დედიკო, რატომ გამაჩინე?
დედიკო, რატომ გამაჩინე?
მარტოხელა დედა ნინო და მისი შვილი 5 წლის მარიამი ცივ, ბეტონის ნაგებობაში, მიწურში ცხოვრობდნენ, სადაც ცუდ ამინდში საშინლად ციოდა და ფანჯარაც კი არ იკეტებოდა. საბრალო დედას მხოლოდ იმაზე შეეძლო ფიქრი, რომ მარიამი მშიერი არ დარჩენილიყო. სწორედ ამის გამო, მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, ნებისმიერ მძიმე სამუშაოს ეჭიდებოდა.
სურათებზე ხედავთ დედა-შვილს. სულ ცოტა ხნის წინ, მათ შიოდათ და სციოდათ, ახლა კი ბედნიერებისგან ბრწყინავენ! ეს კი მხოლოდ თქვენი გულისხმიერებისა და ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა! ნინომ ჩვენს ფონდს გამოუვალი მდგომარეობის გამო მიმართა, დიდად არ ჰქონდა დახმარების იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი რამ გაუგია ჩვენს შესახებ.
ნინო: ნამდვილად არ მოველოდი, რომ ამდენი ადამიანი მიიტანდა გულთან ჩვენს გაჭირვებას. ყველას ხომ თავის საფიქრალი აქვს. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
- ნინო, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
ნინო: ჩვენი ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა. არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას. თურმე ოცნებები ხდება. ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენი კეთილი ადამიანი ცხოვრობს. მეორე დღესვე დაიწყეს რეკვა, მეკითხებოდნენ, რა გვჭირდებოდა მე და ჩემს შვილს. უამრავი პროდუქტი და ტანსაცმელი მომიტანეს, დაგვავიწყდა რა არის შიმშილი და სიცივე.
- ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? გახსოვთ იმ ადამიანთა სახელები, ვინც დაგეხმარათ?
ნინო: ცოლ-ქმარი იყვნენ ჩამოსული თბილისიდან, ცოლს ეკა ჰქვია. ტელევიზორი ჩამოგვიტანეს, ტკბილეული და უამრავი საჩუქარი, კიდევ 200 ლარი მაჩუქეს. მარიამი ყოველთვის ტელევიზორზე ოცნებობდა! გორის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბიჭებმა შეშით მოგვამარაგეს. ოთხი გოგონა იყო ჩამოსული, თბილისის ერთ-ერთი ტაძრის მრევლი, ტანსაცმელი, პროდუქტი და საჩუქრები ჩამოგვიტანეს. ყოველთვის ვილოცებ თითოეულ მათგანზე, ვინც ხელი გამომიწოდა და დამეხმარა.
- ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
ნინო: თქვენი დამსახურებით, უამრავი საოცარი ადამიანი გავიცანი. ხშირად მირეკავენ და გვკითხულობენ მე და მარიამს. თავს სულაც აღარ ვგრძნობ მარტოსულად და აღარ ვფიქრობ, რომ არავის არ ვჭირდები.
- ნინო, თავს ბედნიერად გრძნობთ? ყველა თქვენი ოცნება ახდა?
ნინო: ამაზე ვერ ვიოცნებებდი! ახლა მაცივარი გვაქვს, სარეცხი მანქანა, ბლენდერი და ელექტროჩაიდანიც კი. თქვენი დამსახურებით, ახლა, ჩვენი ოთახი ლამაზი და მყუდროა, ფანჯარა ჩაგვისვეს. ნახეთ რა ლამაზი პუფები და მაგიდა გვაჩუქეს! საწოლი და თეთრეული? ახლა, მე და ჩემს გოგონას ადამიანურად გვძინავს.
სანამ ნინოს ვესაუბრებოდით, მარიამი არც ერთი წამით არ გაჩერებულა, ხტუნაობდა და თამაშობდა. სევდიან და დათრგუნულ გოგონას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, ვერც კი იცნობდით.
- მარიამ, საჩუქრები მოგეწონა, ვიცით რომ თოჯინაზე ოცნებობდი?
მარიამი: კიი, ძალიან, ძალიან მომეწონა! ნახეთ რა ლამაზი საწოლი მაქვს, ზღაპრული პრინცესასავით მძინავს! ეს კი ჩემი თოჯინაა, მას ეკა დავარქვი და ერთად ვუყურებთ ტელევიზორს. იცით რამდენი სათამაშო მომიტანეს? მაგრამ ეს ეკა ყველაზე მეტად მომეწონა.
ნინო: ჩემი შვილი ასეთი გახარებული, არასოდეს მინახავს!
- ნინო, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველებს. რას ეტყოდით მათ?
ნინო: ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც მე და ჩემს გოგონას დაგვეხმარა, სიტყვებით ვერ გამოვხატავ რამდენად მადლობელი ვარ თქვენი ფონდის. თვალნათლივ დავრწმუნდი, რომ ქართველი ხალხი უსაზღვროდ კეთილია.
- დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ჩვენი მხრიდან კი გპირდებით, რომ ჩვენი ფონდი შემდგომშიც დაგეხმარებათ.
ამ ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმარეთ მათ! თქვენი სიკეთე მათი შანსია ბედნიერები იყვნენ! მეგობრებო, მთელი ჩვენი ფონდის სახელით გულითად მადლობას გიხდით ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ ჩვენი ბენეფიციარებისთვის. თქვენ სიკეთის დანახვას ასწავლით ჩვენს საზოგადოებას. თქვენ სწორედ მაშინ ჩუქნით რწმენას ადამიანებს, როცა საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ, და როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ! ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობს სხვისი შვილები და სხვისი დედები.
თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: სუხიტაშვილების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდის მეშვეობით https://chernovetskyifund.ge/ge/projects/545-sukhitashvili/
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/gy2gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 აპრ 3 | პროდუქტები | 229.08 | transferred |
2020 აპრ 6 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 740 | paid |
2020 მაი 4 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 410 | paid |
2020 მაი 21 | პროდუქტები | 300 | transferred |
2020 ივლ 2 | პლანშეტი | 250 | transferred |
2020 ივლ 14 | პროდუქტები | 399.63 | transferred |
2020 აგვ 21 | პროდუქტები მაკარაშვილის ოჯახისთვის | 400 | transferred |
2020 აგვ 24 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,290 | transferred |
2020 აგვ 31 | პროდუქტები | 344.79 | transferred |
2020 სექ 1 | პამპერსები მაკარაშვილისთვის | 140 | transferred |
2020 ოქტ 7 | პროდუქტები | 299.99 | transferred |
2020 ოქტ 19 | გამოკვლევა მაკარაშვილებისთვის | 150 | paid |
2020 ოქტ 21 | მედიკამენტები მაკარაშვილებისთვის | 76.37 | transferred |
2020 ნოე 2 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა მაკარაშვილისთვის | 510 | transferred |
2020 ნოე 2 | პროდუქტები მაკარაშვილის ოჯახისთვის | 249.8 | transferred |
2020 ნოე 2 | მედიკამენტები მაკარაშვილებისთვის | 76.37 | transferred |
2020 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 150 | paid |
2020 დეკ 1 | პროდუქტები | 250.04 | transferred |
2020 დეკ 9 | პროდუქტები მაკარაშვილის ოჯახისთვის | 110 | transferred |
2020 დეკ 9 | მედიკამენტები მაკარაშვილებისთვის | 150 | transferred |
2020 დეკ 28 | პროდუქტები მაკარაშვილის ოჯახისთვის | 100 | transferred |
2021 იან 5 | პროდუქტები | 150 | transferred |
სულ ხარჯი: 6,776.07 ₾
დარჩა 0.06 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2020 მაი 18 | ბერბიჭაშვილი თამთა | 10 | Transfer to account |
2020 მაი 18 | რევაზიშვილი ნინო | 5 | Transfer to account |
2020 მაი 18 | მერი საკანდელიძე | 15 | Transfer to account |
2020 მაი 16 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 მაი 16 | შორენა ებრალიძე | 10 | Transfer to account |
2020 მაი 16 | თამარ ტაბატაძე | 20 | Transfer to account |
2020 მაი 15 | ბუთხუზი სოფიკო | 20 | Transfer to account |
2020 მაი 15 | შოთა სუხიშვილი | 10 | Transfer to account |
2020 მაი 13 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 მაი 13 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 მაი 13 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 მაი 13 | რევიშვილი მარიამი | 10 | Transfer to account |
2020 მაი 13 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
2020 მაი 13 | ჭიკაიძე ჯარჯი | 20 | Transfer to account |
2020 მაი 12 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 მაი 12 | ნინო ქევხიშვილი | 3 | Transfer to account |
2020 მაი 11 | ავთანდილაშვილი ლაშა | 5 | Transfer to account |
2020 მაი 11 | შორენა დავითელაშვილი | 10 | Transfer to account |
2020 მაი 11 | ნინო კვერღელიძე | 33 | Transfer to account |
2020 მაი 11 | თინათინ გასვიანი | 1 | Transfer to account |
2020 მაი 11 | რაინდი სიხარულიძე | 20 | Transfer to account |
2020 მაი 11 | გივი ჩხიკვაძე | 20 | Transfer to account |
2020 მაი 9 | ანონიმი | 30 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 მაი 9 | თეა ნატროშვილი | 20 | Transfer to account |
2020 მაი 9 | ია დარახველიძე | 20 | Transfer to account |
2020 მაი 9 | ინა გაბრიჭიძე | 2 | Transfer to account |
2020 მაი 8 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 მაი 8 | ცოცხალაშვილი მირიანი | 15 | Transfer to account |
2020 მაი 8 | მარინე როსტიაშვილი | 20 | Transfer to account |
2020 მაი 8 | თინათინ გაბრიჭიძე | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 6,776.13 ₾
დარჩა 0.06 ₾
მსგავსი პროექტები:
|