43:37 | ანონიმი | 2 | Liberty Bank (PayGe) |
10.01.2020 00:00:00 | მეჭურჭლიშვილი ვანო | 10 | Перевод на счет |
10.01.2020 00:00:00 | არჩილ ფუტკარაძე | 10 | Перевод на счет |
09.01.2020 23:30:47 | ანონიმი | 10 | Liberty Bank (PayGe) |
09.01.2020 17:20:36 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
09.01.2020 11:21:41 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
09.01.2020 00:00:00 | ანა სახაროვა | 20 | Перевод на счет |
09.01.2020 00:00:00 | ლელა ტაბატაძე | 5 | Перевод на счет |
08.01.2020 10:56:31 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
08.01.2020 03:09:35 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
08.01.2020 00:00:00 | სინაურიძე ლავრენტი | 10 | Перевод на счет |
08.01.2020 00:00:00 | ზაქარეიშვილი არჩილ | 15 | Перевод на счет |
08.01.2020 00:00:00 | მამრიკიშვილი მარიამ | 15 | Перевод на счет |
08.01.2020 00:00:00 | ირაკლი ლაშაური | 5 | Перевод на счет |
08.01.2020 00:00:00 | ზაზა გაგნიძე | 5 | Перевод на счет |
08.01.2020 00:00:00 | თეკლა გუჯაბიძე | 50 | Перевод на счет |
08.01.2020 00:00:00 | დიეგო ლობჟანიძე | 1 | Перевод на счет |
08.01.2020 00:00:00 | დიეგო ლობჟანიძე | 1 | Перевод на счет |
07.01.2020 00:00:00 | ნინო ჯავახიშვილი | 7 | Перевод на счет |
07.01.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 3 | Перевод на счет |
07.01.2020 00:00:00 | მაკა მირზიაშვილი | 3 | Перевод на счет |
07.01.2020 00:00:00 | რევაზ დურიშვილი | 30 | Перевод на счет |
06.01.2020 15:25:27 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
06.01.2020 13:42:39 | ანონიმი | 300 | Liberty Bank (PayGe) |
06.01.2020 12:54:39 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
06.01.2020 00:00:00 | თევზაძე იური | 5 | Перевод на счет |
06.01.2020 00:00:00 | თინათინ გორდაძე | 20 | Перевод на счет |
06.01.2020 00:00:00 | ჯავახიშვილი ირაკლი | 3 | Перевод на счет |
06.01.2020 00:00:00 | ლაზარია ირმა | 10 | Перевод на счет |
06.01.2020 00:00:00 | ქიმერიძე ნიკოლოზ | 10 | Перевод на счет |
06.01.2020 00:00:00 | დავით ასანიძე | 5 | Перевод на счет |
05.01.2020 00:00:00 | ზაზა გაგნიძე | 5 | Перевод на счет |
04.01.2020 14:12:06 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
04.01.2020 12:18:53 | ანონიმი | 5 | Liberty Bank (PayGe) |
04.01.2020 10:08:09 | ანონიმი | 30 | TBC Bank (GeoPay) |
04.01.2020 00:00:00 | მარიამ კაკაბაძე | 10 | Перевод на счет |
03.01.2020 16:28:39 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
03.01.2020 00:00:00 | გიორგი კოხოძე | 5 | Перевод на счет |
03.01.2020 00:00:00 | ლიზა თავდუმაძე | 10 | Перевод на счет |
03.01.2020 00:00:00 | ლევან მოწყობილი | 15 | Перевод на счет |
03.01.2020 00:00:00 | თუთბერიძე გიორგი | 5 | Перевод на счет |
03.01.2020 00:00:00 | ჭავჭავაძე ეკატერინე | 10 | Перевод на счет |
01.01.2020 00:39:47 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
31.12.2019 22:12:44 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
31.12.2019 10:12:18 | ანონიმი | 100 | TBC Bank (GeoPay) |
31.12.2019 00:00:00 | ლიკა გიგინეიშვილი | 8 | Перевод на счет |
31.12.2019 00:00:00 | თინათინ მუსერიძე | 20 | Перевод на счет |
31.12.2019 00:00:00 | თამარი ონიანი | 30 | Перевод на счет |
31.12.2019 00:00:00 | ელენე ღუდუშაური | 20 | Перевод на счет |
31.12.2019 00:00:00 | ნადარეიშვილი ირაკლი | 10 | Перевод на счет |
31.12.2019 00:00:00 | მანიჟაშვილი | 5 | Перевод на счет |
31.12.2019 00:00:00 | არჩვაძე დავით | 50 | Перевод на счет |
31.12.2019 00:00:00 | გელაშვილი ვლადიმერ | 100 | Перевод на счет |
30.12.2019 22:29:00 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
30.12.2019 20:14:55 | ანონიმი | 30 | TBC Bank (GeoPay) |
30.12.2019 18:50:35 | ანონიმი | 1 | Liberty Bank (PayGe) |
30.12.2019 18:10:16 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
30.12.2019 18:07:28 | ანონიმი | 5 | Liberty Bank (PayGe) |
30.12.2019 00:00:00 | ბალალაშვილი მერი | 7 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | ხუციშვილი გიორგი | 5 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 12 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | საღრიშვილი სალომე | 20 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | ტოკლიკიშვილი ინგა | 10 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | გამყრელიძე ნიკოლოზ | 100 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | ჭინჭარაული გიორგი | 20 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | დოლაკიძე ქეთევან | 25 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | ნინო მალა | 20 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | შავშაშვილი მიხეილ | 100 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | დავით კაპანაძე | 1 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | ქეთევან წიკლაური | 10 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | თეონა გოგინაშვილი | 10 | Перевод на счет |
30.12.2019 00:00:00 | გვანცა ღვინაშვილი | 20 | Перевод на счет |
29.12.2019 13:05:34 | ანონიმი | 10 | Liberty Bank (PayGe) |
29.12.2019 00:28:17 | ანონიმი | 10 | Liberty Bank (PayGe) |
29.12.2019 00:00:00 | სალომე ჭურაძე | 20 | Перевод на счет |
28.12.2019 21:02:02 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
28.12.2019 19:47:35 | ანონიმი | 10 | Liberty Bank (PayGe) |
28.12.2019 19:43:35 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
28.12.2019 18:49:27 | ანონიმი | 50 | TBC Bank (GeoPay) |
28.12.2019 18:16:27 | ანონიმი | 5 | Liberty Bank (PayGe) |
28.12.2019 15:16:14 | ანონიმი | 50 | TBC Bank (GeoPay) |
28.12.2019 00:00:00 | ირაკლი ვაშაკიძე | 5 | Перевод на счет |
28.12.2019 00:00:00 | ი/მ მარიამი ჭიპაშვილი | 5 | Перевод на счет |
28.12.2019 00:00:00 | ნათია გუჯეჯიანი | 20 | Перевод на счет |
28.12.2019 00:00:00 | ირაკლი გეწაძე | 10 | Перевод на счет |
27.12.2019 22:47:44 | ანონიმი | 23 | Liberty Bank (PayGe) |
27.12.2019 15:46:08 | ანონიმი | 25 | TBC Bank (GeoPay) |
27.12.2019 11:13:16 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
27.12.2019 09:06:07 | ანონიმი | 50 | TBC Bank (GeoPay) |
27.12.2019 00:00:00 | ზაზა გაგნიძე | 5 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | დავით მსხილაძე | 50 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | გვანცა გელენიძე | 25 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | ლევან გაჩეჩილაძე | 7 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | ირაკლი ჩიტაია | 10 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | ანა ბაიაძე | 10 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | ნინო მარიამიძე | 20 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | დავით მახარაშვილი | 5 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | დავითაია მარიამ | 15 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | დვალიშვილი მარიამ | 20 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | გიორგი ხომასურიძე | 5 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | კალანდაძე ნიკოლოზი | 10 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | მახარაძე დიმიტრი | 5 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | ხვიჩია გვანცა | 20 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | საპანაძე გიგა | 2 | Перевод на счет |
27.12.2019 00:00:00 | მაია ვაჩიბერაძე | 10 | Перевод на счет |
26.12.2019 00:00:00 | ნინო ჯახუა | 5 | Перевод на счет |
26.12.2019 00:00:00 | ირაკლი თოფურია | 30 | Перевод на счет |
26.12.2019 00:00:00 | ნათია მგალობლიშვილი | 10 | Перевод на счет |
26.12.2019 00:00:00 | თამარ კიკნაძე | 3 | Перевод на счет |
26.12.2019 00:00:00 | თამარ ქალდანი | 1 | Перевод на счет |
26.12.2019 00:00:00 | ჟორჟოლიანი მაკა | 3 | Перевод на счет |
26.12.2019 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Перевод на счет |
26.12.2019 00:00:00 | გუჯაბიძე ბეჟან | 25 | Перевод на счет |
25.12.2019 23:04:50 | ანონიმი | 1 | Liberty Bank (PayGe) |
25.12.2019 22:00:30 | ანონიმი | 100 | TBC Bank (GeoPay) |
25.12.2019 17:18:08 | ანონიმი | 10 | Liberty Bank (PayGe) |
25.12.2019 00:00:00 | კობალავა ვიქტორია | 50 | Перевод на счет |
25.12.2019 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Перевод на счет |
25.12.2019 00:00:00 | კარმანოვი ლევან | 5 | Перевод на счет |
25.12.2019 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
25.12.2019 00:00:00 | ანა გახოკიძე | 30 | Перевод на счет |
25.12.2019 00:00:00 | იამზე თურქია | 10 | Перевод на счет |
25.12.2019 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 10 | Перевод на счет |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,036.24 ₾
დარჩა 0.49 ₾