ნახე, ნახე, რა გემრიელი სუფრა გვაქვს სახლში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნახე, ნახე, რა გემრიელი სუფრა გვაქვს სახლში!

page info icon
2020 სექტემბერი 29
ხუმრობით, თუ სერიოზულობით მეუბნება პატარა ლიზი, სახლში რომ შევდივარ. „რამდენი კანფეტი და ორცხობილა დევს! შემიძლია, საათობით ვათვალიერო! განსაკუთრებით, აი, ის შოკოლადი მიყვარს, პური თუ უგემური შემხვდა, - თან თითით სუფრაზე მიჩვენებს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,347 ₾
( 173 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
  

ხუმრობით, თუ სერიოზულობით მეუბნება პატარა ლიზი, სახლში რომ შევდივარ. „რამდენი კანფეტი და ორცხობილა დევს! შემიძლია, საათობით ვათვალიერო! განსაკუთრებით, აი, ის შოკოლადი მიყვარს, პური თუ უგემური შემხვდა, - თან თითით სუფრაზე მიჩვენებს... 

ეს ხუმრობა უხერხულობას მიქმნის... 

 სუფრის გარდა, კიდევ რისი თვალიერება გიყვარს? 

 ლიზი (9 წლის):სათვალიერებელი აქ რა არის? ვხუმრობ, დეიდა! შენ რა, ხუმრობა არ გესმის? - და მშვენიერი, 9 წლის ბავშვის ღიმილით მიღიმის. - წამოდით, სჯობს ჩვენს ეზოს განახებთ. ოღონდ ფრთხილად! - თითს მაღლა იშვერს, - იქ მავთულხლართებია და არ დაშავდე... თორემ, მე მთელი ფეხები იარებით მაქვს დაფარული. აი, შეხედე!..

დედა ამბობს, რომ მავთულს მიღმაც ხალხი ცხოვრობს და ბევრი ბავშვია... და ყველაფერი ძალიან ლამაზია... მე კი არ მინახავს... ქალაქში ჩვენ სულ რამდენიმეჯერ ვართ ნამყოფი. იცით, იქ რამდენი რამ არის? დიდი ავტობუსები გინახავთ? იქ კიდევ უამრავი სხვადასხვა მანქანაა... ბევრი მაღაზია! ყველგან რაღაცას ყიდიან... და დიდი ქუჩებია...

 რომელ ქალაქში იყავით? თბილისში?

 ლიზი (9 წლის):თბილისი ჩვენი - ჩემი და დედიკოს ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქია, მაგრამ იქ არ ვყოფილვართ. მის მონახულებაზე ვოცნებობთ! დედა ამბობს, რომ იქ ზოოპარკიც არის და მასში უზარმაზარი, თეთრი სპილო და დათვიც ჰყავთ... აი, წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორი შეიძლება იყოს ის... დედა მიხსნის, რომ იქ კიდევ ბევრი, სხვადასხვა ცხოველი ცხოვრობს. გალიებში ცხოვრობენ, გესმის?! როგორ შეიძლება სპილო გალიაში იჯდეს? ამის გჯერათ? თქვენ გინახავთ ზოოპარკი? 

 დიახ და იმედი მაქვს, რომ თქვენც მალე მოინახულებთ! თამარ, მართალია, რომ ბავშვები ქალაქში სულ რამდენჯერმე იყვნენ? 

 თამარი: დიახ, სამწუხაროდ, ასეა! ახლა, ამაზე უარეს ისტორიებს მოგიყვებით, რომლის დაჯერებაც უბრალოდ წარმოუდგენელია. 

დავითის დაბადების დღეზე ბავშვები გორში წავიყვანეთ. ცოტა ხანს, ქუჩებში ვიარეთ, სამ ბავშვს ერთი „სნიკერსი“ ვუყიდეთ და ეგ იყო! ბავშვებმა ტორტის ნაჭრის ყიდვა მთხოვეს... მაგრამ არ შეგვეძლო, რადგან უკან დასაბრუნებლად ფული არ გვეყოფოდა. დაიჯერებთ, რომ შუქი არ გვაქვს? 3 წელია დენის გარეშე ვცხოვრობთ! როგორც კი მოღამდება, მაშინვე ნავთის ლამპარს ან სანთლებს ვანთებთ. და ასე, ყოველდღე...

ბავშვებს სიბნელის ეშინიათ. დავითს პანიკური შიში აქვს. სანთელი თუ ჩაქრა და გარშემო არავინაა, შეიძლება უბრალოდ გაიგუდოს... ყოველთვე, 200 ლარს მხოლოდ სანთლებზე ვხარჯავთ, დაიჯერებთ?

 და სადაც ცხოვრობთ, ეს რა ადგილია? აქაურობა უბრალოდ შემზარავია... ყველგან მავთულხლართია, როგორც ფილმებში ომზე! 

 თამარი:დიახ, ნამდვილად შემზარავია... აქვე, ახლოს, სამხედრო ნაწილია. ამ შენობაში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გეოლოგები ცხოვრობდნენ. ჩემი დედამთილი მათთან მუშაობდა და როდესაც მათ ეს შენობა დატოვეს, იქ ჩემი დედამთილი შესახლდა. ეს 33 წლის წინ იყო. მას შემდეგ, არაფერი შეცვლილა. ყველაფერი მხოლოდ ინგრევა და ლპება... 

როგორც უკვე გითხარით, ტერიტორია მავთულხლართით არის შემოსაზღვრული და ბავშვები თავს ხშირად იზიანებენ... სწორედ ამ დილას, ლიზიმ ფეხი იტკინა, მე კი ტკივილგამაყუჩებელიც კი არ მაქვს, რომ მას რამენაირად მაინც დავეხმარო... სახვევი და იოდიც კი არ მაქვს... აბა, ეს ცხოვრებაა?

რა იოდი? სახლში წყალიც კი არ მაქვს! წყლის მოსატანად 1 კილომეტრის გავლა გვიწევს. ნებისმიერ ამინდში! რამდენის ზიდვაც შემიძლია, მომაქვს. ხანდახან ბავშვები მეხმარებიან... ზევით თუ ვინმე ადის მანქანით, დიდ მარაგს ვიკეთებ, რომ ბავშვები ვაბანაო, სახლი დავალაგო. ზოგჯერ, თვეში ერთი-ორჯერ, ნაცნობებთან დავდივართ საბანაოდ... ეს ცხოვრება არაა, ეს საშინელი სიზმარია.

 თქვენ ოჯახზე მოგვიყევით

 თამარი: ჩემი მეუღლე, გიორგი 38 წლისაა. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისთვის მძიმე ფიზიკური შრომა არ შეიძლება, მაგრამ რა უნდა ქნა, როდესაც სახლში ერთი ნაჭერი პურიც კი არ არის? ხან სათიბად მიდის, ხან ეზოებს ალაგებს... მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხანდახან, როგორც დღეს, მაგალითად, ჩვენ მხოლოდ პური გვაქვს. აი, ველოდები მეუღლეს, იქნებ გამიმართლოს და წიწიბურა მოიტანოს.. ან რამე სხვა... 

 - საერთოდ, რით იკვებებით

 თამარი: იცით, სწრაფი მომზადების ერთჯერადი სუპები არსებობს. ერთი შეკვრით მთელი ოჯახისთვის ვამზადებ... ვამატებ ერთ ცალ კარტოფილს, მაკარონს... ბევრი წყალი და ის თავის არომატს აძლევს, ნამდვილი საკვებივით. ისე კი, ძირითადად - მაკარონით... დღეს, მაგალითად, მარტო პური გვაქვს... სულ ესაა! ზემოდან წასასმელიც კი არაფერი გვაქვს. კარაქი, ჯემი - ეს ჩვენთვის ფუფუნებაა! ნინოს შეხედეთ, ორივე ლოყა გუშინდელი პურით აქვს გამოტენილი... და მოსწონს კიდეც. საბრალო ბავშვი!

 ლიზი (9 წლის): გინდათ, პურისგან ტორტის გაკეთება გასწავლოთ? სახლში კარაქი და შაქარი თუ არის, პურს კარაქი უნდა წაუსვათ, ზემოდან შაქარი მოაყაროთ და ისეთი გემრიელი გამოდის...

 - და ნამდვილი ტორტი როგორ კეთდება, იცი

 ლიზი (9 წლის):ერთხელ, დაბადების დღეზე, დედამ ტორტი მაჩუქა! ნამდვილი! დაბადების დღე 29 მარტს მაქვს. ნამდვილი დღესასწაული იყო! წარმოიდგინეთ - დაბადების დღის ტორტი! მაგრამ სამწუხაროდ, დათუნას ტორტი არასდროს ჰქონია. ის ისე განიცდის... სანთლები გვაქვს, ტორტი კი არა. 

 - დათუნა, დაბადების დღეზე, ტორტის გარდა, კიდევ რას ისურვებდი? 

 დავითი (6 წლის):მართვის პულტიან მანქანაზე ვოცნებობ! აი, ძალიან, ძალიან მინდა! მეტი არაფერი! ასეთი მანქანა რომ მქონდეს, პირობას ვდებ, ლიზის სათამაშოებს აღარასდროს წავართმევ! მას ერთი საყვარელი სათამაშო აქვს - სპილო და როდესაც მეც მინდა ხოლმე თამაში, მაშინ ვართმევ. ის კიდევ, თითქოს დიდი გოგოა, მაგრამ ტირილს იწყებს! 

 - შენ რა, დას ჩაგრავ?

 დავითი (6 წლის):აბა რა ვქნა? სხვა არავინ მყავს, რომ დავჩაგრო და ნინო ჯერ პატარაა, არ შეიძლება. აქ ბავშვები საერთოდ არ არიან! კიდევ გამახსენდა, რა მინდა! სპაიდერმენის ფორმა! მაშინ მართლა აღარ წავართმევ ლიზის სპილოს! 

 ლიზი, შენ რაზე ოცნებობ?

 ლიზი (9 წლის): მე ველოსიპედზე ვოცნებობ! და ფეხსაცმელებზე. როგორც დათუნამ თქვა, აქ ბავშვები არ არიან და მათ მხოლოდ სკოლაში ვხედავ. სკოლა კი ძალიან შორსაა. საათზე მეტი დრო გჭირდება მისასვლელად. როდესაც კარგი ამინდია, სკოლაში სიარული შემიძლია - ფეხსაცმელი არ სველდება. თუ წვიმს კი - არ გამოდის. ფეხშიშველი ხომ არ ვიცლი? კიდევ, ძალიან მიყვარს ხატვა, მაგრამ მარტო ერთი შავი ფანქარი მაქვს. ნახატებიც კი არ გამომდის ფერადი. როგორც მთელი ცხოვრება, ნახატებიც ნაცრისფერი მაქვს. 

 დავითი (6 წლის): ძალიან გთხოვთ, დამპირდით, რომ კვლავ გვესტუმრებით და თქვენს შვილებსაც მოიყვანთ! ბავშვები ძალიან მიყვარს! ძალიან, ძალიან! 

 თამარი: ისინი ძალიან კეთილები არიან, საწყლებს, ცხოვრების მანძილზე კარგი არაფერი უნახავთ. არ მინდა, ზედმეტად სადმე გავიყვანო, რადგან მერე ძალიან განიცდიან, რომ ხედავენ, სხვა ბავშვებს სათამაშოები და სხვა გოგონებს ლამაზი კაბები რომ აქვთ... სხვებს საჭმელი რომ აქვთ... გემრიელი საჭმელი... არ მინდა, ჩემი შვილები ველურებივით იქცეოდნენ, რომ ყველაფერი შოკში აგდებდეთ. აი, ნინო ჯერ კიდევ პატარაა, მაგრამ ჩვენი მდგომარების წყალობით, მასაც ნერვული აშლილობა აქვს. დამაწყნარებლების გარეშე, ვერ იძინებს. 

 თამარ, შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველებს მიმართოთ. დარწმუნებული იყავით, ამ ინტერვიუს შემდეგ, თქვენი ოჯახი მთელი საქართველოსთვის მშობლიური და ახლობელი გახდება. 

 თამარი:ფონდს სწორედ იმიტომ მივმართე, რომ ჩვენ შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეტყო. მივმართე იმიტომ, ყველას გაეგო - წინა საარჩევნო დაპირებების ფონზე არიან ბავშვები, რომლებმაც არ იციან, რა არის შუქი და წყალი! მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩემს შვილებს ძალიან დიდი ხანია, ნორმალური საკვები არ უჭამიათ, არ გაუსინჯავთ ტკბილეული... 

 --- 

აი, კიდევ ერთი ისტორია დასრულდა, სავსე ტკივილითა და უსაშველობით. არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. კანდიდატები ერთმანეთს ადანაშაულებენ და დებენ პირობებს, მაგრამ ვინ დაინახავს ამ უბედურ ოჯახს? ვინ იზრუნებს მათზე? ახლა, თუ მერე? საკითხავი აი, ეს არის! 

 ოჯახს ყველაფერი სჭირდება: საკვები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; მაგრამ ყველაზე მეტად მათ წყალი და დენი სჭირდებათ! აგვიხსენით, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში დენის გარეშე ცხოვრება? 

ალბათ, ეს ისტორია საჭირო ადამიანებამდეც მიაღწევს. ჩვენ ამის იმედი გვაქვს! იქნებ, ვინმემ მათთვისაც თქვას: „დაე, იყოს ნათელი!“

ყოველთვის, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდით, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: გორი, ცხინვალის გზატკეცილი №3მათ ძალიან გაუხარდებათ. მათ სტუმრები ძალიან უყვართ!

ან დაურეკეთ თამარს, გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით და დაუმტკიცეთ, რომ ის მარტო არ არის. თამარის ტელეფონის ნომერია:568 73 45 86

 აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ კირთაძეების ოჯახისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულებათამარ კირთაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, თამარს და მის არაჩვეულებრივ ბავშვებსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს– 0901 200 270


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: