გიორგი, არ მოკვდე, ძალიან გთხოვ! მამის დაკარგვა, შიმშილი, ავადმყოფობა... ყველა ეს ბოროტი ძალა გაერთიანდა, ამ ბავშვს სიცოცხლე რომ წაართვან! მაგრამ, გიო არ ნებდება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გიორგი, არ მოკვდე, ძალიან გთხოვ! მამის დაკარგვა, შიმშილი, ავადმყოფობა... ყველა ეს ბოროტი ძალა გაერთიანდა, ამ ბავშვს სიცოცხლე რომ წაართვან! მაგრამ, გიო არ ნებდება!

page info icon
2022 ნოემბერი 8
წელიწად-ნახევრის წინ დაიბადა გიორგი და მისი ცხოვრების ყოველი დღე სიკვდილთან ბრძოლის ველია. სიკვდილს არ უნდა უკან დახევა, მაგრამ გიორგიც არ ნებდება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,063 ₾
( 174 დონორი )
დასრულებულია
გიორგი, არ მოკვდე, ძალიან გთხოვ!  მამის დაკარგვა, შიმშილი, ავადმყოფობა... ყველა ეს ბოროტი ძალა გაერთიანდა, ამ ბავშვს სიცოცხლე რომ წაართვან! მაგრამ, გიო არ ნებდება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
წყეულ სიკვდილს უკან დახევა არ უნდა, მაგრამ გიორგიმ ჩვენი დახმარებით უნდა შეძლოს გამოჯანმრთელება და მისი დაძლევა!
„დედას ვერ დამაშორებ!“
         წელიწად-ნახევრის წინ დაიბადა გიორგი და მისი ცხოვრების ყოველი დღე სიკვდილთან ბრძოლის ველია. სიკვდილს არ უნდა უკან დახევა, მაგრამ გიორგიც არ ნებდება.
         „ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა, არ ვიცი, როგორ უძლებს ამხელა ტკივილს. არ მგონია, ამას დიდმა ადამიანმაც რომ გაუძლოს“ 
           - რა სჭირს გიორგის, თამარ?
           თამარი: გიორგი ძალიან იტანჯება, აქვს საშინელი კუჭ-ნაწლავის თანდაყოლილი დაავადება. სიცოცხლის პირველივე დღეებში ოპერაცია გაუკეთდა, ნაწლავი გარეთ გამოუტანეს, მერე ისევ თავის ადგილას დააბრუნეს... და ასე, შვიდჯერ! შვიდჯერ დავაწვინე ჩემი შვილი დანის ქვეშ, ნარკოზით! წარმოიდგინეთ, როგორია?
„კიდევ რამდენ ხანს უნდა იტანჯოს ასე?“
        - ამჟამად როგორია მისი მდგომარეობა?
        თამარი: ახლა, თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ დროთა განმავლობაში, შესაძლოა ოპერაციები კიდევ დასჭირდეს. არ გეგონოთ, რომ უკვალოდ ჩაიარეს ამ ჩარევებმა. რამდენიმეჯერ კინაღამ მოკვდა ინფექციით. ამდენმა ნარკოზმა ძალიან დაასუსტა. მხოლოდ სპეციალური საკვების მიღება შეუძლია, სპეციალური ფაფების, მე კი, კარტოფილის და პურის ფულიც კი არ მაქვს. წამლები, პამპერსი... ეჰ, ჩვენს ქვეყანაში უბრალო ადამიანის ავადმყოფობა არ შეიძლება.
„პატარა ბედნიერია მაშინ, როდესაც უბრალოდ არ შია“
         - რა შემოსავალი გაქვთ და თვეში რა თანხა უნდა იმ ყველაფერს, რაც აუცილებლად გჭირდებათ?
         თამარი: ჩვენი შემოსავალი არის სოციალური შემწეობა 500 ლარი. მედიკამენტებისთვის დაახლოებით 100 ლარი გვჭირდება, და ამდენივე გზაში, სარეაბილიტაციო ცენტრში რომ ვიაროთ. სახელმწიფო მკურნალობას გვიფინანსებს - მე ვერასდროს გავწვდებოდი ამხელა ხარჯებს. როდესაც ჩემი საბრალო ქმარი ცოცხალი იყო, ასეთ დღეში არ ვიყავით. ახლა კი, ყველა მაღაზიაში ვალი მაქვს. უფროს ბავშვებს, ასეა თუ ისე, შეუძლიათ საჭმლის გარეშე გაძლონ, და გიოს რა ვუყო? ისედაც დატანჯულია. 
         - რა დაემართა თქვენს მეუღლეს?
          თამარი: გიო რომ დაიბადა, ძალიან დარდობდა. ყოველი ოპერაციის დროს უბრალოდ კვდებოდა. ამდენმა ნერვიულობამ თავის საქმე ქნა - ჯერ ფილტვები გაეთიშა, შემდეგ ღვიძლი. რამდენიმე დღეში დაგვტოვა. როგორ დაგვაკლდა. როგორ გვიჭირს მის გარეშე. დღედაღამ მუშაობდა, ბავშვებს ნორმალური კვება რომ ჰქონოდათ. ჩემთვის კი, ქმარიც იყო, ძმაც და მამაც.
„უბრალოდ ვფიქრობ, რომ მამა სამუშაოდ არის წასული და მალე ჩამოვა, ასე უფრო ადვილად მეჩვენება ცხოვრება“
         - დიდი სიყვარულით საუბრობთ მასზე, ერთმანეთი როგორ გაიცანით?
         თამარი: ნათესავმა გაგვაცნო. ის ჩემზე 20 წლით უფროსი იყო. 16 წლის ვიყავი მაშინ და მივხვდი, რომ მასზე მეტად ვერავინ შემიყვარებდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი მასთან ერთად და თავს მშვიდად ვგრძნობდი. მაგრამ, ადამიანს თუ არ უწერია, მუდამ ბედნიერი რომ იყოს...
         - გიოს გარდა, კიდევ ორი შვილი გყავთ, გვიამბეთ მათზე.
         ბარბარე (9 წლის): დედა დავითზე მოგიყვებათ, საკუთარ თავზე კი, მე თვითონ გეტყვით.
         თამარი: საუკეთესო ბავშვები მყავს! მამის გარდაცვალების შემდეგ, დავითია ოჯახის უფროსი. ასე თქვა: „მერე რა, რომ მხოლოდ 17 წლის ვარ, უნდა ვიზრუნო თქვენზე.“ გაკვეთილების მერე, ყურძენს კრეფს, შეშის ჩეხავს, ეზოებს ალაგებს. ფული კი სახლში მოაქვს, გიოს ექიმებისთვის და წამლებისთვის თანხა ყოველთვის რომ გვქონდეს გადადებული. ძალიან გულკეთილი ბიჭია, სულ მამას ჰგავს. არც კი ვიცი, ალბათ, ადამიანს სიკეთეს ვერ ასწავლი - ღვთისგან ბოძებული ნიჭია!
„დედას სულ ვეხმარები. საჭმლის მომზადებაც შემიძლია, ჭურჭლის რეცხვაც და გიოს გართობაც!“
         - ახლა, შენ მოგვიყევი, ბარბარე, როგორი გოგო ხარ?
         ბარბარე: 9 წლის ვარ და ვსწავლობ. ჯერ ვერ ვიმუშავებ, დედას რომ მივეხმარო. ჯერ მხოლოდ სახლის საქმეებში ვეხმარები. ვგვი, ჭურჭელს ვრეცხავ. ზოგჯერ, სარეცხის დარეცხვაც რომ მომინდება, დედა მეუბნება, რომ გოგონებისთვის არ შეიძლება ცივ წყალში ხელები ჩაყოფა, თორემ შვილები არ ეყოლებათ. არ ვიცი, იქნებ მოიგონა ეს ყველაფერი, მე რომ ხელები არ გამეყინოს? 
        - რა ყოჩაღი გოგონა ყოფილხარ! ესე იგი, შენ და შენს დედიკოს, ძალიან გჭირდებათ სარეცხი მანქანა?
         ბარბარე: კი, ძალიან! და კიდევ, საჭმელი გვჭირდება.
        - პირადად შენ რა გჭირდება, რაზე ოცნებობ?
         ბარბარე: კითხვა მიყვარს, გიოს საღამოობით ზღაპრებს ვუკითხავ ხოლმე. კიდევ, ძალიან მიყვარს ხატვა და ცეკვა. მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ - ტელეფონზე ან პლანშეტზე! რომ გავიზრდები, მასწავლებელი უნდა გამოვიდე. საუკეთესო მასწავლებელი მყავს, მინდა, მას ვგავდე. გაჩვენებ, რა დავუხატე. როგორ ფიქრობ, მოეწონება? ფლომასტერები თუ მექნება, შენც დაგიხატავ!
„მაია „მასწ“ ძალიან მიყვარხართ და მინდა, რომ გგავდეთ“
         - თამარ, მითხარით, გთხოვთ, რით შეგვიძლია თქვენი ცხოვრების შემსუბუქება?
          თამარი: სულ იმაზე ოცნებობდა ჩემი საწყალი ქმარი, როგორ შეაგროვებდა ფულს და გაარემონტებდა სააბაზანოს - თანხა, რომელსაც აგროვებდა რამდენიმე წელი, მისივე დასაფლავებაზე დაიხარჯა... როგორ წვალობდა, საბრალო. ძალიან დაგვაკლდა, ძალიან. საშუალება რომ მქონდეს, სააბაზანოს გავარემონტებდი. კიდევ, პროდუქტი გვჭირდება, პამპერსსა და წამლებზე უკვე გითხარით. თავხედობაში თუ არ ჩამითვლით, გთხოვთ, გვაჩუქოთ სარეცხი მანქანა და პატარა მაცივარი. სხვა არაფერზე ვოცნებობ. რაზე უნდა იოცნებო, როდესაც შვილი ავად გყავს? 
        ბარბარე: შეიძლება, ჩემს ოცნებებზეც რომ გითხრათ? ფანქრები და ფლომასტერები მინდა, კიდევ, პლანშეტი ან ტელეფონი, ყველა გოგოს აქვს. თორემ ხანდახან მავიწყდება, რომ გოგო ვარ.
* * *
         დიდი იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში, საქართველოში შეჭირვებული ოჯახები აღარ იქნება, იმედი გვაქვს, რომ სიღარიბის დაძლევას შევძლებთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შვილები მაინც იცხოვრებენ უფრო ლამაზ და მდიდარ ქვეყანაში. მაგრამ, სანამ არსებობენ ადამიანები, ვინც მარტო ვერ უმკლავდება სირთულეებს და აქვთ სრულიად უცხო ადამიანების იმედი, ჩვენ უნდა მივიტანოთ თქვენს გულამდე მათი ვედრება. ვიცით, გვჯერა, რომ დაეხმარებით როგორც კი მათ შესახებ შეიტყობთ - თქვენ ხომ სხვაგვარად არ შეგიძლიათ, უფალს გულს ერთხელ თუ გაუხსნით, უბრალოდ ვეღარ შეძლებთ, მათი ვედრება არ შეისმინოთ და არ დაეხმაროთ!
        ფროდიაშვილების ოჯახს სჭირდება საკვები პროდუქტი, მედიკამენტები და პამპერსები, ასევე სააბაზანოს რემონტი. თუ მოხერხდება მათთვის სარეცხი მანქანისა და მაცივრის შეძენა - შესანიშნავი იქნება. პლანშეტს, ლამაზ კაბებსა და სახატავ ნაკრებებს კი, შეუძლია უბედნიერესი გახადოს კიდევ ერთი პატარა ანგელოზი!
       თუკი ამ ოჯახის პირადად გაცნობას ისურვებთ, ეს არის მათი მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარდენახი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ფროდიაშვილების ოჯახი).
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: