ბევრნი ვყავართ დედიკოს. ველოსიპედებს არავინ არასდროს გვთხოვნის. სულაც არ გვშურს! ჩვენ ხომ ღარიბები ვართ! არადა, როგორ გვინდა, ჩვენც გვქონდეს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბევრნი ვყავართ დედიკოს. ველოსიპედებს არავინ არასდროს გვთხოვნის. სულაც არ გვშურს! ჩვენ ხომ ღარიბები ვართ! არადა, როგორ გვინდა, ჩვენც გვქონდეს!

page info icon
2022 აგვისტო 12
ათი წლის გიგას, ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს ნაყინი. სულ რამდენჯერმე აქვს ნაჭამი, მაგრამ მისი გემო, ახლაც ელანდება სიზმარში. „ხანდახან მგონია, რომ დედიკოზე უფრო მეტად მიყვარს“, - ამბობს გიგა და თვალებს მალავს. რცხვენია, რომ ერთმანეთს ადარებს ტკბილეულისა და ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიყვარულს. მაგრამ, რა ქნას? ბავშვებს ხომ თვალთმაქცობა და ტყუილის თქმა არ შეუძლიათ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,270 ₾
( 234 დონორი )
დასრულებულია
ბევრნი ვყავართ დედიკოს. ველოსიპედებს არავინ არასდროს გვთხოვნის. სულაც არ გვშურს! ჩვენ ხომ ღარიბები ვართ! არადა, როგორ გვინდა, ჩვენც გვქონდეს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ათი წლის გიგას, ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს ნაყინი.  სულ რამდენჯერმე აქვს ნაჭამი, მაგრამ მისი გემო, ახლაც ელანდება სიზმარში. „ხანდახან მგონია, რომ დედიკოზე უფრო მეტად მიყვარს“, - ამბობს გიგა და თვალებს მალავს. რცხვენია, რომ ერთმანეთს ადარებს ტკბილეულისა და ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიყვარულს. მაგრამ, რა ქნას? ბავშვებს ხომ თვალთმაქცობა და ტყუილის თქმა არ შეუძლიათ.
 „როგორ შეიძლება, დედაზე მეტად გიყვარდეს ნაყინი?“
          - ბოლოს როდის მიირთვი?
          გიგა (10 წლის): სიცხე რომ იყო. ოღონდ, ეხლა კი არა, ძალიან დიდი ხნის წინ. შემიძლია, არაფერი ვჭამო ნაყინის გარდა. დედა კი ამბობს, რომ ასე არ შეიძლება. ნაყინი რომ ვიყიდოთ, პური აღარ გვექნება. მაგრამ მე პური არ მინდა, ნაყინი მინდა.
         გაგა (9 წლის): სხვებზე საერთოდ არ ფიქრობ, არა?
        გიგა: არა! სხვა ვერაფერზე ვფიქრობ ნაყინის გარდა! ვითომ, შენ არ გიყვარს!
გაგა: მე ყველაფერი მიყვარს, რაც იღეჭება! იცი, რას ვაკეთებ ხოლმე? ქვაბებს თავსახურს ვხდი და ჩავძახი: „გემრიელო საჭმელო, მოდი ჩვენთან სახლში!“ ხანდახან, გამომდის კიდეც. წავალ, ცოტა ხანს ვითამაშებ, ისევ ავხდი ქვაბს თავსახურს, იქ კი, წვნიანი, ან ფაფა ჩნდება! სცადე შენც, უთხარი შენს ქვაბს!
 „პურს ნაყინს ვერ შევადრი, მაგრამ ისიც გემრიელია“
- ნინო, ბავშვები შიმშილობენ? არ გყოფნით სახსრები?
ნინო: ჩვენი შემოსავალი - სოციალური დახმარება და ბავშვების პენსიაა. ჯამში 550 ლარი. მხოლოდ პროდუქტში ვხარჯავთ. მაგრამ იცით, ბურღულეულისა და მაკარონის გარდა, მაინც ვერაფერს ვყიდულობთ. თან, ქირასაც ვიხდით. სადმე რომ მივდივართ, ბაზარსა და მაღაზიების ვიტრინებთან გავლა მეშინია. ბავშვებმა თუ შეამჩნიეს, სამყაროს აღსასრული დგება. „დედა, მინდა! დედა, მიყიდე! გემრიელია, დედა!“ მე კი, ერთადერთი პასუხი მაქვს: „გვეჩქარება, ახლა არა, მერე“. ეს „მერე“ კი, არასდროს დგება. ნებისმიერი დედისთვის, ეს ყველაზე დიდი განსაცდელია. საკუთარი თავი მძულს ამის გამო.
დანიელი (4 წლის): ნაკინი მიდა, ტოტი მიდა, ნამუ მიდა და პიპია.
 „პიპია, სად ხალ?“
          - პიპიასაც „ნამუს“ უზამ?
         დანიელი: ალ-ა-ა, პიპია „ვ-უ-უ-უ, ვ-უ-უ-უ-უ“ - თამასი.
         ნინო: სათამაშოებს კი არა, სულ პაწაწუნა კანფეტსაც ვერ ვყიდულობ. შიშით ვფიქრობ, აი, მალე ქვეყანას ჩემი მეოთხე ბიჭუნაც მოევლინება. რა უნდა ვქნა? რძე თუ არ მექნება, რა ვაჭამო? ახლა, იქ თავს კარგად გრძნობს. მაგრამ, რომ დაიბადება...
გაგა: მე ჩემს წილ წვნიანს დავუთმობ.
გიგა: პატარები წვნიანს არ ჭამენ. კბილები არ აქვთ. ნაყინს ხომ ჭამენ, დე?
 „დღესაც კარტოფილის წვნიანი გვექნება სადილად“
- ნინო, გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
ნინო: ბიჭები - გიგა, გაგა და დანიელი პირველი ქორწინებიდან მყავს. დავშორდით და მათ მამას ჩვენთან ურთიერთობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად მომექცა, მინდა, შვილები რომ ნახოს ხოლმე. მამა სჭირდებათ. ცხოვრებაში, მასზე ერთი ცუდი სიტყვაც არ წამომცდენია ბავშვებთან. მაგრამ მას არ სურს მათთან ურთიერთობა. ასე თქვა: „რომ გაიზრდებიან, მაშინ ვნახავო“. ახლა კი, საერთოდ არ მოდის. აღარაფერს ვამბობ ფინანსურ დახმარებაზე.
         - ორსული მიგატოვათ?
        ნინო: არა! ერთი წლის წინ, შევხვდი ადამიანს, რომელმაც შვილებთან ერთად მიმიღო, შემპირდა, რომ არც ჭირში, არც ლხინში არ მიმატოვებს, რომ დამეხმარება შვილების აღზრდაში, ცოლობა მთხოვა. ადამი ჰქვია. ის ჩემი საყრდენია. მარტო ვერ გავუძღვებოდი ოჯახს. ახლა, კიდევ ერთ ბიჭს ველოდებით.
        - სახელი უკვე მოფიქრებული გაქვთ?
        გიგა: გოგა დავარქვათ!
        გაგა: არა! გუგა დავარქვათ!
        დანიელი: არა, დანი!
 „დედამ ჯერ არ იცის, ჩვენ კი, უკვე მოფიქრებული გვაქვს სახელი ჩვენი ძმისთვის!“
- რა საყვარლები არიან! არავინ გეხმარებათ? ნათესავები, მშობლები? 
ნინო: 15 წლის ვიყავი, დედა რომ დამეღუპა. მამა თურქეთში მუშაობდა, გვეხმარებოდა, მაგრამ, იქ დაავადმყოფდა და უკვე რამდენიმე წელია, რაც სახლში წევს. თავად სჭირდება დახმარება, მე კი, სანახავადაც ვერ მივდივარ - არ მაქვს სამგზავრო ფული. კიდევ, და მყავს მაგრამ ის, ჩემზე უარეს დღეშია.
- მთავრობაც არ გეხმარებათ?
ნინო: სოციალურ დახმარებას ვიღებ და ბავშვების პენსიას. მათ შშმ პირის სტატუსი მიანიჭეს, განვითარებაში ჩამორჩენის გამო. მაგრამ ეს თანხა, სამწუხაროდ არ გვყოფნის.
გიგა: უთხარით ამ ძიებს, დედიკოს კანფეტების საყიდელი ფული მისცენ.
გაგა: და კიდევ ტელეფონის, ან პლანშეტის.
- და დედიკოს რის საყიდლად სჭირდება ფული?
ნინო: დედას ნებისმიერი ტექნიკა სჭირდება - სარეცხი მანქანა, მაცივარი, და კიდევ, პროდუქტი ბავშვებისთვის. შიშით ვფიქრობ, ბავშვი რომ გაჩნდება, რა ვაჭამო, რა ჩავაცვა? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი მკითხველები დამეხმარებიან. მე ხომ ახალს არაფერს ვითხოვ, ჩემთვის ნაცვამი ტანსაცმელიც უძვირფასესი საჩუქარია. და თუკი ვინმეს ბიჭებისთვის ძველი ველოსიპედები აღმოაჩნდება, ჩვენთვის ეს ბედნიერება იქნება!
 
„არასდროს გვთხოვნიან ველოსიპედებს“
         გიგა: რა კარგი იქნებოდა... ჩვენ ხომ ველოსიპედებს არასდროს გვთხოვნიან. ჩვენ კი, „კატაობა“ ძალიან გვიყვარს! მხოლოდ შენ გათხოვებ, გაგა!
         გაგა: მე კი - შენ! მეტს არავის! გვიყურონ მერე და „იშურიანონ“.
        გიგა: კიდევ იცი, რა მინდა? კუბიკები! ბე-ე-ე-ევრი კუბიკი! 
        - რისთვის გჭირდება ბევრი კუბიკი?
        გიგა: რას ჰქვია, რისთვის? სახლს ავაშენებ და ყველანი იქ ვიცხოვრებთ. ნახე, ჩვენი სახლი სულ „დაიხა“
         - სახლი „დაიხა“?
         გიგა: კი! როგორ ვერ ხვდები?! წამოდი, განახო!
 „სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, „დაიხა“
- ნინო, დიდი ხანია, ამ „დახეულ“ სახლში ცხოვრობთ?
ნინო: წელიწადზე მეტია. არ გვაქვს უკეთეს პირობებში გადასვლის საშუალება. აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი ბინის პატრონის არის. საკუთარი არაფერი გაგვაჩნია.
       - მიმართეთ ჩვენს მკითხველებს! ორსული ქალის ძახილს აუცილებლად გაიგებენ.
       ნინო: ფონდს იმ იმედით მივმართე, რომ ხმას მივაწვდენ, და აუცილებლად მიპოვნიან ის ადამიანები, ვისაც აქვს დახმარების სურვილი. მხოლოდ ერთს ვითხოვ, რომ ჩემს შვილებს საჭმელი ჰქონდეთ, და ცოტაოდენი ტკბილეული მაინც. და თუ ვინმე ველოსიპედებს გვაჩუქებს, მუდამ ვილოცებთ მისთვის.
 „ასი კილო ნაყინი და ბევრი, ბევრი კუბიკი მოგვიტანეთ“
***
        აი, კიდევ ერთი ქართული ოჯახის ისტორია. არფერი გვითქვამს თქვენთვის ახალი. მთელს საქართველოში ათასობით ოჯახი წვალობს ასე! მათი ერთადერთი ტკივილი კი, არიან მათი შვილები, რომლებსაც ბავშვობა არ აქვთ. ნინო ცინცაძის ოჯახს ელემენტარული რამეებიც კი არ გააჩნია. მალე კი, მეოთხე ბიჭუნა დაიბადება. ნინომ ჯერ არ იცის, სად უნდა დააწვინოს, რა აჭამოს, ან, რა ჩააცვას. მაგრამ სჯერა, რომ თქვენ, ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, უყურადღებოდ არ დატოვებთ მას. თქვენთვის, ფონდის მეგობრებისთვის, სხვისი შვილები ხომ არ არსებობენ, და არაერთხელ დაამტკიცეთ ეს.
თქვენ ხართ მათი ერთადერთი იმედი. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! შეხედეთ, რა კარგები არიან! სჭირდებათ საკვები პროდუქტი, საოჯახო ტექნიკა, საწოლები, ასევე ეტლი და პამპერსი, რომელიც ძალიან გამოადგება ახალშობილს. არაჩვეულებრივი იქნება, თუ მოხერხდება, უფროს ბიჭებს ველოსიპედები, ტკბილეული და ნაყინი რომ ვაჩუქოთ.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თელავი, ჭავჭავაძის ქ. ბინა 61.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
           გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270, თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: