პროექტის რეპორტი ბავშვებს ჩვენთან თამაში არ უნდათ! დაგვეხმარეთ, დეიდებო და ბიძიებო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვებს ჩვენთან თამაში არ უნდათ! დაგვეხმარეთ, დეიდებო და ბიძიებო!

page info icon
2022 თებერვალი 28
«აი, გავხდები ჰალკი და ვნახოთ, სათამაშოებს როგორ არ გვათხოვებენ! ყველას ვცემ, ვინც მე და ჩემს ძმებს გვაწყენინებს! ნახე, როგორ კუნთებს „გავიზრდი“» - ბრაზობს მალხაზი. ეზოში, მეზობლის ბავშვებმა ისევ არ ათხოვეს ველოსიპედი. მის ძმას კი, პულტიანი მანქანა არ მისცეს. ბიჭუნას უბრალოდ ხელში უნდოდა მისი დაჭერა. ისინი ხომ, არასდროს, არაფერს არ აფუჭებენ. „ბოროტი“ ბავშვები კი, ეუბნებიან: „საკუთარი სათამაშოები უნდა გქონდეთ!“ მაგრამ, 6 წლის რამაზის, 5 წლის მალხაზს და 3 წლის გრიგოლს სათამაშოები კი არა, ხანდახან ლუკმა პურიც კი არ აქვთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,381 ₾
( 173 დონორი )
დასრულებულია
ყველაზე ბედნიერი ქართველი დედამიწაზე - 3 წლის გრიგოლი! ეს კი თქვენი დამსახურებაა, მეგობრებო!
 კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
   ,,გრიგოლ!  გრიგოლ!“ - ეძახის დედა სამი წლის გრიგოლს. გრიგოლი არ სჩანს... გვინდა რომ  გავესაუბროთ, გავიგოთ თუ როგორ მოეწონა სოფო დეიდას გამოგზავნილი ველოსიპედი ან ნათია დეიდას ნაჩუქარი მანქანა... მაგრამ სად არის გრიგოლი?
   ,,შეხედეთ, ისევ აბაზანის კართან  დგას!“ - ეღიმება დედას - ,, თქვენმა ფონდმა რაც ეს ლამაზი აბაზანა გაგვიკეთა, გრიგოლი  სულ ,,ჭუპა-ჭუპას“ გაიძახის და ამ კარს არ სცილდება. არც არის გასაკვირი! ხომ გახსოვთ ჩვენი ძველი აბაზანა? თუმცა იმას აბაზანას ვერც დავარქმევდით... ჩამოშლილი კედლები, გაფუჭებული ჟანგმოდებული ონკანი... რომ იცოდეთ, როგორი წვალებით ვაცხელებდით წყალს... ბავშვები სულ მიცივდებოდნენ... არ მომბეზრდება იმ ადამიანებისთვის მადლობის გადახდა, ვინც ჩემი ოჯახის მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა... დიდიან-პატარიანად ძალიან გახარებულები ვართ!“ 
,,ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ!“
   თამარ ახობაძე სამ ვაჟთან და მეუღლესთან ერთად სამტრედიაში მამამთილის ბინაში ცხოვრობს. ბინა საწილოა. მარტო მათ არ ეკუთვნით. თამარი მესამე ჯგუფის ინვალიდია, მას მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემა აწუხებს. მუშაობა არ შეუძლია. თუმცა მაინც ეძებს სამსახურს. მეუღლეც უმუშევარია.  დღიურ სამუშაოს თუ გადააწყდება სადმე და მძიმე, ფიზიკური შრომით თუ გამოიმუშავებს მცირედს. სამ შვილს კი ბევრი სჭირდება...
    ჩვენმა ფონდმა ახობაძეების ოჯახის შესახებ პოსტი 28 თებერვალს გამოაქვეყნა. იხ. ბმული:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/843-akhobadze/
თამარ, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა პოსტი გამოაქვეყნა და ყველა ერთგულ მეგობარს მოუწოდა, დახმარებოდნენ თქვენს არაჩვეულებრივ ვაჟკაცებს.
თამარი: ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ასეთი კომფორტული აბაზანა გვექნებოდა. მოუშვებ ცხელ წყალს - მოდის, კი, ბატონო! გამწოვი გინდა? კი, ბატონო! ყველაფერი ლამაზია, ახალი და მოხერხებული. ჩემს უფროს  ბიჭს - რამაზს დავესესხები სიტყვებს: ,,ბანაობა ასეთი სასიამოვნო არასოდეს ყოფილა!“  წყალს ძლივს ვაცხელებდი დაჟანგული ,,ვედრით“ ან ,,ტაშტით“, მერე ,,კრუშკით“ ვასხამდი სიცივისგან აკანკალებულ ბავშვებს. სამივე მიცივდებოდა. მოკლედ, ძალიან ვწვალობდით. ამ კუთხით დავისვენეთ!
,,მარტო პატარა გრიგოლს კი არა, მეც არ მინდა გამოსვლა ჩვენი ახალი აბაზანიდან...“
თამაზი (თამარის მეუღლე): მადლობა პროდუქტისთვის, რომელიც გამოგვიგზავნეთ. იმ პერიოდში მე ძალიან შეუძლოდ ვიყავი. ჩემი შვილები შიმშილს ებრძოდნენ. ჩვენზე არც დავიჩივლებდი - მე და თამარი შიმშილთან დიდი ხანია ,,ვმეგობრობთ“. შვილების მდგომარეობამ გადაგვაწყვეტინა მოგვემართა თქვენთვის. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ქართველებო, თქვენ ნამდვილად გადაგვარჩინეთ! ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ჩვენს შესახებ კიდევ ერთხელ წაიკითხავს, იქნებ რაიმე მუდმივი სამუშაო გამოინახოს ჩემთვისაც. არ შემიძლია,  სულ ასე ვითხოვო დახმარება.  სამსახური იქნებოდა ყველაზე დიდი ხსნა ამ გაჭირვების დასამარცხებლად.
იმედი მაქვს ეს პრობლემაც მალე მოგვარდება და თქვენ შეძლებთ იშრომოთ თქვენი შვლების კეთილდღეობისათვის.
თამაზი: ჩემი პრობლემა ის არის, რომ ყოფილი პატიმარი ვარ. ეს დიდი ხნის წინ იყო. მოვიხადე ბატონო, ჩემი სასჯელი და ახლა  პატიოსანი შრომით მინდა ვემსახურო ოჯახს და ქვეყანას. საქართველოში სამსახურის შოვნა ისედაც ჭირს, ჩემნაირებს კი ისე უყურებენ... ზოგჯერ ძალიან დამამცირებელია ეს ყველაფერი...
კარგად მესმის თქვენი. როგორც სჩანს, ეს სტიგმა ისევ არსებობს!
თამარი: მიუხედავად იმისა, რომ ორივეს გვაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ორივე სიხარულით ვიმუშავებთ. ოღონდ კი ვინმემ დაგვასაქმოს. მინდა, ჩემს შვილებს საკვები მივცე, განათლება მივცე. მინდა, რომ მათ არასოდეს სცხვენოდეთ საკუთარი თავის.
ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? ვინ გამოგეხმაურათ? ვინ მოგინახულათ?
თამარი: მონახულებით არავინ, თუმცა ყოველთვის მოხარულები ვართ სტუმრის. ისე კი ძალიან დიდი პატივი გვცა ორმა ქალბატონმა - სოფო ერაძემ და ნათია ცირეკიძემ თავიანთი საჩუქრებით. უფალმა გაახაროს ეს ორი დიდებული ადამიანი, როგორც ჩემი პატარები მათ გაახარეს. გამოგვიგზავნეს ტკბილეული, სათამაშოები...
 მალხაზი (არ აცდის) : მე ველოსიპედი მომეწონა, მაგრამ ხანდახან ვჯდები, როცა რამაზი სწავლობს. გრიგოლის ველოსიპედი კი ,,პატარა მაქვს!“
როგორც მივხვდი, შენ და რამაზს  ერთი ველოსიპედი ვერ გაგიყვიათ... 
მალხაზი: არა, როგორ ვერა, მაგრამ ხანდახან არ მათხოვებს ხოლმე. მე კიდევ მაგის გამო ჰალკი უნდა გავმხდარიყავი, ძუნწი ბავშვები რომ გამელახა. აბა, ახლა ჩემს ძმას ხომ არ გავლახავ?
რამაზი: როგორ არ ვათხოვებ. ამას თვითონ უნდა, სულ რომ ჰქონდეს და მეც ხომ მინდა?
სხვა სათამაშოებიც ხომ გაჩუქეს, ბავშვებო?
 მალხაზი: დიახ, ტკბილეულიც... და ძალიან გემრიელიც იყო. მე ყველაზე მეტი შევჭამე. დიდი მინდა გავიზარდო... ყველაზე დიდი და ღონიერი. 
,,ზუსტად ასეთი ორცხობილა მინდოდა, დედას რომ ეყიდა ჩემთვის, მას კი ფული არ ჰქონდა...“
თამარი: თქვენმა ფონდმაც უამრავი ნუგბარი მოგვიტანა. შემოტანილი არ ჰქონდათ რომ ეძგერნენ ბავშვები... ღმერთო, როგორ შემრცხვა, ბოდიში მინდა მოგიხადოთ... ვეძახდი სამივეს, მაგრამ სად ესმოდათ?!  ყურსაც არ იბერტყავდნენ... 
,,დეიდა, თქვენც გაგასინჯებთ, ოღონდ სულ არ შეგვიჭამოთ...“
რას იზამთ, ბავშვები არიან... ყველა ბავშვს უყვარს ტკბილეული!
თამარი: კი, მაგრამ ჩემს შვილებს იმდენი ხანი არ ეჭამათ, ვერ შეძლეს თავის შეკავება...
,,ისეთი გემრიელია, ნეტა სულ არ გათავდეს...“
მალხაზ, წელს სკოლაში მიდიხარ, გიხარია?
მალხაზი: ბაღი დავამთავრე, ზეიმიც მქონდა, ლექსები ვთქვი და ბევრი ტაში დამიკრეს. სკოლაში უფრო ბევრ ლექსს ვისწავლი და დედიკოს გავახარებ. რამაზისაც ვაჯობებ. 
სკოლაში  რომ ივლი, შენც გაკვეთილები გექნება მოსამზადებელი და მერე როცა შენ იმეცადინებ, რამაზი ინავარდებს ველოსიპედით. (მეღიმება)
მალხაზი: გინდათ, ჩუმად გითხრათ? რამაზის ბურთი უყვარს. მას თუ ბურთს უყიდით, ველოსიპედზე მე ვიკატავებ.
გრიგოლ, შენ რა გაგიხარდა ყველაზე მეტად?
გრიგოლი: ოლი პიპია... ეთი მანანა...
თამარი (მითარგმნის): გრიგოლმა პატარა მანქანა და ველოსიპედი მიიღო ნათიასგან და სოფოსგან. ისე დახტოდა... ყვიროდა... სიხარულისგან კისკისებდა - ,,ჩალთე, ჩალთეო...“
თამარ, ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ დაგიკავშირდათ ვინმე დახმარების მიზნით?
თამარი: საერთოდ არავინ. არაერთხელ დავწერე განცხადება ერთჯერად დახმარებაზე, მაგრამ სულ უარია. ახლა სასწრაფო ოპერაციაც მჭირდება. მიჭირს სიარული. გამაყუჩებლებს ვსვამ, რომ ვიარსებო... არც ოპერაცია მიფინანსდება. მაინცდამაინც უნდა წავიქცე? ღმერთმა არ ქნას! ჩემს შვილებს ძალიან ვჭირდები! არ ვიცი, ასე როდემდე ვიცოცხლებ...
    ფონდის ერთგული მეგობრების წყალობით ჩვენ შევძელით  გარკვეულწილად დავხმარებოდით ამ არაჩვეულებრივ ოჯახს. ეს ძალიან დიდი სიხარული იყო თითოეული მათგანისთვის, მაგრამ მათ კიდევ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა.  ყველაზე მთავარი კი მაინც თამაზის დასაქმებაა!  ბიზნესმენებო, მეწარმეებო, ვინც ამ სტატიას კითხულობთ, დაუკავშირდით ამ ადამიანებს, იქნებ კიდევ ერთი ოჯახი იხსნათ შიმშილისგან და თქვენც შეიძინოთ კარგი თანამშრომელი. 
***
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ახობაძეების ოჯახი).
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: