სახლში სათამაშოები არ გვაქვს. ალბათ, მათ ჩვენი სახლის ეშინიათ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სახლში სათამაშოები არ გვაქვს. ალბათ, მათ ჩვენი სახლის ეშინიათ

page info icon
2022 აგვისტო 25
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში! ანასტასიას ორი კვირაა ყელი სტკივა. ბავშვს უკვე ტირილიც აღარ შეუძლია. უჭირს ყლაპვაც და ღეჭვაც. წყლის დალევაც კი, ტკივილს აყენებს. ანასტასია (6 წლის): აი, ნახე. თითქოს, იქ ცეცხლი და დანები მაქვს. ან, მეჩვენება, რომ იქ რაღაც დადის და მკბენს. აღარ შემიძლია ამ ტკივილის მოთმენა, რომ ვლაპარაკობ, მაშინაც მტკივა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,041 ₾
( 183 დონორი )
დასრულებულია
სახლშისათამაშოებიარგვაქვს. ალბათ, მათ ჩვენი სახლის ეშინიათ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ანასტასიას ორი კვირაა ყელი სტკივა. ბავშვს უკვე ტირილიც აღარ შეუძლია. უჭირს ყლაპვაც და ღეჭვაც. წყლის დალევაც კი, ტკივილს აყენებს.
ანასტასია (6 წლის): აი, ნახე. თითქოს, იქ ცეცხლი და დანები მაქვს. ან, მეჩვენება, რომ იქ რაღაც დადის და მკბენს. აღარ შემიძლია ამ ტკივილის მოთმენა, რომ ვლაპარაკობ, მაშინაც მტკივა.
         ილინა: ეს თუ ცხოვრებაა, ბავშვი ექიმთან ვერ წამიყვანია: არ მაქვს არც ექიმის, არც სამგზავრო ფული. მეზობლები შემპირდნენ, რომ თანხას შეაგროვებენ და დამეხმარებიან. ღმერთო, ოღონდაც ბავშვები არა! მე მეტკინოს, მე ვიშიმშილო, მაგრამ ბავშვები... ისინი ხომ, ისედაც იტანჯებიან.
 „დაწებებას აზრი არ აქვს. ნიავის ყოველ წამობერვაზე, მაინც იხევა“
სახლმა, სადაც ჩხეტიების ოჯახს ვესტუმრეთ, შეგვზარა. გვეგონა, რომ მისამართი შეგვეშალა. შეუძლებელია, ასეთ სახლში ადამიანები ცხოვრობდნენ. ფანჯრებზე ძველი, სქელი ნაჭერია გაკრული. ცელოფანი წარამარა იხევა და მის დაწებებასაც აზრი არ აქვს.
- აქ როგორ აღმოჩნდით, ილინა? საერთოდ, რა შენობაა?
ილინა: ეს ჩემი მეუღლის სახლია. აქ ვცხოვრობთ, დედამისი, ძმა, მე და ბავშვები. სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს. ეს სახლი კი,  საუკუნეზე მეტია არ გარემონტებულა, და შეიძლება ნებისმიერ წამს დაინგრეს. ყველგან წყალი ჩამოდის, ყველგან უბერავს. ზამთარში, მისი გათბობა შეუძლებელია!
ანასტასია: ჩვენი სახლი ძალიან საშინელია. მგონი, სათამაშოები იმიტომ არ მაქვს, რომ მათ ჩვენთან მოსვლის ეშინიათ. ხანდახან, მეც მეშინია ამ სახლის. იცი, ქარის დროს როგორ უსტვენენ კედლები? აი, ასე: „ფიუ-უ-უ-უ-უ-უ“. თანაც, ძალიან ხმამაღლა.
ილინა: მძიმე ბავშვობა მქონდა. რას ვიფიქრებდი, თუ ჩემს შვილებს ჩემზე უარესი ცხოვრება ელოდათ? 12 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, მამას კი, ჩემი აღზრდა ძალიან გაუჭირდა. სულ ვოცნებობდი, რომ გავიზრდებოდი და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი დედა ვიქნებოდი, არასდროს მივატოვებდი ჩემს შვილებს.
დედა ამბობს, რომ ყველაზე კარგია, როდესაც ჭერი გაქვს. ანასტასიას აზრით კი, თოჯინების ქონა ჯობია ყველაფერს
ანასტასია: ჩვენი მიტოვება არც გაიფიქრო! არ მოკვდე! იცი, დედა ხანდახან წაიქცევა ხოლმე, და ჩვენი ხმა არ ესმის. ხანდახან, ისე საშინლად ცახცახებს.
- ეს როგორ გავიგოთ, ილინა?
ილინა: მეორე ბავშვს რომ ველოდებოდი, ეპილეფსიური შეტევა დამემართა. ხან ხშირად მემართება, ხან იშვიათად. ვიცი, რომ ეს არ იკურნება, ამიტომ, ყურადღებას არ ვაქცევ. აი ეხლა, ჩემს გოგოს ყელი სტკივა, მე კი, ფული არ მაქვს და ამის გამო, ვერ მიმყავს ექიმთან. არც კი ვიცი, რა სჭირს. მეზობლები შემპირდნენ დახმარებას.
ანდრია (5 წლის): მე კი, აი აქ მტკივა, მუცელში. იმიტომ, რომ მშია.
 „ეს რკინის ყუთი სულ ცარიელია“
- ილინა, საჭმელი არ გაქვთ?
ილინა: არა. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, არის სოციალური დახმარება - 550 ლარი. ექვს ადამიანს რაში უნდა ეყოს? მეუღლე ექვსი წლის წინ ავარიაში მოჰყვა. ადრე, ასე ძალიან არ გვიჭირდა. ბავშვებს პური მაინც ჰქონდათ ყოველთვის. მეუღლის ძმას კი, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. თავზე სჭირს რაღაც. ახალგაზრდობაში სცემეს და მას შემდეგ უცნაურად იქცევა - ხან ტირის, ხან იცინის. აი, ასე ვცხოვრობთ.
ჩემი დედამთილი ძალიან მეხმარება. დედასავით მყავს. პატარა გავთხოვდი, 17 წლის. ახლა 23 წლის ვარ. შვილები რომ მეყოლა, მეც ბავშვი ვიყავი. ის ისეთი თბილია, ისეთი კეთილი. სხვათა შორის, თავის შვილი მან გამაცნო. მან დამინახა, მოვეწონე და სწორედ მან გაგვაცნო ერთმანეთი. 
ეს პლასტმასის ყუთი, სარეცხი მანქანის მოვალეობას ასრულებს ოჯახში
- იმას რა ჯობია, ოჯახში სიყვარული და სიმშვიდე რომ სუფევს?! მაგრამ სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის ბავშვების გამოსაკვებად. რაზე გყოფნით დახმარების თანხა?
ილინა: მხოლოდ საკვებზე! ჩვენი რაციონი შედგება კარტოფილისგან, ჩაისა და წვნიანებისგან. ხანდახან, ბავშვებისთვის რძის ნაწარმს ვყიდულობ. ტანსაცმელს მეზობლები გვჩუქნიან. პატარებს კი, სულ ის უნდათ, რაც სხვა ბავშვებს აქვთ. სულ მეკითხებიან: „რატომ აქვს მარის თოჯინა, მე კი, არა? რატომ აქვს ლიზის ლამაზი ფეხსაცმელი, მე კი, არა?“ ძალიან რთული მოსასმენია. იძულებული ვარ ავუხსნა, რომ ყველაფერი გვექნება, უბრალოდ უნდა მოვიცადოთ. ადრე სჯეროდათ, მაგრამ, რაც დრო გადის, აღარ.
ბავშვებს აღარ სჯერათ, რომ კარგი ცხოვრება ოდესმე მათაც ექნებათ
- ილინა, ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
ილინა: კი. მაგრამ, აზრი? თქვენ მიგიმართავთ ოდესმე?  მათთვის მნიშვნელობა არ აქვთ ჩვენისთანა ადამიანებს. 
- არავინ გეხმარებათ? 550 ლარით ხომ, შეუძლებელია თავის გატანა.
ილინა: ხანდახან, სრულიად უცხო ადამიანებიც კი გვეხმარებიან. ბავშვების მთელი ტანსაცმელი მათი ნაჩუქარია. ახალი ტანსაცმელი მათთვის არასდროს მიყიდია. თქვენ ამიტომაც მოგმართეთ. მჯერა, ჩვენს შესახებ ბევრი ადამიანი თუ გაიგებს, აუცილებლად დაგვეხმარებიან.
 „ალბათ, ბედნიერი ბავშვობა ყველა ქართველ ბავშვს არ უწერია“
- თქვენი აზრით, როგორ შეუძლიათ დაგეხმარონ, ფონდს და კეთილ ადამიანებს, ვინც თქვენი პრობლემების შესახებ შეიტყობს?
ილინა: ვაიმე, ყოველთვის ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ძალიან მჭირდება პროდუქტი. ასევე, ძალიან მჭირდება ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. კიდევ, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი. ვაიმე, მაპატიეთ, შევყევი ჩამოთვლას. ასე, სია უსასრულო გამოვა. ღმერთია მოწმე, მხოლოდ ჩემი პატარების გამო მოგმართეთ. ძალიან გვიჭირს და მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი დახმარებისთვის. კიდევ ერთი, ძალიან დიდი პრობლემა არის ფანჯრების შეკეთება. პატარა რემონტი, ხვრელების ამოვსება  მაინც თუ მოხერხდება.
 „უბრალოდ, ძალიან უნდათ, ზღაპრების რომ დაიჯერონ“
        - უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?
        ილინა: რა თქმა უნდა, მჯერა. თორემ არც მოგმართავდით. ჩვენი სავალალო მდგომარეობის შემხედვარე, ახლობლებმა გვირჩიეს, თქვენი ფონდისთვის მიგვემართა. „ფეისბუქზე“ თქვენი პოსტები წავიკითხე და მივხვდი, რომ საქართველოში ცხოვრობს უამრავი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი, ვინც მზადაა, ხელი გაუმართოს სრულიად უცნობს.
***
მეგობრებო, ეს ოჯახი ვერავის მიმართავს დახმარებისთვის. მათი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ. გვსურს დახმარება ვთხოვოთ გულისხმიერ ადამიანებს, ვინც ხელს გაუმართავს ამ ოჯახს. არ გააჩნიათ ყველაზე უბრალო, ყველასთვის ჩვეულებრივი ტექნიკაც კი. უფალო, დაეხმარე ამ საბრალო, ტანჯულ ადამიანებს!
ამ კეთილ ქართულ ოჯახს, სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, სარეცხი მანქანა და სათამაშოები. ასევე, შესანიშნავი იქნებოდა, თუ მოხერხდება მათთვის საწოლის თეთრეულის, პლანშეტის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა. ერთობლივი ძალებით, შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას ისევე, როგორც უკვე დავეხმარეთ ათასობით ქართულ ოჯახს, რომელიც იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი კორცხელი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჩხეტიების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: