ორი ულამაზესი გოგონა, რომლებსაც ათასობით პრობლემა აქვთ: სიღატაკე, შიმშილი და სიცივე. ნეტავ თუ გადარჩებიან, თავიანთ საბრალო დედასთან ერთად? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ორი ულამაზესი გოგონა, რომლებსაც ათასობით პრობლემა აქვთ: სიღატაკე, შიმშილი და სიცივე. ნეტავ თუ გადარჩებიან, თავიანთ საბრალო დედასთან ერთად?

page info icon
2023 თებერვალი 26
page info icon
6264
ციცქნა მარი დედიკოს გარეშე ერთ წუთსაც ვერ ძლებს. დედიკო ისეთი ტკბილია, რატომ უნდა გაუშვას სადმე?.. შეუძლია ლოყებზე უჩქმიტოს, თავი გულზე დაადოს, მუხლებზე ააცოცდეს, და ჩაეხუტოს. ხელი ჩაავლოს ხალათის კალთაზე, სანამ ის რაღაც უცნაურ საქმეებს აკეთებს. პატარამ არც იცის, რომ დედა თავის მოკვლაზე ფიქრობს, სიკვდილზე ოცნებობს. ერთ დღესაც შავბნელმა ფიქრებმა რომ სძლიონ, პატარა ვეღარავის ჩაჰკიდებს ხელს. მარიკუნას „მის მსოფლიოს“ სახე აქვს, მისი ახალდაბადებული დაიკო ხატიაც ნამდვილი მზეთუნახავია. მათ არც იციან, ხანდახან რამდენად ახლოს არიან უფსკრულითან.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
8,082 ₾
( 597 დონორი )
დასრულებულია

ორი ულამაზესი გოგონა, რომლებსაც ათასობით პრობლემა აქვთ: სიღატაკე, შიმშილი და სიცივე. ნეტავ თუ გადარჩებიან, თავიანთ საბრალო დედასთან ერთად?

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!


მარიკუნა საოცრებაა! მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბავშები საქართველოში ცხოვრობენ! მაგრამ, საშინელ გაჭირვებაში!

 ციცქნა მარი დედიკოს გარეშე ერთ წუთსაც ვერ ძლებს. დედიკო ისეთი ტკბილია, რატომ უნდა გაუშვას სადმე?.. შეუძლია ლოყებზე უჩქმიტოს, თავი გულზე დაადოს, მუხლებზე ააცოცდეს, და ჩაეხუტოს. ხელი ჩაავლოს ხალათის კალთაზე, სანამ ის რაღაც უცნაურ საქმეებს აკეთებს. პატარამ არც იცის, რომ დედა თავის მოკვლაზე ფიქრობს, სიკვდილზე ოცნებობს. ერთ დღესაც შავბნელმა ფიქრებმა რომ სძლიონ, პატარა ვეღარავის ჩაჰკიდებს ხელს. მარიკუნას „მის მსოფლიოს“ სახე აქვს, მისი ახალდაბადებული დაიკო ხატიაც ნამდვილი მზეთუნახავია. მათ არც იციან, ხანდახან რამდენად ახლოს არიან უფსკრულითან.

 მხოლოდ ეს ორი ანგელოზი აკავებს ნინოს თვითმკვლელობისგან. გული დაეწვა, ვეღარ უძლებს ტკივილს: როგორია, ორი ამისთანა ბარტყი გყავდეს და საჭმელი ვერ აჭამო, ვერ ჩააცვა, ვერ მისცე სითბო და თავზე ჭერი, რომელი დედა გაუძლებს ამას?!

ეს ტკბილი გოგონა რაც დაიბადა, ერთხელაც არ უნახავს მამას.

 - ნინო, შესაძლოა, ახლა ძალიან ცუდად გაქვთ საქმე, მაგრამ გყავთ ეს ორი ულამაზესი გოგონა. ეს ხომ, ხელჩასაჭიდია?

 ნინო: ვიცი, რომ თავის მოკვლაზე ფიქრი დიდი ცოდვაა. რას ამბობთ, ამას ვერ ვიზამ. ჩემს პატარებს როგორ დავტოვებ მარტოს? არავითარ შემთხვევაში! (თავზე კოცნის გოგონებს.) ასეთი ფიქრები თავში მაშინ მიტრიალებს ხოლმე, როდესაც იმედი გადამეწურება. ჩემს თავს ვეჩხუბები, უფალს ვთხოვ პატიებას. ის არ მტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ძალიან ვდარდობ. ჯერჯერობით გვაქვს თავშესაფარი, აქ შეგვიძლია ცხოვრება. საჭმელს მეზობლები მაწვდიან. აქვე, აფთიაქში კეთილი გოგონები მუშაობენ „პოსლეზე“ მატანენ წამლებს.

ხანდახან, უკანასკნელი იმედი რომ გადაეწურება, ნინოს სიცოცხლე აღარ უნდა 

 - აქ ქირით ცხოვრობთ?

 ნინო: დიახ. აქ ყველაფერი მეპატრონეს ეკუთვნის, აკვნისა და ძველი ტელევიზორის გარდა. ძალიან კარგი ბინაა, ძალიან მომწონს. 100 ლარად, დასაძინებელი ადგილიც მაქვს, და საჭმლის მომზადებაც შემიძლია. სახლში შხაპი და საპირფარეშო რომ იყოს, ბევრად ძვირი ეღირებოდა, მაცივრითა და სარეცხი მანქანით - კიდევ უფრო. შეშაზე ვაცხელებ წყალს და ბავშვებს აქვე ოთახში ვაბანავებ, ტაშტში. საჭმელი ჯერჯერობით არ გვიფუჭდება, მეორე ოთახში ძალიან ცივა და იქ ვინახავ ხოლმე, ხელით ვრეცხავ, ხანდახან, დედაჩემთანაც მიმაქვს სარეცხი.

ნინოს ჰგონია, ძალიან გაუმართლა, 100 ლარად ეს გაუბედურებული ოთახი რომ იქირავა. თორემ ქუჩაში აღმოჩნდებოდა ორი შვილით.

ბინძურ კედელთან საწოლი დგას. აქ პატარას სძინავს, დედასთან ერთად. კარის ქვემოდან კი, ძალიან უბერავს.

ამ ბინაში, რომელსაც ნინო კარგს ეძახის, მთლიანად დამპალია ელექტრო გაყვანილობა.

ონკანი იზოლენტით არის დამაგრებული. წყალი მაშინაც მოწანწკარებს, თუ დაკეტილია.

 - ახლოს ცხოვრობს?

 ნინო: არა, ქუთაისში ცხოვრობს ჩემი ნამდვილი დედა, ძალიან მენატრება. ჩემს გულკეთილ მეზობელს ვეძახი ასე, ის დედასავით ზრუნავს ჩემზე. ორ ბავშვთან ერთად ამ ეზოში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, ძალიან თბილად მიმიღო. რომ დაინახა, როგორი დაბნეული ვიყავი, ხელი გამომიწოდა. შეშა მომიტანა, საჭმელიც, ბავშვებსაც იტოვებდა, რომ დამჭირდებოდა. ხატია მომინათლა, ჩვენთვის ძალიან ახლობელი ადამიანია და მთელი გულით მიყვარს.

 „სააბაზანო ოთახის“ ფანჯრებში შუშები არ არის. ნინოს ეშინია, აქ ვერ დაბანს ბავშვებს. თვითონ რომ ბანაობს, მაშინვე ცივდება.

 - გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?

 ნინო: არც კი ვიცი, ჩემი ცხოვრება რატომ შეიცვალა ასე ძალიან. მე და ჩემი მეუღლე კარგად ვცხოვრობდით. ის რკინიგზაში მუშაობდა, მე დიასახლისი ვიყავი. ორი წელი მშვენივრად ვიცხოვრეთ, ვუგებდით ერთმანეთს. სირთულეებსაც ვუმკლავდებოდით. ხანდახან, ნახევარი პურის გარდა სახლში საჭმელი არაფერი გვქონდა. თვითონ არ ჭამდა, მე მიტოვებდა.

 მარი რომ დაიბადა, მაშინაც სულ მეხმარებოდა: აბანავებდა, ღამითაც დგებოდა, თუ საჭირო იყო. მიუხედავად იმისა, რომ იღლებოდა სამსახურში. არ ვიცი, რა დაემართა... არ ვიცი... მეორე შვილი არ უნდოდა, ასე თქვა: „მოიშორეო.“ მე კი ჩემსას არ ვიშლიდი. რატომ უნდა მოიშორო ანგელოზი, რომელიც უფალმა გაჩუქა?

 წავიდა და ორსული მიმატოვა. არც უნახავს, როგორი თოჯინა გაგვიჩნდა - ხატია. არ უნახავს, მარიმ როგორ აიდგა ფეხი, არ გაუგია მისი პირველი სიტყვები. მარიმ მხოლოდ სამი სიტყვა იცის: „დედა“, „მამა“ და „მომე“. სიტყვა „მამა“ მე ვასწავლე. ბავშვს ხომ ორი მშობელი უნდა ჰყავდეს. თუკი მეუღლეს თავი მოვაბეზრე და ჩემი დანახვა არ უნდა, ეს ხომ ჩვენი საერთო შვილია, ჩვენი სისხლი და ხორცი.

 შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ყოველთვის, როდესაც მოისურვებს, შეუძლია თავის შვილებთან მოსვლა? მე არ დავუშლი, გამიხარდება, არ მაქვს მასთან პრეტენზია.

მარიკუნა უკვე დარბის თავის პატარა ფეხებით და ლაპარაკს ცდილობს.

სოციალური შემწეობის დარიცხვა დროებით შეჩერებულია, პაწაწუნას კი, პამპერსი და საკვები ახლავე სჭირდება!


 - რამდენი ხანია, რაც არაფერი გსმენიათ მასზე?

 ნინო: 7 თვეა. (მძიმედ ამოისუნთქა.) ამხელა ქალი ვარ, ყველაფერი მესმის. მაგრამ გული მტკივა გოგონების გამო. ასე, უმამოდ ცხოვრება რით დაიმსახურეს? არაფერს ვნანობ, თავიდან რომც დამეწყო ცხოვრება, იგივეს გავაკეთებდი. ღმერთმა ყველაზე დიდი ნატვრა ამისრულა, შვილები მაჩუქა. ლამაზი და ჯანმრთელი გოგონები მყავს. ყველაფერი კარგად იქნება, როგორც კი მუშაობას შევძლებ. ახლა ძალიან მიჭირს და ხალხის შეწუხება მიწევს. ძალიან მერიდება, მაგრამ თუ არ დაგვეხმარებიან დავიღუპებით. მე და მარის სოციალური დახმარება გვეკუთვნის - 250 ლარი, მაგრამ, დროებით შეჩერებულია. ხელახლა ითვლიან ქულებს, მეორე ბავშვი რომ გაჩნდა.

 ნერვიულობის გამო, რძე არ მაქვს, ხატიას ხელოვნური კვება სჭირდება. მარიც სულ მკერდზე მეპოტინება და ბრაზობს, რომ ვერაფერს ნახულობს. რძეც კი არ მაქვს, ჩემს შვილებს რომ ვაჭამო.

 (მარიმ დედის ხალათს ხელი ჩაავლო, კალათაში ააცოცდა. სცადა, მაგრამ ვერაფერი გამოწურა მკერდიდან. ეწყინა და ატირდა. ნინომ ბავშვს მოუმზადა „დოშირაკი“ პურით.)

60-თეთრიანი ვერმიშელი, მშიერი კუჭის მოსატყუებლად.

 - კარგი დედა ხართ, ნინო. გულკეთილი და თბილი ქალბატონი. თავს ნუ დაიდანაშაულებთ იმაში, რომ ახლა არაფერი შეგიძლიათ. მოვა  დრო და ყველაფერს გააკეთებთ ტქვენი შვილებისთვის. ახლა კი, ჩვენ ვიზრუნებთ მათზე.

 ნინო: ჩვენს ხალხს ვენდობი. ვიცი, რომ შემიძლია მათი იმედი მქონდეს. მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, მეზობელი დედასავით დაგიდგეს მხარში.

მარიკუნა და ხატია, დედიკოს სამსახურში ჯერ ვერ გაუშვებენ, ძალიან სჭირდებათ. მოდით, ჩვენ ვიზრუნოთ ამ საოცარ ბავშვებზე!

 *****

 ნინოს ერთადერთი სამსახური, ამჟამად არის ამ ორი საოცარი გოგონას დედობა. ჯერ ძალიან პატარები არიან, ამიტომაც ვერ გავა სამუშაოდ. ბავშვებს არ აქვთ ცხელი წყალი (სჭირდებათ გაზის წყლის გამათბობელი), არ აქვთ არც ბავშვთა კვება, არც პამპერსი. ნინოს არ აქვს სარეცხი მანქანა და ძალიან წვალობს. ორი პატარა ბავშვი ჰყავს მოსავლელი, საცხოვრებელი პირობები კი ძალიან ცუდია. თავადაც დარწმუნდებით, თუ მოინახულებთ მათ: ლომიძეების ოჯახი ცხოვრობს გორში, რკინიგზის სადგური, გორიჯვრის ქ. 88.

 ძალიან ძნელია, საყვარელი ადამიანი სრულიად უმწეო მდგომარეობაში რომ მიგატოვებს. მაშინვე უამრავი პრობლემა ჩნდება, რომელსაც მარტო ვერ მოაგვარებ. ახლა ნინო, სწორედ ასეთ მდგომარეობაშია, ის სასოწარკვეთილია და მისი მარტო დატოვება არ შეიძლება.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნინო ლომიძე).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:


ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund


 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!


მსგავსი პროექტები: