გული მოგიკვდებათ, ისეთი მარტოსულები არიან. გახდით მათი ახლობელი ადამიანები!
უფლის და თქვენი დახმარებით, დავიწყეთ ადამიანურად ცხოვრება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
- დედიკომ მთხოვა, ასე ძალიან არ ვიმხიარულო და არ ვიგიჟო - მოგვახალა 10 წლის მათემ - მე ხომ, სუსტი გული მაქვს. მაგრამ, რა უნდა ვქნა, როდესაც ძალიან, ძალიან, აი, ცამდე გახარებული ვარ?! ველოსიპედით, რომელიც თქვენ მოიტანეთ, ტელევიზორით, ფუნჯებითა და საღებავებით... მერე რა, რომ ჩემს ძმას მოუტანეთ ველოსიპედი, მე კი - ტელევიზორი.
მეც ხომ ბავშვი ვარ. „ხელგაშვებული“ ველოსიპედს მეც ვატარებ. ისეთი ბედნიერი ვარ, ხოლმე! ხომ შეიძლება, ცოტა ხანს მაინც ვისეირნო! ოჰ, მაცადე, გულო, კიდევ ორ ოპერაციას გამიკეთებენ და ნახავ, რა მაგრად ვივლი ველოსიპედით!
საოცარ მათეს, მის არაჩვეულებრივ ძამიკოს გიორგის და მათ დედიკოს ლიას, სერიოზულ პრობლემებთან ბრძოლაში, თქვენმა მხარდაჭერამ შეჰმატა ძალა
- მათე, ჩემო ლამაზო ბიჭო! როგორ მინდა, ყველაზე სწრაფად ირბინო და არაფერი გტკიოდეს. აბა, მომიყევი, რა გითხრეს ბავშვებმა, როდესაც ნახეს პირველი ვიდეორგოლი?
მათე: მეგობრები და ნაცნობები მეუბნებიან: „რა მაგარია!“, „რამდენი საჩუქრები მოგიტანესო.“ ათასჯერ მითხრეს: „ძალიან მაგარიაო!“ ტვინი შემიჭამეს. (იცინის.) ერთი გოგო სულ მიყურებს, ხოლმე. მოკლედ, მომწონს ეს ყველაფერი. ძალიან მომწონს, ყველას ასე რომ უხარია ჩემი ამბავი. მიხარია, დედა უკეთ რომ არის, აღარ იღლება და აღარ ტირის. სარეცხი მანქანა და მაცივარი არ ჩამიფიქრებია. მხოლოდ ის მინდოდა, რომ დედიკო ჯანმრთელად ყოფილიყო და ხშირად გაეღიმა. მაგრამ ახლა, ვხედავ, რომ ამ ნივთების დახმარებით, ჩემი სურვილიც ახდა, დედა ბევრად უკეთ გრძნობს თავს.
ლია: მეც ბავშვივით მიხარია. ამხელა პრობლემა მოგვარდა. წარმოიდგინეთ, რა საშინელება იყო! 16 წელი ვრეცხავდი ხელით. ორ დიდ ტაშტს ვავსებდი ხოლმე, მერე მივათრევდი და ვაქცევდი წყალს. ახლა, თავზე თოფიც რომ დამადონ, აღარ ვარ მაგის გამკეთებელი. ვაიმე, რა კარგია კომფორტში ცხოვრება, რა კარგია ეს სარეცხი მანქანა. რამდენი წელიწადი დამჭირდა იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, მღირსებოდა ადამიანური ცხოვრება. ძალიან ბევრი სარეცხი გვიგროვდება, სამ დღეში უკვე გორა დგას. მათე ხომ, ისეთი სუსტია და ხშირად ავადმყოფობს...
მაცივარიც ძალიან კარგია. მოვამზადებ ხოლმე, ბულიონს ან რაიმე წვნიანს, შევინახავ და მორჩა, მშვიდად ვარ. ცოტა რძის პროდუქტიც რომ ვიყიდო, მშვენივრად ინახება.
გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ ყველას ყველაზე ლამაზი სიტყვებით ვუთხრა, რომ ძალიან კმაყოფილი და უზომოდ მადლობელი ვარ მათი? თუ უბრალოდ ვთქვა, რომ ძალიან კარგი ადამიანები ხართ და ყველაფერს ისედაც მიხვდებით. ღმერთმა ყველას სიკეთე მოგცეთ, სიხარული და ბედნიერება, ჩემს შვილებს ასე რომ დაეხმარეთ! მე ხომ, სწორედ მათთვის მინდოდა ეს დახმარება.
გიორგი: ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ „დახმარება“ ნიშნავდა ველოსიპედს და ტელევიზორს.
- რაო, გიო, წაგართვა მათემ ველოსიპედი?
გიორგი: ჩემს ხელში არ არის? (იღიმის.) უბრალოდ, როდესაც ვხედავ, რომ ჩემს ძმასაც უნდა, როგორ არ ვათხოვო? მაგრამ, მისთვის დიდხანს სიარული არ შეიძლება, ყურადღებას ვაქცევ, რომ არ გადაიღალოს. გოგოებზეც შთაბეჭდილებას ახდენს. ერთ გოგოს მასთან შეჯიბრებაც კი მოუნდა.
მათე: ისინი ადრეც მიყურებდნენ.
- ოჰ, როგორი თავდაჯერებული ხარ! მაგრამ, შეგშვენის!
გიორგი: მე დიდხანს ვსეირნობ ხოლმე, არ ვზოგავ ძალას. ტაძართანაც და აქაც, ჩვენს ქუჩაზე. ძალიან მაგარ განწყობაზე მაყენებს ველოსიპედი, ყველაზე მაგარი საჩუქარია.
მათე: მე კი ველოსიპედიც და „იუთუბიც“ მიქმნის კარგ განწყობას. „მისტერ ბინს“ ვუყურებთ, ხოლმე. ძალიან მაგარია. კიდევ, ქართველ ბლოგერებს, ხატვის გაკვეთილებს.
გიორგი: ცხოველების და ფრინველების ხატვა იქიდან ვისწავლე. კონკურსშიც კი გავიმარჯვე, სკოლის გახანგრძლივებულ ჯგუფში, მესამე ადგილზე გავედი. სიგელიც მომცეს.
მათე: იქ მისი სახელი წერია, მაგრამ ჩემია ეს ჯილდო!
- ეგ როგორ, მათე?
მათე: მე უკეთესად ვხატავ და მე უნდა ვიყო გამარჯვებული.
გიორგი: კარგი, ძამიკო, შენი იყოს სიგელი და შენ იყავი გამარჯვებული.
- ორივე ძალიან კარგები ხართ, ერთიც და მეორეც. სახატავი მასალა თუ გაქვთ, ბიჭებო?
მათე: რა თქმა უნდა! ფონდიდან მოგვიტანეს ფუნჯები, საღებავები, ალბომები. ძალიან გვიხარია ხოლმე, თქვენი მანქანა ჩვენს ქუჩაზე რომ გამოჩნდება.
- ლია, ადგილობრივი ხელისუფლება რამით თუ დაგეხმარათ?
ლია: მსგავსი არაფერი ყოფილა. სამაგიეროდ, ორი სოციალური მუშაკი იყო მოსული, არკვევდნენ, რა პირობებში ცხოვრობენ ბავშვები, ხომ არ ვაშიმშილებ? რატომ ვთხოვე ხალხს დახმარება, იქნებ, ჩემს დედობრივ მოვალეობებს სათანადოდ ვერ ვასრულებ?
- და თავის მართლებაც მოგიწიათ, რომ დედობრივ მოვალეობებს უმკლავდებით? რა კარგი მიდგომაა, ვერაფერს იტყვი.
ლია: ავუხსენი, სად მეხარჯება სოციალური შემწეობის თანხა და რატომ არ გვყოფნის. ვუთხარი: „სახელმწიფოს ხომ ვთხოვე სარეცხი მანქანა? რამდენჯერ დავწერე განცხადება? სულ უარს ვიღებ. დავიღალე მათხოვრობით. აი, ხალხი კი მაშინვე დამეხმარა, რა არის ამაში ცუდი?“
- კიდევ რით დაგეხმაროთ, ლია?
ლია: ძალიან მიხარია, ჩემს ბიჭებს ახალი საწოლი რომ აქვთ და ახლა, ყველას ნორმალურად რომ გვძინავს. მაგრამ, არ მაქვს ახალი თეთრეულის, ბალიშების და ლეიბების შეძენის საშუალება. თუ მოახერხებთ და გვაჩუქებთ, ჩვენთვის ბედნიერება იქნება. ყველაზე მეტად საკვები მადარდებს, შიში მიპყრობს, როდესაც ბავშვებს საკმარისი პროდუქტი არ აქვთ. განსაკუთრებით, მათეს ამბავი მაღელვებს, ძალა უნდა მოიკრიბოს მეოთხე ოპერაციისთვის.
- როდის უტარდება ოპერაცია?
ლია: თებერვალში უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ გადადეს. გვითხრეს, რომ თრომბების გაჩენის რისკი დიდია. ივლისში ისევ მივდივართ კვლევებზე. იქნებ, კარგად იყოს ყველაფერი, უფლის წყალობით. ისე მეშინია...
მეგობრებო, მოდით, მხარში ამოვუდგეთ მათეს! ის, რა თქმა უნდა, ცდილობს არ დაგვანახოს, რომ ეშინია, ძალიან ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ... ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა - მეოთხე ოპერაცია გულზე! კარგი უნდა იკვებოს, ძალები მოიკრიბოს. მას ჩვენი მზრუნველობა ძალიან სჭირდება. დაე, მისი ოცნება ახდეს და ყოველგვარი შიშის გარეშე ირბინოს და ისეირნოს ველოსიპედით!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:
office-fsp@fsp.geთქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ჩხიკვაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 თებ 21 | ორსართულიანი საწოლი მატრასით | 950 | transferred |
2023 მარ 11 | მაცივარი | 650 | transferred |
2023 მარ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 520 | paid |
2023 მაი 22 | სარეცხი მანქანა | 620 | transferred |
2023 ივლ 19 | პროდუქტები | 215 | transferred |
სულ ხარჯი: 2,955 ₾
დარჩა 0.37 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 თებ 12 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2023 თებ 12 | კუბლაშვილი შორენა | 1 | Transfer to account |
2023 თებ 12 | ჯანიაშვილი ჯანო | 5 | Transfer to account |
2023 თებ 11 | გეგელია ლია | 5 | Transfer to account |
2023 თებ 10 | ჩოხელი ლაშა | 20 | Transfer to account |
2023 თებ 8 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2023 თებ 8 | მარიამ ბეჟანიშვილი | 10 | Transfer to account |
2023 თებ 8 | ნაზიბროლა ბობოხიძე | 20 | Transfer to account |
2023 თებ 7 | ნოზაძე ანი | 2 | Transfer to account |
2023 თებ 7 | მშვილდაძე რომანი | 5.59 | Transfer to account |
2023 თებ 7 | ია ბაიდაშვილი | 2.9 | Transfer to account |
2023 თებ 7 | სოლოღაშვილი ანა | 1 | Transfer to account |
2023 თებ 6 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2023 თებ 6 | ანონიმი | 2 | VISA, MasterCard (Geopay) |
2023 თებ 6 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2023 თებ 6 | დიმიტრი ჩხეიძე | 5 | Transfer to account |
2023 თებ 6 | თამარი კანდელაკი | 3 | Transfer to account |
2023 თებ 6 | გიორგი ჯაჯანიძე | 5 | Transfer to account |
2023 თებ 6 | აბო ხარიტონაშვილი | 3 | Transfer to account |
2023 თებ 6 | მარინა ვაშაძე | 10 | Transfer to account |
2023 თებ 6 | თეონა ნანობაშვილი | 10 | Transfer to account |
2023 თებ 6 | სოფიკო ჯანჯულია | 4 | Transfer to account |
2023 თებ 6 | ალექსი სარქისიან | 5 | Transfer to account |
2023 თებ 6 | მარიამ დევდარიანი | 2 | Transfer to account |
2023 თებ 6 | მაღალაშვილი გელა ზურაბი | 10 | Transfer to account |
2023 თებ 6 | ირაკლი ცომაია | 10 | Transfer to account |
2023 თებ 6 | ალი ქაზემი | 5 | Transfer to account |
2023 თებ 6 | სეფაშვილი მაკა | 3 | Transfer to account |
2023 თებ 6 | სვანიშვილი ლაშა | 3 | Transfer to account |
2023 თებ 6 | იაქაშვილი ია | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,955.37 ₾
დარჩა 0.37 ₾
მსგავსი პროექტები:
|