მეგობრებო, მოდი მადონას გულში იმედის შუქი ავუნთოთ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეგობრებო, მოდი მადონას გულში იმედის შუქი ავუნთოთ!

page info icon
2021 სექტემბერი 27
ამ საბრალო დედას, რომელსაც არც ფული აქვს და არც ყველაზე ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ოთხი შვილი ჰყავს; მეხუთე შვილი კი მისი უსინათლო, მოხუცი დედაა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,284 ₾
( 182 დონორი )
დასრულებულია

ამ საბრალო დედას, რომელსაც არც ფული აქვს და არც ყველაზე ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ოთხი შვილი ჰყავს; მეხუთე შვილი კი მისი უსინათლო, მოხუცი დედაა.

მაგრამ ამ თავგანწირული დედის მთავარი უბედურება ის არის, რომ ის ვერასდროს მოისმენს სიტყვას „დედა“ და ვერ დაინახავს თავისი ყველაზე საყვარელი შვილის, 5 წლის ლეილას პირველ ნაბიჯებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ოთხი ბავშვია, დღეს ჩვენი მთავარი გმირი 5 წლის ლეილა იქნება. ოჯახში უფროსი სწორედ ის არის. ოჯახის წევრები მთელ დროს მხოლოდ მას უთმობენ და მასზე ზრუნვას ანდომებენ. პატარა, 7 თვის გაბრიელი უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე ლეილა. ის თავისით ვერაფერს აკეთებს. თუ გაბროს შია ან რაღაც უნდა, მას ყვირილი მაინც შეუძლია, მაგრამ საწყალი ლეილა მხოლოდ ხმამაღლა ტირის, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან სტკივა.

ეპილეფსიის შეტევები, რომლებიც ხან დილით, ხან ღამით, ხან კი დღეში რამდენჯერმე ემართება, მას ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

პირიდან ქაფი გადმოსდის, კრუნჩხვებში ვარდება... და ყოველი შეტევის შემდეგ გონზე მოსვლა არც ისე იოლია. ყველა განიცდის, განსაკუთრებით კი მისი უფროსი დები - 12 წლის ლიკა და 7 წლის სამანდა. ერთადერთი, რაზეც ისინი ოცნებობენ, მათი დაიკოს ჯანმრთელობაა.

„ყოველი შეტევა პატარა სიკვდილს ჰგავს.“

მადონა, თუ შეიძლება, პირველ რიგში, თქვენი გოგონას დაავადების შესახებ მოგვიყევით.

  მადონა: ლეილა ძალიან იტანჯება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მშვენივრად ხვდება, რა ემართება. მიუხედავად იმისა, რომ წამლებს ვსვამთ, შეტევები უფრო და უფრო უძლიერდება. ზოგჯერ ისინი იმდენად საზარელია, რომ მეც კი მეშინია: თვალები უტრიალდება, თითები ეგრიხება, ტუჩები უბრუნდება... ღმერთო, რა საშინელებაა!

„გეხვეწები, ასე ნუ გვაშინებ. არ მოკვდე, რა!“

  საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ორსულობის დროს თუ გეუბნებოდნენ, რომ ბავშვი პრობლემებით დაიბადებოდა?

  მადონა: არა... სიმართლე გითხრათ, არც ანალიზების ფული მქონდა და არც ექოსკოპიის; თუმცა ორი ჯანმრთელი გოგონა უკვე მყავდა და ცუდზე არ მიფიქრია. განა ასეთი რამის წარმოდგენა შემეძლო?! მშობიარობა ძალიან გამიჭირდა... ექიმებმა ბავშვი ცოტა ხნით მომიყვანეს, მერე კი ისევ წაიყვანეს, ოღონდ დიდი ხნით... სულ რაღაც ნემსებს უკეთებდნენ. რომ ვეკითხებოდი, მპასუხობდნენ, რომ „ასეა საჭირო!“

დედის გულს ვერ მოატყუებ…

  მადონა: ვხვდებოდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო და ძალიან განვიცდიდი. ლეილა პატარა, სუსტი და უსიცოცხლო იყო, ცუდად ჭამდა; შვიდი თვისას კი პირველი შეტევა დაემართა. ღმერთო, ეს რა იყო?! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ! მე თვითონ მიკვირს, შიშისგან იმავე დღეს როგორ არ მოვკვდი. ჩემმა გოგონამ რეანიმაციაში ხუთი დღე გაატარა, მერე კი ჩვენი განაჩენი გამიჟღერეს: ცერებრული დამბლა, დაუზუსტებელი ეპილეფსია და დაუზუსტებელი ბრონქიტი. (ტირის.) ჩემი გოგონა ინვალიდია.

„ნუ გეშინია, არ მოკვდები, დედიკო შენ გვერდითა...“

ძალიან გთხოვთ, მადონა, ნუ ტირით! გულწრფელად თანაგიგრძნობთ! გვითხარით, რა ზომებს იღებთ? ბავშვის დახმარება და მისი მდგომარეობის შემსუბუქება როგორ შეგვიძლია? რას ამბობენ ექიმები?

  მადონა: ლეილა უკვე ხუთი წლისაა. ეს არის უწყვეტი ბრძოლისა და მუდმივი რეაბილიტაციის წლები. მადლობა ღმერთს, ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს! იცით, იმაზე აღარც კი ვოცნებობ, რომ ლაპარაკი დაიწყოს, მაგრამ არის შანსი, რომ ჩემმა პატარამ სიარული შეძლოს. ამისთვის ნემსი უნდა გაიკეთოს, რომელიც 900 ლარი ჯდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ 500 ლარს აფინანსებენ. ანუ დარჩენილი 400 ლარი სადმე სხვაგან უნდა ვიშოვო. ეს ჩვენთვის არარეალური თანხაა! ექვსი თვის განმავლობაში ერთმა ნემსმა თუ არ იმოქმედა, მეორეც უნდა გავიკეთოთ. როგორც ექიმების ამბობენ, ამან ლეილა ფეხზე უნდა დააყენოს.  

სიარულს თუ ცდილობს?

მადონა: მუხლებზე ხოხვა შეუძლია, მაგრამ ძალა ამაზეც კი აღარ ჰყოფნის. არადა, ჩემს გოგონას ყველაფერი ესმის; განიცდის, რომ ვერ ლაპარაკობს, შეტევების ძალიან ეშინია. როცა ეზოში სხვა ბავშვების თამაშს უყურებს, მწარედ ტირის... დები ცდილობენ მარტო არ დატოვონ.

„როცა შეტევები არ აქვს, პატარა ანგელოზს ჰგავს.“

შეტევები რამდენად ხშირად ემართება?

მადონა: ხან როგორ, ხან როგორ. მუდმივ შიშში ვცხოვრობთ. ზოგჯერ შეიძლება მთელმა თვემ მშვიდად ჩაიაროს, მაგრამ ზოგჯერ დღეში ორჯერ ემართება. შეიძლება ღამე გახდეს ცუდად, მაგრამ მოსვენებას არ მაძლევს და მაღვიძებს ხოლმე. თან ყველა შეტევა ერთმანეთისგან განსხვავდება: ზოგჯერ წყლიდან ამოვარდნილი თევზივით იკლაკნება; სახე ეღრიცება, თვალებს ატრიალებს და მთლიანად თეთრდება; ცხვირ-პირიდან ქაფი გადმოსდის... იმ წამსვე სიხარულით მოვკვდებოდი, ოღონდ ამ საშინელებას არ ვხედავდე... მაგრამ ჩემს შვილებს ძალიან ვჭირდები, განსაკუთრებით კი ლეილას და ვალდებული ვარ, ვიცოცხლო!  

„ლეილას ნაწილობრივი გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გავიღებდით“

  ძლიერი ქალი ყოფილხართ!

მადონა: სხვა გზა არ მაქვს. მე ჩემი შვილისთვის უნდა ვიცოცხლო! ის ჩემ გარეშე ვერ გადარჩება. ყველაზე მეტად მარტო დარჩენის ეშინია, თუნდაც ერთი წუთით. ხომ ვხედავ, არა? ეშინია. კარგად აცნობიერებს იმ საშინელებას, რაც ემართება და მგონია, რომ ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ ცუდად გახდება, ჩვენ კი მის გვერდით არ ვიქნებით... მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: თვალებში ისე მიყურებს... არც კი ვიცი, როგორ აგიხსნათ... ჩემს შიშს და სისუსტეს ვერ დავანახებ, რადგან როცა ხედავს, რომ დედას არ ეშინია, ეს მას ძალას მატებს.. „დედას თუ არ ეშინია, ესე იგი, მეც არ უნდა მეშინოდეს.“

ლეილას რამდენიმე სიტყვის თქმა მაინც თუ შეუძლია?

მადონა: არა... როგორ გითხრათ? ზოგჯერ, როცა თამაშით არის გართული, შეიძლება ისე გარკვევით თქვას რაღაც სიტყვა, გგონია, თითქოს სადაცაა ალაპარაკდება, მაგრამ არა... ჟესტების ენით გვესაუბრება. შეუძლია თქვას „კი“. როცა ძალიან ცუდადაა, გაურკვევლად ამბობს „დე-ე-ე“ - მე მეძახის. ყველაფერს გავიღებდი, ოღონდ ჩემს გოგონას ლაპარაკი და სიარული შეეძლოს. საკუთარი ფეხების და მეტყველების უნარის მიცემა რომ შემეძლოს... (და ახალგაზრდა ქალი ისევ ტირილს იწყებს.)

„დედას თუ არ ეშინია, ესე იგი, მეც არ უნდა მეშინოდეს.“

თქვენს ცრემლებს რომ ხედავენ, ბავშვები ძალიან ნერვიულობენ. ნახეთ, როგორ გიყურებენ! მოდი მათ შესახებაც ვისაუბროთ.

მადონა: ორი უფროსი გოგონა მყავს: ლიკა უკვე 12 წლისაა, დიდი გოგოა, სამანდა 7 წლისაა, ჩემი ბიჭი, გაბრიელი კი სულ რაღაც 7 თვის. ძა-ა-ალიან აქტიურია! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს ან ხვალ ადგება და გაივლის. არა, კი არ გაივლის, გაიქცევა! ოღონდ ახლა ხელოვნურ კვებაზეა და ალბათ კი იცით, რა ძვირია. მისთვის და ლეილასთვის საფენებიც მჭირდება. ფინანსურად ძალიან გვიჭირს. სოციალური დახმარება და პენსია - აი, მთელი ჩვენი შემოსავალი! ბავშვებს კი იმდენი რამ სჭირდებათ...

ამ ყველაფერს როგორ უმკლავდებით?

მადონა: ვუმკლავდებით - ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ გადარჩენას. ჩემი ქმარი ვერ მუშაობს, - დედამისი დაბრმავდა და უკვე რვა წელია საწოლიდან თითქმის აღარ დგება. პატარა ბავშვივით მოვლა სჭირდება. ჩემი ლეილა ასეთ მდგომარეობაშია, გაბრიელი კი ძალიან პატარაა. მარტო ვერაფრით გავუმკლავდები. რომ არა მისი მხარდაჭერა, არც კი ვიცი, რა იქნებოდა. ეს ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა, ალბათ როგორც ჯილდო ყველა ტანჯვისთვის.

რაც შეეხება ხარჯებს - ვერ ვუმკლავდებით! მე და ჩემი ქმარი მზად ვართ, წყალზე და პურზე ვიყოთ, მაგრამ ბავშვები? მოხუცი, ავადმყოფი დედამთილი? საფენები და წამლები? სურსათის ფასებზე აღარაფერს ვიტყვი... სოციალური დახმარება ელვის სისწრაფით ქრება, თითქოს არც კი ყოფილა. ჩვენი ბინის წესრიგში მოყვანაზე ვოცნებობ, განსაკუთრებით - აბაზანის... მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ დასაბანად წყალს ჩაიდანში ვაცხელებთ. კედლები და ჭერი იფშვნება და თავზე გვეყრება. საჭმელს ვაკეთებ და მეშინია ეს ნაგავი საჭმელში არ ჩაიყაროს. ბინა ძალიან ძველია და ინგრევა. საშინელებაა!.. მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ.

თქვენს ქმარზე უსაზღვრო სიყვარულით საუბრობთ... ორიოდე სიტყვით მოგვიყევით, როგორ შეხვდით თქვენს თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს?

მადონა: საქმე იმაშია, რომ ჩემი პირველი ქორწინება ძალიან სევდიანად დასრულდა. ასეთი ჯვრის ტარება ყველას არ შეუძლია... სრულიად მარტო დავრჩი. არც კი ვიცი, როგორ გადავრჩი. ჩემი გოგონას გამო ძალიან მეშინოდა და დაცემის საშუალებას სწორედ ეს შიში არ მაძლევდა. ვიბრძოდი, დახმარების სათხოვნელად სად აღარ დავდიოდი, პენსია და სოციალური დახმარება გავიფორმე, რეაბილიტაცია დავაფინანსებინე. 24 საათი, ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა დაწესებულებების კარებთან ვიდექი. განქორწინებაში დედამ მე დამადანაშაულა და არანაირად არ მეხმარებოდა.

და როცა საბოლოოდ შევურიგდი იმ ფაქტს, რომ ამ ყველაფერთან ბრძოლა სრულიად მარტო მომიწევდა, ჩემს ცხოვრებაში მალხაზი გამოჩნდა. ის ჩემს მეგობართან სტუმრად ყოფნისას გავიცანი. ფინჯანი ყავის დასალევად შემოირბინა. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა. (ჩვენი საუბრის განმავლობაში მადონამ პირველად გაიღიმა.) ვიდექი, ყავას ვხარშავდი და ვფიქრობდი, - თუ მასაც მოვეწონე, ესე იგი, ბედისწერაა-მეთქი. სამი თვის შემდეგ დავქორწინდით.

დედამისმა საკუთარი შვილივით მიმიღო. მალხაზი ჩემს შვილებს ხელის გულზე ატარებს, არასდროს ამბობს „ჩემი ბიჭი“, „შენი გოგოები“... ბავშვები სკოლაში და საბავშვო ბაღში დაჰყავს; ლეილას აჭმევს, წამლებს ასმევს, ტანსაცმელს და საფენებს უვლის... ამის გამო, ძალიან ხშირად, დილით ჩემზე ადრე დგება, რომ მშვიდად ძილის საშუალება მომცეს. ბავშვები მას მამას ეძახიან, ჩემს დედამთილს კი ბებიას. ის მათ იმდენ სიყვარულს, ყურადღებას და სითბოს ჩუქნის, რომ ამდენის მიცემა ზოგჯერ მშობელ მამასაც კი არ შეუძლია!

არავინ გეხმარებათ?

  მადონა: სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ვიღებთ. ხელისუფლება ლეილას რეაბილიტაციას აფინანსებს და ამისთვისაც მადლობელი ვარ. ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ გაშორდნენ ერთმანეთს და ცივი ურთიერთობა გვაქვს. და-ძმა კი მყავს, მაგრამ ისინი სოციალურად დაუცველები არიან. ჩემს დას ხუთი შვილი ჰყავს... უახლეს აფთიაქში უკვე გვიცნობენ და გაბრიელისთვის საკვებს ვალად გვაძლევენ. ესეც დიდი დახმარებაა! მეზობლებიც გვეხმარებიან. ჩემი შვილები ეცოდებათ და სათამაშოებს, ტანსაცმელს ჩუქნიან... უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი! ღმერთი არ გვტოვებს და კეთილი ადამიანების ხელით გვეხმარება! ჩემი გოგონები გაჭირვებას ადრეული ასაკიდანვე მიეჩვივნენ და უკვე აღარაფერს ითხოვენ. დის ავადმყოფობა მათთვისაც მძიმე ტრავმაა. ყოველ ჯერზე, როცა ლეილა კრუნჩხვებში ვარდება, ლიკა და სამანდა შიშისგან კანკალებენ. ჭკვიანი გოგონები მყავს, ყველაფერში მეხმარებიან და მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ ლეილამ სიარული ისწავლოს.

„ძალიან გთხოვ, ნუ გვაშინებ!“

  ლიკა (12 წლის): ყველაზე მეტად ამაზე ვოცნებობ... და კიდევ იმაზე, რომ არაფერი სტკიოდეს.

  და შენთვის რაზე ოცნებობ?

  ლიკა: არაფერზე, ოღონდ ლეილა იყოს კარგად... ალბათ უფრო პლანშეტზე ან ტელეფონზე. მე ვისწავლიდი, ლეილა კი მულტფილმებს უყურებდა. ძალიან უყვარს!

  სამანდა (7 წლის): მე თოჯინა მინდა, თავისი ეტლით. ერთი ჩემთვის და ერთი ლეილასთვის. ბაღში კი მაქვს და ძალიანაც მიყვარს, მაგრამ მისი სახლში წამოყვანა არ შეიძლება.

სამანდა, ბაღში ყოფნა მოგწონს?

  სამანდა: დიახ, ძალიან! იქ ბევრი სათამაშო და გემრიელი საჭმელია. ვარსკვლავებსაც მაძლევენ და მეუბნებიან, რომ ყოჩაღი გოგო ვარ იმიტომ, რომ ლექსებს ზეპირად ვსწავლობ.

და როცა ლეილა ცუდადაა, მისი დახმარება თუ შეგიძლია?

სამანდა: ძალიან მეშინია და მაგ დროს მხოლოდ ტირილი თუ შემიძლია... მაგრამ ლიკას შეუძლია.

  ლიკა: ჩვენს დას მარტო ვერ გავუმკლავდებით. დახმარება რომ ვერ შევძლოთ, რა უნდა ვქნათ?! დედა შორს არ უნდა წავიდეს. როცა თვალები უთეთრდება, შიშისგან ვეღარც კი ვსუნთქავ.

მადონა, ჩვენ აქ თქვენს დასახმარებლად მოვედით. რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

მადონა: საჭმელი, საფენები და წამლები, განსაკუთრებით კი ნემსი ლეილასთვის. უფალს ვევედრები, რომ დაგვეხმაროს და ჩემმა გოგონამ სიარული შეძლოს. ჩემი ოცნების ზღვარი ეს არის! 

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენი ოცნება უმოკლეს დროში ახდება. თქვენი ცხოვრების შემსუბუქება კიდევ რით შეგვიძლია?

მადონა: თხოვნა ძალიან მერიდება... ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს, მართლა. მე და ჩემი ქმარი ვერაფრით ვუმკლავდებით. სოციალური დახმარება არაფერზე გვყოფნის; ყველაზე დიდი პრობლემა კი ცხელი წყლის უქონლობაა. ბავშვების ბანაობა ერთი დიდი გამოცდაა, რეცხვა კი... შვიდი კაცის ტანსაცმელს ცივ წყალში ვრეცხავ. უკვე ლაპარაკიც კი აღარ მინდა... ლიკამ, ფაქტობრივად, ეს სასწავლო წელი მთლიანად გამოტოვა, რადგან ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების არანაირი საშუალება არ გვქონდა. იმდენი პრობლემა გვაქვს, ვინ მოთვლის?! მაგრამ მერწმუნეთ, ნებისმიერი დახმარება, ერთი კეთილი სიტყვაც კი ძალას გაძლევს ადამიანს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მარტო არ ხარ!

***

  ხუთი წლის ლეილა ლუკავას სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება. მას საშინელი ეპილეფსიური შეტევები აქვს, არც სიარული შეუძლია და არც ლაპარაკი. შეუძლებელია იმის აღწერა, თუ როგორ იტანჯება ბავშვი. მისი უბედური დედა უკანასკნელი ძალებით იბრძვის მისი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის, მაგრამ სოციალური დახმარების თანხა იმდენად უმნიშვნელოა, რომ წამლებზე და საფენებზეც კი არ ჰყოფნით. ლეილას ორი და ჰყავს: 12 წლის ლიკა და 7 წლის სამანდა; ასევე,  7 თვის ძმა - გაბრიელი. ბავშვები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი: ნორმალურ კვებას, სწავლის შესაძლებლობას, სათამაშოებს... მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ მათმა დამ სიარული ისწავლოს.

  ლუკავების ოჯახი ნებისმიერი დახმარებისთვის უზომოდ მადლიერი იქნება. არსებობს წამალი, რომელსაც შეუძლია ლეილას სიარულის შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ მის მშობლებს ამის საშუალება არ აქვთ. მათ ძალიან სჭირდებათ: საკვები, წამლები, საფენები და წყლის გამაცხელებელი. ლიკას კი, სასწავლად, ლეპტოპი ან პლანშეტი სჭირდება.

  ლუკავების ოჯახის მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ზუგდიდი, ფაიფურის დასახლება, ჩიქოვანის ქ. კორპ. 39, ბინა 38.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

  #GE15TB7194336080100003

  #GE42LB0115113036665000

  #GE64BG0000000470458000 

  (დანიშნულება: ლეილა ლუკავა).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ლუკავების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი და ტანჯვა შევუმსუბუქოთ პატარა ლეილას, რადგან უბედურებისგან დაზღვეული არავინაა. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: