ამ ბავშვებს, საქართველოს მომავალს, დამცირებულებსა და მშივრებს, ერთ ტახტზე სძინავთ ნესტიან და დანგრეულ სახლში! ნუთუ, ამ ანგელოზებიდან უნდა დაიღუპოს რომელიმე, რათა დანარჩენები გადარჩნენ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ამ ბავშვებს, საქართველოს მომავალს, დამცირებულებსა და მშივრებს, ერთ ტახტზე სძინავთ ნესტიან და დანგრეულ სახლში! ნუთუ, ამ ანგელოზებიდან უნდა დაიღუპოს რომელიმე, რათა დანარჩენები გადარჩნენ!

page info icon
2023 აპრილი 20
ერთი წლის ანი სიცხისგან იწვის, დედას კი არ აქვს არც თერმომეტრი, არც მედიკამენტები, რათა შვილს როგორმე შეუმსუბუქოს ტანჯვა. ანის სიცხე აქვს, მაგრამ ვერ უზომავენ და არანაირი წამალი არ გააჩნიათ. ერთადერთი გამოსავალია, სასწრაფო გამოიძახონ ან დაელოდონ, როდის გაიღვიძებენ მეზობლები, სიცხის დამწევი რომ გამოართვან.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,014 ₾
( 381 დონორი )
დასრულებულია
ამ ბავშვებს, საქართველოს მომავალს, დამცირებულებსა და მშივრებს, ერთ ტახტზე სძინავთ ნესტიან და დანგრეულ სახლში! ნუთუ, ამ ანგელოზებიდან უნდა დაიღუპოს რომელიმე, რათა დანარჩენები გადარჩნენ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ერთი წლის ანი სიცხისგან იწვის, დედას კი არ აქვს არც თერმომეტრი, არც მედიკამენტები, რათა შვილს როგორმე შეუმსუბუქოს ტანჯვა. 

ანის სიცხე აქვს, მაგრამ ვერ უზომავენ და არანაირი წამალი არ გააჩნიათ. ერთადერთი გამოსავალია, სასწრაფო გამოიძახონ ან დაელოდონ, როდის გაიღვიძებენ მეზობლები, სიცხის დამწევი რომ გამოართვან.

 ნია (6 წლის): ანის სიცხე აქვს, მე კი - მაღალი წნევა! ყოველთვის წნევა მაქვს, როდესაც მშია. თავი მტკივა ხოლმე და ცუდად ვხდები.

ნია ცუდად არის იმიტომ, რომ შია. მას კი ჰგონია, რომ მაღალი წნევა აქვს

 - ვინ გითხრა, რომ წნევა გაქვს?

 ნია: როდესაც ბებო ძალიან ცუდად არის, ამბობს, რომ წნევა აქვს მაღალი. ესე იგი, ცუდად რომ ვარ, მეც წნევა მაქვს!

 ცისანა: ნიას ყველაზე მეტად უჭირს შიმშილის გადატანა. ცუდად ხდება, ცდილობს, აგვიხსნას თავისი მდგომარეობა და ამბობს, რომ წნევა აქვს.

 ნია: მე შემიძლია ყველაზე ბევრი საჭმელი ვჭამო! ყველაზე დიდი მუცელი მაქვს!

 - რომელი საჭმელი გიყვარს ყველაზე მეტად?

 ნია: ბლინები! ალბათ, ყველა ბლინს შევჭამდი, რაც მსოფლიოში არსებობს!

„შემიძლია ყველა ბლინი შევჭამო ამ პლანეტაზე. თუ არ მეყო, შენც შეგჭამ!“

 ცისანა: ბავშვები მხოლოდ საჭმელზე ლაპარაკობენ. ვერ ვახერხებთ, ნორმალურად რომ გამოვკვებოთ. სოციალური სასადილოთიც კი ვერ ვსარგებლობთ. ეს ჩვენთვის კატასტროფაა! ოჯახში ექვსი მშიერი ბავშვი გვყავს!

 - და სასადილოთი რატომ ვერ სარგებლობთ?

 ცისანა: ყველა ინსტანციას მივწერე, ყურადღება რომ მოგვაქციონ, მაგრამ უშედეგოდ. მეუბნებიან, რომ  მომლოდინეთა სიაში ჩაგვწერენ, თუ ვინმე გარდაიცვალა... წარმოიდგინეთ, როგორია, ვიღაცის სიკვდილს რომ უნდა ელოდო, ბავშვები ლუკმა პურით რომ უზრუნველჰყო? რამხელა ცოდვაა...

“ერთადერთი სკამი გვაქვს, რომელსაც მაგიდის ნაცვლად ვიყენებთ“

 - ექვსი ბავშვი დანგრეულ სახლში, სიცივე, შიმშილი... როგორ ახერხებთ თავის გატანას, თან ორსულად ხართ!

 ცისანა: დიახ... მეუღლემ მიმატოვა, როდესაც გაიგო, რომ ისევ ფეხმძიმედ ვიყავი. უკვე ნახევარი წელიწადია არაფერი გვსმენია მასზე. ამბობენ, რომ ქვეყნიდან წავიდა, არ ვიცი. ძალიან ენატრება ბავშვებს. განსაკუთრებით პატარას, ანის. დადის და ეძებს. წლინახევრის არის და სულ ეძახის: „მამა, მამა“. მეც ვეღარ ვმუშაობ, მუცელს რომ დაინახავენ, ჩემი სამსახურში აყვანა არავის უნდა. სოციალური შემწეობის თანხა კი, არაფერში გვყოფნის. მხოლოდ წიწიბურას და მაკარონს ვყიდულობთ... ავად თუ გახდა ვინმე, უფლის იმედზე ვართ, იქნებ არ გაურთულდეს და არ დასჭირდეს წამლები. მეზობლები ძალიან გვეხმარებიან, თუ გაიგებენ შიმშილისგან მტირალი ბავშვების ხმას, ვის რაც აქვს ის მოაქვთ. დღეს მაგალითად, წვნიანი მოგვცეს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ სახურავიდან წყალი ჩამოდის, ფანჯრები არ გვაქვს, გარეთ გვაქვს ონკანიც და საპირფარეშოც... საწოლები არ გვაქვს - ბავშვებს ყველას ერთად სძინავთ, გასაშლელ ტახტზე. რაღამდენი ჩამოვთვალო? ასე, ლაპარაკი დილამდე მოგვიწევს.

ყველაზე მეტად, დავითს და ნიას ენატრება მამა

 - აქ როგორ აღმოჩნდით, ცისანა?

 ცისანა: თვითნებურად დაკავებული შენობაა. აქ, გარეუბანში ბევრი ოჯახი ცხოვრობს, ვისაც არსად აქვს წასასვლელი. სანამ მეუღლე მყავდა და მუშაობა შემეძლო, ქირით ვცხოვრობდით, მერე კი ქირა ვეღარ გადავიხადეთ და გამოგვყარეს. აქ დედასთან ერთად ვცხოვრობ. ისიც ავად არის. ჩირქოვანი წყლულები აქვს თავზე და ექიმთან ვერ მიმყავს. მე კი, ექოსკოპიაზე ვარ წასასვლელი. როდესაც პირველად ვიყავი, მითხრეს, რომ შეიძლება ტყუპები მყავდეს. ალბათ, ამ „სასიხარულო“ ამბის გამო გაიქცა ჩემი მეუღლეც. თან მიხარია, პატარას რომ ველოდები, თან შიში მიპყრობს, არ ვიცი, როგორ გავუმკლავდები ყველაფერს. მერე კი, ვფიქრობ, რომ ღმერთი ექვსი შვილის აღზრდაში დამეხმარა და მეშვიდესაც გაგვაზრდევინებს. უფროსი შვილები ძალიან მეხმარებიან სახლში, პატარებსაც კი უვლიან.

წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის

იძულებული ვართ, ცოცხით ვხვეტოთ სახურავიდან წყალი

ბავშვებს არ აქვთ საწოლები, ხუთივე როგორღაც ეტევა ერთ გასაშლელ ტახტზე

 ელენე (12 წლის): ყველაზე ყოჩაღი ნინო გვყავს! სახლშიც აკეთებს ყველაფერს და პატარებსაც ამეცადინებს.

 ნინო (10 წლის): და შენ რა, არ ხარ ყოჩაღი? ელენე ძალიან ლამაზად ხატავს, მაგრამ საერთოდ არ აქვს „სახატავები“. ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ. მარიამი მოუსვენარია! ნიას კი, სულ შია!

„ყველაფერში უნდა მივეხმაროთ დედიკოს! როდესაც ის მუშაობდა, ელენე და ნინო პატარებს უვლიდნენ“

 - თქვენ რის კეთება გიყვართ?

 ელენე: სწავლა მიყვარს, ხატვაც და კიდევ, ჩემი ოცნებაა სკეტი მქონდეს და ექიმი რომ გამოვიდე. იცით, სკეიტი ისეთი რამეა, ყველა კი არ გათხოვებს. ზუსტად ვიცი, რომ კარგად ვივლი. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად გამომდის, თუ მოვინდომე.

 - რა კარგი მეგობრები გყავს!

 ელენე: საუკეთესოები! როდესაც პატარა ვიყავი, თითზე პრობლემა მქონდა. ბავშვები თავს მარიდებდნენ, ეგონათ, რომ გადამდებია, არ მეთამაშებოდნენ, ნინი და ნატა კი მაინც მეგობრობდნენ ჩემთან. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე კარგები არიან!

 ნინო: მეც მყავს მეგობრები, მაგრამ ელენე უფრო „მეგობრული“ გოგოა. მე კი ძალიან მიყვარს სწავლა, მაგრამ გაკვეთილებს ვაცდენ ხოლმე. როდესაც ცივა, სკოლაში ვერ დავდივართ იმის გამო, რომ თბილი ტანსაცმელი არ გვაქვს. აი, სტომატოლოგი რომ გამოვალ, ბევრი ფული მექნება, ლამაზ ტანსაცმელს ვიყიდი და ბევრ საჭმელს.

ამ ბავშვებს არ აქვთ არც სათამაშოები, არც მომავალი

 - რატომ გინდა, სტომატოლოგი რომ გამოხვიდე?

 ნინო: პატარაობიდან მინდა. მინდა ბებოს კბილებზე ვუმკურნალო. ერთი კბილიც აღარ დარჩება მალე. მე კი მინდა, რომ ლამაზი იყოს. სანამ სტომატოლოგი გამოვალ, მანამდე მინდა,  ტელეფონი რომ მქონდეს!

 მარი (8 წლის): მეც არ ვოცნებობ „გოგოშკურ“ თოჯინებზე, ველოსიპედი მინდა! ოღონდ ნორმალური, რაღაც „ბარბებიანი“ კი არა. სწავლა არ მიყვარს, ბებო მეუბნება, რომ უნდა ვისწავლო! მე კი ვერ ვხვდები, რისთვის. აი, რომ გავიზრდები, მათემატიკის მასწავლებელი გამოვალ და ბავშვებს სწავლას მე თვითონ დავაძალებ! ვნახოთ მერე, ვინ იხალისებს!

პატარა დავითმა არც კი იცის, რამდენი ლამაზი სათამაშო და გემრიელი საჭმელი არსებობს ამქვეყნად

 - უყურე ამას!

 ნია (6 წლის): მე ჯერ არ დავდივარ სკოლაში. არ ვიცი, იქ მომეწონება, თუ არა. სკოლა კარგიც არის და ცუდიც. მე ლექსი ვიცი კატაზე! რომელმაც ვაზა გატეხა და ბებო ეჩხუბა. ჩვენ კი ვაზა არ გვაქვს, არც კატა გვყავს! სათამაშოებიც კი არ გვაქვს!

 - შენ თუ მოგწონს თოჯინები?

 ნია: რა თქმა უნდა, მე ხომ, გოგო ვარ! თოჯინებზე ვოცნებობ და კიდევ რაღაც-რაღაცეებზე!

 - მაგალითად რაზე?

 ნია: არ ვიცი, როგორ აგიხსნა. ისეთი თოჯინა მინდა, რომელსაც სახლი აქვს და ტანსაცმელი. და თავისი ნივთებიც. კიდევ მინდა, რომ სახლში ყოველთვის გვქონდეს საჭმელი! ბე-ე-ე-ევრი საჭმელი! მეც რომ მეყოს და სხვებსაც. მე სულ მშია, ელენე, ნინო და მარი კი, მეუბნებიან: „მოითმინე, ჩვენ ხომ ვითმენთო?“ მე კი ვერ ვითმენ. მუცელი მტკივა და წნევაც მაქვს! დავითისთვის კი, ბურთი და კუბიკები მინდა! ის ყველას დაავიწყდა, მე კი მახსოვს! 

 - ახლა კი, დედიკოს ვკითხოთ, ის რაზე ოცნებობს. წინააღმედეგი ხომ არ ხართ?

 მარი: მალე დედიკოს დაბადების დღეა. (ავტორის შენიშვნა: ცისანას 24 აპრილს აქვს დაბადების დღე.) მინდა, რომ ტორტი ჰქონდეს!

„რამდენი დღე უნდა ვჭამოთ მხოლოდ წიწიბურა და მაკარონი?“

 - ცისანა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ცხოვრება ამდენად მძიმეა, იქნებ გაქვთ რამე ოცნება?

 ცისანა: არა! ჩემი ერთადერთი ოცნებაა, მინიმალური პირობები მაინც შევუქმნა ბავშვებს. სახლში არც ონკანი გვაქვს, არც საპირფარეშო. საჭმელს მეზობლებთან ვაცხელებ, წყალს ეზოში ვავსებ, საპირფარეშო კი, ძალიან შორს არის. აი, ამ უდიდეს პრობლემას თუ მოაგვარებთ, უბედნიერესი ქალი ვიქნები. ახლა, პატარა რომ დაიბადება, როგორ უნდა დავბანო, არ ვიცი. ასეთ პირობებში, ბავშვებს კვირაში ერთხელ ძლივს ვაბანავებ, როდესაც ცივა, შეიძლება თვენახევარიც დაუბნალებმა იარონ!

ამ ოჯახისთვის, სადაც პატარა ბავშვები არიან, ყველაზე დიდი პრობლემაა წყლის ავსება და საპირფარეშოში გასვლა

 - როგორც ვხედავ, ამის გარდა, სახურავიც ცუდ მდგომარეობაშია... არც საწოლები გაქვთ, არც მაგიდა!

 ცისანა: საერთოდ არაფერი გაგვაჩნია! მაგრამ, უპირველესი და ყველაზე მთავარი პრობლემაა წყალგაყვანილობა. მერე, სახურავის შეკეთება და ავეჯი... არც სარეცხი მანქანა გვაქვს, არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი...

ქართველმა ბავშვებმა ფეხშიშველებმა არ უნდა იარონ, ფეხსაცმლის არქონის გამო!

 - სახელმწიფოს თუ მიმართეთ დახმარებისთვის? იქნებ, შესაძლებელია თქვენი უკეთეს პირობებში გადაყვანა? ან იქნებ, რაიმე შეღავათები გეკუთვნით?

 ცისანა: უკვე აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ მივმართეთ. ბინაც ვთხოვე, ქირის გადახდაც. სოციალურ სასადილოშიც კი არ არის ჩვენთვის ადგილი, მეტი რაღა ვთქვა? მრავალშვილიანობის შემწეობის თანხა კი, მთლიანად ბანკს მიაქვს. რამდენიმე წლის წინ, ბავშვი ცუდად გვყავდა და სესხის გამოტანა მოგვიწია. ღმერთმა უწყის, როდის მოვახერხებ მის დაფარვას. სანამ მუცელი დამეტყობოდა, ცეხში ვმუშაობდი, კაპიკებს მიხდიდნენ, მაგრამ ბავშვები მშიერი მაინც არ მყავდა. ახლა კი, შემწეობის თანხას რომ ავიღებ და მაღაზიებში პროდუქტის ვალებს გადავიხდი, 300-400 ლარიღა მრჩება. რას ვამყოფინო? ძალიან მეშინია, ახალშობილზე რომ ვფიქრობ. მისთვის ტანსაცმელიც კი არ მაქვს. ამიტომ მოგმართეთ თქვენ, იმის იმედით, რომ რაღაცით მაინც დამეხმარებით. ვიცი, რომ სწორედ ღმერთმა მიმასწავლა თქვენი ფონდის გზა და თუ არავინ გამოეხმაურა ჩემს თხოვნას, ესეც უფლის ნება იქნება.

ისინი საქართველოს შვილები არიან! უნდა გადავარჩინოთ. მათ უნდა იცოდნენ, ბედნიერი ბავშვობა რას ნიშნავს!

* * *

 მეგობრებო, ამ ოჯახს არავინ ჰყავს, დახმარებისთვის რომ მიმართონ. ჩვენ ვართ მათი უკანასკნელი იმედი. დახმარებას ვთხოვთ გულისხმიერ ადამიანებს, ვისთვისაც ექვსი ბავშვის ბედ-იღბალი არ არის სულერთი. მათ ყველაზე უბრალო, ყველასთვის ჩვეულებრივი ტექნიკაც არ გააჩნიათ. ღმერთო, უშველე ამ შეჭირვებულ და ტანჯულ ადამიანებს!

 ამ კეთილ ქართულ ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: უპირველეს ყოვლისა, წყალგაყვანილობისა და საპირფარეშოს მოწესრიგება. ასევე, სახურავის შეკეთება, საწოლების, მაგიდისა და სკამების შეძენა. ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სასკოლო ნივთები, პატარას კი, რომელიც მალე გაჩნდება - ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები. ოჯახს ასევე ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი და სარეცხი მანქანა. შესანიშნავი იქნება, ბავშვებისთვის პლანშეტების, ველოსიპედის, გორიალას და სათამაშოების ყიდვა თუ მოხერხდება. ერთობლივი ძალებით, შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას ისევე, როგორც უკვე დავეხმარეთ ათასობით სხვა ქართულ ჯახს, რომელიც იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.

 თუკი ვინმეს სურს მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, ოჯახის მისამართია: თბილისი, ლილოს დასახლება, მ. ღლონტის ქ. №2

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ცისანა წითელაშვილი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!


მსგავსი პროექტები: