მამა ადგილზე დაიღუპა, დედა ხეიბრად იქცა! როგორ ვიცოცხლო?! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მამა ადგილზე დაიღუპა, დედა ხეიბრად იქცა! როგორ ვიცოცხლო?!

page info icon
2023 თებერვალი 20
2 წლის წინ, ეკა და მისი საყვარელი მეუღლე სიმონი მანქანამ გაიტანა. ქმარმა მოასწრო, ქალს ხელი ჰკრა და საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა. გონს რომ მოვიდა, ეკას თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა. მისი მეუღლე გზის პირას ეგდო, თავგატეხილი. თავის ქალა გახეთქილი ჰქონდა, თვალები კი გადმოცვენილი...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
10,290 ₾
( 687 დონორი )
დასრულებულია
მამა ადგილზე დაიღუპა, დედა ხეიბრად იქცა! როგორ ვიცოცხლო?!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
მანქანის დარტყმა! და ბიჭუნა კინაღამ დაობლდა: მამიკო ადგილზე დაიღუპა, უსაყვარლესი დედიკო კი ხეიბრად იქცა. არადა, რა კარგად გრძნობდა თავს მოსიყვარულე მშობლების გვერდით!
„უბედნიერესი ოჯახი ვიყავით. დღემდე ვერ ვეგუები იმას, რომ დავკარგე ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანი“
       2 წლის წინ, ეკა და მისი საყვარელი მეუღლე სიმონი მანქანამ გაიტანა. ქმარმა მოასწრო, ქალს ხელი ჰკრა და საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა. გონს რომ მოვიდა, ეკას თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა. მისი მეუღლე გზის პირას ეგდო, თავგატეხილი. თავის ქალა გახეთქილი ჰქონდა, თვალები კი გადმოცვენილი...  უკვე 2 წელი გავიდა, მას კი ეს სურათი კვლავ თვალწინ უდგას. თავადაც არანაკლებ დაშავდა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ხერხემალი დაუზიანდა და ახლა, ყოველი ნაბიჯის გადადგმა უჭირს. ამხელა ტრაგედიის მერე, ეკას დედას ინფარქტმა დაარტყა და უკვე 2 წელია მიჯაჭვულია საწოლს. უჰაერობის შეტევები აქვს, ფეხები უსივდება, საბრალო მოხუცი ქალი, საბანსაც კი ვერ გაისწორებს, თუ შესცივდება. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის! 4 წლის გიორგის გაურკვეველი სენი სჭირს, ბავშვს მუცლის ტკივილი ეწყება, მერე გონებას კარგავს და ტუჩები ულურჯდება. სანამ ეკას მეუღლე ცოცხალი იყო, ექიმებთან დაჰყავდათ, კვლევებს უტარებდნენ, მაგრამ დიაგნოზი ვერ დაუსვეს. შეტევები ხან დღეში რამდენიმეჯერ მეორდება, ხან ერთი თვით შეასვენებს ხოლმე ბიჭუნას დატანჯულ ორგანიზმს.
         სამი მძიმე ავადმყოფის ერთადერთი საყრდენი არის 24 წლის ელენე. დედის, ბებოს და ძამიკოს მოვლის მძიმე ტვირთი მას დააწვა მხრებზე.
        ელენე: სკოლა რაც დავამთავრე, შეიძლება ითქვას, სახლიდან არც გავსულვარ. ძალიან მინდოდა მესწავლა და ექთანი გამოვსულიყავი. მაგრამ, ასე გამოვიდა და ჩემივე ოჯახის წევრების ექთანი გავხდი. ერთ საათსაც ვერ ძლებენ უჩემოდ. ხან ბებო დამიძახებს, ხან დედას ადგომა უნდა, ხან ჩემი ძმა ითხოვს საჭმელს.
„ვოცნებობდი, ექიმი გამოვსულიყავი მაგრამ ახლა, უბრალოდ ჩემი ოჯახის წევრებს მომვლელი ვარ“
         ეკა: გული მიკვდება, რომ ვუყურებ! ნუთუ ასეთი ტანჯვისთვის გავაჩინე? როგორ მენანება, თავისი ახალგაზრდობა, საუკეთესო წლები ჩვენ შემოგვწირა. მეგობრებიც კი არ ჰყავს... ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, უკვე შვილიშვილებიც მეყოლებოდა. თანაც, რა არის ჩვენი ავადმყოფობა იმასთან შედარებით, რის კეთებაც უწევს ჩემს გოგონას ამ მოუწყობელ სახლში, სადაც არც წყალია, არც კანალიზაცია. მრცხვენია, რომ გითხრათ. 
სნეულთა და შეჭირვებულთა ცხოვრება 21-ე საუკუნის საქართველოში: საპირფარეშოს ნაცვლად - განავლით სავსე სათლის დღეში რამდენიმეჯერ გატანა უწევთ! ოჯახში ორი მწოლიარე, მძიმე ავადმყოფია!
        - გვითხარით, ჩვენი ვალია, ჩვენს მკითხველს ნათლად დავანახოთ, რაოდენ საშინელია თქვენი ცხოვრება.
         ეკა: საკუთარი სახლი და ნაკვეთი გვქონდა, მაგრამ გავყიდეთ, მამაჩემს ინსულტმა როდესაც დაარტყა და დასჭირდა ძვირადღირებული მკურნალობა და პროცედურები. მე და ჩემს მეუღლეს გვეგონა, რომ ჯერ ახალგაზრდები ვიყავით და მოვახერხებდით, რამე პატარა ქოხი მაინც რომ გვეყიდა. მაგრამ, არ გამოვიდა. მერე, დედაჩემიც ჩაწვა, ჩემს ბიჭსაც ჯანმრთელობის პრობლემა აღმოაჩნდა... მერე ამ ავარიამ ქმარი მომიკლა, მე კი ხეიბრად მაქცია...
         ახლობელმა შეგვიფარა ამ დანგრეულ სახლში. ასე გვითხრა: „იცხოვრეთ რამდენიც გინდათო“ - ჰოდა, ჩვენც ვცხოვრობთ. მაგრამ, აქ არაფერი გვაქვს ცარიელი კედლების გარდა, ვერც წყალი შემოგყავს, ვერც კანალიზაცია, არ გვაქვს საამისო სახსრები. სათლი გვიდგას საპირფარეშოს ნაცვლად, ოთახში, ტაშტში ვბანაობთ... წყალს კი ჩემი გოგო გარედან ათრევს, ყინვაშიც და პაპანაქება სიცხეშიც.
         მერე კი, ის ბინძური წყალიც და განავალიც მისი გასატანი და გადასაქცევია... ეს ძალიან დამამცირებელია, ნამდვილი საშინელება. მე გავაკეთებდი ყველაფერს, დედაჩემის მოვლა ჩემი ვალია, მაგრამ მე სიარულიც არ შემიძლია... ტვირთად დავაწექი ჩემს გოგოს. ის ახლა, კინოში უნდა დადიოდეს მეგობრებთან ერთად, ფრჩხილებს, ვარცხნილობებს იკეთებდეს... ან, საკუთარ შვილებს უნდა ზრდიდეს... განავალი კი არ უნდა გაჰქონდეს სათლით... ღმერთო ჩემო!
„ამ საბრალო ოჯახის ყველა პრობლემა 24 წლის ულამაზეს ელენეს დააწვა მხრებზე“
         ელენე: კარგი რა, დედა, ნუ აზვიადებ. ყველამ უნდა მოუაროს თავის ოჯახის წევრს. ჩემს სურვილებს კი, დროებით გვერდზე გადავდებ.
         - მერე, არ გიჭირს, ელენე?
         ელენე: არა, უბრალოდ ამას, როგორც რაღაც სასჯელს არ ვუყურებ. ეს ხომ ჩემი საყვარელი დედიკოა და ჩემი საყვარელი ბებო. გიორგი ხომ, საერთოდ სიგიჟემდე მიყვარს. აბა, როგორ არ უნდა მოვუარო? ვერ გეტყვით, რომ არასდროს დავფიქრებულვარ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ყველანი ჯანმრთელები რომ იყვნენ, მაგრამ ეს უბრალოდ ფიქრებია... და სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი.
         - რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
        ელენე: არ ვიცი, ღმერთს ყოველდღე ვთხოვ, ჯანმრთელობა მისცეს ჩემი ოჯახის წევრებს. ისინი ჯანმრთელად თუ მეყოლება, მუშაობას შევძლებ, ნებისმიერ სამსახურში, ნებისმიერ ხელფასზე, მთავარია, საჭმლის პრობლემა აღარ გვქონდეს. თორემ ყველანი ვშიმშილობთ, გიორგის ლუკმა პური რომ არ მოაკლდეს, ბებოს კი - გულის წამლები. დედასაც იმდენი ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება, ის კი ითმენს.
        - რაზე ოცნებობ?
         ელენე: გადავეჩვიე ოცნებას და არც კი ვიცი, ჩემთვის რა ვითხოვო. სხვა რამით მაქვს გონება დაკავებული. მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, ოჯახში ყველა ჯანმრთელად მყავდეს. არ ვიცი, ჩემთვის რა უნდა მინდოდეს... ალბათ, ტელეფონი. საღამოობით ასე, მოწყენილი რომ არ ვიჯდე. არ ვიცი, მართლა. რაც სკოლა დავამთავრე, ნორმალურად არც დავლაპარაკებივარ ადამიანებს. ვიღაცას ოჯახი ჰყავს, შვილები, ვიღაცას კარგი სამსახური... მე კი, ჩემი ოჯახის წევრების მომვლელად ვიქეცი. გიორგი რომ არ გვაშინებდეს ხოლმე, დიდების ავადმყოფობას როგორმე გავუმკლავდებოდით.
„ეს გოგო თავისი ოჯახის წევრების მომვლელად იქცა“
        - ეკა, შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ გიორგიზე?
         ეკა: 7 თვის იყო, ჭოჭინაში იჯდა და ჟღარუნა სათამაშოთი ერთობოდა. უცებ ატირდა, გადაბჟირდა... მერე მთქნარება აუტყდა, გვეგონა, რომ ეძინებოდა, მაგრამ უცებ, ოფლმა დაასხა, გაფითრდა და გაითიშა... ღმერთო, რა გადავიტანეთ, სიტყვით ვერ აღვწერ. სასწრაფო გამოვიძახეთ, მის მოსულიერებას ცდილობდნენ, ის კი მკვდარივით იყო... მერე, მოვიდა გონს ჩემი ბიჭი, ისე გაიღიმა, ვითომც არაფერი მომხდარა. ვისთან არ გვყავდა, რა ანალიზები არ ჩავაბარეთ, მაგრამ ვერც ერთმა ექიმმა ვერ დასვა დიაგნოზი.
„ეს ანგელოზი გონებას რომ კარგავს და ლურჯდება, ამ დროს დედის გული კვდება“
         - კი მაგრამ, ამ პრობლემის მოგვარების რაღაც ხერხი ხომ უნდა იყოს?
         ეკა: არ ვიცი... მეუღლის დაღუპვის მერე არც მე, არც ჩემი შვილი, არც დედაჩემი ექიმთან არ ვყოფილვართ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალია დედის პენსია და ობლობის შემწეობა. დაახლოებით 400 ლარი გამოდის. დღევანდელ დროში, რა უნდა იყიდო ამ ფულით? წამლები ძალიან ძვირი ღირს, პროდუქტის ფასები გაორმაგებულია. რა ვქნათ? აი, ელენე სულ მუშაობის დაწყებას ფიქრობს, ოთხ კედელს შუა პატიმარივით არის გამოკეტილი და ჩვენ გვემსახურება... ჩემი ერთადერთი  ოცნებაა, თავი მოვიწესრიგო და შვილი ექიმთან წავიყვანო. იქნებ, შესაძლებელია ჩემი ხერხემლის განკურნებაც? იქნებ, მეც შევძლო სიარული და შვილს აღარ დავაწვე ტვირთად?
* * *
      ახლა, ჩემი ერთადერთი სურვილია წავიდე წნორში, ვიპოვო ეს საბრალო ოჯახი, ჩავეხუტო და გული გავუთბო მათ... ძალიან მინდა, ელენეს აღარ მოუწიოს იმის კეთება, რაც მის ასაკს არ შეეფერება... მინდა, რომ მხოლოდ ყვავილებით სავსე უზარმაზარი სათლი ჰქონდეს სათრევი. მისი ერთადერთი საფიქრალი კი ის იყოს, რომელ ფილმს უყუროს საღამოს, ან მეგობრებთან ერთად სად გაისეირნოს. ბავშვებმა არ უნდა ზიდონ ამხელა ტვირთი. და მანამ, სანამ მის ბებოს, დედას და ძმას არ ექნებათ მედიკამენტები, საჭმელი და ნორმალური პირობები, ის უნდა იჯდეს სახლში და მათ ტანჯვას უყუროს. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მათი ცხოვრების შეცვლა! ვინმეს კი არა, სწორედ ჩვენ. დიახ, მე და შენ! და შენს მეგობრებს, ვისაც ამ ისტორიას გაუზიარებ!
        მათ არ სჭირდებათ ბევრი. მხოლოდ პროდუქტი, მედიკამენტები, კარგ ექიმებთან კვლევების ჩატარება, ყველაზე მთავარი პრობლემა კი, არის სახლში წყლის შეყვანა და სველი წერტილის კეთილმოწყობა. ელენეს კი, ტელეფონი სჭირდება!
        თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი წნორი, ქიზიყის ქ. 31.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბარნაბიშვილების ოჯახი).
         თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: 
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
          სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: