პროექტის რეპორტი გაიღვიძე საქართველო! შენი შვილები იღუპებიან! წამლებისა და საკვების არქონის გამო! არ შეიძლება, ასე რომ გაგრძელდეს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გაიღვიძე საქართველო! შენი შვილები იღუპებიან! წამლებისა და საკვების არქონის გამო! არ შეიძლება, ასე რომ გაგრძელდეს!

page info icon
2022 დეკემბერი 1
გოგონას პატარა ბებიასავით უცახცახებს ხელები. ხანდახან, ისე წუხს, რომ ეტლშიც ვერ ჩერდება. თუ წევს, ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდება არ შეუძლია. 5 წლის სალომეს რთული დაავადება აქვს, რომლის სახელის წარმოთქმაც კი ძნელია. გოგონას ორგანიზმი ვიტამინებს ვერ ითვისებს, ამის გამო კი, ის ვერ ვითარდება: ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, საკუთარი ხელით ვერ ჭამს. უკვე 21-ჯერ გამოესალმა სიცოცხლეს, მაგრამ მოაბრუნეს რეანიმაციის ექიმებმა. საქართველოში, ამ პატარა ლამაზ გოგონას დიაგნოზი ვერ დაუსვეს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
16,862 ₾
( 1,326 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

თქვენი დახმარების გარეშე, სიტყვას „დედა“ ვერასდროს გავიგებდი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

უკვე 10 თვეა, რაც სალომეს ეპილეფსიური გულყრა არ ჰქონია! სახეც შეეცვალა და გამოხედვაც სულ სხვანაირი აქვს!

 - ჩვენი სალომე ალაპარაკდა! - პირველმა მახარა მისმა ძამიკომ, დაჩიმ. - ხუთი წელი ხმა არ ამოუღია, ახლა კი დედას და მამას ეძახის. ისე გაგვიხარდა, ვკოცნიდით და ვეხვეოდით ერთმანეთს, ვტიროდით და ვყვიროდით. მეგობრებო, თქვენც გელით დადებითი ემოციების ზღვა! ეს ყველაფერი ხომ, ჩვენს პატარა ულამაზეს სალომეზეა ნათქვამი, რომელიც 21-ჯერ იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ვერ ინძრეოდა, ვერ ჭამდა და ეპილეფსიის გონებას კარგავდა საშინელი შეტევების დროს:

 - ჩემი დაიკო კიდევ უფრო ლამაზი გახდა, ხომ ასეა? - გვეკითხება დაჩი. - იმიტომ, რომ დაავადება „შეეშვა“. ხელებიც იმდენად აღარ უცახცახებს.

სალომეს ოჯახი სიხარულით მეცხრე ცას ეწია! ისე გაუხარდათ, გოგონა რომ ალაპარაკდა, მთელი ღამე ვერ დაიძინეს!

 - თამილა, თქვენც და ჩვენც, ყველას მინდა მივულოცო ეს შესანიშნავი სიახლე! გული მიგრძნობს, რომ კიდევ ბევრ კარგ ახალ ამბავს გავიგებთ დღეს.

 თამილა: რა ბედნიერებაა, თქვენს ფონდს რომ მივმართე! ამდენი წელი თავს ვიმტვრევდი, არ ვიცოდი, შვილისთვის როგორ მემკურნალა. და აი, საშველიც გამოჩნდა. გამოგვეხმაურა ერთ-ერთი თქვენი მკითხველი, ციცინო თავართქილაძე, კანადური ფირმის ვიტამინები გვაჩუქა. ალოესა და ფუტკრის რძეზეა დამზადებული. არაჩვეულებრივად მოუხდა სალომეს! ბავშვს ყოველდღიურად ეტყობა უკეთესობა.

გოგონას ორგანიზმი კარგად ითვისებს ახალ ვიტამინებს, რომელიც ჩვენმა მკითხველმა ურჩია

 უკვე 10 თვეა, ეპილეფსიური გულყრების გარეშე ვცხოვრობთ! პირველი შემთხვევაა! ადრე სულ ვნერვიულობდი, სულ დაძაბული ვიყავი. ყოველ წუთს შეტევას ველოდებოდი და არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი, რით დავხმარებოდი ბავშვს. სიცხე 37C-ზე მაღალი თუ ჰქონდა, ბავშვი მაშინვე კრუნჩხვებში ვარდებოდა და ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი! ახლა კი, ერთი კვირის წინ სალომეს 38 გრადუსი ჰქონდა სიცხე და ნორმალურად გადაიტანა.

ვიტამინების კურსი უნდა გაგრძელდეს ერთი წლის განმავლობაში, სალომეს ძალიან სჭირდება ეს შანსი!

 სალომე უფრო მოძრავი გახდა. ნივთების ხელში დაჭერას ცდილობს. ბგერებს წარმოთქვამს. მაგებინებს, როდესაც შია. ადრე ვერაფერს მანიშნებდა, გულგრილი იყო.

 ჩემს გოგონას მშვიდად სძინავს. ძილში აღარ წუხს, აღარ კვნესის. მთელი ამ წლების განმავლობაში რიგრიგობით გვეძინა მე და ჩემს მეუღლეს... 

 დღის განმავლობაშიც მშვიდად არის და იღიმის. სანამ ამ ვიტამინების მიღებას დაიწყებდა, დღეში 20-ჯერ მაინც უცახცახებდა ხელები. ახლა, მხოლოდ კვირაში რამდენიმეჯერ ემართება ასე.

 ამ უმნიშვნელოვანესი რჩევისთვის და საჩუქრისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ციცინო თავრთქილაძეს. მერე თქვენი ფონდის მკითხველები გვეხმარებოდნენ ვიტამინების შეძენაში. საკუთარი სახსრებით ვერაფერს მოვახერხებდით. ძალიან ძვირია - 1 500-1 700 ლარი ღირს. უდიდეს მადლობას გიხდით! მინდა, მუდამ ჯანმრთელად გყავდეთ შვილები და არასდროს დასჭირდეთ მკურნალობა. თქვენ სალომეს ჯანმრთელობა აჩუქეთ ჩვენს ოჯახს და ეს ფასდაუდებელია.

 - რა კარგია, რომ ჩვენი გოგონა თავს უკეთესად გრძნობს! თქვენ ხომ, გამოკვლევებიც ჩაიტარეთ, ახლა რას გეუბნებიან ექიმები?

 თამილა: ფონდის მკითხველების წყალობით, ბავშვი ქართველმა ექიმებმაც გასინჯეს და თურქეთის კლინიკაშიც გვყავდა. მაშინ თვენახევარი იყო გასული ვიტამინების მიღების დაწყებიდან. ანალიზების პასუხები კარგია. ექიმი ძალიან კმაყოფილია და გვირჩია, ამ კურსის გაგრძელება კიდევ ერთი წლის განმავლობაში, მაქსიმალური შედეგის მისაღებად კი - სამი წელი.

სალომე უფრო მოძრავი გახდა, ყველაფერი აინტერესებს. კანფეტებიც არ დატოვა უყურადღებოდ!

 სალომეს ორგანიზმი სხვა ვიტამინებს ვერ ითვისებდა. მხოლოდ სულ რაღაც 2% რჩებოდა. ახლა, ყველაფერი სხვაგვარად არის.

 თავის ტვინის გადაღებამ აჩვენა, რომ ეპილეფსიის ერთი კერა გაქრა, მეორე - დაპატარავდა. ადრე კი, სურათებზე ორი საზიზღარი შავი ლაქა ჩანდა...

 - რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც სალომემ ცხოვრებაში პირველად თქვა „დედა“?

 თამილა: ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე. ეს ისეთი მოულოდნელი იყო. ჭამის დროს კოვზის მიწოდება დავაგვიანე, ჩავფიქრდი და უცებ მესმის, რომ დამარცვლით ამბობს: დე-და, დე-და... უნდოდა ეთქვა: კიდევ მაჭამე. (იღიმის.)

სალომე: „დე-და... დე-და...“

„რა ბედნიერებაა, ღმერთო! კიდევ ილაპარაკე, კიდევ!“

 დაჩი (8 წლის): ადრე, სალომე ერთ ლუკმას ნახევარი საათი ღეჭავდა, დედას ასე ძალიან ამიტომ გაუკვირდა.

 თამილა: ისე გვიხაროდა, იმ ღამეს ვერ დავიძინეთ... ბედნიერებისგან ვყვიროდით, მგონი მთელ ბათუმს ესმოდა ჩვენი ხმა! სულ რაღაც სამი თვეა გასული, რაც თქვენს ფონდს დავუმეგობრდით და ამდენი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში! ნეტავ, უფრო ადრე რატომ არ მოგმართეთ?!

 როგორი გულთბილი მკითხველები გყავთ! ძალიან ბევრი მირეკავდა, სალომეს ჯანმრთელობისთვის ლოცვით და კეთილი სურვილებით იწყებდნენ საუბარს. მერე მამხნევებდნენ: უნდა იბრძოლო შენი შვილისთვის, დედიკო, ჩვენ შენს გვერდით ვართ.

 ჩემო ძვირფასებო, თქვენ გადაგვარჩინეთ, თქვენი დახმარებით მართლაც ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ. შეხედეთ, როგორი სახე აქვს სალომეს, ავადმყოფობის კვალიც არ ეტყობა, გამოხედვაც სულ სხვანაირი აქვს. სამი კვირის წინ, ჩვენთან სტუმარი იყო სალომე არ ჰყავდა ადრე ნანახი და არაფერი იცოდა მის პრობლემებზე. დალაპარაკება უნდოდა და დაუძახა. ხელში ავიყვანე ბავშვი და ძალიან გაუკვირდა, რომ ის ვერ დადის. ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ის პატარა ტლიკინაა და მაშინვე საკუთარი ფეხით მიირბენდა მასთან.

„თქვენ სალომეს ჯანმრთელობა აჩუქეთ ჩვენს ოჯახს და ეს ფასდაუდებელია“

 დაჩი: მინდა, ჩემი სახელიც თქვას სალომემ. მხოლოდ „დედას“ და „მამას“ ამბობს, „დაჩის“ კი - ვერა.

 - დაჩი, შენი აზრით რომელი საჩუქარია ყველაზე კარგი?

 დაჩი: პირველ ადგილზე არის ვიტამინები, წამლები და მალამოები ჩემი დისთვის. ის ხომ, ახლა უკეთესად გრძნობს თავს და სწორედ ეს გვინდოდა ჩვენც. ყველანი გახარებულები ვართ. ჩემთვის ტელეფონი მინდოდა და დათო ძიამ მომიტანა ფონდიდან. მაგარ სურათებს იღებს ეს ტელეფონი. სალომეს ვუღებ ხოლმე. კიდევ, სალომეს მულტფილმებს ვაყურებინებ ხოლმე: „მაშა და დათვს“, „ჟირაფი ჟოზეს“... „მუსიკებს“ ვურთავ. ჩემს დაიკოს „ბასტი-ბუბუს“ სიმღერა მოსწონს და ფეხებს აქანავებს ხოლმე.

„მეც და სალომეც ვერთობით ამ ტელეფონით. მაგრამ სკოლაში არ დამაქვს, გაკვეთილების დროს მულტფილმების ყურება არ შეიძლება“

 ფონდიდან თუ გვირეკავენ, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც საჩუქარი მოაქვთ. დღეს რომ დაგვირეკეს, მაცივარი და სარეცხი მანქანა „მოვიდა“. ესეც ძალიან მაგარია. ახლა, მე და მამა გავარკვევთ, როგორ ირთვება.

დაჩიმ იცის, თუ ფონდიდან რეკავენ, ესე იგი, საჩუქარს მოიტანენ. და ეს ნამდვილად ასეა!

დაჩიმ და მამამისმა უკვე შეაერთეს სარეცხი მანქანა და ახლა, ის პირველად ჩაირთვება

 - დაჩი, შენ ყველაზე მზრუნველი ძმა ხარ და მინდა, ხელი ჩამოგართვა. მოდი, აი, ასე. თამილა, ჩვენი პროექტის დაწყების მერე, ადგილობრივმა მთავრობამ თუ მოიმოქმედა რამე?

 თამილა: ოფიციალური წერილი მივიღეთ წარწერით - „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო“. სალომეს ასპროცენტიან სამედიცინო დაზღვევას ჰპირდებიან. მაგრამ, ჯერ ვერ გავარკვიე, როგორ უნდა ვისარგებლო ამ მომსახურებით. ასე რთულად რატომ არის ყველაფერი... ვცდილობ, გავიგო, საიდან დავიწყო? იმედია, ეს რეალურია.

 - რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

 თამილა: მკურნალობის კურსი უნდა გავაგრძელოთ. გთხოვთ, გვაჩუქეთ ეს შანსი.

***

 მსოფლიოში საუკეთესო მადლიერების სიტყვებია, როდესაც მძიმედ დაავადებული გოგონა, ამბობს „დედას“ და „მამას“. სალომეს ეს სიტყვები და მისი მშობლების სიხარულის ცრემლი, თქვენი დამსახურებაა, ჩვენო საოცარო მკითხველებო. ექიმების თქმით, სალომეს ბევრად მეტი შეუძლია, შეიძლება იმხელა წინსვლა ჰქონდეს, რომ სიხარულით ცას ვეწიოთ. უბრალოდ, სჭირდება დახმარება.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: პეტრიძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!




მსგავსი პროექტები: