ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიმდიდრე და სიღარიბე მუდამ ჩვენ გვერდითაა!

„ოთხივეს იატაკზე გვძინავს და ერთმანეთს ვათბობთ. მეშინია, ჩემი გოგოები ავად არ გახდნენ. იატაკიდან სიცივე ძვალ-რბილში ატანს“, - მწარედ ტირის დედა, ლელა (41 წლის). საბრალო ქალი და მისი სამი მშვენიერი გოგონა - მარიამი (5 წლის), ეკატერინე (9 წლის) და ლიზი (11 წლის) გადარჩენისთვის თავგანწირვით იბრძვიან. ისინი იძულებულები არიან, სრულიად ცარიელ, ნაქირავებ ბინაში იცხოვრონ, ყოველგვარი პირობების გარეშე და შიშველ იატაკზე იძინონ! ამის წარმოდგენა ევროპულ ქვეყანაში როგორ შეიძლება?! ჩვენი თანამემამულე, ლელა ელბაქიძე სამი გოგონას მარტოხელა, ავადმყოფი დედაა. ჩვენ, მეგობრებო, მისი უკანასკნელი იმედი ვართ!
1,945.05 ₾
122
დონორები
შეგროვებულია
დასრულებულია

თქვენ ჩვენს ცხოვრებაში სინათლე შემოიტანეთ!

ახლა ჩემს შვილებს მომავალი აქვთ!

„პირველად დავიძინეთ დივანზე, იატაკის ნაცვლად“, - თვალები აუცრემლიანდა ლელას. სამი მზეთუნახავის დედა თავის ბედნიერებას ვერ იჯერებს! მისი პატარა მარი კი ტანვარჯიშის ილეთებს ახალ ტელევიზორთან გვიჩვენებს. 

„მულტფილმების ყურება ისე მიყვარს! ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო!“ - თვალები უბრწყინავს გოგონას და ულევ ენერგიას აფრქვევს. – „ლიზის კი „ჰარი პოტერის“ ყურება უყვარს!“

ლიზი ცნობილი ექიმი გახდება და უამრავ ხალხს განკურნავს; ალბათ მათაც, ვინც ასეთ რთულ დროს მათი ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა. 

უამრავი პროდუქტი, ტელევიზორი, რომელიც მხოლოდ ტკბილ სიზმრებში ესიზმრებოდათ, უზარმაზარი დივანი - ეს ყველაფერი ამ სამი უსაყვარლესი გოგონასათვისაა, რომლებმაც ცხოვრების ყველა სიმწარე და შოკისმომგვრელი სიღატაკე საკუთარ თავზე გამოსცადეს; მაგრამ ოჯახისთვის ამ მრავალწლიანი ტანჯვისთვის მთავარი ჯილდო მატერიალური სიმდიდრე კი არა, ის სიყვარული და სიკეთეა, რომელიც მათ ჩვენმა ქველმოქმედმა ადამიანებმა აგრძნობინეს. 

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/668-elbakidze

„ამოვისუნთქეთ! უკეთესობისკენ ცვლილებები გვაქვს და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. უფალი გფარავდეთ!“ - ლელა სიხარულს ვეღარ მალავს. მას ახლა საყრდენად მეგობრების მთელი ლაშქარი და ჩერნოვეცკის ფონდი ჰყავს, მათთან ერთად კი ნებისმიერი ბრძოლა გადარჩენისთვის წარმატებისთვის არის განწირული! 

მეგობრებო, მოდი მადლობა გადავუხადოთ უფალს წყალობისთვის და იმ ნათელი სიხარულისთვის, რომელიც მოძმისათვის ჩვენი დოვლათის გაზიარებით გვეძლევა! ყოველი კეთილი საქმით ჩვენ უფალს ვუახლოვდებით და მთელი ჩვენი ადამიანური ძალებით განვადიდებთ მას! 

– ლელა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება თქვენ შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ? 

ლელა: ჩვენი ცხოვრება ყველანაირად შეიცვალა. მორალური მხარდაჭერა - თქვენი პოსტის წყალობით ბევრი მეგობარი შევიძინეთ; ტელეფონი დღემდე არ ჩერდება. მარტო არ ვართ, ეს კი მომავლის იმედს გვაძლევს. უღრმესი მადლობა თქვენ! და რა თქმა უნდა, თქვენი დახმარება... წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რას ნიშნავს დედისთვის შვილების სახეზე ღიმილის დანახვა. როცა ტელევიზორი მოგვიტანეთ, სიხარულისგან ლამის ჭერამდე დახტოდნენ... და როგორ იღიმოდნენ ძილში, როცა პირველად დაიძინეს დივანზე, იატაკის ნაცვლად?! (ლელას თვალებზე ცრემლები მოადგა.) ჩვენი პატარა ოთახი ისე შეიცვალა... საკვებისა და ჭურჭლის ჩანთებში ჩალაგება აღარ გვიწევს, რადგან ახლა მათი ადგილი ჩვენს ახალ სამზარეულოს კარადაშია. თქვენთვის და თქვენი მკითხველებისთვის მადლობის თქმით არასოდეს დავიღლები. დიდი მადლობა, თქვენ წინაშე ქედს ვიხრი! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

– ლელა, ახალი მეგობრებიდან ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით? მათი სახელები თუ გახსოვთ? 

ლელა: მინდა მადლობა ყველას გადავხადო, გამონაკლისის გარეშე, ვინც ასე თუ ისე, ჩვენი ამბის წაკითხვის შემდეგ, უყურადღებოდ არ დაგვტოვა. თქვენთვის ყოველთვის ვილოცებ! მინდა განსაკუთრებით მაგდა აღვნიშნო, რომელმაც თავის მეგობართან, ნინოსთან ერთად გვინახულა; უამრავი საჩუქარი მოგვიტანეს, წასვლის წინ კი მაგდამ თავისი ტელეფონის ნომერი დატოვა და მთხოვა, როგორც კი რამე დაგჭირდებათ, პირდაპირ მე დამიკავშირდითო. მინდა აღვნიშნო ცნობილი ტელეკომპანიის თანამშრომლებიც, რომლებმაც პატარა მარის საჩუქარი გაუკეთეს - დიდი ხნის ნანატრი გორგოლაჭები აჩუქეს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს და ბავშვებს, რომელმაც ჩვენ შესახებ პოსტი წაიკითხეს და დახმარება გადაწყვიტეს. მათი ვიზიტი ჩვენთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ღმერთო, მახსოვს, არასოდეს დამავიწყდება და არასოდეს დავიღლები მადლობის თქმით მათთვის, ვინც მხარი დაგვიჭირა და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ფონდს! თქვენ გარეშე არაფერი მოხდებოდა. დიდი მადლობა!

– თქვენს გასაჭირს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? ჩვენს პოსტზე რაიმე რეაგირება თუ მოახდინეს? 

ლელა: ადგილობრივი ხელისუფლება მანამდეც მეხმარებოდა; ისინი ბინის ქირის ნაწილს გვიხდიან და რა თქმა უნდა, თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგაც დამეხმარნენ - სურსათის შეკვრა მოგვიტანეს. 

– რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

ლელა: ჩვენი ცხოვრების ალბათ ყველაზე რთულ დროს სწორედ ამ დახმარებისა და მხარდაჭერის წყალობით გადავრჩით. სოციალური დახმარება შეგვიჩერეს და საარსებო წყაროს გარეშე დავრჩით, ფაქტობრივად შიმშილით სიკვდილისთვის განწირულები; მაგრამ თქვენი მხარდაჭერის წყალობით არა მხოლოდ გადავრჩით (ამდენი სურსათი დიდი ხანია აღარ გვინახავს), არამედ ჩვენი ცხოვრების პირობებიც შეიცვალა. პირველი საჭირო ავეჯი და ბავშვების მთავარი სიხარული - ტელევიზორი გვაქვს; აღარაფერს ვამბობ სათამაშოებზე, ტკბილეულზე და სხვა საჩუქრებზე. ამოვისუნთქეთ! უკეთესობისკენ ცვლილებები გვაქვს და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. უფალი გფარავდეთ!

– ბავშვებო, თქვენ რა საჩუქრები მოგეწონათ ყველაზე მეტად?

ეკატერინე (9 წლის): (საუბარში პირველი ერთვება.) ტელევიზორი - ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო! 

– და რის ყურება გიყვარს?

ეკატერინე: ყველაფერს ვუყურებ, მაგრამ ყველაზე მეტად მულტფილმები მიყვარს.

– კიდევ რა მოგეწონა?

ეკატერინე: ნაირ-ნაირი ფანქრები, საღებავები და ფლომასტერები. 

– რის ხატვა გიყვარს?

ეკატერინე: ნატურმორტების. ჯერ ფანტაზიით ვქმნი, მერე ვხატავ.

– საყვარელი მხატვრები თუ გყავს?

ეკატერინე: დიახ!  ნიკო ფიროსმანი. ვოცნებობ მეც მხატვარი გავხდე. თქვენთვის საჩუქარს ვხატავ და ასევე, მინდა ყველაფრისთვის მადლობა გადაგიხადოთ.

ლიზი (11 წლის): მე კი დივანზე ჯდომა და ტელევიზორის ყურება მიყვარს, განსაკუთრებით ისტორიები ჰარი პოტერის შესახებ... და ბევრი სხვა საგანმანათლებლო გადაცემაც. 

– ლიზი, ეკატერინეს უნდა მხატვარი გახდეს. შენ ვინ გინდა გამოხვიდე?

ლიზი: ახლა ვცდილობ კარგად ვისწავლო, რომ ექიმი გავხდე და ხალხს დავეხმარო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ეხმარებით ყველას!

– რაზე ოცნებობ? 

ლიზი: ვოცნებობ ოდესმე საკუთარი ოთახი მქონდეს, სადაც წიგნების თაროები და ლამაზი, სარკიანი კომოდი იქნება...

(ჩვენთან პატარა მარი მორბის.)

მარი (5 წლის): დიდი მადლობა! გორგოლაჭები, ტელევიზორი და რბილი სათამაშოები ძალიან მომწონს... (გარბის და მაშინვე უკან ბრუნდება.) ტკბილეულიც... და კიდევ, ტანვარჯიშზეც ვივლი... (ისევ გარბის.)

– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაში დახმარებაც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ?

ლელა: ჩვენთვის იმდენი გააკეთეთ, დღემდე ძლივს ვიჯერებ, რომ ეს მე შემემთხვა. რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა საცხოვრებელია. იჯარის ხელშეკრულების ვადა სექტემბრამდეა, მერე კი... ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. ასევე, პატარა მაგიდის გაზქურა გვაქვს, რომელიც დროებით გვათხოვეს და როცა პატრონს დავუბრუნებთ, ცხელი საკვების გარეშე დავრჩებით... მაგრამ ყველაზე მთავარი, რისი თქმაც თქვენთვის მინდა, - დიდი მადლობა! თქვენს წინაშე ქედს ვიხდი და მადლობას გიხდით! თქვენ და ყველა ის კეთილი ხალხი, რომლებიც თქვენ გააერთიანეთ, ჭეშმარიტად კეთილშობილურ საქმეს აკეთებთ და რაც მთავარია, ადამიანს ისეთ რთულ დროს აძლევთ იმედს, როცა ის უკვე დაკარგულია. 

მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო ყველას მადლობა! უფალი იყოს თქვენი მწყალობელი! 

***

მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც ელბაქიძეების ოჯახს დაეხმარა! იმედი მაქვს, ამ მშვენიერ ოჯახს კიდევ არაერთხელ დავუჭერთ მხარს, რადგან მათ პრობლემები ჯერ კიდევ აქვთ. მათი მძიმე საცხოვრებელი პირობების შემსუბუქება ჩვენ შეგვიძლია. ოჯახს გაზქურა ესაჭირობა, რომ ცხელი საკვების გარეშე არ დარჩნენ. მათ ნებისმიერი დახმარება გაახარებთ.

ერთად, ჩვენ ბევრი ღვთისმოსაწონი საქმის კეთებას ვახერხებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ ყველას: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს; სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. ეს არის: პირველი - იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე - იმის დაცვა, ვინც დაუცველია და ყველაზე მთავარი - იმედის მიცემა მისთვის, ვისაც ის დაკარგული აქვს! 

ხოლო თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ. 

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ელბაქიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/668-elbakidze

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270


მსგავსი პროექტები: