სათამაშოებს ნაგავსაყრელზე ეძებენ... და ძალიან, ძალიან შიათ!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სათამაშოებს ნაგავსაყრელზე ეძებენ... და ძალიან, ძალიან შიათ!..

page info icon
2023 თებერვალი 15
მაკა: ძამიკოს სულ შია და იმიტომ. დედიკოს კი, მისთვის საჭმელი არ აქვს და ისიც ტირის. მე კი, არ მიყვარს ტირილი, თამაში მიყვარს. მაგრამ, სათამაშოები არ მაქვს. ხან ბალიშით ვთამაშობ, ხან თოჯინას ვაკეთებ ხის ნაფტისგან. სულ ვეხვეწები დედას, ერთი გაცვეთილი თოჯინა მაინც მიყიდოს, ის კი არ ყიდულობს და სულ ტირის.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,223 ₾
( 376 დონორი )
დასრულებულია
სათამაშოებს ნაგავსაყრელზე ეძებენ... და ძალიან, ძალიან შიათ!..
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
"რა კარგია, რომ ჩემი ძამიკო ჯერ პატარაა. სათამაშოსავით არის, შიმშილისგან როდესაც არ ტირის, ისეთი საყვარელია!"
„სახლში სკამიც კი არ არის. ყველაფერი ნაგავსაყრელზეა ნაპოვნი“
„მაპატიეთ, მინდა კარგი დედა ვიყო, მაგრამ არ გამომდის“
         მაკა (8 წლის): ჩემი დედიკო ხშირად ტირის! ჩემს ძამიკოზე უფრო ხშირად. ორივე მტირალები არიან!
         - და რატომ ტირიან?
         მაკა: ძამიკოს სულ შია და იმიტომ. დედიკოს კი, მისთვის საჭმელი არ აქვს და ისიც ტირის. მე კი, არ მიყვარს ტირილი, თამაში მიყვარს. მაგრამ, სათამაშოები არ მაქვს. ხან ბალიშით ვთამაშობ, ხან თოჯინას ვაკეთებ ხის ნაფტისგან. სულ ვეხვეწები დედას, ერთი გაცვეთილი თოჯინა მაინც მიყიდოს, ის კი არ ყიდულობს და სულ ტირის.
         - როგორ ფიქრობ, რატომ არ ყიდულობს დედა თოჯინას?
         მაკა: არასდროს არაფერს ყიდულობს მაკარონის და ფქვილის გარდა... კანფეტებსაც კი... არც მანდარინს. ვიცი, ფული რომ არ აქვს.
        - შენ რას იყიდიდი, ფული რომ გქონდეს? 
        მაკა: პირველ რიგში, დედიკოს ბევრ ფულს ვუყიდიდი, კანფეტები რომ გვიყიდოს, კიდევ პამპერსი ჩემი ძამიკოსთვის და მანქანა, და ბევრი საჭმელი. ყველგან „საჭმელები“ რომ ელაგოს.
        - და შენთვის?
        მაკა: მარის, ლიზის და ანასტასიას! ასე ნუ მიყურებ! ცოცხალ, ნამდვილ გოგონებს კი არ ვყიდულობ. თოჯინებზე ვამბობ. მეგობრები მეყოლებოდა სახლში! ვუმღერებდი ხოლმე! დედიკოს ჰკითხე, კიდევ რა გვჭირდება!
„სახლიდან რომ გავდივარ, ავადმყოფ პაპას ვუტოვებ ბავშვებს, თუ პირიქით, არც ვიცი“
         - ნაზი, გვითხარით, რა იმედებით მიმართეთ ჩვენს ფონდს?
         ნაზი: ეს იმედი არ იყო. გამოწერილი მაქვს თქვენი გვერდი და ვხედავ, როგორ შეგიძლიათ დახმარება. ხანდახან მგონია, რომ  მთელი საქართველო გიდგათ მხარში. ჩვენს რაიონშიც დაეხმარეთ ერთ ოჯახს. უბრალოდ ახლა, მართლა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ და თქვენი დახმარების გარეშე ვერ გადავრჩები. ნიკოლოზი რომ წამოიზრდება და ბაღში ვატარებ, მუშაობას შევძლებ. არანაირ ფიზიკურ შრომას არ ვთაკილობ, დავალაგებ, დავრეცხავ, დავხეხავ... ოღონდ ბავშვებს რამე მაინც ვუყიდო, პურის გარდა. ახლა კი, მათ სულ თვალს ვერ მოაშორებ, მამაც ავად არის და სულ წევს. ეზოშიც კი ვერ გადის. პროდუქტის საყიდლად თუ მჭირდება გასვლა, ბავშვებს ვთხოვ ხოლმე, პაპას რომ მიმიხედონ, მას კი, ბავშვებს რომ მიხედოს...
„შეხედეთ, სად გვძინავს... პირდაპირ ცივ იატაკზე გვაქვს ლეიბები გაშლილი“
       - ნაზი, საერთოდ არ გყავთ ნათესავები, ან ახლობლები, ვინც ამოგიდგებოდათ მხარში?
       ნაზი: არავინ მყავს ავადმყოფი მამის გარდა. ბავშვობიდანვე მძიმეა ჩემი ცხოვრება. პატარა ვიყავი, დედამ რომ მიმატოვა და სხვა კაცთან წავიდა. ადრე ძალიან განაწყენებული ვიყავი, მერე კი მივხვდი, რომ უბრალოდ მამაჩემის ხასიათი ვერ აიტანა. ის ხომ, სულ სვამდა და ძალადობდა. მე დედამისთან დამტოვა, თვითონ კი წავიდა. მახსოვს, საღამოობით როგორ ვიდექი ფანჯარასთან და ველოდებოდი დედას... ის კი არ მოდიოდა. ასე ვცხოვრობდი, ბებოსთან. მამაც არ მოდიოდა ჩემს სანახავად, ახლახან მოვიდა, დაავადებული და დაუძლურებული. მითხრა, რომ სხვაგან არსად აქვს წასასვლელი და მივიღე. აბა, რა მექნა? მიუხედავად იმისა, რომ ასე ძალიან მატკინა გული, შევიფარე და ვუვლი. ხანდახან, იმდენად შეუძლოდ არის, რომ საწოლიდან საერთოდ ვერ დგება. ბავშვებსაც კი ვერ ვუტოვებ.
„მაკას ძალიან უყვარს პაპა, მეც მიხარია, რომ დაბრუნდა... ყველაფერი ვაპატიე“
         - ძალიან დიდსულოვანი ადამიანი ხართ! ყველა ასე ვერ მოიქცეოდა. საკვების საყიდლად ძლივს გყოფნით ფული, თქვენ კი, მამაც შეიფარეთ, რომლისგანაც, თქვენი თქმით, კარგი არაფერი გახსოვთ, გულის ტკენის გარდა! თქვენ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხართ! 
       ნაზი: ყველა ასე მოიქცეოდა. სხვაგვარად არ შემეძლო. შეხედეთ, პატარებს როგორ უყვართ. არ შორდებიან. მანაც, ალბათ, გაიაზრა თავისი შეცდომები. რა თქმა უნდა, შემწეობის თანხა საკვებზეც არ გვყოფნის, მაგრამ თავი როგორღაც გაგვაქვს. უფალმა ჯანმრთელი შვილები მაჩუქა და კიდევ კარგი, საჭმელს არ იწუნებენ. ყველაფერს ჭამენ, რაც არის. ხორცეულსა და რძის ნაწარმს შორიდან ვუვლი გვერდს. ტკბილეულსა და ხილზე ხმას აღარ ვიღებ. ყოველ თეთრს ვუფრთხილდებით და ეს ბავშვებმაც იციან. სათამაშოებიც კი არ აქვთ. მაკას ესმის, ნიკოლოზს კი, ვერაფერს აუხსნი... მასაც უნდა, სხვა ბიჭებივით მანქანები რომ ჰქონდეს და ტირის. იძულებული ვარ გადავატანინო ყურადღება. მაგრამ, განა ეს ბავშვობაა, როდესაც სათამაშოც კი არ გაქვს.
        - გვითხარით, რა შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას?
        ნაზი: უპირველეს ყოვლისა, საკვები გვჭირდება, პამპერსი და საწოლები ბავშვებისთვის. ჯანმრთელი შვილები მყავს, მაგრამ მეშინია, რომ დაავადმყოფდებიან ასეთ პირობებში. კიდევ, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გვჭირდება. სულ ეს არის. სხვა არაფერზე ვოცნებობთ. ისეთ ძვირადღირებულ ნივთებზე, როგორიცაა სარეცხი მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი, ხმასაც ვერ ამოვიღებ. ხომ გესმით.
სახლში ერთი მთელი ფანჯარაც არ არის, ყველას ცელოფანი აქვს აკრული
        - მაკა, შენ უკვე დიდი გოგო ხარ და ალბათ, ბევრ რამეზე ოცნებობ. აბა, მითხარი, ყველაზე მეტად რას ისურვებდი?
        მაკა: მხოლოდ ჩემთვის? დედიკოსთვის და ძამიკოსთვის, არა? მაცადეთ, მოვიფიქრო... უბედნიერესი ვიქნებოდი, ტელეფონი რომ მქონდეს. სახლში ტელეფონი საერთოდ არ გვაქვს და დედა მეზობელს სთხოვს, სადმე დარეკვა რომ უნდა. აი, მე რომ ტელეფონი მქონდეს, დედიკოსაც ვათხოვებდი და ძამიკოსაც. კიდევ. მიკროფონი და საყურისები მინდა. ოჰ, რამდენ სიმღერას ვიმღერებდი!
         - ვფიქრობ, თოჯინები აუცილებლად უნდა გქონდეს! 
        მაკა: უკვე ვიცი, რა სახელებს დავარქმევ! ერთს, ყველაზე ლამაზს ერქმევა მარი, მეორეს ლიზი, მესამეს კი - ანასტასია. უკვე წარმომიდგენია, როგორ ვითამაშებ. ღუმელთან დავსვამ, რომ არ შესცივდეთ და ვუმღერებ. როგორც კონცერტზე. ისინი კი, მეტყვიან ხოლმე: „ყოჩაღ! ბრავო!“ – „ვითომ-ვითომ“, ხომ ხვდები? მართალი გითხრა, არ მჯერა, რომ ოდესმე მექნება თოჯინები და ტელეფონი. ბევრჯერ ჩავიფიქრე სურვილი, მაგრამ არ ამიხდა. შენი აზრით, ახლა ამიხდება?
         - დარწმუნებული ვარ! 
         მაკა: კარგი, მაშინ ჩემი ძამიკოსთვისაც გთხოვ, მან ხომ, ჯერ ლაპარაკი არ იცის. თორემ გეტყოდა, რომ შოკოლადი უნდა და მანქანა! ჩვენი სახლი შოკოლადისგან რომ იყოს, ერთ დღეში შეჭამდა!
          - და შენ რომელი საჭმელი გიყვარს?
          მაკა: მეც შოკოლადი მიყვარს, მაგრამ ჩემი საყვარელი საჭმელი ხინკალი არის!
* * *
        მაკას სიკეთის არ სწამს, არ სჯერა, რომ შეიძლება ვინმემ რაღაცა აჩუქოს ისე, უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კარგი გოგოა. მისთვის არავის არაფერი უჩუქებია არასდროს, არც საახალწლოდ, არც დაბადების დღეზე. თქვით, მეგობრებო, ნუთუ, ასე უნდა იცხოვრონ ბავშვებმა?
        დედას, ნაზის და მის შვილებს ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. მადლობელი იქნებიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის. ყველაზე მეტად სჭირდებათ საწოლები და თბილი ტანსაცმელი. ასევე პროდუქტი, პამპერსი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
         თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარდენახი.
          ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჯალიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund       
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
          სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

მსგავსი პროექტები: