ხვალ შეიძლება რეანიმაციაში აღმოჩნდეს...
2021 ნოემბერი 11
1467
გოჩა ვერ ლაპარაკობს. ამის გამო მას საშინელი რაღაცები ემართება. ერთხელ ბრმა ნაწლავი ისე გაუსკდა, რომ მისმა მშობლებმა და და-ძმამ ვერაფერი გაიგეს. ვერც მეორედ გაიგეს და მას ფილტვების ანთება დაემართა. თუ ვერაფერს იგებენ, ბავშვი რეანიმაციაში ხვდება, ამიტომ მშობლები ყოველთვის ფხიზლად არიან. თუ ცუდადაა, ბიჭი მხოლოდ სუსტად კრუსუნებს, რადგან ხელებითაც კი არ შეუძლია იმის ჩვენება, რომ რაღაც აწუხებს. როცა ასე ხდება, დედამისი მის თავს მკერდზე იდებს, გულის მხარეს; ამას კი ხშირად აკეთებს, რადგან ბიჭი ცუდად ხშირადაა. დიდი ხანია დედას გული სტკივა და ექიმთან არის წასასვლელი...
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
3,865.75 ₾
(
220 დონორი )
ამდენი საჩუქარი ერთად რომ დავინახე, მომინდა იზასთან და ნიკოსთან ერთად ბავშვივით მეხტუნა...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
,, ცრემლები მომდის, ამდენ საჩუქარს რომ ვხედავ, მაგრამ ეს სიხარულის ცრემლებია“ - მეუბნება მაია - ,,თქვენ იცით, მთელი ჩემი ოცდათხუთმეტი წელი გაჭირვებაში გავატარე. უბრალო საჩუქარიც კი, ჩემთვის დიდი ფუფუნება იყო და ახლა ერთად ამდენი?.. ეს ემოცია მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება. არ ვიცი მადლობის გამოხატვა საიდან, რა სიტყვებით და როგორ დავიწყო?! გეტყვით, რომ თავად თქვენი ფონდის ერთგული მეგობრები არიან ყველა გაჭირვებულისთვის ყველაზე დიდი საჩუქრები!“
,
,ჩემი ბიჭუნაც კმაყოფილია, დედა ამას ყოველთვის გრძნობს“

მაია ხეცურიანი სამი შვილის დედაა. უფროსი, ნიკოლოზი
რვა წლისაა. ძალიან უყვარს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა - მე მას პატარა მათემატიკოსი შევარქვი. შუათანა - იზა, შვიდი წლის ცელქი გოგოა და ფეხბურთის თამაში მოსწონს. სულ პატარას - გოჩას ექვსი წელი ხუთ მარტს შეუსრულდა. ის ეტლსაა მიჯაჭვული. ერთობლივად რამდენიმე დაავადება აწუხებს. საკვებს წვეთოვანის საშუალებით აწვდიან. ვერ საუბრობს, სმენაც დაქვეითებული აქვს. გოჩას უამრავი წამალი, პამპერსი, ხელოვნური ფაფები სჭირდება. ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათ ძალიან უჭირთ ამ ყველაფერთან გამკლავება.
ჩვენმა ფონდმა ხეცურიანების შესახებ პოსტი 11 ნოემბერს გამოაქვეყნა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/803-khetsuriani/
-მაია, რომ გვითხრათ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენი ოჯახის გასაჭირის შესახებ ჩვენმა ფონდმა პოსტი გამოაქვეყნა?
მაია: ვიცოდი! ვიცოდი, რომ ოქროს ადამიანები იყვნენ თქვენი ფონდის წევრები (გამომწერებს გულისხმობს), მაგრამ ამდენ შეწუხებას, ამდენ საჩუქრებს, ნამდვილად, არ ველოდი. როგორ შეიცვალა? ახლავე გიამბობთ: ჩემი გოჩასთვის, ხომ იცით, საკვების მიცემა მილის საშუალებით მიწევს. ყველაფერს ვაქუცმაცებდი, ვწურავდი, ვწვალობდი... ახლა ამ ბლენდერმა, წვენსაწურმა ყველაფერი გამიმარტივა. თქვენ არ იცით, როგორ მჭირდებოდა... მერე ეს წამლები, ვიტამინებით გაჯერებული სპეციალური ფაფები, პამპერსები... რომელი ერთი ჩამოვთვალო?

ნიკოლოზი (მაიას ვაჟი 8 წლის): დედა სარეცხის მანქანა არ დაგავიწყდეს, რა ბევრი ჭუჭყიანი ტანსაცმელი გვქონდა... გოჩას შარვლები, იზას ტანსაცმელი გასარეცხად სულ ყოველდღე გქონდა...
-შენი არა, ნიკოლოზ?
ნიკოლოზი: ჩემიც, მაგრამ მე უფრო ვუფრთხილდები. დიდი ბიჭი ვარ, თან ცოტა ტანსაცმელები მაქვს. ყველა გოჩას ვაჩუქე.
იზა (მაიას ქალიშვილი 7 წლის): აბა, ფეხბურთს რომ ვთამაშობ ეზოში, არ დამესვრება?
მაია: ნუ კამათობთ ბავშვებო, სარეცხი მანქანაც ძალიან გაგვეხარდა, საცხობიც, ხორცსაკეპიც, ჩაიდანიც და უთოც!

იზა: როცა გამოცხობას ვისწავლი ამ ლანგარზე დიდ ხაჭაპურს გამოვაცხობ, მერე ყველა იმ ადამიანს დავპატიჟებ, ვინც ჩვენ ასე დაგვეხმარა.
ნიკოლოზი: იზა, იცი რამდენები არიან, ჩვენზე ხომ ბევრმა ადამიანმა წაიკითხა და გაიგო?!
იზა: მეც ბეეეევრებს გამოვაცხობ, დედა დამეხმარება!
-და მაინც, შენ რა გაგეხარდა იზა ყველაზე მეტად?
იზა: მე - ,,ჩაინიკი“, ჩართავ თუ არა, ჰოპ და ცხელი წყალი გაქვს! უთოც ლამაზია...


ნიკოლოზი: ხო ლამაზია. მაგრამ დედას აცალე ხოლმე დაუთოვება, შენთვის ჯერ ადრეა. ხომ დაწვი ადრე რაღაცეები და გეყოფა! ის თქვი, ტკბილეული რომ ჩემზე მეტი გადასანსლე.
იზა: სულაც არა, და-ძმურად გაგიყავი...
-ნიკოლოზი მართალს ამბობს, იზა?
იზამ დაიმორცხვა.
იზა: აბა, ამდენი ხანია, ასეთი გემრიელები არ მიჭამია, ვეღარ დავითვალე კარგად! ბოდიში ხომ უკვე მოგიხადე?

-ნიკოლოზ, შენ რამ გაგახარა ყველაზე მეტად საჩუქრებიდან?
ნიკოლოზი: მე წვენსაწური და ის გამეხარდა... აი, საჭმელს რომ თქვეფს...

- რატომ, მაინცდამაინც წვენსაწური და ბლენდერი?
ნიკოლოზი: გოჩას უფრო ბევრ საჭმელებს ვაჭმევ და მალე უკეთ იქნება. აღარ მინდა საავადმყოფოში წაიყვანონ... ჩემთან ერთად უფრო უყვარს ყოფნა, ვიდრე იქ. მე რაღაცეებს მიმახვედრებს ხოლმე. იცით ცხენების ხმები მოსწონს... ნეტა, ჩემი პლანშეტი ან ტელეფონი მქონდეს, ხშირად მოვასმენინო...
-საიდან მიხვდი, რომ ცხენების ჭიხვინი და ფრუტუნი მოსწონს?
ნიკოლოზი: მაგ დროს იღიმის. პლანშეტი ჩემთვისაც გამომადგება. მათემატიკა მიყვარს და ინტერნეტში ბევრ ამოცანებს ვიპოვნი...
იზა: მეც მინდა, ონლაინ გაკვეთილები რომ არ გავაცდინო და ხომ მათხოვებ ხოლმე?
ნიკოლოზი: შენსავით ძუნწი კი არ ვარ...
იზა: მე ძუნწი კი არა, პატარა ვარ. პატარებს კი შოკოლადები უყვართ. დედიკო და მამიკოს კიდევ არ აქვთ ფული, შოკოლადები რომ მიყიდონ. მერე გოჩას საჭმელი და წამლებისთვის აღარ დარჩებათ... როგორ მომეწონა ბევრი ,,პეჩენიები“ რომ მოგვიტანეთ. დედააააა, რამდენები იყოოოო...

-ისე, ყველაზე მეტად რა ტკბილეული გიყვარს?
იზა: სნიკერსი, ადრე გავსინჯე და ძალიან მომეწონა.
-მაია, ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე? თუ იყო ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მათი მხრიდან რაიმე რეაგირება?
მაია: აბსოლუტურად არანაირი. არც არავის ვახსოვართ, არც არავინ გვკითხულობს... დუმან. ასეთი ბავშვი გვყავს ოჯახში. მას განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება. მის პენსიასაც კი სრულად ვერ ვიღებთ, რადგან ნაწილს ბანკი გვაჭრის.
-სესხი გქონდათ ბანკში?
მაია: დიახ, ეს სესხიც მისი მკურნალობისთვის და წამლებისთვის ავიღეთ. უამრავჯერ მოვხვდით რეანიმაციაში. აქედან, სამი შემთხვევა სრულიად უიმედო იყო. მუხლებზე დავეცი, როცა ექიმმა მითხრა, გადარჩენის შანსი არ არისო, და ლოცვა დავიწყე. არ ვიცი, რას ვბუტბუტებდი, არ მახსოვს... მაგრამ მახსოვს, რომ ყველა იმ დედისთვის ვლოცულობდი, ვისაც ჩემნაირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავს! ყველა იმ ბავშვისთვის ვლოცულობდი, ვინც იმ მომენტში სიკვდილს ებრძოდა! ჰოდა, მოხდა სასწაული. გადარჩა ჩემი გოჩა! მადლობა იაშვილის კლინიკის ყველა ექიმს. ფაქტობრივად, მათ ჩემთან ერთად გაზარდეს ჩემი შვილი!
-მაია, ვიცი ჩვენმა საჩუქრებმა ძალიან გაგახარათ. მაგრამ თქვენი პრობლემები ამით არ დასრულებულა. გვითხარით იმ საჭიროებების შესახებ, რაც კიდევ დაგრჩათ.
მაია: ძალიან მერიდება ამაზე საუბარი, მაგრამ გოჩასთვის: წამლები, პამპერსები და ფაფები, ჩვენი მუდმივი საჭიროებებია. ჩემი მცირეოდენი სოციალური დახმარებით თუ ამ ყველაფერს შევიძენ, მაშინ ნიკოლოზი და იზა მშივრები მრჩებიან. მე და პაატა ჩვენს თავს აღარ ვჩივით. ამათ ჰქონდეთ საჭმელი და მშიერი მუცლით არ დაიძინონ. ძალიან მერიდება, სხვა რამე ვითხოვო, როცა ბავშვებს შიათ...
***
კმაყოფილმა, რომ ასე გავახარეთ ოჯახი, მაგრამ მაინც გულდამძიმებულმა დავასრულე ინტერვიუ. კიდევ ბევრი რამ მიამბო მაიამ, როგორ გაყიდეს ძროხა, რომელიც ოჯახის მარჩენალი იყო, როგორ ააცალეს იატაკი სახლს და ჩააბარეს, რომ გოჩასთვის წამლები შეეძინათ. როგორ წვალობდა მისი მეუღლე - პაატა დღიური სამუშაოების ძებნაში, რომ პური მაინც მოეტანა ბავშვებისთვის... ისიც მითხრა, რომ გოჩა უკვე გაიზარდა, ამიტომ მას ეპილეფსიის პრეპარატის, ეპიქსის დოზა გაუზარდა ექიმმა. მას უკვე წამლის ერთი ფირფიტა ერთი კვირაც აღარ ჰყოფნის... ერთი დღე აღარ ჰყოფნის ერთი კოლოფი ფაფაც. ღმერთო, რამდენი ხარჯია... საიდან, როგორ?
არ შეიძლება გაჭირვებაში მივატოვოთ ეს შესანიშნავი ქალბატონი. მას კვლავ სჭირდება თქვენი გვერდში დგომა გოჩასთვის, იზასთვის, ნიკოსთვის. ჰოდა, სანამ პატარა მზარეული იზა ყველას უზარმაზარ გემრიელ ხაჭაპურს გამოგვიცხობს, შევეცადოთ, ჩვენო ერთგულო მკითხველო, კიდევ ვაჩუქოთ რამდენიმე ლამაზი, ბედნიერი დღე ამ პატარა ანგელოზებს.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ხეცურიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/803-khetsuriani/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
ხარჯები
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2022 მაი 16 | პროდუქტები | 200.25 | transferred |
2022 თებ 24 | პროდუქტები | 130.11 | transferred |
2022 თებ 24 | მედიკამენტები | 100.05 | transferred |
2022 თებ 14 | პროდუქტები | 100.38 | transferred |
2022 იან 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 735 | paid |
2022 იან 31 | პროდუქტები | 100.27 | transferred |
2022 იან 25 | პროდუქტები | 200.02 | transferred |
2022 იან 25 | მედიკამენტები,ბავშთა კვება | 250.02 | transferred |
2022 იან 13 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 984 | transferred |
2022 იან 3 | სარეცხი მანქანა | 665 | transferred |
2021 დეკ 30 | პროდუქტები | 250.45 | transferred |
2021 დეკ 2 | მედიკამენტები | 149.99 | transferred |
სულ ხარჯი: 3,865.54 ₾
დარჩა 0.21 ₾
დარიცხვები
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
13.05.2022 00:00:00 | ავთანდილ შავიშვილი | 17.2 | Перевод на счет |
13.05.2022 00:00:00 | ნარი ციცვიძე | 1 | Перевод на счет |
13.05.2022 00:00:00 | ვანო სტეფანიან | 1 | Перевод на счет |
11.05.2022 00:00:00 | სულიმან ქავთარაშვილი | 1 | Перевод на счет |
11.05.2022 00:00:00 | ი/მ თემურ გიორგაძე | 2.5 | Перевод на счет |
11.05.2022 00:00:00 | საბინა ზაქარაძე | 10 | Перевод на счет |
11.05.2022 00:00:00 | მრ. ანუჩა კაევკონგ | 0.2 | Перевод на счет |
10.05.2022 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Перевод на счет |
08.05.2022 00:00:00 | თინათინი ლომსაძე | 20 | Перевод на счет |
08.05.2022 00:00:00 | დავით თარაშვილი | 2 | Перевод на счет |
08.05.2022 00:00:00 | ხომასურიძე ელგუჯა | 1 | Перевод на счет |
05.05.2022 00:00:00 | მარიამ სამადალაშვილი | 5 | Перевод на счет |
04.05.2022 00:00:00 | უჩა ყაულაშვილი | 8 | Перевод на счет |
04.05.2022 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Перевод на счет |
03.05.2022 00:00:00 | ადეიშვილი ნინო | 10 | Перевод на счет |
02.05.2022 00:00:00 | ხორგუანი ეთერი | 20 | Перевод на счет |
29.04.2022 00:00:00 | ინგა ხოტელაშვილი | 5 | Перевод на счет |
29.04.2022 00:00:00 | ქეთევან მამადაშვილი | 5 | Перевод на счет |
29.04.2022 00:00:00 | სულიმან ქავთარაშვილი | 1 | Перевод на счет |
29.04.2022 00:00:00 | მარიამ გოგოძე | 5 | Перевод на счет |
28.04.2022 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Перевод на счет |
28.04.2022 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 10 | Перевод на счет |
27.04.2022 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
27.04.2022 00:00:00 | თამილა კოპერინა | 5 | Перевод на счет |
27.04.2022 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
27.04.2022 00:00:00 | კავსაძე შოთა | 1 | Перевод на счет |
26.04.2022 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Перевод на счет |
24.01.2022 17:19:00 | ჯოჯუა ნათია | 10 | Перевод на счет |
30.12.2021 00:00:00 | შპს 'ნიკა' | 1,000 | Перевод на счет |
26.12.2021 00:00:00 | ნათია ჯახია | 10 | Перевод на счет |
23.12.2021 00:00:00 | ფარტენაძე მამუკა | 1 | Перевод на счет |
19.12.2021 00:00:00 | აბაშიძე დემეტრე | 20 | Перевод на счет |
18.12.2021 00:00:00 | სანიკიძე მალხაზი | 15 | Перевод на счет |
14.12.2021 00:00:00 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Перевод на счет |
14.12.2021 00:00:00 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Перевод на счет |
11.12.2021 00:00:00 | ირაკლი მოდებაძე | 10 | Перевод на счет |
10.12.2021 20:51:01 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
10.12.2021 00:00:00 | გიორგი მიქაძე | 10 | Перевод на счет |
10.12.2021 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Перевод на счет |
10.12.2021 00:00:00 | გიორგი კოვზირიძე | 5 | Перевод на счет |
10.12.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Перевод на счет |
09.12.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 20 | Перевод на счет |
09.12.2021 00:00:00 | კონსტანტინე ჩხეიძე | 20 | Перевод на счет |
09.12.2021 00:00:00 | ანა ჯაფარიძე | 5 | Перевод на счет |
08.12.2021 00:00:00 | ეკა კახელიშვილი | 5 | Перевод на счет |
08.12.2021 00:00:00 | ნათია ხერგიანი | 2 | Перевод на счет |
07.12.2021 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 10 | Перевод на счет |
07.12.2021 00:00:00 | გიორგი რობაქიძე | 5 | Перевод на счет |
06.12.2021 00:00:00 | გიორგაძე გიორგი | 5 | Перевод на счет |
06.12.2021 00:00:00 | თურმანიძე ნინა | 2 | Перевод на счет |
06.12.2021 00:00:00 | გიორგი ჩიტაძე | 10 | Перевод на счет |
06.12.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Перевод на счет |
05.12.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Перевод на счет |
05.12.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
05.12.2021 00:00:00 | უჩა გაბინაშვილი | 50 | Перевод на счет |
04.12.2021 16:16:36 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
04.12.2021 00:00:00 | ხუროშვილი გიორგი | 25 | Перевод на счет |
04.12.2021 00:00:00 | დავით დუმბაძე | 5 | Перевод на счет |
03.12.2021 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Перевод на счет |
03.12.2021 00:00:00 | ქვრივიშვილი მარიამ | 1 | Перевод на счет |
03.12.2021 00:00:00 | ოშაყმაშვილი გოჩა | 5 | Перевод на счет |
03.12.2021 00:00:00 | ჟღენტი ბექა | 10 | Перевод на счет |
03.12.2021 00:00:00 | ნინო რობაქიძე | 5 | Перевод на счет |
03.12.2021 00:00:00 | მიხეილ მერებაშვილი | 20 | Перевод на счет |
02.12.2021 00:00:00 | ბაინდურაშვილი ირაკლი | 5 | Перевод на счет |
02.12.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Перевод на счет |
02.12.2021 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Перевод на счет |
02.12.2021 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
02.12.2021 00:00:00 | ნიკა შალიკაშვილი | 10 | Перевод на счет |
02.12.2021 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 2 | Перевод на счет |
02.12.2021 00:00:00 | მიხეილ ჩხაიძე | 5 | Перевод на счет |
01.12.2021 00:00:00 | ხინიკაძე-გირკელიძე თამარ | 10 | Перевод на счет |
01.12.2021 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 2 | Перевод на счет |
01.12.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Перевод на счет |
01.12.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Перевод на счет |
01.12.2021 00:00:00 | გიორგი ღამბაშიძე | 30 | Перевод на счет |
01.12.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Перевод на счет |
01.12.2021 00:00:00 | აიწურაძე ავთანდილ | 20 | Перевод на счет |
30.11.2021 00:00:00 | კობახიძე რამაზ | 10 | Перевод на счет |
30.11.2021 00:00:00 | შარაბიძე ლუკა | 4 | Перевод на счет |
30.11.2021 00:00:00 | ანა ირემაძე | 1 | Перевод на счет |
30.11.2021 00:00:00 | ნიკოლოზი ხიდეშელი | 5 | Перевод на счет |
30.11.2021 00:00:00 | ანა წილოსანი | 10 | Перевод на счет |
29.11.2021 00:00:00 | აბაშიძე დემეტრე | 40 | Перевод на счет |
29.11.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
29.11.2021 00:00:00 | მუშკუდიანი მარიამ | 1 | Перевод на счет |
29.11.2021 00:00:00 | ზედგინიძე ილია | 10 | Перевод на счет |
28.11.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 5 | Перевод на счет |
28.11.2021 00:00:00 | კონსტანტინე ჩხეიძე | 10 | Перевод на счет |
28.11.2021 00:00:00 | ანა ხანდამიშვილი | 5 | Перевод на счет |
28.11.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Перевод на счет |
27.11.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Перевод на счет |
27.11.2021 00:00:00 | გიორგი გოგილაშვილი | 5 | Перевод на счет |
27.11.2021 00:00:00 | ი/მ ლევან ადეიშვილი | 10 | Перевод на счет |
27.11.2021 00:00:00 | სოსლან ხინიკაძე | 2 | Перевод на счет |
26.11.2021 14:49:43 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
26.11.2021 00:00:00 | იობაშვილი თეიმურაზი | 1 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | ღარიბაშვილი ემზარ | 25 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | კოკოლიშვილი ლევანი | 5 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 5 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | გიორგი ზაქარაია | 50 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | ოლეგ ჯანჯღავა | 20 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | ლევან ზაალიშვილი | 5 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | მანანა ბეჟიტაშვილი | 15 | Перевод на счет |
25.11.2021 00:00:00 | აბრამიშვილი გელა | 5 | Перевод на счет |
25.11.2021 00:00:00 | დიასამიძე შოთა | 5 | Перевод на счет |
25.11.2021 00:00:00 | მეტივიშვილი ნანა | 5 | Перевод на счет |
25.11.2021 00:00:00 | მამამთავრიშვილი დავით | 10 | Перевод на счет |
25.11.2021 00:00:00 | ლალი ჯაყელი | 20 | Перевод на счет |
24.11.2021 00:00:00 | ხუბულია სოფიკო | 50 | Перевод на счет |
24.11.2021 00:00:00 | ხომასურიძე ელგუჯა | 5 | Перевод на счет |
23.11.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
23.11.2021 00:00:00 | ჭედია გიორგი | 5 | Перевод на счет |
23.11.2021 00:00:00 | მარიკა ცერცვაძე | 3 | Перевод на счет |
23.11.2021 00:00:00 | გიორგი ვარდანაშვილი | 20 | Перевод на счет |
23.11.2021 00:00:00 | ლაშა ენუქიძე | 20 | Перевод на счет |
22.11.2021 18:28:00 | ანონიმი | 1 | TBC Bank (GeoPay) |
22.11.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | ვადაჭკორია ნინო | 1 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | მარიამი | 3 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | გუძუაძე გოჩა | 3 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | იობაშვილი თეიმურაზი | 1 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | ანა წილოსანი | 10 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Перевод на счет |
21.11.2021 00:00:00 | გაბადაძე გიორგი | 3 | Перевод на счет |
21.11.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 3 | Перевод на счет |
21.11.2021 00:00:00 | ხერგიანი ნათია | 1 | Перевод на счет |
21.11.2021 00:00:00 | დავითი სულაბერიძე | 1 | Перевод на счет |
21.11.2021 00:00:00 | ანი გვალია | 3 | Перевод на счет |
21.11.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Перевод на счет |
21.11.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Перевод на счет |
20.11.2021 00:00:00 | გურამ სვანიძე | 5 | Перевод на счет |
20.11.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Перевод на счет |
20.11.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
20.11.2021 00:00:00 | ქაჯაია თამარ | 250 | Перевод на счет |
20.11.2021 00:00:00 | ალექსანდრე ნიჩიპეროვიჩი | 10 | Перевод на счет |
20.11.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 20 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | ასათიანი ნინო | 2 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | ჯიქურაშვილი ემზარი | 1 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | ანა ჯაფარიძე | 3 | Перевод на счет |
18.11.2021 00:00:00 | პილილიან არაქელ | 20 | Перевод на счет |
18.11.2021 00:00:00 | ფანჯაკიძე ნიკოლოზი | 10 | Перевод на счет |
18.11.2021 00:00:00 | პილილიან არაქელ | 30 | Перевод на счет |
18.11.2021 00:00:00 | ცისკარიშვილი მერაბ | 2 | Перевод на счет |
18.11.2021 00:00:00 | დიასამიძე ამირან | 10 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 3 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | ვადაჭკორია ნინო | 1 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | მირიან ურუშაძე | 1 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | ბაკური თათელიშვილი | 100 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | ბონდო ცაგურიშვილი | 1 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | კალანდაძე ბექა | 100 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 5 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | კუჭუაშვილი მზია | 50 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ერქომაიშვილი ნინო | 10 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ი/მ ჯაბა ჭყონიძე | 5 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ლეილა გიორგაშვილი | 5 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | მარი მორჩიაშვილი | 10 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | არჩილ ივანიშვილი | 10 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Перевод на счет |
15.11.2021 00:00:00 | სინაურიძე ლავრენტი | 5 | Перевод на счет |
15.11.2021 00:00:00 | თავაური ამირან | 1 | Перевод на счет |
15.11.2021 00:00:00 | მუსხელიშვილი გიორგი | 3 | Перевод на счет |
15.11.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
15.11.2021 00:00:00 | მურთაზაშვილი მამუკა | 50 | Перевод на счет |
15.11.2021 00:00:00 | დვალიშვილი მარიამ | 10 | Перевод на счет |
15.11.2021 00:00:00 | ნუცუბიძე ნოდარი | 2 | Перевод на счет |
15.11.2021 00:00:00 | გელაშვილი ვლადიმერი | 100 | Перевод на счет |
15.11.2021 00:00:00 | გურჩიანი ზურაბ | 10 | Перевод на счет |
15.11.2021 00:00:00 | გუძუაძე სერგო | 5 | Перевод на счет |
15.11.2021 00:00:00 | გიგა შეყლაშვილი | 10 | Перевод на счет |
14.11.2021 00:00:00 | კუჭავა ლანა | 2 | Перевод на счет |
14.11.2021 00:00:00 | რობაქიძე ხათუნა | 20 | Перевод на счет |
14.11.2021 00:00:00 | ბერიძე თინათინ | 3 | Перевод на счет |
14.11.2021 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Перевод на счет |
14.11.2021 00:00:00 | სოფიკო დემურაშვილი | 10 | Перевод на счет |
14.11.2021 00:00:00 | ანა ქოქრაშვილი | 10 | Перевод на счет |
13.11.2021 00:00:00 | ლომთათიძე ელისაბედ | 1.85 | Перевод на счет |
13.11.2021 00:00:00 | მელანაშვილი გიორგი | 3 | Перевод на счет |
13.11.2021 00:00:00 | ქუთელია რომეო | 5 | Перевод на счет |
13.11.2021 00:00:00 | მარიამ მღებრიშვილი | 1 | Перевод на счет |
13.11.2021 00:00:00 | ლაშა ჯორბენაძე | 15 | Перевод на счет |
13.11.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Перевод на счет |
13.11.2021 00:00:00 | ირაკლი გეწაძე | 10 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | ლიჩელი დავით | 5 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | ორბელაძე ლევან | 10 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | მაისურაძე გიორგი | 30 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 3 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | ზაქარაშვილი ლალი | 5 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | სამხარაძე ბიძინა | 40 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | ღარიბაშვილი ემზარ | 25 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | ლომიძე რუსუდან | 10 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | მანანა ბეჟიტაშვილი | 40 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | მირიან მირაზანაშვილი | 5 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 15 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | ირაკლი ლომთაძე | 20 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | ლაშა მაისურაძე | 5 | Перевод на счет |
12.11.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Перевод на счет |
11.11.2021 18:46:53 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
11.11.2021 16:02:45 | ანონიმი | 5 | TBC Bank (GeoPay) |
11.11.2021 11:06:50 | ანონიმი | 100 | TBC Bank (GeoPay) |
11.11.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 50 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 21 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 5 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | მიშველაძე ირაკლი | 5 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | ელენე დოიჯაშვილი | 10 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | ქეთევან კვაჭანტირაძე | 20 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | მარინა ნებიერიძე | 50 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | ლია გლუნჩაძე | 10 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | ლუკა შარაბიძე | 3 | Перевод на счет |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 3,865.75 ₾
დარჩა 0.21 ₾
მსგავსი პროექტები:
|