ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიმდიდრე და სიღარიბე მუდამ ჩვენ გვერდითაა!

„ოთხივეს იატაკზე გვძინავს და ერთმანეთს ვათბობთ. მეშინია, ჩემი გოგოები ავად არ გახდნენ. იატაკიდან სიცივე ძვალ-რბილში ატანს“, - მწარედ ტირის დედა, ლელა (41 წლის). საბრალო ქალი და მისი სამი მშვენიერი გოგონა - მარიამი (5 წლის), ეკატერინე (9 წლის) და ლიზი (11 წლის) გადარჩენისთვის თავგანწირვით იბრძვიან. ისინი იძულებულები არიან, სრულიად ცარიელ, ნაქირავებ ბინაში იცხოვრონ, ყოველგვარი პირობების გარეშე და შიშველ იატაკზე იძინონ! ამის წარმოდგენა ევროპულ ქვეყანაში როგორ შეიძლება?! ჩვენი თანამემამულე, ლელა ელბაქიძე სამი გოგონას მარტოხელა, ავადმყოფი დედაა. ჩვენ, მეგობრებო, მისი უკანასკნელი იმედი ვართ!
1,676.35 ₾
107
დონორები
შეგროვებულია
„აი, გავყიდი თმას და ბავშვებს გემრიელ საჭმელს ვუყიდი“, - გვარწმუნებს უბედური დედა, როდესაც საუბარს ვიწყებთ.

ლელა, ჩემო კარგო, ასე ნუ დარდობთ. მოგვიყევით, რა დაგემართათ?

ლელა: ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბავშვებთან ერთად, მარტო დავრჩებოდი. ჩვენ მდიდრები ვიყავით. მეუღლესთან ერთად, სიხარულითა და სიყვარულით, თბილისში ვცხოვრობდით.

 „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“ - ამ საშინელი ანდაზის არასდროს მჯეროდა, მაგრამ როდესაც მეუღლე გაკოტრდა, მან დალევა დაიწყო და ჩვენი კუთხის გარეშე დაგვტოვა. მას საკუთარი მაღაზია ჰქონდა, მაგრამ მერე, გაკოტრდა და მთელი ბოღმის გადმონთხევა ჩემზე და ბავშვებზე დაიწყო.

ვალებში ჩავარდა, უღმერთოდ სმას მიჰყო ხელი... ყოფილა, ავეჯიც კი დაუმტვრევია და ჩემთვის უსვრია... (ტირის.) დიდხანს ვითმენდი, ვცდილობდი, მის მდგომარეობაში შევსულიყავი, ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი იყო, რომ ყველაფერი დალაგდებოდა და უწინდელივით, მშვიდად ვიცხოვრებდით. ძალიან მიყვარს ოცნება და იმდენ კარგ რამეზე ვოცნებობდი... მაგრამ როდესაც გარშემო ყველაფერმა ნგრევა დაიწყო, არც კი ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გადავიტანე. ჩემმა მეუღლემ საქართველოს მეორე მხარეს, სოფელ მარტვილში, მშობლების სახლში წაგვიყვანა. ჩვენი პატარა გოგონა, მარი, მაშინ მხოლოდ თვენახევრის იყო.  

მაგრამ ახალ ადგილზე ჩემს მეუღლეს არაფერი გამოუვიდა და მან სმას კიდევ უფრო უმატა! ჩხუბიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა!  

მერე, პატარა მარი ავად გახდა - მუდმივად სიცხეები და გულის რევები ჰქონდა. მარი სასწრაფოდ თბილისში ჩამოვიყვანე და კლინიკაში დავწექით. გახსენებაც კი მზარავს, ექიმებმა ის ძლივს გადაარჩინეს!

სანამ საავადმყოფოში ვიყავით, ქმარმა მიგვატოვა და მას შემდეგ, ჩვენს ცხოვრებაში აღარ ყოფილა. და ახლა, არც კი ვიცი, ჩვენს მდგომარეობას რა დავარქვა...

– ლელა, ყოფილი მეუღლე ბავშვების ცხოვრებაში თუ იღებს რაიმე მონაწილეობას? რამით გეხმარებათ?

ლელა: სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ის არაფრით დაგვხმარებია. ეჰ, ნეტა იცოდეთ, როგორ განიცდის ჩემი პატარა გოგო! (ტირის.) ქუჩაში რომ შეხვდეს, მას ვერც კი იცნობს. ეჭვიანად და სევდიანად ადევნებს თვალს, სხვა ბავშვები ბაღიდან მამებს როგორ გამოჰყავთ. რამდენჯერმე ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ მარი, აივნიდან, უცნობ მამაკაცებს ეძახდა: „შენ ხარ მამაჩემი?“ ამას ჭკუიდან გადავყავარ. ჩემმა პატარამ ასეთი ტკივილი რით დაიმსახურა? ახლა კი, ამ კითხვის დასმა დაიწყო: „მამაჩემი ზეცაშია?“. ეკატერინეც ღრმად განიცდის.  

  თქვენმა ოჯახმა თუ დაგიჭირათ მხარი რამენაირად? ნათესავებთან რა ურთიერთობა გაქვთ?

ლელა:დიახ, რა თქმა უნდა. მე ხომ თავიდან მშობლების სახლში დავბრუნდი? მაგრამ იქ, ხუთ ოთახში 13 კაცი აღმოვჩნდით - ბავშვები, მოხუცები... დედ-მამა - პენსიონერები არიან, ძმა თავის შვილებს ძლივს ინახავს; ამიტომ, დროთა განმავლობაში, მე მათ გამოვეყავი და ბავშვებთან ერთად, ნაქირავებ ბინაში გადმოვედი. მათ შეუძლიათ, მხარი მორალურად დამიჭირონ, მაგრამ ფინანსური დახმარება - მეტად ძნელი ამოცანაა.

  წამოსვლის შემდეგ, თავს რით ირჩენდით?

ლელა: ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. დამლაგებლად მოვეწყვე, 250 ლარად ეკონომიკის სამინისტროს შენობა და ეზო მომყავდა წესრიგში. მარის რომ საფენები ჰქონოდა. სხვა სამუშაოებზეც ვმუშაობდი, მაგრამ ახლა ძალიან გაგვიჭირდა. ჯანმრთელობამ მიმტყუნა და მომიწია, მუშაობა საერთოდ დამევიწყებინა.

უფრო ზუსტად, რა გაწუხებთ, ლელა?

ლელა:ოპერაცია უკვე წარსულს ჩაბარდა - აგვისტოში გამიკეთეს.  ერთ დღეს, სისხლში ამოსვრილს გამეღვიძა.  ბავშვები აღარ შევაშინე, თავი როგორღაც წესრიგში მოვიყვანე და გაგუას კლინიკაში წავედი. სისხლდენის მიზეზი გინეკოლოგიური პრობლემები აღმოჩნდა - საშვილოსნოს ყელის პოლიპი, ენდომეტრიოზი. სახელმწიფომ ოპერაცია და წამლები დააფინანსა. ანალიზების პასუხები დადებითია (თფუ-თფუ), უბრალოდ ექიმთან უნდა წავიღო. დაველოდები, სანამ ტრანსპორტი ამუშავდება.

– სახელმწიფო სხვა მხრივაც თუ გეხმარებათ?

ლელა: ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ, ასე რომ დახმარებას ვიღებთ და 90 ლარიანი კვების ბარათიც გვაქვს. კორონავირუსის დროს, საკვები მოგვიტანეს. ჩივილი ცოდვაა! ბავშვებს მაკარონს, წიწიბურას, კარტოფილს ვაჭმევ და ისინი მშივრები არ იქნებიან... მაგრამ მათ შემწვარი ხორცი უნდათ... ზედმეტი თხოვნების თავიდან ასარიდებლად, მარი მაღაზიაში არ დამყავს. ის ყველაფერ ტკბილს ეტანება და მას ვერც აუხსნი... შემიძლია, ლიზიკო გავგზავნო - ყველაფერს სიის შესაბამისად მოიტანს, ზედმეტს არაფერს. მისთვის ახსნა უკვე შეიძლება. ჩემი საწყალი, დიდი გოგონა! (ისევ ტირის.)

მერია ბინის ქირის დიდ ნაწილს გვიხდის (300 ლარი 400-დან). სხვაგვარად, ქუჩაში აღმოვჩნდებოდით. აქ ერთი წლით ვართ.

ლელა, კი, მაგრამ ამ თითქმის ცარიელ ბინაში როგორ ცხოვრობთ? აქ ხომ მესაკუთრის სარეცხი მანქანისა და მაცივრის გარდა არაფერია?!

  ლელა:უფლის შეწევნით! მთავარია - ქუჩაში არ ვართ. ღმერთი თუ ინებებს, ყველაფერი დალაგდება. უბრალოდ საწოლები გვჭირდება. ოთხივეს იატაკზე გვძინავს და ერთმანეთს ვათბობთ. მე გავცივდი, ხველა დამეწყო; მაგრამ ნუ შეშინდებით - „კორონა“ არ არის. მეშინია, ჩემი გოგოები ავად არ გახდნენ. იატაკიდან სიცივე ძვალ-რბილში ატანს. ჭურჭელი იატაკზე მიდევს, ჩანთებში. ვჭამთ, ვრეცხავთ და ისევ ჩანთებში ვალაგებთ. მაგიდა და სკამები არ გვაქვს. ვიღლებით იმით, რომ ნორმალურად ვერსად ვჯდებით. მაგრამ სხვა რა გზაა? ჩემმა ნაცნობმა მაგიდის გაზქურა მათხოვა (ორი ქურატით). ახლა, ცხელ კერძებსაც ვჭამთ, მაგრამ მანამდე, მხოლოდ მშრალ საკვებზე გავდიოდით იოლად. ჩემს მდგომარეობას რომ ხედავენ - ხალხი მეხმარება. მშობლები - სკოლიდან, საბავშვო ბაღიდან... ტანსაცმლის პრობლემა არ გვაქვს. თუ კარგ მდგომარეობაშია, რატომაც არ უნდა გამოვართვათ? ჩემი შვილების ტანსაცმელს, რაც აღარ ეტევათ, მე თვითონაც ვჩუქნი.  

  თქვენს მშვენიერ გოგონებზე ამდენს ვსაუბრობთ. მგონი, დროა, სიტყვა მათაც მივცეთ. პატარავ, მოდი ჩვენთან! (მარი გვიახლოვდება.) შენს თოჯინას გამაცნობ?

მარი (5 წლის): ეს ლოლია. ის ახლა ავად არის, დეიდა, ახველებს, ყელი სტკივა და მე მას ვმკურნალობ. არ მიჯერებს, ფეხშიშველი დარბის, მერე კი, მე მას ნემსები უნდა ვუკეთო.

– პატარა ექიმი ყოფილხარ! შენს სხვა პაციენტებს მაჩვენებ?

მარი: სხვები არ მყავს, მხოლოდ ეს სათამაშო მაქვს; მაგრამ მე დედასაც და დებსაც ვმკურნალობ. როდესაც დედა თავს ცუდად გრძნობს, მე მეძახის. მე მას შუბლზე ხელებს ვადებ და ის მეუბნება, რომ გამოკეთდა... მაგრამ მე მას ხველისთვის წყალს ვაძლევ, ის კი მაინც ახველებს.

– ჩემო პატარავ, სათამაშოებიდან რას ისურვებდი?

მარი: ახალ, ლამაზ თოჯინას... და გორგოლაჭებს. მე მათზე სიარული ვიცი. დროებით რომ მაძლევდნენ, ძირს არ ვვარდებოდი.  

– იცი, რომ ძალიან ლამაზი გოგონა ხარ? დებიც ძალიან ლამაზები გყავს. კარე ძალიან გიხდება.

მარი: მე გრძელი თმა მქონდა, დეიდა. ისევ წელამდე რომ გამეზრდება, მე მის გაყიდვას შეძლებს და ჩვენ გემრიელ რაღაცებს ვიყიდით. შემწვარ ქათამს, შოკოლადს, ძეხვს...

ლელა:ოჰ, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო... (ოხრავს.) უბრალოდ იძულებული გავხდი. სოციალური დახმარება დროებით შეგვიჩერეს, იქ თავისი პროცედურები აქვთ. შემდეგ, ისევ ანახლებენ; მაგრამ ეს პერიოდი რამენაირად უნდა გვეცხოვრა. ამის გამო, თავს ძალიან ვკიცხავ.

ეკატერინე, შენ რაზე ოცნებობ, პატარავ?

ეკატერინე (9 წლის): მინდა, რომ ჩვენი სახლი გვქონდეს, რომ ჩემს ოთახში ჩემი ნახატების დაკიდება შემეძლოს. საღამოს კი საწოლზე ვიწვე და მათი ყურებით ვტკბებოდე. ამ სახლში, კედლებზე არაფრის დაკიდება არ შეიძლება. ის ჩვენი არ არის, ჩვენ აქ სტუმრად ვართ. ძალიან მინდა, რომ ყველაფერი ლამაზი იყოს, აქ კი ნესტიანი და დაობებული კედლებია, გასაკრავი ქაღალდის გარეშე. მეგობრებს სტუმრად ვერ დაპატიჟებ. თუმცა, მე კარგი მეგობრები მყავს და მათთვის სულ ერთია, როგორი სახლი მაქვს. საშობაო მორთულობას ვაკეთებ, რომ ჩემს დებს და დედას განწყობა ოდნავ მაინც ავუმაღლო.

ანუ, მხატვარი ხარ?

ეკატერინე:ვხატავ და ბევრს მოსწონს... მაინტერესებს, სხვა მხატვრები როგორ ხატავენ, როგორ ქმნიან თავიანთ ნამუშევრებს; მაგრამ გამოფენებზე არასდროს ვყოფილვარ... იცით, კარგად უნდა დავფიქრდე, რა პროფესია ავირჩიო, რომ ცხოვრებაში არ გამიჭირდეს, რომ ასეთ სიღარიბეში არ ვიცხოვრო. დილამდე, ფეხები მეყინება და სიცივისგან სულ მეღვიძება ხოლმე. მე ასე არ მინდა.

მინდა, ბედნიერი ვიყო და დედაც გავახარო. ის ხშირად ტირის, რადგან ჩვენთვის არაფრის მოცემა შეუძლია, მაგრამ მე მხოლოდ ის მჭირდება, დღეში ათასჯერ მეუბნებოდეს, რომ ვუყვარვარ და მკოცნიდეს... და ის ასეც იქცევა. ის ყოველთვის ჩემ გვერდით არის და მხარს მიჭერს.

ლიზი (11 лет): დედისთვის ყველაფრის მოყოლა მეც შემიძლია. როდესაც ჩუმად ვარ, მან მაინც იცის, რა მჭირს.

ლელა:ამ ბოლო დროს, ლიზის მათემატიკა ძალიან უჭირს. ხშირად ტირის. კერძო მასწავლებლის ფული არ მაქვს, სკოლის მასწავლებელი კი იმ ბავშვებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მასთან მეცადინეობენ.

ეს რა წიგნი გაქვს, ლიზი?

ლიზი:შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეირი“. ნახევარი უკვე წავიკითხე. ძალიან მომწონს. როდესაც ვკითხულობ, ყურადღება გადამაქვს და ცუდი მავიწყდება. ძალიან მინდა, დიდი ბიბლიოთეკა მქონდეს და ჩემი მობილური, რომ ონლაინ გაკვეთილებზე ჩემით შევდიოდე. ის კლასში ყველას აქვს.

დედა, ინტერნეტისთვის, მეზობლებთან გვგზავნის, მე კი სულ მათი შეწუხება მერიდება. თავი ერთი და იმავეს რომ არ მოვაბეზროთ, სხვადასხვასთან დავდივართ. მე და ეკატერინეს, ორს ერთი ლეპტოპი გვაქვს (მეორე, სკოლის ნაჩუქარი, გაფუჭდა) და ჩვენ მას რიგრიგობით ვიყენებთ. კარგია, რომ ჩემს დას დილით აქვს გაკვეთილები, მე კი შუადღეს, თორემ არც კი ვიცი, რას ვიზამდით.

კარანტინის დროს ყველა სახლშია, ჩვენ კი ქუჩაში დავსეირნობთ, რადგან სახლში მოწყენილობა, სევდა სუფევს და სამწუხაროდ, ტელევიზორიც კი არ გვაქვს. მაგრამ როდესაც წვიმს და ქარია, ოთახში ჯდომა გვიწევს. სიმართლე გითხრათ, დიდი განსხვავება არ არის. აქაც ისევე ცივა, როგორც გარეთ. ბევრი უნდა ჩაიცვა, რომ არ გაიყინო.

დედა მარის კითხვას და თვლას ასწავლის. მე რაღაცას ვკითხულობ, ეკატერინე კი ხატავს... მაგრამ მე განწყობა არ მაქვს. ცრემლები თავისით მოედინება. კარგად როდის ვიცხოვრებთ? ასე რატომ ვცხოვრობთ? დედას ეშინია, რომ სევდისგან ავად გავხდები, სულ მაწვალებს, საწოლზე თუ ვწევარ და ვტირი. მთელი გასული კარანტინი ვტიროდი. თქვენ ხომ ახალ წელს, ტელევიზორის საყურებლად, მეზობლებთან არ წახვალთ, არა? ჩვენ კი, ალბათ, წავალთ.

    ლელა: დედისთვის ამის მოსმენა და ყურება როგორია? (მძიმედ ოხრავს.) რა გავაკეთო?

  ლიზი, პატარავ, უკეთესის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს და იცოდე, რომ თქვენ მარტო არ ხართ.

ლელა, ჩვენი მკითხველები - ეს არის ძალა, რომელსაც მთების გადადგმა შეუძლია. მოდით, ჩამოვთვალოთ ის ყველაფერი, რაც თქვენს ოჯახს სჭირდება, რათა ხალხმა თქვენი დახმარების აქციაში ჩართვა შეძლოს.

ლელა:ვიცი, ჩემო კარგებო, ვიცი! მე ხომ დიდი ხანია, თქვენთან ვარ. ვკითხულობ და ვხედავ, რამხელა სიკეთეს აკეთებდით და აკეთებთ. რამდენ სასოწარკვეთილ ადამიანს დაუბრუნეთ იმედი! თქვენი ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობების რომ მჯერა, სწორედ ამიტომ მივმართე ჩერნოვეცკის ფონდს.

ჩვენ ძალიან, ძალიან გვჭირდება საწოლები. იქნებ, ორი - ორადგილიანი, რომ შიშველ იატაკზე არ გვეძინოს. ძირითადი ავეჯი - მაგიდა, სკამები, ჭურჭლის კარადა. ასევე, გვჭირდება ტელევიზორიც. მზრუნველ ადამიანებს ლოცვებს ვუგზავნი და მჯერა, რომ ისინი შეისმენენ! უფალი გფარავდეთ!


***

მეგობრებო, არც კი ვიცი, ლელას და მისი გოგონების შესახებგამოქვეყნებული სტატიის წაკითხვის შემდეგ, როგორ შეიძლება, საკუთარი საქმეების კეთება განვაგრძოთ? როგორ შეიძლება, მშვიდად ვიწვეთ თბილ საწოლებში, როდესაც თვალწინ ეს სურათი გვაქვს: სამი პატარა გოგონა და მათი დედა შიშველ, ცივ იატაკზე. პატარა გოგონები ასე არ უნდა ცხოვრობდნენ, ეს სამართლიანობისა და გულმოწყალების ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მათი ჯანმრთელობა სწორედ ახლა ყალიბდება და ნუ დაგვავიწყდება, რომ ისინი მომავალი დედები არიან. თავად ლელაც - გულის სიღრმეში, პატარა, სასოწარკვეთილი გოგონაა, რომელიც უამრავი პრობლემის სიმძიმემ მოდრიკა. გთხოვთ, ეს ამბავი გულით დაინახოთ და გაიაზროთ, მათი ტკივილი გაიზიაროთ! და შეეცადეთ, რომ დაეხმაროთ! სხვაზე დარდი ნუ შეგაშინებთ, რადგან ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენ კარგი და მზრუნველი ადამიანი ხართ. და ლელას სიტყვები, ლოცვა და ჩვენი მოწოდება სწორედ თქვენი მისამართით არის ნათქვამი.  

  შეგიძლიათ, მათ დაურეკოთ ან პირადად ეწვიოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ. მისამართი:თბილისი, გლდანი, IIIმკრ/რ-ნი, კორპ. 71, IIშესასვლელი, IIსართული, ბ. 33. ტელეფონი: 577 34 17 94

  ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ საწყალი ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რამდენად გვეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინაა.

უდიდესი თხოვნა გვაქვს, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რათა ელბაქიძეების ოჯახის გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ელბაქიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: