რომ მოვკვდე, ამის შესახებ ვერავინ გაიგებს...
„ძალიან გამიმართლა!..“
„მეგონა მარტოობაში ამომხდებოდა სული... მაგრამ ფონდი ექიმების და ანალიზების საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. მთელი საქართველო ჩემს ახალ ოჯახად იქცა! ძალიან ბედნიერი ვარ! გულში იმდენი სითბო მაქვს, იმდენი რამის თქმა მინდა ყველასთვის, - ყველასთვის, ვინც ჩემს გასაჭირს გამოეხმაურა! მე ახლა ოჯახი მყავს! თანაც ამხელა! მთელი საქართველო!“
ჩვენი მკითხველები მართლაც რომ სულის მკურნალები არიან! მტკიცებულება გჭირდებათ? აი, ბატონო!
უბრალოდ შეხედეთ ლელა ოსეფაშვილს! ნეტავ მასში იმ საბრალო, ნამტირალევ ქალს თუ ამოიცნობთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაგაცანით? https://chernovetskyifund.ge/ge/projects/680-osepashvili
ლელამ თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში - ოპერაციისა და საეჭვო ონკოლოგიური დიაგნოზის შემდეგ მოგვმართა.
მას ცხოვრება არასდროს ინდობდა: ქალი ადრეული ასაკიდანვე დაუღალავად შრომობდა, რადგან არ უნდოდა ოჯახს ზედმეტ ტვირთად დაწოლოდა; ნებისმიერ, ყველაზე რთულ, კაცურ საქმესაც კი ეჭიდებოდა და მთელი ძალებით ცდილობდა გადარჩენას. ლელას იმის დროც კი არ ჰქონია, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა და პირადი ცხოვრება მოეწყო. ამ ყველაფრის გარდა, მას ათასი უბედურება სდევდა თან: თავის უმძიმესი ტრავმა, ინსულტი, მეტყველების უნარის დაკარგვა...
მაგრამ თქვენ, ჩვენო საოცარო მკითხველებო, ბევრი რამის გაკეთებას ახერხებთ! თქვენ შეგიძლიათ ადამიანები სიყვარულით, ალერსით, მზრუნველობით, სიკეთით და სითბოთი გარდასახოთ... და ასეთი გარდასახვა ლელამაც გაიარა.
დაათვალიერეთ სურათები და ლელასთან ერთად თქვენც გაიხარეთ. ეს ქალი დღეს თქვენი სიკეთის წყალობით იღიმის, - ალბათ სიღარიბესა და მარტოობაში გატარებული მრავალი წლის განმავლობაში პირველად.
„თქვენი დაკარგვა არ მინდა - კავშირზე ვიყოთ.“
- ლელა, თქვენი ახალი განწყობა და ღიმილი ძალიან მოგვწონს. ჯერ არ გვიკითხავს, რა ცვლილებები მოხდა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ცხადია, რომ მოხდა...
ლელა: რა კარგია, რომისევ მოხვედით! ისე გელოდით!.. ჩემში შინაგანი ცვლილებები მოხდა: მრავალი წლის განმავლობაში პირველად ვიგრძენი, რომ მარტო აღარ ვარ და გულიდან თითქოს ლოდი მომეხსნა; რაღაცნაირად დავმშვიდდი. ჩემს დასახმარებლად სწორედ იმ დროს მოხვედით, როცა მეგონა, რომ უკანასკნელი იმედი დავკარგე. თქვენ მე გადამარჩინეთ და გამათბეთ... უკვე მეგონა, რომ აღარავის ვეკუთვნოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თქვენი ვარ! ჩემზე ისე დარდობთ, სიხარულისგან ტირილი მინდა... მაგრამ არ ვიტირებ, ჩემო ძვირფასებო! თქვენი ლელა ახლა უფრო მეტად იღიმის, ვიდრე სევდიანობს.
თქვენი საჩუქრები და მხარდაჭერა უბრალოდ ფასდაუდებელია! თქვენ მე ოცნებაც ამისრულეთ - თქვენი ნაჩუქარი ტელეფონი ჩემი მეგობარი გახდა... მე ხომ საერთოდ არავინ მყავს, ინტერნეტის წყალობით კი მარტოობის გრძელი საღამოები შეუმჩნევლად გადის. სოციალური ქსელები, ფილმები, მუსიკა - ეს ყველაფერი უარყოფით ფიქრებს და ყველანაირ სატკივარს მავიწყებს. თქვენ მე მარტოობისგან გადამარჩინეთ.
„კომფორტში ცხოვრებას ვსწავლობ.“
უი, ჩემი მეურნეობა არ მიჩვენებია! ახალი მაცივარი მაქვს! თურმე ადამიანურად და კომფორტულად ცხოვრება, ნერვების შლის გარეშე, შესაძლებელი ყოფილა. ტანჯვას შეჩვეული ვარ, ახლა კი სიმყუდროვეს ვეჩვევი. თქვენ მაჩვევთ! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვარ თქვენი!
თუ რამე პროდუქტის ყიდვა მოვახერხე ან მეზობლები გამიმასპინძლდნენ რამით, იმაზე მაინც აღარ ვიდარდებ, რომ საჭმელი ამჟავდება. ეს ძალიან საჭირო და პრაქტიკული საჩუქარია. ისიც ძალიან მსიამოვნებს, რომ კოლექტიური და ეროვნულია. წარმოიდგინეთ, რამდენმა ადამიანმა იფიქრა ჩემზე, რამდენმა წაიკითხა ჩემი ამბავი...
„ახლა აღარ მეშინია, რომ საჭმელი ამჟავდება“
- ახლაც წაიკითხავენ და იმის იმედიც კი არ გქონდეთ, რომ ჩრდილში, მარტო დარჩებით. ჩვენი მკითხველები ამის შესაძლებლობას არ ტოვებენ. სხვათა შორის, ვინმეს განსაკუთრებულად ხომ არ აღნიშნავდით?
ლელა: ძალიან მაგარი მკითხველები გყავთ! საოცარი ხალხია! ნუ დამტოვებენ, - წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით! (იცინის.) ახალი წლის წინა დღეს უამრავი სურსათი მომიტანეს. ალბათ მთელი მაღაზია! ნახევრად შიმშილს შეჩვეული ვიყავი, ამიტომ ეს ჩემთვის ნამდვილი საახალწლო სასწაული იყო... სამწუხაროდ, იმ ადამიანის სახელს ვერაფრით ვიხსენებ. ინსულტის შემდეგ მეხსიერების პრობლემები მაქვს, მაგრამ მისი უზომოდ მადლიერი ვარ. ერთმა უცხოელმაც დამირეკა, რომელიც ქართულად ძლივს ლაპარაკობდა; მცირეოდენი თანხა გადმომირიცხა, რაც ძალიან, ძალიან გამომადგა, რადგან ცოტა ხნის წინ ოპერაცია გავიკეთე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და წამლების ფული კი არ მქონდა...
„ეს უბრალო ტელეფონი არ არის - ეს არის ხსნა მარტოობისგან.“
- ლელა, ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა?
ლელა: სამწუხაროდ, არავინ გამოჩენილა... სულ დავდივარ და ვიხვეწები, რომ ყურადღება მომაქციონ, რადგან ჯანმრთელობის გამო ვერ ვმუშაობ; თან საშინელ პირობებში ვცხოვრობ... მაგრამ მხოლოდ ერთმა სახელმწიფო მოხელემ შემიბრალა და 50 ლარი მაჩუქა. დიდი მადლობა მას ამისთვის... სულ ეს იყო მათი დახმარება. (ოხრავს.)
მკითხველების რეაქციას რომ შევადაროთ, იმხელა განსხვავებაა... ისედაც გასაგებია ყველაფერი...
- რას ნიშნავს ფონდის მეგობრების დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ლელა: მარტოობა საშინელი რამეა, მაგრამ როცა ავად ხარ და ლუკმაპურის ფულის შოვნის საშუალება არ გაქვს, სიცოცხლე ნამდვილ წამებად იქცევა ხოლმე. გგონია, რომ განწირული ხარ. გამიმართლა, რომ ჩემ გვერდით თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს. ოპერაციის შემდეგ წამლები ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, მაგრამ ამხელა ხარჯებს დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებოდი. დასუსტებული და მორალურად განადგურებული ვიყავი. თქვენ რომ არა, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. თქვენ მე გადამარჩინეთ! ნამდვილები ხართ, ადამიანს შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს და არ მინდა დაგკარგოთ. მინდა, რომ თქვენ, ყველანი, ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩეთ.
- ჩვენ თქვენ გვერდით ვართ! ლელა, იქნებ კიდევ გაქვთ პრობლემები, რომელთა გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება? ხომ იცით, მეგობრებს არაფერს უმალავენ...
ლელა: არ მინდა ვიწუწუნო, ძალიან მერიდება, რადგან ჩემთვის ამდენი გააკეთეთ... რთულია, რა თქმა უნდა... ჯანმრთელობამ ძალიან მიმტყუნა. ნახევარი წლის წინ მკერდზე ოპერაცია გამიკეთეს, რადგან ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების საშიშროება იყო... რა თქმა უნდა, პრობლემები სულ მაქვს, რადგან მუშაობა და ფულის დამოუკიდებლად შოვნა არ შემიძლია. ალბათ თქვენც კარგად ხვდებით, როგორია ჩემთვის ამ ნესტიან სოროში მარტო ცხოვრება. ძალიან მჭირდება ლეიბი, თორემ ძველი მთლიანად დალპა. კარგი იქნებოდა, ტანსაცმლის კარადაც რომ მქონდეს... ჰო, რას ვამბობდი?.. უბრალოდ გთხოვთ, რომ არ დამივიწყოთ, მარტოობისთვის ნუ გამწირავთ... კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ზურგი არ მაქცია და ერთი წუთი მაინც დამითმო, ჩემი ამბავი წაიკითხა, თუნდაც ერთი თეთრი გადმომირიცხა ან უბრალოდ თანამიგრძნო. უღრმესი მადლობა ყველას! ღმერთმა დაგლოცოთ!
----
მეგობრებო, ჩვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ - ლელა ოსეფაშვილს ცხოვრების ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში დავუდექით გვერდზე. ჩვენ მას მარტოობის გრძნობა გავუქარწყლეთ და ცოტათი მაინც გავაბედნიერეთ; მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამჟამად ლელას ერთადერთი შემოსავალი მწირი პენსიაა. მას ჯანმრთელობამ უმტყუნა და ლუკმაპურის შოვნის შესაძლებლობა წაართვა. ლელას ჩვენი დახმარება ყოველდღე სჭირდება.
თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003,
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ლელა ოსეფაშვილი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/680-osepashvili/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 თებ 9 | მედიკამენტები | 291.71 | transferred |
2021 თებ 17 | მაცივარი | 420 | transferred |
2021 მარ 16 | მობილური ტელეფონი | 514 | transferred |
2021 მარ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 285 | paid |
2021 ოქტ 11 | მაგიდა | 170 | transferred |
2021 ოქტ 29 | პროდუქტები | 50 | transferred |
2021 ოქტ 29 | მედიკამენტები | 39.29 | transferred |
სულ ხარჯი: 1,770 ₾
დარჩა 0.5 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 თებ 15 | ქეთევან ჟორჟოლიანი | 5 | Transfer to account |
2021 თებ 13 | თამარ მაღლაფერიძე | 50 | Transfer to account |
2021 თებ 12 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2021 თებ 12 | აბუსერიძე ქეთევან | 30 | Transfer to account |
2021 თებ 12 | ტატიშვილი გიორგი | 15 | Transfer to account |
2021 თებ 11 | ჭანკვეტაძე ზურაბი | 3 | Transfer to account |
2021 თებ 10 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
2021 თებ 10 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
2021 თებ 10 | ტატიშვილი გიორგი | 15 | Transfer to account |
2021 თებ 9 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
2021 თებ 9 | დობორჯგინიძე ნიკოლოზ | 100 | Transfer to account |
2021 თებ 8 | სალომე ჭურაძე | 15 | Transfer to account |
2021 თებ 8 | ილია ფანცულაია | 10 | Transfer to account |
2021 თებ 7 | დავით კუპრაშვილი | 5 | Transfer to account |
2021 თებ 5 | გავაშელიშვილი ზურაბ | 3 | Transfer to account |
2021 თებ 5 | ბერუაშვილი ბაჩუკი | 2 | Transfer to account |
2021 თებ 5 | მეტრეველი ლუკა | 10 | Transfer to account |
2021 თებ 5 | ცოტნე გადელია | 5 | Transfer to account |
2021 თებ 4 | ბიწაძე მარი | 70 | Transfer to account |
2021 თებ 4 | სახოკია ქეთევანი | 4 | Transfer to account |
2021 თებ 4 | ზეზვა კაპანაძე | 10 | Transfer to account |
2021 თებ 4 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
2021 თებ 3 | მამამთავრიშვილი დავით | 10 | Transfer to account |
2021 თებ 3 | ივანიძე ლუკა | 10 | Transfer to account |
2021 თებ 3 | მერაბ არჩვაძე | 50 | Transfer to account |
2021 თებ 3 | მაია ჭყრუნიშვილი | 3 | Transfer to account |
2021 თებ 2 | ბერიძე გიორგი | 5 | Transfer to account |
2021 თებ 2 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Transfer to account |
2021 თებ 2 | მეტონიძე დავით | 5 | Transfer to account |
2021 თებ 2 | დოლაკიძე ქეთევან | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,770.5 ₾
დარჩა 0.5 ₾
მსგავსი პროექტები:
|