მამა ადგილზე დაიღუპა, დედა ხეიბრად იქცა! როგორ ვიცოცხლო?!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ორი წლის წინ, ეკას და მის მეუღლეს საშინელი ტრაგედია დაატყდათ თავს, ისინი მანქანამ გაიტანა. ქმარმა ხელი ჰკრა ქალს და სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა, თავად კი, სამუდამოდ დარჩა მის ტყვეობაში...
მეგობრებო, თქვენი დახმარებით, ერთხელ უკვე შეიცვალა ამ ოჯახის ცხოვრება, თქვენ მათ იმედი დაუბრუნეთ.
ბარნაბიშვილების ოჯახს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ ჰქონდა, არ ჰქონდათ აბაზანა. საბრალო ქალი ასეთ პირობებში უვლიდა სამ ავადმყოფს. სწორედ ეს იყო მათი მთავარი პრობლემა, რომელიც კეთილი ადამიანების დახმარებით გადაიჭრა. ჩვენ ვესტუმრეთ ბარნაბიშვილების ოჯახს, რათა გვენახა, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება დახმარების მიღების შემდეგ:
- გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ეკა: კეთილი ხალხის დახმარებით, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. პროდუქტის შეძენა ისევ მიჭირს, მაგრამ, მათი დამსახურებით, ახლა აბაზანა გვაქვს, ეს კი დიდი შვებაა ჩემთვის. მით უმეტეს, რომ სამი ავადმყოფი ვართ ოჯახში. შეიძლება ითქვას, ამოვისუნთქე. ალბათ, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერებაა როდესაც გაქვს თბილი წყალი და სუფთა აბაზანა. ალბათ, ბევრისთვის ჩვეულებრივი ამბავი არის, ჩვენთვის კი ოცნება იყო. ხშირად მიტირია, რადგან მიწევდა წყლის ზიდვა, მერე კი გაცხელება. ახლა, გიორგი ბედნიერია, წყალში ჭყუმპალაობა ძალიან უყვარს.
უწინახლა
ასე იპრანჭება სარკესთან...
- ახლადშეძენილი მეგობრებიდან ვის გამოყოფდით? ვინ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება თქვენზე?
ეკა: ერთი ქალბატონი სოციალური ქსელის მეშვეობით დამიკავშირდა, გამომკითხა სახელი, გვარი და მისამართი, ჩამოვიდა წნორში და პროდუქტი ჩამოგვიტანა. ძალიან, ძალიან მადლობელი ვარ მისი. ყველას ღმერთმა გადაუხადოს ამ სიკეთისთვის. აქამდე, არ მჯეროდა სასწაულების. ახლა კი ვიცი, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება! ის ქალბატონი შემპირდა, რომ კიდევ დამეხმარება, რითიც შეძლებს. დიდი ბედნიერებაა, როდესაც იცი, რომ მარტო არ ხარ, რომ მძიმე წუთს დაგეხმარება ვინმე. თქვენ დამიბრუნეთ სიცოცხლის ხალისი.
კონკრეტული სახელები არ მახსოვს, ჩემთვის მათ კეთილი ადამიანები ჰქვიათ. სამი ახალგაზრდა ბიჭი გვესტუმრა, პროდუქტი და სათამაშოები მოგვიტანეს. ჩემს შვილის ასეთი სათამაშოები არასდროს ჰქონია, დღემდე სიხარულით თამაშობს. ჩემი შვილი დღემდე აღტაცებით იხსენებს მათთან შეხვედრას, იმ ბიჭებმა დიდი ხნის ოცნება აუსრულეს. მოუტანეს ფუმფულა დათუნია, მანქანა და კონსტრუქტორი. დათუნიას წამითაც არ იცილებს, მასთან ერთად სძინავს. პლანშეტზე ხომ, საერთოდ ვერც ვიოცნებებდით. ახლა, გიორგი ბედნიერია, ამ სათამაშოებსა და პლანშეტს რომ ხედავს, ბედნიერებისგან უბრწყინავს სახე. მისი ღიმილის დანახვა კი, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. თითქმის არ იღიმებოდა ადრე.
- ეკა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ეკა: განცხადება დამაწერინეს ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით, 100 ლარი ჩაგვირიცხეს, სულ ეს იყო. სხვა არაფერი.
- რას ნიშნავს ფონდის მეგობრების დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ეკა: ეს დახმარება ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანია. სიტყვიერად ამას ვერც გამოვხატავ. ორი შვილი მყავს, დედაჩემი კი მძიმედ ავად არის. გაუსაძლის პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ახლაც ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ამ დახმარებამ, სიცოცხლის იმედი დამიბრუნა.
„ეს პლანშეტი ჩემი საუკეთესო მეგობარია...“
- გიორგი, რა მოგეწონა საჩუქრებიდან ყველაზე მეტად?
გიორგი: პლანშეტი რომ მაჩუქეს, ძალიან გამიხარდა. პირველად მივიღე ასეთი საჩუქარი. მაშინვე ჩავრთე და მულტფილმების ყურება დავიწყე. ყველაზე მეტად ისეთი მულტფილმები მომწონს, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და კარგად მთავრდება.
„ყოველთვის ზუსტად ასეთზე ვოცნებობდი...“
გიორგი: სათამაშო თოფი და მანქანა, ისეთი პრიალა და ახალი იყო! ასეთი სათამაშოები არასოდეს მქონია. იცი, როგორ ვუფრთხილდები? ვითამაშებ, მერე კი ვასუფთავებ და ვინახავ. (ბედნიერი ღიმილით მაჩვენებს თავის საგანძურს.)
- რაზე ოცნებობ?
გიორგი: ძალიან მინდა სხვა ბავშვებივით ვიარო ბაღში, ლამაზი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რომ მქონდეს. იცი? ბაღში უნა წავიდე სექტემბერში. კიდევ მინდა, რომ არაფერი მტკიოდეს და დედა და ბებო კარგად რომ იყვნენ. მეტი არაფერი.
- იქნებ, გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი მკითხველი შეძლებს თქვენს დახმარებას?
ეკა: პირველ რიგში, პროდუქტის შეძენა მიჭირს. ჯანმრთელობის პრობლემებიც გვაქვს, ყოველდღიურად გვჭირდება მედიკამეტები, მათი შეძენის საშუალება კი არ გვაქვს. არ გვაქვს გაზქურა. ადრე მათხოვა ახლობელმა, მაგრამ ისიც გაფუჭდა და წაიღო. მეზობელთან მიწევს საჭმლის მომზადება. სექტემბრიდან ბავშვის ბაღში შეყვანა მინდა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მოხერხდება. თითქმის არაფერი გვაქვს. ბავშვს ბაღისთვის სჭირდება ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა. ჩვენ კი, ვერ ვუყიდით მას ამ ყველაფერს. ძალიან გვჭირდება დახმარება...
მეგობრებო, გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და ვუთხრათ ამ ოჯახს, რომ გაჭირვებას უფლებას არ მივცემთ, დაუპატიჟებელი სტუმარი გახდეს მათ ოჯახში...
ნუ ჩავთვლით, რომ ერთჯერადი დახმარება საკმარისია. ამ ოჯახს საყოფაცხოვრებო პრობლემებთან ჭიდილი ყოველდღიურად უწევს და ამ ბრძოლაში, ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ბარნაბიშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 მარ 6 | პროდუქტები | 149.14 | transferred |
2023 აპრ 10 | სამშენებლო მასალა | 1,800 | transferred |
2023 აპრ 10 | სამშენებლო მასალა | 390 | transferred |
2023 აპრ 19 | მედიკამენტები | 134.25 | transferred |
2023 აპრ 24 | სამშენებლო მასალა | 1,800 | transferred |
2023 აპრ 26 | პროდუქტები | 299.86 | transferred |
2023 აპრ 28 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,790 | paid |
2023 მაი 14 | ქვიშა | 120 | transferred |
2023 მაი 22 | კაფელი | 432 | transferred |
2023 მაი 31 | სარემონტო სამუშაო | 3,150 | paid |
2023 ივლ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 225 | paid |
სულ ხარჯი: 10,290.25 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 აპრ 9 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | კოპერინა თამილა | 5 | Transfer to account |
2023 მარ 31 | დანელია დავით | 10 | Transfer to account |
2023 მარ 30 | 'მამუკა მუჯირი | 50 | Transfer to account |
2023 მარ 28 | 'კონსტანტინე ფანქველაშვილი | 5 | Transfer to account |
2023 მარ 27 | 'მანუჩარ მეგრელიშვილი | 10 | Transfer to account |
2023 მარ 22 | 'დავით ლალიშვილი | 1 | Transfer to account |
2023 მარ 21 | ბექაური ლაშა | 1 | Transfer to account |
2023 მარ 20 | 'მალხაზ ვარდოსანიძე | 20 | Transfer to account |
2023 მარ 19 | ზურაბაშვილი ზაზა | 3 | Transfer to account |
2023 მარ 16 | ბექაური ლაშა | 1 | Transfer to account |
2023 მარ 15 | ერქომაიშვილი დარეჯან | 5 | Transfer to account |
2023 მარ 15 | ბექაური ლაშა | 1 | Transfer to account |
2023 მარ 13 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
2023 მარ 13 | ზოიძე თამრიკო | 5 | Transfer to account |
2023 მარ 13 | მარგალიტაძე ნინო | 3 | Transfer to account |
2023 მარ 13 | ჯოხარიძე ნიკა | 20 | Transfer to account |
2023 მარ 13 | პეტრიაშვილი ნანა | 10 | Transfer to account |
2023 მარ 13 | პატარაია ნინო | 5 | Transfer to account |
2023 მარ 13 | ნიშნიანიძე ნინო | 3 | Transfer to account |
2023 მარ 13 | კოლხიტაშვილი ბექა | 2 | Transfer to account |
2023 მარ 13 | იმნაიშვილი ვლადიმერ | 20 | Transfer to account |
2023 მარ 13 | დემურაძე ლაშა | 15 | Transfer to account |
2023 მარ 13 | ბექიშვილი ნინო | 5 | Transfer to account |
2023 მარ 13 | ახალბედაშვილი ვახტანგ | 3 | Transfer to account |
2023 მარ 13 | ახალაძე ანა | 5 | Transfer to account |
2023 მარ 13 | 'გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
2023 მარ 13 | 'თორნიკე მაისურაძე | 70 | Transfer to account |
2023 მარ 13 | 'ნინო კასრაძე | 20 | Transfer to account |
2023 მარ 13 | ზედგინიძე ილია | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 10,290.19 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|