ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ამას ძაღლებიც კი არ შეჭამენ...

page info icon
2021 ოქტომბერი 11
“დე-ე-ე-ე, ანდრიამ ისევ მთელი ჩვენი პური აიღო და ახლა სულ თვითონ შეჭამს, ჩვენ არაფერს დაგვიტოვებს”, - 6 წლის მარი დედას დასახმარებლად ეძახის, რადგან იცის, რომ ძმას მარტო ვერ გაუმკლავდება, - ბიჭი პურს თავისი ნებით არ დათმობს. მერე 9 წლის გიორგი, 6 წლის მარი და 5 წლის ალექსანდრე პურის გარეშე დარჩებიან; მხოლოდ 2 წლის ანდრია გამოძღება კარგად...
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
1,548 ₾
( 99 დონორები )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

“დე-ე-ე-ე, ანდრიამ ისევ მთელი ჩვენი პური აიღო და ახლა სულ თვითონ შეჭამს, ჩვენ არაფერს დაგვიტოვებს”, - 6 წლის მარი დედას დასახმარებლად ეძახის, რადგან იცის, რომ ძმას მარტო ვერ გაუმკლავდება, - ბიჭი პურს თავისი ნებით არ დათმობს. მერე 9 წლის გიორგი, 6 წლის მარი და 5 წლის ალექსანდრე პურის გარეშე დარჩებიან; მხოლოდ 2 წლის ანდრია გამოძღება კარგად...

აი, ხუთი თვის დანიელს კი ყველაზე მეტად გაუმართლა - მას დედის რძე აქვს!

– მარი, პური გიყვარს თუ უბრალოდ ძმისთვის გენანება?

მარი (6 წლის): ის ხომ გასკდება?! ამ პურზე პატარაა! მე საღეჭი რეზინი მიყვარს, საზამთროს გემოთი.

– რატომ საღეჭი რეზინი? კანფეტები უფრო გემრიელი არაა?

მარი: გემრიელია, მაგრამ ძვირია. „ხრამ“ და აღარაა! საღეჭი რეზინი შეგიძლია დიდხანს, მთელი დღეც კი ღეჭო და წარმოიდგინო, რომ გემრიელია.

მშიერ ბავშვებზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა... და იმაზეც, რომ ეს გრძნობა ყველა ოცნებას და იმედს ანადგურებს.

ეს ამბავიც სხვათა მსგავსი იქნება, - იგივე პიესა, ოღონდ სხვა სახელებით... ეს უკვე ერთი ოჯახის ტრაგედია კი არა, მთელი საზოგადოების და ერის სირცხვილია. საქართველოში ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ, თანაც ამდენი ბავშვი, - თითქმის ყოველი მეორე!

„დე, ის ახლა მთელ პურს შეგვიჭამს!“

– ინა, მარი ძალიან განიცდის, რომ ანდრიამ პური აიღო. ძმა ეცოდება?

  ინა: ეჰ! ბავშვები ცუდად იკვებებიან და ქცევებზე ყოველთვის ეტყობათ. ერთმანეთის თეფშებს ჩაჰყურებენ, - ვის უფრო მეტი დავუდე და ვის ნაკლები. სოციალური სასადილოდან, დღეში ერთხელ, საჭმელი მოგვაქვს. ზოგჯერ გემრიელია, მაგრამ ზოგჯერ ისეთს რაღაცას გვაძლევენ, რომ ამას ქუჩის ძაღლებიც კი არ შეჭამენ. ასეთ დღეებში საჭმლის აღებაზე უარს ვამბობ; მაგრამ სოციალური დახმარება რაზე გადავანაწილო, უბრალოდ აღარ ვიცი. ბურღულეული, მაკარონი, კარტოფილი - მხოლოდ ამის იმედად ვართ.

„მაცივარი დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს“

– რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს?

  ინა: მხოლოდ სოციალური დახმარება, - 680 ლარი. სანამ ქმარი ჯანმრთელად მყავდა, მუხლჩაუხრელად, დღედაღამ მშენებლობაზე მუშაობდა და ჯანმრთელობა გაინადგურა. ორი წლის წინ მეორე სართულიდან გადმოვარდა და ზურგი დაიზიანა. ღმერთმა გადაარჩინა და არ დაინვალიდდა, მაგრამ იმავე რეჟიმში მუშაობა აღარ შეუძლია.

  – ეს თანხა რაზე გყოფნით?

ინა: ამ შენობის ქირაში 300 ლარს ვიხდით. რთულია მას ბინა უწოდო, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ. საკუთარი საცხოვრებელი არასდროს გვქონია, ბავშვებთან ერთად აქეთ-იქით დავეხეტებით... ძალიან რთულია: ხან გადაუხდელობის გამო გვყრიან სახლიდან, ხან ბავშვების ხმაურის გამო... ძალიან რთულია, ძალიან...

საღამოს პურის ნამცეციც კი აღარ რჩება

– ინა, მოდი წავიოცნებოთ: როგორ ფიქრობთ, რა შემოსავალი უნდა გქონდეთ თვეში, რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანად იქცეთ?

ინა: ვაი, ამ კითხვას ნამდვილად არ ველოდი! აი, მართლა ძალიან ბედნიერი? რომ აღარაფერზე ვიფიქრო და ღამე მშვიდად მეძინოს? რა ვიცი... ალბათ 50...

  – ორმოცდაათი ათასი?

ინა: უი, არა, რას ამბობთ?! არა, 50 ლარი დღეში.

– დღეში 50 ლარი ერთ ადამიანზე?

  ინა: არა, არა, 50 ლარი მთელ ოჯახზე. ყველაზე. ყველაზე... აღარაფერი  მოგვაკლდებოდა. ძალიან ბევრი გამოდის - თვეში 1500 ლარი! ახლა, დღეში, ხუთი ბავშვი 10 ლარით უნდა გამოვკვებო. 3 ლარად მაკარონი და წიწიბურა რომ ვიყიდო, ბევრი გამოდის, მაგრამ ბავშვებს სხვა რამეც უნდათ... ხორცი უნდათ...

  მარი: სხვათა შორის, საღეჭი რეზინიც გვინდა... და კექსიც! მაგრამ თუ დედას ფული ექნება, კანფეტებსაც გვიყიდის!

„მანქანა ან ველოსიპედი მინდა, რომ ძმებთან ერთად ვითამაშო.“

  – დიდი ოცნებები თუ გაქვს?

  მარი: რამდენად დიდი? მაგალითად, მაგიდა, კომპიუტერი და მანქანა?

– ჰო, ზუსტად!

  მარი: მაქვს! სათამაშო მანქანა მინდა, - ძმებთან ერთად ვითამაშებდი. მაგიდაც მინდა. მართლა! და სკამი, საკუთარი სკამი! ხატვა ძალიან მიყვარს... არა, ხატვა კი არა, გაფერადება... მაგრამ ფანქრები ყველას არ გვყოფნის. ესეც შეიძლება?

„მოიცა, დავხატავ და მერე გათხოვებ!“

  გიორგი: მე კიდევ ძალიან მჭირდება ტელეფონი...

  – ასე ძალიან რაში გჭირდება?

  გიორგი: რომ დავრეკო…

  მარი: ვიცი, ვისაც დაურეკავს! ერთი გოგო მოსწონს და...

(გიორგიმ დას მუშტი დაუქნია, რომ მას ზედმეტი არაფერი ეთქვა.)

  – კარგი, სახელი არ მითხრა, მაგრამ ის მაინც მითხარი, რატომ მოგწონს?

  გიორგი: ვაი-ი-ი, მოგკლავ, მარი! მაგრამ რახან თქვა, მოგიყვებით. იმიტომ, რომ ლამაზი და კეთილია... და თმაზე ძალიან გემრიელი სუნი ასდის.

„ვერ ვხვდები, რა ენაზე უნდა ველაპარაკო, რომ დამშვიდდეს.“

  – და რა ფერის თვალები აქვს?

  გიორგი: ლამაზი ფერის! ფერი არ მახსოვს, მაგრამ ყველაზე ლამაზი თვალები აქვს!

  – ცოლად მოიყვანდი?

  გიორგი: ჯერ რა დროსია?! ჯერ სამსახური უნდა ვიშოვო... არა, ჯერ უნდა ვისწავლო და მერე დავოჯახდე!

  – რა ჭკვიანი ბავშვები ხართ! ალბათ ერთმანეთთან ძალიან მეგობრობთ, არა?

  მარი: არა, ერთმანეთს ვხოცავთ! მე ერთი და ვარ, ბიჭები კი ბევრნი არიან. ყველაზე უფროსი გიორგია, მერე მე, მერე ალექსანდრე - ხუთი წლის, მერე ანდრია, - ეგ ისაა, თქვენ რომ მოხვედით, პურით ხელში რომ იჯდა და არ გვაძლევდა... და მერე ყველაზე პატარა - დანიელი. ის ძალიან პატარაა, ჯერ ერთი წლისაც არაა...

„ჩემი ძმები კი მაბრაზებენ, მაგრამ ეს ჩერჩეტები ძალიან მიყვარს!“

ინა: აი, ასე მხიარულად ვცხოვრობთ! უფალს მადლობას ვწირავ, რომ შვილები ჯანმრთელად მყავს. მადლობა ღმერთს, დანიელისთვის რძის ნაზავის ყიდვა არ მიწევს და მისი ძუძუთი კვება შემიძლია! ღვთისმშობელს ვევედრები, რომ ჩემი შვილები უყურადღებოდ არ დატოვოს და ჩვენ გვერდით იყოს.

„თოთო ბავშვთან ერთად ინა ხატს ჰგავს... სწორედ იმ ხატს, რომელსაც ყოველდღე ევედრება, რომ მისი შვილები მშივრები არ დარჩნენ.“

  – ინა, მოდი ჩვენი საუბარი გავაგრძელოთ! გვითხარით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? როდესაც ჩვენს მკითხველებს თქვენს ოჯახს გავაცნობთ, გვერწმუნეთ, თქვენი ცხოვრება შეიცვლება!

ინა: წამიკითხავს, რა სასწაულები შეემთხვათ მათ, ვინც ჩერნოვეცკის ფონდს მიმართა. სწორედ ამიტომ გავბედე და... უბრალოდ ახლა, მარტო, ვერაფრით გავუმკლავდები. იმ ნივთების შეძენას, რომლებიც ძალიან გვჭირდება, ჩვენით ვერასდროს შევძლებთ.

  – ჩვენს მკითხველებს მიმართეთ! რა გჭირდებათ?

  ინა: პირველ რიგში, - სარეცხი მანქანა! ხუთი პატარა ბავშვის ტანსაცმლის ხელით რეცხვა წარმოუდგენლად ძნელია... მაცივარი, საწოლები ბავშვებისთვის... ძველებში უკვე ვეღარ ეტევიან... და ძალიან, ძალიან გვჭირდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი... უბრალოდ ძალიან მეცოდებიან, დახეულ ჩუსტებში დადიან... სულ ესაა! ა, ჰო! საკვებიც და საფენებიც, თუ თავხედობაში არ ჩამომართმევთ. ახლა კი მართლა მოვრჩი!

„მალე აცივდება, ბავშვებს კი, ჩუსტების გარდა, არაფერი აქვთ.“

***

მეტი რაღა ვთქვათ? რაღა დავამატოთ? ამ ოჯახს მხარში როგორ დავუდგეთ და ტანჯვა როგორ შევუმსუბუქოთ? ადამიანმა სხვა რამეზე როგორ უნდა იფიქრო, როდესაც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ბავშვები, რომლებიც საღეჭ რეზინზე ოცნებობენ? საღეჭ რეზინზე, ხალხნო, რადგან ის მალე არ თავდება და შეგიძლია მთელი დღე ღეჭო! ბავშვები ჭამის იმიტაციას ქმნიან... ჟრუანტელი მივლის!  

ოჯახს ყველაფერი სჭირდება: სურსათი, ჰიგიენური საშუალებები, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტანსაცმელი და საწოლები. გვჯერა, რომ საჭირო ადამიანებამდე ეს ამბავიც მივა. ჩვენ ამის იმედი გვაქვს! ჩვენი სიტყვები კეთილ გულებს ხომ ყოველთვის პოულობს?!

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

მათი მონახულება და დახმარების პირადად გადაცემა თავად შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, ფონიჭალა, ვაგზლის ქ. №57ა

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ესებუების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: