გული მოგიკვდებათ, ისეთი მარტოსულები არიან. გახდით მათი ახლობელი ადამიანები! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გული მოგიკვდებათ, ისეთი მარტოსულები არიან. გახდით მათი ახლობელი ადამიანები!

page info icon
2023 იანვარი 30
გიორგი (12 წლის): იცი, ხანდახან მათეს ცხვირიდან სისხლი მოსდის და ვერ სუნთქავს. ძალიან მეშინია ხოლმე. ბურთით დიდხანს ვერ თამაშობს, ამბობს, რომ ყველაფერი სტკივა. მათე (9 წლის): აი, აქ მტკივა (მუცელზე იდებს ხელს.) დედა კი, ხანდახან, ძირს ეცემა და ფართხალებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,955 ₾
( 214 დონორი )
დასრულებულია
გული მოგიკვდებათ, ისეთი მარტოსულები არიან. გახდით მათი ახლობელი ადამიანები!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ტელევიზორი არ გვაქვს და ხანდახან, ასე ვმაიმუნობთ, ვითომ  ახალ ამბებს ვყვები“
„მართლა ბევრი კეთილი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში?“ - „მართლა, შვილო! და შენ აუცილებლად უამბობ ყველას ამის შესახებ ახალი ამბების მომავალ გამოშვებაში!“
სულ ვცდილობ ამ „ჯართის“ შეკეთებას, როდესაც ჩემი ძმა არ ყვება ახალ ამბებს! ვხუმრობ, რა თქმა უნდა! მაგრამ, ველოსიპედით სეირნობა ძალიან მინდა!“
        გიორგი (12 წლის): იცი, ხანდახან მათეს ცხვირიდან სისხლი მოსდის და ვერ სუნთქავს. ძალიან მეშინია ხოლმე. ბურთით დიდხანს ვერ თამაშობს, ამბობს, რომ ყველაფერი სტკივა.
        მათე (9 წლის): აი, აქ მტკივა (მუცელზე იდებს ხელს.) დედა კი, ხანდახან, ძირს ეცემა და ფართხალებს.
         - ლია, რას ამბობს მათე?
          ლია: ეპილეფსია მაქვს. დედაჩემი მშობიარობას გადაჰყვა, რთული ორსულობა ჰქონდა. არ ვიცი, შესაძლოა ამის ბრალია, თუ რის, 5 წლის ასაკში დამეწყო შეტევები. ძალიან ხშირი და ძლიერი. მიმკურნალეს. ახლა, მედიკამენტებზე ვარ. თუ ვერ მივიღე, ან ვინერვიულე, შეიძლება ისევ დამეწყოს შეტევები და კრუნჩხვებში ჩავვარდე. ბავშვების შეშინება კი, არ მინდა. ძალიან ეშინიათ. მე რომ მოვკვდე, მათ აღარავინ, საერთოდ აღარავინ ეყოლებათ.
   
   ლიას მეორე შვილს ელოდებოდა, როდესაც მეუღლე გარდაეცვალა. სასმელმა მოკლა. რთული იყო მასთან ერთად ცხოვრება, მაგრამ მის გარეშეც არ აღმოჩნდა იოლი. ერთადერთმა ახლობელმა ადამიანმა ლიას უთხრა: „მოიშორე ბავშვი, ორს ერთად ვერ გაზრდიო.“ საკუთარმა ძმამ უთხრა ეს სიტყვები თავის დაქვრივებულ დას. ალბათ, არც ღირს მოყოლა, როგორ განიცდიდა, რამდენი ცრემლი დაღვარა. ნერვიულობის ნიადაგზე, ლიას ორსულობა რთულად მიმდინარეობდა, მათე კი, გულის თანდაყოლილი მანკით დაიბადა.  ექიმთან წაყვანა რომ დასჭირდა, ლიამ ძმას სთხოვა სამგზავრო ფული, მან კი უპასუხა: „ხომ გითხარი, მოიშორე. ახლა, რაც გინდა ის მოუხერხე შენს ავადმყოფ შვილს“ - ამის მერე ლიამ დაივიწყა, რომ საერთოდ ჰყავს ახლობელი და მხოლოდ ღმერთისა და სრულიად უცნობი ადამიანების იმედით ცხოვრობს.
          - ლია, ალბათ, საყვარელი ადამიანისგან ზურგში დანის ჩარტყმა ძალიან მტკივნეულია, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში.
          ლია: ამას აღარც ვიხსენებ. ვაპატიე და სამუდამოდ დავივიწყე. თითქოს, არასდროს მყოლია. გულის მანკის გარდა, მათეს უამრავი დაავადება აწუხებს. დიაბეტი და ასთმა, ხშირად აქვს მაღალი წნევა. მსოფლიოს ყველა დაავადება ერთად დაატყდა თავს. უკვე სამი ოპერაცია გაუკეთდა, კიდევ ორი დარჩა. უფალი მოწყალეა, ყველაფერი კარგად იქნება. გიორგის ცუდი მხედველობა აქვს, მინუს შვიდი, სათვალე სჭირდება. 18 წლის რომ გახდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ოპერაციის გაკეთება. საჭმელზე მეტად, მედიკამენტები გვჭირდება, როგორ ვახერხებთ შიმშილით არ დავიხოცოთ და თან წამლებიც ვიყიდოთ, არ ვიცი.
„მათე ვერ დარბის და ვერ დახტის. ჩვენ არც ტელევიზორი  გვაქვს, არც პლანშეტი. ვერთობით, რითაც შეგვიძლია.“
ამ სამ საბრალო ადამიანს, ერთი ახლობელიც კი არ ჰყავთ ამქვეყნად
          - როგორ ცხოვრობთ, როგორ ახერხებთ თავის გატანას?
          ლია: სოციალური შემწეობისა და პენსიის თანხა საკვებზე ძლივს მყოფნის. ახლახან, მაღაზიაში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. მხარში დამიდგნენ, ნახეს, მე და ჩემი შვილები რა სიღატაკეში ვცხოვრობთ და სამსახური შემომთავაზეს. მეც, რა თქმა უნდა, სიხარულით დათანხმდი, შვილს მედიკამენტები რომ ვუყიდო. მაკარონის და ფქვილის ფული მაქვს, შეიძლება ითქვას, ბავშები შიმშილით არ დაიხოცებიან, მაგრამ ხორცისა და ყველის გემო არ იციან. რაღაა სალაპარაკო, ზამთარში სახლსაც ვერ ვათბობ. ერთად ვსხედვართ, შეფუთულები, ღამითაც ერთად გვძინავს - ვათბობთ ერთმანეთს. აბა, რა ვქნათ?
         - არავინ გეხმარებათ?
          ლია: მშობლები არ მყავს, ჩემი მეუღლეც ობოლი იყო. ერთი და ჰყავს, ის გვეხმარება, ხანდახან. ჩემი მხრიდან კი - არავინ. არა უშავს, თქვენ გამოჩნდით და მთელი საქართველო გაიგებს ჩვენზე. ვიცი, თქვენი ფონდის გამოჩენის მერე, ყველას ცხოვრება იცვლება. ძალიან დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ თქვენს გვერდს, ამიტომაც მოგმართეთ.
        გიორგი: მე ვნახე, ვიღაც ბიჭს ველოსიპედი რომ აჩუქეთ, მის ძმას კი - პლანშეტი. მართალია?
          - კი, ასეა. შენ რაზე ოცნებობ?
          გიორგი: დედას ფული არ აქვს. ამიტომ, არაფერზე ვოცნებობთ მე და ჩემი ძმა. მაგრამ, რადგან მკითხეთ, დედა თუ არ ინერვიულებს, გეტყვით. როგორც ყველა ბიჭი, მეც ველოსიპედზე და პლანშეტზე ვოცნებობ. სანაგვიდან, ერთი კი მოვათრიეთ, მაგრამ, ვერაფრით შევაკეთე. ხან იქ დავაწებებ, ხან აქ დავამაგრებ, ვაბამ თოკებით - არაფერი გამოდის. ორ მეტრს გავივლი და იშლება.
         მათე: ჩემთვის კი, ველოსიპედით სიარული არ შეიძლება. მალ-მალე ვიღლები და ყველაფერი მტკივა. ფეხბურთის თამაშის უფლებასაც არ მაძლევენ. ამიტომ, მხოლოდ პლანშეტზე ვოცნებობ. იქ სირბილიც შეიძლება და ხტუნაობაც, შენი გმირი რომც „დაჭრან“, მაინც ცოცხლდება. და კიდევ, ისეთი მანქანებია, თვითონ დადის, ღილაკებს რომ აჭერ.
          გიორგი: მე ცეკვაზე მინდა სიარული და სპორტზე. ჩვენს სოფელში არ არის ეს სექციები. ქალაქში უნდა ვიაროთ, ჩვენ კი ამის ფული არ გვაქვს. ძალიან მიყვარს სპორტიც და ცეკვაც.
          მათე: მე კი, ხატვა მიყვარს. ნახე, რა მაგარ რამეებს ვაკეთებთ სკოლაში.
„ეს მე დავხატე, ნაგავს როგორ ვაგროვებ და ვყრი, ვინმემ ტყეში თუ დატოვა“
         - სწავლა ვის უყვარს უფრო მეტად?
         გიორგი: რა თქმა უნდა, მე. მაგრამ, მართალი გითხრათ, ერთი გოგოს გამო მომწონს სკოლაში სიარული. მგონი, ის მიყვარს.  ყველაზე ლამაზია და ჭკვიანი, დავალებებსაც მაწერინებს. საერთოდ, ყველაზე კარგია. აი, ფული რომ მქონდეს, ყოველდღე შოკოლადებს მივუტანდი.
„ერთხელ, მე და ჩემს ძმას ფულის შეგროვება გვინდოდა და დედიკოსთვის სარეცხი მანქანის ყიდვა. მაგრამ, კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს.“
         - ნამდვილი ჯენტლმენი ხარ! კიდევ რას გააკეთებდი, ფულს თუ შეაგროვებ?
         გიორგი: სულ მინდოდა ფულის შეგროვება და დედიკოსთვის სარეცხი მანქანის ყიდვა, მაგრამ ძალიან კეთილმა მამა ბორისმა დაინახა, როგორ ვცხოვრობთ და გვაჩუქა! ღმერთო, რამდენი კეთილი ადამიანია ამქვეყნად! თქვენც ესეთები ხართ?
        - კი, მართალი ხარ ამქვეყნად და განსაკუთრებით საქართველოში, უამრავი კეთილი ადამიანი ცხოვრობს. თქვენი მთავარი პრობლემები ჩამოგვითვალეთ, ლია. რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
         ლია: საწოლები არ გვაქვს, არც ლეიბები. ბავშვებს ფეხსაცმელი არ აქვთ. ახალი კი არა, საერთოდ არ აქვთ. გიორგი ჩუსტებით დადის, მათეს ფეხსაცმელს კი, ძირი გასძვრა. კიდევ, ძალიან გვჭირდება მაცივარი. ბავშვებს რაიმე ხორცის ნაწარმს თუ მოუტანთ, ძალიან გაუხარდებათ.
„ეს ერთადერთი საწოლია ამ სახლში, რომელზეც მორიგეობით სძინავთ“
* * *
         აი, ღვთის შვილები, კიდევ ერთი ოჯახი თავისი ტკივილით. სწორედ ასეთი ადამიანების დახმარებით, გულს ვუხსნით უფალს! ჩვენ ხომ სიკეთეს „მადლობის“ გამო კი არა, მხოლოდ საკუთარი სულის გადასარჩენად ვაკეთებთ.
         მათე, გიორგი და მათი დედა ლია ჩვენს დახმარებას ელიან. ჩვენს გარეშე, ისინი უბრალოდ ვერ გადარჩებიან. ეს ოჯახი, მარტო ვერ გაუმკლავდება, ახლობელი კი, არავინ ჰყავთ ჩვენს გარდა. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! შეხედეთ, რა კარგები არიან!
          საწოლები, საწოლის თეთრეული, ფეხსაცმელი, მაცივარი და პროდუქტი სჭირდებათ, ცოტა რომ შეუმსუბუქდეთ ყოფა. ბავშებს კი, სჭირდებათ ველოსიპედები და პლანშეტები. ჩვენ ხომ, შევძლებთ ამას? ხომ ასეა?
        ვინმეს თუ ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: გორის რაიონი, სოფელი სკრა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მის გადარჩენას!
 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჩხიკვაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund       
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
          სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

მსგავსი პროექტები: