ობი და სიდამპლე ბავშვების სუსტ ფილტვებს შხამით ავსებს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ობი და სიდამპლე ბავშვების სუსტ ფილტვებს შხამით ავსებს!

page info icon
2021 ნოემბერი 8
დედა, ირინე და მისი სამი შვილი: 12 წლის საბა, 10 წლის თოგო და 2 წლის მარიამი აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. სახლის დამპალი კედლები ობითაა დაფარული, რომელიც ჰაერში დაფრინავს და მერე ფილტვებში ილექება. ბავშვები მთელ დროს ამ შენობაში ატარებენ, ამ ჰაერს სუნთქავენ და დამპალი იატაკის ნახვრეტებზე ფეხის წამოკვრაც ჩვეულებრივი ამბავია. მათ ჯანმრთელობას რა მოუვა? ამაზე ფიქრიც კი საშინელებაა, მაგრამ ნეტა მხოლოდ ეს იყოს პრობლემა..
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
8,579 ₾
( 537 დონორი )
დასრულებულია

ობი და სიდამპლე ბავშვების სუსტ ფილტვებს შხამით ავსებს!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

დედა, ირინე და მისი სამი შვილი: 12 წლის საბა, 10 წლის თოგო და 2 წლის მარიამი აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. სახლის დამპალი კედლები ობითაა დაფარული, რომელიც ჰაერში დაფრინავს და მერე ფილტვებში ილექება. ბავშვები მთელ დროს ამ შენობაში ატარებენ, ამ ჰაერს სუნთქავენ და დამპალი იატაკის ნახვრეტებზე ფეხის წამოკვრაც ჩვეულებრივი ამბავია. მათ ჯანმრთელობას რა მოუვა? ამაზე ფიქრიც კი საშინელებაა, მაგრამ ნეტა მხოლოდ ეს იყოს პრობლემა...

ირინეს უბედურება თავს მას შემდეგ დაატყდა, რაც მისი ქმარი ციხეში აღმოჩნდა, ნათესავებმა კი, იმის ნაცვლად, რომ საბრალო ქალს მხარში ამოსდგომოდნენ, მასზე და მის შვილებზე უბრალოდ უარი თქვეს. ირინე სრულიად მარტო აღმოჩნდა, საარსებო წყაროსა და თავშესაფრის გარეშე, სამი შვილით ხელში. მას ისღა დარჩენოდა, რომ ელოცა და ერწმუნა, რომ მის შვილებს უფალი დაიცავდა და მათ დაღუპვას არ დაუშვებდა.  

თავად ირინე შეძლებისდაგვარად ცდილობს, ძალ-ღონეს არ იშურებს და ნებისმიერ, ყველაზე რთულ საქმესაც კი ეჭიდება, ოღონდ შვილები გამოკვებოს. მან საკუთარი ჯანმრთელობა უკვე გაინადგურა: 33 წლის ასაკში ქალს წნევები აწუხებს, გული სტკივა, თავის ძლიერი ტკივილები კი ზოგჯერ საწოლიდან წამოდგომის საშუალებასაც კი არ აძლევს. მისი უფროსი შვილი, საბო, იმ დროზე ოცნებობს, როცა გაიზრდება, ფულს იშოვის და დედისთვის ბევრზე ბევრი წამლის ყიდვას შეძლებს, რომ ის ავად აღარასდროს გახდეს.

თუმცა მანამდე ირინეს და მის შვილებს, ნახევრად მშივრებს, დამპალ ქოხში უწევთ ცხოვრება, სადაც არაფერია. მწირი სოციალური დახმარება და მცირე სეზონური შემოსავალი მათ ყველაზე ელემენტარულზეც კი არ ჰყოფნით, ამიტომ სასოწარკვეთილებამდე მიყვანილ მრავალშვილიან დედას სხვა აღარაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ დახმარებისთვის თქვენ მოგმართოთ, ძვირფასო მეგობრებო, რათა უფალს იმის შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ ეს საბრალოები თქვენი კეთილი გულების საშუალებით გადაარჩინოს!

– ირინე, მოგვიყევით, რა გადარდებთ, რა პრობლემები გაქვთ?

ირინე: აი, შეხედეთ! ეს ჩვენი სახლია! მაგრამ ისიც მახარებს, რომ რაღაც თავშესაფარი მაინც გვაქვს. ამავდროულად, მშვენივრად მესმის, რომ ასეთ პირობებში შეიძლება ნებისმიერმა ზრდასრულმა ადამიანმა გაინადგუროს ჯანმრთელობა, არათუ ბავშვებმა. ნესტი, ობი... სახურავი ჟონავს, იატაკი დალპა... ეს ჰაერი როგორ უნდა ვისუნთქოთ? იმაზე ფიქრიც კი მაშინებს, ასეთ პირობებში ჩემს შვილებს  რა შეიძლება დაემართოთ. ამასთან, ცუდადაც იკვებებიან და მათ გამო ძალიან ვნერვიულობ. უკვე ცრემლები დამიშრა... მაგრამ სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს. მთელი ძალით ვიბრძვი, სულ დამატებით შემოსავალს ვეძებ, მინდვრებშიც და პლანტაციებზეც, მაგრამ ეს ჩვენს მდგომარეობას დიდად არ ცვლის, რადგან შემოსავალი სეზონურია და თან ძალიან მცირე. ისღა დამრჩენია, ბავშვების ჯანმრთელობა უფალს შევავედრო და მისი წყალობის იმედი მქონდეს. დღედაღამ ლოცვასავით ვიმეორებ: „ოღონდ რამე მქონდეს, რომ ბავშვებს ვაჭამო და ჩავაცვა, ოღონდ ჯანმრთელად იყვნენ... ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ისინი ფეხზე დავაყენო!“

კედლები ობით და სიდამპლით გაიჟღინთა, რაც ჰაერში დაფრინავს და ფილტვებში ილექება

ირინე, რა შეგემთხვათ? სამი შვილით ხელში ამ ქოხში როგორ აღმოჩნდით?

ირინე: ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა... არ ვიცი, საიდან დავიწყო. მარტივად გეტყვით, - ბედი არასდროს მასაჩუქრებდა, პირიქით, დარტყმა უფრო მეტი მიმიღია და ბოლო, ყველაზე დამანგრეველი დარტყმა ის იყო, რომ წელიწად-ნახევრის წინ ჩემი ქმარი ციხეში აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მისი ოჯახი გვერდში დამდგომოდა, - სახლიდან ბავშვებთან ერთად გამომაგდეს. ამ ყველაფრის გახსენება ძალიან მტკივნეულია... და სიმართლე გითხრათ, დეტალებზე საუბარი საერთოდ არ მინდა. მხოლოდ ერთს ვიტყვი: რამდენიმე წლის განმავლობაში იდეალური ოჯახი გვქონდა. მეგონა, როგორც იქნა, ამდენი ტანჯვის შემდეგ, ცხოვრება თანდათან ლაგდება-მეთქი! მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, - სმა დაიწყო და ისე შეიცვალა, რომ ვეღარ ვცნობდი... ეჰ! მაპატიეთ, ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს... ყველანაირად ვცადე, რომ გაეთავისუფლებინათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა... მისმა ოჯახმა კი მე დამადანაშაულა. მას შემდეგ ბინიდან ბინაში დავხეტიალობთ, ძალიან გავწამდით. მადლობა ჩემს ნაცნობ კეთილ ქალს, რომელმაც უფასოდ შეგვიკედლა, მაგრამ ეს სახლიც გასაყიდად არის გატანილი. შეიძლება ნებისმიერ დროს ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდეთ, თავშესაფრის გარეშე.

„ჩემო გოგონავ, ნეტა იცოდე, როგორ მიყვარხარ!“

თქვენს რთულ ცხოვრებაზე ამბობდით რაღაცას. იქნებ დეტალურად მოგვიყვეთ? როგორი ბავშვობა და ახალგაზრდობა გქონდათ?

ირინე: ბედისწერამ პირველი დარტყმა მაშინ მომაყენა, როცა 13 წლის გავხდი. ჩვენი სახლი მეწყერმა გაანადგურა და ჩემს მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად ორ პატარა ოთახში მომიწია ცხოვრება. მოგვიანებით - საერთოდ ქუჩაში აღმოვჩნდით. ამდენი ტანჯვა-წამების გადამკიდე დედა მძიმედ ავად გახდა და მთელ ჩვენს ოჯახს მასზე რიგრიგობით მოუწია ზრუნვა. ადრეული ასაკიდანვე მძიმე შრომა მიწევდა, რომ ოჯახს რამენაირად მაინც დავხმარებოდი, მე-9 კლასიდან კი სწავლას საერთოდ თავი დავანებე, სკოლიდან გამოვედი, რომ მუდამ სნეული დედიკოს გვერდით ვყოფილიყავი. საშინლად მახსენდება ის აუტანელი დრო და გამყინავი შიში გულში ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს კართან სასწრაფო დახმარების მანქანა მოდიოდა; ეს კი თითქმის ყოველდღე ხდებოდა. მერე ჩემს პირველ სიყვარულს შევხვდი, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა. მხოლოდ ახლა ვხდები, რომ ეს ალბათ ახალგაზრდული გატაცება იყო.

ოჯახი დაგენგრათ?

ირინე: დიახ, სამწუხაროდ. ჩემი პირველი ქმარი ჩემზე 11 წლით უფროსი იყო. დიდი ხნის განმავლობაში უცოლო იყო და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას შეჩვეული იყო. საერთო ცოტა გვქონდა, ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში არ ვნახულობდით, მაგრამ როცა ერთად ვიყავით, ძალიან ვჩხუბობდით. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მივატოვე, ორი შვილით ხელში. საბო მაშინ ოთხი წლის იყო, თოგო კი ორის. ოჰ, როგორ გამიჭირდა! ბავშვებს ხან მამას ვუტოვებდი, ხან ბებოს. ფიზიკურად ვმუშაობდი, მძიმე სამუშაოს ვასრულებდი და ჯანმრთელობა გავინადგურე, მაგრამ არჩევანი არ მქონია - რაღაცაზე ხომ უნდა გვეცხოვრა, არა? მეორე ქორწინებაზე აღარც კი მიფიქრია, მაგის დრო ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ მეორე ქმართან შეხვედრა მართლა შემთხვევითობა იყო. ინიციატივა თვითონ გამოიჩინა. ლამაზად მეარშიყებოდა, მერე კი ჩემს მშობლებს ჩემი ხელი ოფიციალურად სთხოვა. ფიცი დადო, რომ ჩემს შვილებს საკუთარივით აღზრდიდა. ოჰ, მეტი რაღა უნდა ვთქვა? რაც მოხდა, მოხდა, - შედეგს კი ხედავთ...

ბედნიერი არასდროს ყოფილხართ, ირინე?

ირინე: არა, რატომ? ბედნიერი მომენტები მეც მქონია. რამდენიმე წელი მე და ჩემმა მეუღლემ მშვენივრად ვიცხოვრეთ, თავზე მევლებოდა... თუმცა ჩვენი შვილის, მარიამის დაბადების შემდეგ, რაღაცამ წამოუარა, თითქოს შეცვალეს. სმა და ჩხუბი დაიწყო, მუშაობას თავი დაანება. მოკლედ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩემი უფროსი ბიჭისთვის, საბასთვის, სასწრაფოს გამოძახება მომიწია - შიშისგან კრუნჩხვები დაეწყო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა თქვეს, რომ ვალდებულები იყვნენ მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინათ. მერე სოციალური სამსახურები ჩაერივნენ, ბავშვი დაკითხეს, მე კი, როგორც აღმოჩნდა, თურმე ტვინის შერყევაც მიმიღია. აი, ასე აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში! მართლა ყველანაირად ვეცადე, რომ არ დაეპატიმრებინათ, - მასზე განაცხადი არ გამიკეთებია და ბავშვს ვთხოვე ჩვენება შეეცვალა, მაგრამ არაფერი გამოვიდა; ამიტომ მისი ოჯახი ჩემზე ძალიან გაბრაზდა და... რაღაც ასე, რა... ახლა იძულებულები ვართ სხვა ხალხის ბინებში ვიყიალოთ. ეს ჩვენი მეოთხე საცხოვრებელია. ბინის ქირას ვერ ვიხდით. ან როგორ? სოციალური დახმარება 280 ლარი მაქვს, ბინას კი 250 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვი. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ამ ბინის პატრონს, რომელმაც ნება დაგვრთო აქ უფასოდ გვეცხოვრა, სანამ მყიდველი გამოჩნდება. მერე რა მოხდება, - მაგაზე ფიქრიც კი მაშინებს.

ერთი საწოლი ოთხი კაცისთვის, რომელიც მთლიანად არის განადგურებული და ერთ ღამეს შეიძლება საერთოდ ჩაინგრეს.

არ მომესმა? მთელი თქვენი შემოსავალი 280 ლარია?

ირინე: დიახ, ასეა. ზოგჯერ, სეზონზე, დამატებით შემოსავალს ხილის და კაკლის კრეფით ვშოულობ, მაგრამ ეს დიდად არაფერში მეხმარება.

და ამ დროს ბავშვები სახლში მარტო რჩებიან, მეთვალყურეობის გარეშე?

ირინე: დიახ. საბა და თოგო უკვე დიდი, დამოუკიდებელი ბიჭები არიან და უმცროსი დის მოვლას მშვენივრად ახერხებენ. რა თქმა უნდა, მთლად უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. საბედნიეროდ, შესანიშნავი მეზობლები გვყავს და ძალიან გვეხმარებიან. მათ გარეშე არც კი ვიცი, რას ვიზამდი. ზოგჯერ ბავშვებს სადილსაც აჭმევენ, ზოგჯერ მულტფილმების საყურებლად მიჰყავთ თავისთან. ამის თქმა მრცხვენია, მაგრამ საბანაოდაც მათთან დავდივართ, რადგან აქ სამაგისოდ არანაირი პირობა არ გვაქვს.

ეს შემოსასვლელი კარია. ბზარებიდან და ხვრელებიდან მომაკვდინებელ სიდამპლეს გამყინავი ქარიც უერთდება.

ვინმე მაინც თუ გყავთ, ვინც დაგეხმარებოდათ? მშობლები, ნათესავები...

ირინე: სამწუხაროდ, არავის იმედი არ მაქვს. მშობლები ავად არიან, დიაბეტი აქვთ. დედა უკვე 20 წელია საწოლს არის მიჯაჭვული, მამას კი სახსრების სერიოზული პრობლემები აქვს. თან არც მათ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი. სახელმწიფო სულ გვპირდება და გვპირდება, როგორც სტიქიური უბედურების მსხვერპლებს, მაგრამ დღემდე არაფერი მოუციათ.

ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არ მიმართეთ?

ირინე: რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის და ნერვების კარგვაა. საბუთები რომ მივიტანე და ვეცადე მომეყოლა, რა მდგომარეობაში ვიყავი (საცხოვრებელი არ მაქვს, სამი შვილი მყავს), არც კი მომისმინეს, ისე გამომატრიალეს უკან და ამით დასრულდა ყველაფერი.  

საბა: დამპალი იატაკის ხვრელებს ფეხი რომ არავინ წამოკრას, შეძლებისდაგვარად ვცდილობ შევაკეთო.“

ირინე, რის გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ირინე: უფლის მწამს და სულ ვლოცულობ, რომ მე ძალა მომცეს, ჩემს შვილებს კი თბილი სახლი და საკვები. ვთხოვ, რომ მათ გაბედნიერებაში დამეხმაროს, რომ ნამდვილი ბავშვობა ჰქონდეთ. მჯერა, რომ კეთილ ხალხს თავად უფალი გვიგზავნის და მათი ხელით გვეხმარება. ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ მომხდარა, რომ სასოწარკვეთის ჟამს დახმარება სრულიად მოულოდნელად მოსულა. განა ეს ღვთის განგება არაა?

ირინე, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ირინე: არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ. ყველაზე მეტად საკვები და საფენები გვჭირდება. მეტის თხოვნა არ შემიძლია, ახლა ყველას უჭირს.

გვითხარით, გთხოვთ, ნუ გერიდებათ. ჩვენ აქ ამისთვის მოვედით.

ირინე: საერთოდ არაფერი გვაქვს, - არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა. საწოლი, რომელზეც ოთხივეს ერთად გვძინავს, სადაცაა ჩაინგრევა. ზამთრის ძალიან მეშინია. როგორ გადავიტან, არ ვიცი. ბავშვებს არც ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი. გარდა ამისა, ჩემი შუათანა ბიჭი თანაკლასელთან დამყავს, რომ ონლაინ გაკვეთილები არ გააცდინოს, უფროსი კი ვერავისთან მიმყავს. საერთოდ არაფერი გვაქვს, ა-რა-ფე-რი! ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით.

თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. აბა, პირველი ვინ იქნება?

თოგო (10 წლის): შეიძლება, მე რომ ვიყო?

მარიამი (2 წლის): არა, მე!

მარიამი: "თოჯინა მინდა, დიდზე დიდი, ჩემზე დიდი!“

თოგო: არაფერიც, ქალბატონო! ისედაც ყოველთვის ყველაფერს გითმობთ!

მართლა, თოგო? მითხარი, რას აკეთებთ ხოლმე, როცა დედა მთელი დღე სახლში არაა?

თოგო: წრეში ბურთს ვთამაშობთ. უკვე დიდი ვარ, შემიძლია მარის საფენიც გამოვუცვალო.

როცა დედა სახლში არაა, მთელი დღე უმცროს დასთან ერთად ვთამაშობთ

რა ყოჩაღი ხარ! დედას ეხმარები?

თოგო: რა თქმა უნდა! მე და საბა ვალაგებთ კიდეც და დაზეც ვზრუნავთ. დედა ძალიან გვეცოდება, ისეთი დაღლილია ხოლმე...

რას აჩუქებდი?

თოგო: სარეცხ მანქანას! თორემ სულ ცივ წყალში რეცხავს და ხელები ეყინება... მაგრამ არ გეგონოთ, რომ არ ვეხმარები, პირიქით: ტაშტიდან ნივთებს ვაწვდი, როცა თოკზე ფენს გასაშრობად.

თოგო: „ვცდილობ დედა არ გავაბრაზო და კარგად ვისწავლო. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ კომპიუტერი არ გვაქვს...“

ირინეს შვილების მასწავლებელსაც გავესაუბრეთ. მისი თქმით, ორივე ბიჭი კარგად სწავლობს. თოგო მათემატიკაშია ძლიერი, ნიჭიერია და თანატოლებსაც სჯობნის, თუმცა ქართული ენა და ლიტერატურა ცოტა უჭირს. სამაგიეროდ, მის ძმას, საბას, ჰუმანიტარული მიდრეკილებები აქვს. ქართულს კარგად სწავლობს, მაგრამ მათემატიკა უჭირს. ორივეს ქართული ცეკვის ნიჭი აქვს და ოჯახის ფინანსური სირთულეები რომ არა, კარგი იქნებოდა ბიჭებს ცეკვის წრეზე ევლოთ.

მარიამი: მეც დიდი და ყოჩაღი გოგო ვარ, დედას ვუჯერებ... და ბაღში მივდივარ!

პატარავ, მითხარი, ყველაზე მეტად რა გინდა?

მარიამი: თოჯინა! დიდზე-დიდი! ჩემზე დიდი!

მარიამი: „თოჯინას მიყიდი?“

შენ, თოგო? რაზე ოცნებობ?

თოგო: რომ თბილი და მშრალი სახლი გვქონდეს, რომელიც არ დაინგრევა.

ალბათ დიდი სახლი უნდა იყოს, არა?

თოგო: არა-ა-ა! იყოს პატარა, მაგრამ ლამაზი.

ჩუმად რატომ ხარ, საბა? შენ ხომ ყველაზე უფროსი ხარ?!

საბა: თოგომ და მარიმ უკვე ყველაფერი თქვეს.

მითხარი, გიჯერებენ?

საბა: აბა რა! როცა დედა სახლში არაა, უფროსი მე ვარ.

დედას კიდევ რაში ეხმარები?

საბა: ბევრი რაღაც შემიძლია. მაგალითად, კარტოფილის გაფცქვნა.

საბა, ოცნება გაქვს?

საბა: დიახ, როცა გავიზრდები, მინდა ჯარისკაცი გავხდე! მაშინ შევძლებ ყველა დავიცვა: დედაც, ძმაც და დაც! ბევრ ფულსაც ვიშოვი და მათ ყველაფერს ვუყიდი, რასაც მოინდომებენ. დედას წამლებსაც ვუყიდი!

„გარეთ წვიმს, მე კი სეირნობა მინდა...“

ირინე, რა წამლებზეა საუბარი?

ირინე: წნევების ბრალია… (ხელს იქნევს.) ძალიან მიწევს ხოლმე, ამიტომ საბამ გადაწყვიტა, რომ წამლები მჭირდება (იცინის.)

არ გინდათ, ჩვენს მკითხველებს მიმართოთ?

ირინე: თქვენს გვერდზე პოსტებს მეც ხშირად ვკითხულობ და მესმის, რომ არიან ოჯახები, რომლებსაც ჩემზე მეტად უჭირთ. დამიჯერეთ, უკიდურესი გაჭირვება რომ არა, არასდროს არავის შევაწუხებდი. ხედავს ღმერთი, არანაირი სამუშაო არ მეთაკილება და სულ ვცდილობ ზედმეტი ორიოდე კაპიკი ვიშოვო. არც ძალ-ღონეს ვიშურებ და არც ჯანმრთელობას, ოღონდ ბავშვებს რამე მაინც ჰქონდეთ. მზად ვარ მათთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ მათთვის ელემენტარულის მიცემაც კი არ შემიძლია. მჯერა, რომ თქვენ თავად უფალმა მოგიყვანათ ჩვენს სახლში და თქვენი მადლობელი ვარ, რომ მომისმინეთ.

„ასეთ იატაკზე სიარულიც კი საშიშია, არათუ თამაში!“

***

სამი შვილის დედას, ირინე ვაშაყმაძეს, რთული ცხოვრება აქვს. ის სრულიად მარტო დარჩა, სამი შვილით ხელში. საწყალი ქალი ნებისმიერ შესაძლებლობას ეჭიდება, რომ დამატებითი ფული იშოვოს, მაგრამ მწირი შემოსავალი და სოციალური დახმარება იმაზეც კი არ ჰყოფნის, რომ ბავშვებს ელემენტარული პირობები შეუქმნას. მისი შვილები: 2 წლის მარიამი, 10 წლის თოგო და 12 წლის საბა შემზარავ, დაობებულ, მთლიანად დამპალ ქოხში ცხოვრობენ; მათ დამტვრეულ საწოლზე სძინავთ და ძალიან ცუდად იკვებებიან, არც ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი; უფროს ბიჭებს არც ნორმალური სწავლის შესაძლებლობა აქვთ. გვითხარით, მეგობრებო, განა ასეთ პირობებში უნდა იზრდებოდნენ ქართველი ბავშვები?

ირინეს, საბას, თოგოს და მარიამს ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. მათ ნებისმიერი დახმარება გაახარებთ: სურსათი, საფენები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მათ ძირითადი ტექნიკაც კი არ აქვთ: ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და მაცივარი. ბავშვებს კი სწავლისთვის კომპიუტერი სჭირდებათ.

ამ ოჯახის გაცნობა და დახმარება პირადად შეგიძლიათ მისამართზე: ოზურგეთი, გურამიშვილის ქ. №7

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ირინე ვაშაყმაძის ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ირინე ვაშაყმაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: