ბავშვებო, დღესაც მარტო პური გვაქვს...
2021 სექტემბერი 29
1693
– თვალცრემლიანი ამბობს დედა, ნინო.
– დე, მალე დღესასწაული მოდის... არ იტირო, რა, - ამშვიდებს მას გოდერძი. ბარბარე კი დედას თავზე ეფერება.
– მალე... – ოხრავს ნინო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,923 ₾
(
279 დონორი )
სიხარულისგან, ბავშვები ტელევიზორს ეხუტებიან
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
აბა გამოიცანი, რა მოგვიტანეს! ოღონდ არ წაიკითხო!
ბარბარეს ახალი ჟაკეტი ბევრად უფრო უხდება, ვიდრე ძველი გახუნებული შარვალი და გაცვეთილი ზედა. მერე და როგორ უხდება ახალი თმისამაგრები და ახალი ვარცხნილობა! თავის ძამიკოსთან, გოდერძისთან ჩხუბის სურვილიც კი აღარ აქვს, ახლა ხომ კარგ განწყობაზეა, მოწყენილი აღარ არის და ტირილიც აღარ უნდა. კი, შეიძლება გოდერძი ცოტათი გააბრაზოს, ეს ხომ ჩვევად აქვს. გოდერძისაც აღარ აქვს წარბი შეკრული, სულ დაავიწყდა როგორი მაჩხუბარაა. მოღუშული სახით აღარ დადის, მხიარულად გამოიყურება. მართლაც დაავიწყდა! ცდილობს, მაგრამ, აღარ გამოსდის გაბრაზება. იმიტომ, რომ როდესაც ცხოვრება უფრო მხიარულია და ნათელი, პრობლემა კი ცოტათი ნაკლები, აღარავის სურს, მოწყენილმა და გაბრაზებულმა რომ იაროს.
როდესაც უცნობი ადამიანები გირეკავენ და გეუბნებიან: „გვიყვარხართ!“, „თქვენს გვერდით ვართ!“, „რა გჭირდებათ?“, „რით დაგეხმაროთ?“; ცხოვრებაზე ნაწყენი და გაბრაზებული აღარ იქნები. როდესაც მოაქვთ საჩუქრები და გისრულებენ ყველა სურვილს, რომლის ასრულებაც არცერთ ჯადოქარს არ უნდოდა - ახალი მაგარი ტელევიზორი, მაცივარი, ბლენდერი, პურის საცხობი... როგორ შეიძლება არ გაიღიმო და გაიხარო?! როგორც იქნა, გამოვიდა! მაყიშვილების ოჯახმა, რომელმაც ამდენი ხანი იცხოვრა გაწირვებაში (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/777-makishvili/) , ამჯერად სწორედ აირჩია ჯადოქრები - ჩვენი მკითხველები!
- აბა მომიყევით, ბავშვებო, როგორ მოგეწონათ საჩუქრები?
გოდერძი: ძალიან მოგვეწონა ტელევიზორი. სულ მინდა, მანქანებს რომ ვუყურო, ბარბარე კი, პრინცესებზე უყურებს მულტფილმებს, და პულტს არ მაძლევს. (იცინის.)
- ჩხუბობთ, თუ?
გოდერძი: ცოტას ვჩხუბობთ, ისე ძალიან აღარ, როგორც ადრე, მაგრამ მერე ვუთმობ. ჩემი დაა მაინც.
კარგი, აღარ მოგეფარები! ჩვენი ახალი ელექტროღუმელი!
- უკვე გამოაცხვეთ რამე ღუმელში?
ბარბარე: კი, „პეჩენიები“.
- მერე? როგორ მოგეწონათ? გემრიელი გამოვიდა?
ბარბარე: ძალიან. თითქმის სულ შევჭამე მაშინვე, ჯერ კიდევ თბილი იყო, პირდაპირ ღუმელიდან. გოდერძისაც დავუტოვე ცოტა. ისეთი გემრიელი იყო. კიდევ ტორტი გამოვაცხვეთ. მაგარი გემრიელი რამეა. ადრე დედიკოს არაფერი არ ჰქონდა მაგის მოსამზადებლად. მერე კი, ძალიან ბევრი ფქვილი მოგვიტანეს. 10 ტომარა! დედამ ტორტი მაცივარში შეინახა, მაგრამ იქ დიდხანს არ გავაჩერეთ. გამოვაღებდი და ჩამოვიჭრიდი ხოლმე. მერე გოდერძი, მერე ისევ მე... ასე გათავდა.
ბარბარე, მგონი შენზე უფრო დიდი და მძიმეა!
- დედას ცხობაში თუ ეხმარებით?
ბარბარე: კი-ი-ი-ი! ის ხომ ჩემს გარეშე ვერ გამოაცხობდა! ორი კვერცხი გავტეხე, მერე მოვურიე, მერე ფქვილი მოვიტანე... მერე ხელები ცომში ამებლანდა, და დედიკომ მითხრა: „ყოჩაღ, გეყოფა“.
ნინო (იცინის): ვითომ მომეხმარნენ. (არ გაიგონ, ჩუ.)
„ვითომ კინოში ვართ, სახლში კი არა! ის უშველებელია!“
- ბავშვებო, რომ გაიზრდებით, ჩვენი მკითხველებივით თუ მოიქცევით - დაეხმარებით სხვებსაც?
გოდერძი: კი, გაჭირვებულ ბებიებს და ბავშვებს დავეხმარები, ვისაც საჭმელი არ აქვთ.
- ძალიან კეთილი ბავშვები ხართ, ბევრი ფული რომ გქონდეთ, ვის უყიდიდით საჩუქრებს?
ბარბარე: დედიკოს... კარგ ტელეფონს და საწოლს. ჩვენთან ერთად სძინავს, ჩვენ კი ძილში ფეხებს ვიქნევთ. (იღიმის.)
- და ძამიკოს?
ბარბარე: ძამიკოს პატარა მანქანას. ან საერთოდ არაფერს! ვნახოთ, როგორ მოიქცევა!
გოდერძი: მაშინ მეც არაფერს გიყიდი, იყავი მასე! კანფეტები რომ მოგვიტანეს, ჩემმა დაიკომ ძალიან ბევრი ჭამა, მაგრამ ჯერ არ დამტკბარა. ხომ ხედავთ, როგორი მავნეა.
- ნინო, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენს ფონდს დაუკავშირდით და პოსტი გამოქვეყნდა?
ნინო: ის დღე, საჩუქრები რომ მოგვიტანეს, ნამდვილი დღესასწაული იყო. ძალიან მადლიერი ვარ ყველას. არ ვიცი, საერთოდ რა გვეშველებოდა, თქვენი ფონდი რომ არა. როდის, ან საიდან მივიღებდით ასეთ საჩუქრებს?! ბავშვებს უხარიათ, გემრიელ პურს ვაცხობთ. იგრძნეს, რას ნიშნავს სიმყუდროვე. აღარ დარდობენ და აღარ ფიქრობენ ცუდზე. ბედნიერი ვარ, მათ რომ ვუყურებ. საერთოდ, როდესაც ფონდიდან უნდა მოვიდეს ვინმე, ბავშვებს უსაზღვროდ უხარიათ ხოლმე.
ახლა ამ რაღაცას ავაწყობთ
ბარბარე: კიდევ, ძალიან მოგვწონს, ახალი მეგობრები რომ მოდიან ჩვენთან. ნინო დეიდა - ჩვენი ახალი მეგობარია. ლამაზი ტანსაცმელები გვაჩუქა. კაბები, ჟაკეტი. სათამაშოები, „პეჩენიები“... მას დედაჩემის სახელი ჰქვია.
გოდერძი: ნინო დეიდა მეც დამიმეგობრდა. მეც ვუყვარვარ!
ნინო: ორივე უყვარხართ. (იღიმის.) ბევრს შეუყვარდა ჩემი ტყუპები, ბევრმა იზრუნა მათზე. მადლობას გიხდით ჩემი შვილების მიმართ ასეთი თბილი დამოკიდებულებისთვის. ისინი მუდამ განიცდიდნენ ყურადღებისა და სიხარული ნაკლებობას. მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ ასეთი სიყვარული და თანაგრძნობა. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ფონდის მკითხველები არ მიატოვებდნენ ჩემს შვილებს. თქვენთან ერთად, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, უკეთესი მომავლის იმედი მაქვს. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩემს შვილებსაც აგრძნობინეთ, რა არის სიხარული და დაანახეთ სხვა, კარგი ცხოვრება.
„დედა, წაიკითხე, რა, სად უნდა მივამაგროთ“
- ნინო, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ნინო: არა, საერთოდ არავინ. უკვე რამდენი წელია, სხვის სახლში ვცხოვრობთ. რამდენჯერ მივწერე, და საერთოდ არავინ! ბავშვები კი, თამაშს რომ დაიწყებენ, ყოველთვის სახლს ხატავენ, იცით?!
- საჩუქრებიდან, რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? და კიდევ რა გჭირდებათ? კიდევ რომელ პრობლემებს ვერ უმკლავდებით?
ნინო: ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ტელევიზორი. ბავშვებს მულტფილემების ყურების საშუალებაც კი არ ჰქონდათ. ყველაფერს მოკლებულები იყვნენ... ისე ძალიან უნდოდათ, ისე იხვეწებოდნენ, სულ უბრალოს მაინც. და უცებ, პლაზმური ტელევიზორი! სიხარულისგან ეხუტებოდნენ! (იცინის.) ეკრანს წმენდენ, უვლიან. იმხელა ეკრანი აქვს, როგორც საკუთარ სახლის კინოთეატრს.
ჩვენი ძველი მაცივარიც საერთოდ აღარ ვარგოდა - საერთოდ აღარ აცივებდა, თან, გუბეებიც დგებოდა მის ქვეშ. ახალი ძალიან მალე ყინავს, გადასარევად მუშაობს. ყურადღებას ვაქცევ, ბავშვებმა ძალიან ცივი რომ არ ჭამონ. (იღიმის.) კიდევ, პურის საცხობი მოგვიტანეს, რომელიც ძალიან გთხოვეთ. რა კარგები ხართ, და ყურადღებიანები! ჩემი თხოვნა არ დაგვიწყებიათ!
„ხაჭოს დესერტი ისეთი ცივია, პირი გამეყინა!“
ჯერ გაზი არ მაქვს შემოყვანილი, იძულებული ვარ, საჭმელი დენზე რომ მოვამზადო. სოციალური დახმარებით, გაზი ვერანაირად ვერ შემომყავს...
10 ტომარა ფქვილი მქონდა და პურს ვაცხობდი. მაგრამ, უნდა გამოვიზოგო იმიტომ, რომ წინა თვეში 100 ლარი მომივიდა დენის გადასახადი. სოციალური დახმარებიდან სესხი ავიღე და ისე დავფარე. თბილი წყალიც არ გვაქვს. ბავშვების დასაბანად, წყალს დენზე ვაცხელებ ხოლმე, მერე სააბაზანოში შემყავს, ვბან, გამომყავს და მაშინვე სითბოში ვაწვენ. ასე ვბანაობთ ხოლმე. სარეცხსაც ცივ წყალში ვრეცხავ. ხელებს ცხელ წყალში ჩავყოფ, გავითბობ, და გავაგრძელებ რეცხვას...
ჯერჯერობით, მე და ბავშვებს ერთ საწოლში გვძინავს, სკამები არ გვაქვს. ძველი ავეჯიც რომ იყოს, ჩვენთვის პრობლემა არ არის. მთავარია სიმყარე ჰქონდეს.
***
შესაძლოა, ნინოს დანარჩენი პრობლემები არც უხსენებია, ჩვენ ხომ ისედაც კარგად ვიცით, რომ არსად გამქრალა. არ აქვთ არც დასაჯდომი, არც დასაძინებელი ადგილი, არ გააჩნიათ ყველაზე აუცილებელი ავეჯიც კი - სკამები და საწოლი. არ აქვთ არც გაზი, არც ცხელი წყალი. მარტოხელა დედა კაპიკიანი სოციალური დახმარებით ასეთ სირთულეებს ცხოვრების ბოლომდე ვერ გაუმკლავდება. ბავშვები ჯერ ძალიან პატარები ჰყავს. გოდერძი და ბარბარე ისე საოცრად იღიმიან, როცა თავს უკეთ გრძნობენ ცოტათი მაინც, იმხელა იმედი აქვთ ჩვენი და ჩვენში ეძებენ საყრდენს. შემდგომშიც უნდა შევძლოთ მათი დაცვა. გთხოვთ, მეგობრებო, განვაგრძოთ მათი დახმარება და დავრჩეთ მათ გვერდში. უდიდეს მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ამ და სხვა უამრავი ოჯახისთვის!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნინო მაყიშვილი)
თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/777-makishvili/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გავუმართოთ ხელი ლუკავების ოჯახსაც და შევუმსუბუქოთ ტანჯვა პატარა ლეილას, რადგან უბედურებისგან დაზღვეული არავინაა. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
დალოცვილები ყოფილიყავით!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 ნოე 1 | ტელევიზორი | 745 | transferred |
2021 ნოე 12 | მაცივარი | 680 | transferred |
2021 ნოე 26 | პროდუქტები | 99.94 | transferred |
2021 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 465 | paid |
2021 დეკ 7 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 360 | transferred |
2022 ივნ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 65 | paid |
2022 ივლ 26 | პროდუქტები | 250 | transferred |
2022 ივლ 27 | მიქსერი , ჩოფერი | 258 | transferred |
სულ ხარჯი: 2,922.94 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2022 ივნ 27 | გაზდელიანი მარიანა | 1 | Transfer to account |
2022 ივნ 27 | ბერაძე ელისო | 20 | Transfer to account |
2022 ივნ 27 | თამარი ტაბატაძე | 5 | Transfer to account |
2022 ივნ 27 | იზა ზარდიაშვილი | 2 | Transfer to account |
2022 ივნ 27 | ვახტანგ მაისურაძე | 1 | Transfer to account |
2022 ივნ 27 | ირაკლი გოგოლაძე | 2 | Transfer to account |
2022 ივნ 27 | შალვა ხატიძე | 20 | Transfer to account |
2022 ივნ 27 | ალავიძე ქეთევანი | 5 | Transfer to account |
2022 ივნ 27 | მრ. ანუჩა კაევკონგ | 1 | Transfer to account |
2022 ივნ 22 | ჭანტურია სალომე | 5 | Transfer to account |
2022 ივნ 22 | ჩიგოგიძე გიორგი | 1 | Transfer to account |
2022 ივნ 22 | შამუგია მზია | 4 | Transfer to account |
2022 ივნ 21 | გუჯაბიძე ლაშა | 20 | Transfer to account |
2022 ივნ 20 | მსხრიკაძე მამუკა | 1 | Transfer to account |
2022 ივნ 20 | ხარაზიშვილი ელისო | 1 | Transfer to account |
2022 ივნ 20 | ქალიაშვილი გიგა | 5 | Transfer to account |
2022 ივნ 19 | სამსონიძე ლევან | 10 | Transfer to account |
2022 ივნ 17 | რევაზიშვილი სალომე | 5 | Transfer to account |
2022 ივნ 17 | მსხრიკაძე მამუკა | 1 | Transfer to account |
2022 ივნ 17 | მარტიროსიანი იური | 1 | Transfer to account |
2022 მაი 30 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
2022 მაი 26 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
2022 მაი 26 | უჩა ფუხაშვილი | 1 | Transfer to account |
2022 მაი 25 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
2022 მაი 22 | მურთაზაშვილი მამუკა | 30 | Transfer to account |
2022 მაი 22 | ლევან კობაიძე | 3 | Transfer to account |
2022 მაი 21 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2022 მაი 21 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2022 მაი 18 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
2022 მაი 18 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,922.64 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|