3 თვის ბავშვთან ერთად, ძაღლივით ქუჩაში გამაგდეს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

3 თვის ბავშვთან ერთად, ძაღლივით ქუჩაში გამაგდეს

page info icon
2022 ივლის 27
ყველა კაცი ადამიანი არაა! მითუმეტეს ყველას არ აქვს უფლება იყოს მშობელი. ეს ულამაზესი გოგონა, სამი თვის რომ იყო, მამამ სახლიდან გააგდო. ლიზი და მისი დედიკო ქუჩაში დარჩნენ, უსახლკაროდ და უპუროდ. ყველა კარზე აკაკუნებდნენ, პურის ნაჭერს ითხოვდნენ. ღვთის ნებით, კეთილმა ქალმა შეიფარა. ლიზის და თეონას ისტორია სავალალოდ დასრულდებოდა, მათ გზაზე, შემთხვევით ღვთისნიერი ადამიანი - გივი რომ არ გამოჩენილიყო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,367 ₾
( 190 დონორი )
დასრულებულია
3 თვის ბავშვთან ერთად, ძაღლივით ქუჩაში გამაგდეს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ყველა კაცი ადამიანი არაა! მითუმეტეს ყველას არ აქვს უფლება იყოს მშობელი. ეს ულამაზესი გოგონა, სამი თვის რომ იყო, მამამ სახლიდან გააგდო. ლიზი და მისი დედიკო ქუჩაში დარჩნენ, უსახლკაროდ და უპუროდ. ყველა კარზე აკაკუნებდნენ, პურის ნაჭერს ითხოვდნენ. ღვთის ნებით, კეთილმა ქალმა შეიფარა. ლიზის და თეონას ისტორია სავალალოდ დასრულდებოდა, მათ გზაზე, შემთხვევით ღვთისნიერი ადამიანი - გივი რომ არ გამოჩენილიყო. 
არავის აქვს უფლება ეს პატარა გოგონა რომ გააბრაზოს!
„ალბათ, ადამიანმა ჯოჯოხეთი უნდა გამოიაროს, რომ მის ცხოვრებაში რამე კარგი მოხდეს. გივი რომ არ გამოჩენილიყო, მე და ლიზი ვერ გადავრჩებოდით“ - ამბობს თეონა და ღმერთს მადლობას სწირავს. 
– თეონა, ყველაფერი დაწვრილებით გვიამბეთ, ვხედავ, სათქმელი ბევრი გაქვთ. 
თეონა: როცა ყველა ზურგს გაქცევს და შენ ცხოვრებაში შემთხვევით ჩნდება ადამიანი, რომლისთვისაც შენი პრობლემები სულ ერთი არ არის, ეს ღმერთის საჩუქარია. თუ გაინტერესებთ მოგიყვებით, როგორ მოხდა ყველაფერი. 
– ძალიან გვაინტერესებს. ყველას ისტორია უნიკალურია.  ძალიან ვაფასებთ, როცა ადამიანი გვენდობა და გულს გვიშლის. 
თეონა: ადრე გავთხოვდი, ოჯახში ბედნიერი არ ვყოფილვარ. ახლა რომ ვუფიქრდები - ოჯახი არც გვქონდა. მეუღლე სახლში არ მოდიოდა, მე მისთვის ბუტაფორია ვიყავი. მეგონა, ბავშვის დაბადება ყველაფერს შეცვლიდა. მეგონა, ქმარი ოჯახს უფრო ყურადღებით მოეკიდებოდა. მაგრამ თურმე ვცდებოდი. ლიზი დაუნის სინდრომით დაიბადა, მან სახლის გზა საერთოდ დაივიწყა. ოჯახს არ უნდოდა ავადმყოფი ბავშვის მიღება და 3 თვის შემდეგ ჩვენ უბრალოდ გამოგვაგდეს სახლიდან. გვითხრეს: „წადით სადაც გინდათ, აკეთეთ რაც გინდათ. ჩვენ არ გიცნობთ“. აი ასე აღმოვჩნდით მე და ლიზი ქუჩაში.
«როცა გვერდით დედიკოა, არაფრისაც არ მეშინია»
– ახლობლები ან ნათესავები არ გყავთ, ვინც თქვენს დახმარებას შეძლებდა? 
თეონა: არა. მამა ადრე გარდამეცვალა, 6 წლის ვიყავი. ამ დღის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი. ჩვენ სახლში ყოველთვის ტიროდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ბებია გარდაიცვალა. მამაჩემის დედა. ბაბუამ, რომელმაც ჯერ ახალგაზრდა შვილი მიაბარა მიწას და შემდეგ საყვარელი ცოლი, სმა დაიწყო. სახლიდან გადიოდა და იკარგებოდა. მახსოვს, სკოლიდან დაბრუნებული როგორ ვეძებდი მას. ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და ყველაზე მეტად იმის მეშინოდა სადმე მკვდარი რომ არ მეპოვე. იცით როგორ დამცინოდნენ ბავშვები? მომაძახებდნენ: „ისევ ლოთი, ბინძური ბაბუის საძებნელად დადისო“. დღემდე ეს სიტყვები ყურში ჩამესმის. 
– ეს რა გადაგიტანიათ, ამის წარმოდგენამაც შემზარა.
თეონა: ასეთ დროს ვფიქრობდი, რომ ოჯახს შევქმნიდი და მშვიდად ვიცხოვრებდი ჩემ ქმართან და შვილებთან ერთად. მაგრამ ჩემი დაოჯახება ძალიან ცუდად დასრულდა. 
ღმერთს მადლობას ვუხდი რომ ჩემ გზაზე გივი გამოჩნდა. ჩემი მეორე ნახევარი. მან ლიზისთან ერთად მიმიღო და დღემდე საკუთარი შვილივით უვლის. მართალია ჩვენც ყველაფერი დალაგებულად არ გვაქვს... მის ოჯახს არ უნდოდა ჩვენ რომ დავქორწინებულიყავით. აბა, ვის უნდა ბავშვიანი ქალი რძლად? მაგრამ ჩვენმა სიყვარულმა ამ გამოწვევასაც გაუძლო და ორი გოგონა გაგვიჩნდა. ახლა სამი პრინცესას დედიკო ვარ. ნახეთ, რა საყვარლები არიან, გიჟდებიან ერთმანეთზე. 
ჩვენ სულ ერთად ვართ!
– რამდენია თქვენი შემოსავალი და როგორ ახერხებთ სამი შვილის გამოკვებას?
თეონა: ნახევარი წლის წინ ჩემი ქმრის ბებია გარდაიცვალა. ამის გამო სოციალური დახმარება შეგვიწყვიტეს. რაღაც ტექნიკური ხარვეზის გამო, უკვე 6 თვეა შეჩერებულია თანხის დარიცხვა და კიდევ რამდენი ხანი ვიქნებით ასე, არ ვიცი. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ქმრის დღიური ჯამაგირია, ესაც იმ შემთხვევაში, თუ გაგვიმართლა და მან სამსახური იშოვა. დიდ ქალაქებში ჭირს სამუშაოს ნახვა და ჩვენ მიყრუებულ სოფელში, აბა რა იქნება? იმედი მაქვს მალე აღგვიდგენენ სოციალურის, თორემ ასე დიდი ხანი ვეღარ გავძლებთ. 
– ლიზის პენსია არ ეკუთვნის? 
თეონა: ამაზეც შეგვპირდნენ, დაგეხმარებითო, მაგრამ ჯერ არაფერი ისმის. ლიზის უკვე მისცეს ინვალიდის სტატუსი და ალბათ პენსიასაც მალე დაუნიშნავენ. 
– ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
თეონა: ყველაზე მეტად საკვების და პროდუქტების ყიდვა გვიჭირს. მაღაზიაში ზოგჯერ ნისიად გვაძლევენ, იციან, როდესაც მეუღლე ხელფასს იღებს, პირველ რიგში ვალებს ისტუმრებს. მაგრამ სულ ასე ხომ ვერ ვიქნებით, არა? 
კანფეტებზე და ტკბილეულზე არც ვოცნებობთ
– თქვენი აზრით, რამდენია საჭირო თვეში, რომ თქვენმა ოჯახმა ნორმალურად იცხოვროს?
თეონა: უი, არც ვიცი. სოციალურს თუ აღგვიდგენენ, ეკონომიურად დავხარჯავდი და ალბათ ვიმყოფინებდით. მთავარია ბავშვები მყავდეს დანაყრებული, მეტი არც მინდა. მთავარია სიყვარულით ვცხოვრობთ და დანარჩენს მოევლება. 
მთელ ოჯახს - დედას, მამას და სამ შვილს ამ საწოლებზე სძინავთ
– პროდუქტების გარდა, ალბათ არის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც თქვენი შემოსავლით ვერასდროს შეიძენთ, მაგრამ ძალიან გჭირდებათ?
თეონა: რა თქმა უნდა! ნახეთ სად გვძინავს. სახლში არაფერი არ გვაქვს. არც მაცივარი, არც გაზქურა. საწოლები იმდენად ძველია, იშლება. თეთრეულიც თაგვების ნაჭამია. 
«დღეს, ხვალ და ზეგაც საჭმელად ფაფა გვექნება»
– გოგონებს რა უნდათ, საწყენია, რომ თავად ვერ გვეტყვიან თავიანთ სურვილებს. 
თეონა: ჩემ კუდრაჭებს ტანსაცმელს ჩუქნიან. კამერა რომ დაინახეს როგორ გაიპრანჭნენ. მათ პამპერსი სჭირდებათ. აქვთ რამდენიმე სათამაშო, რომლებსაც ძალიან ვუფრთხილდებით. თუ ვინმე გვაჩუქებს, შევაკეთებთ, გავრეცხავთ და ვთამაშობთ. 
აი, დედიკოს პრანჭიკელა კუდრაჭა
– ძალიან საყვარლებია რაიან. ძმა ხომ არ უნდათ რომ მოუყვანოთ?
თეონა: რას ამბობთ, კიდევ ერთ ბავშვს ვერ მოვუვლით. აი თუ მეუღლე ნორმალურ სამსახურს ნახავს, მართლა გავაჩენდი კიდევ ერთ შვილს. ბავშვები ხომ ბედნიერებაა, თან თუ დიდ სიყვარულში იზრდებიან.
«კიდევ მოხვალთ ჩემთან? 
***
ჩვენი დახმარება სამ ანგელოზს სჭირდება: 4 წლის ლიზის, 3 წლის ლინდას და 1 წლის სოფიოს. ისინი გაიპრანჭნენ და სტუმრებს ელიან. მათ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი უკვე აქვთ - მოსიყვარულე და კეთილიი მშობლები. მაგრამ ამის გარდა კიდევ უამრავი რამე სჭირდებათ!
ოჯახს სჭირდება საწოლები, მაცივარი, ტელევიზორი, თეთრეული, საბნები და ლეიბები, და რაც მთავარია - საკვები პროდუქტები და პამპერსი. დარწმუნებულები ვართ, თუ თქვენ მათ ერთხელ მაინც ნახავთ და მათ სიცილს გაიგებთ, ამ პატარებისთვის უფრო მეტის გაკეთება მოგინდებათ. ეს კი უკვე თქვენი გადასაწყვეტია. 
თუ გაგიჩნდათ სურვილი პირადად ინახულოთ და დაეხმაროთ, ეს მათი მისამართია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი შუხუთი. 
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს. 
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი. 
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბზეკალავების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს 
სპეციალურ ნომერზე 0901 200 270
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: