"გულში 200 ნემსი მერჭობა": როგორ ებრძვის სიკვდილს, გაჭირვებასა და უსახლკარობაში 8 წლის ულამაზესი ბიჭუნა ბექა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"გულში 200 ნემსი მერჭობა": როგორ ებრძვის სიკვდილს, გაჭირვებასა და უსახლკარობაში 8 წლის ულამაზესი ბიჭუნა ბექა

page info icon
2023 ივლის 25
8 წლის ბექას თანდაყოლილი უმძიმესი გულის მანკი აქვს. ქართველმა ექიმებმა უარი უთხრეს ოპერაციის ჩატარებაზე, ამბობენ, რომ შესაძლებელია პაციენტი ვერ გადარჩეს. მარტოხელა დედას ძალიან „სასარგებლო“ რჩევას აძლევენ - „გაუფრთხილდითო“. საინტერესოა, თავიანთ შვილებსაც ასე ეტყოდნენ „ვაიმრჩევლები“. ასევე, ამბობენ, რომ გერმანიიდან და თურქეთიდან მიღებულმა პასუხებმაც იგივე თქვეს: „რისკი ძალიან დიდიაო“. ჩვენ კი, მეგობრებო, ასეთი „რჩევების“ არ გვჯერა. ნუთუ შეიძლება, 8 წლის ბიჭუნა „დავიცვათ“ თანატოლებთან და ძმებთან თამაშისგან? ის ხომ ბავშვია? 8 წლის ბავშვზე გვაქვს საუბარი!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,774 ₾
( 357 დონორი )
დასრულებულია

"გულში 200 ნემსი მერჭობა": როგორ ებრძვის სიკვდილს, გაჭირვებასა და უსახლკარობაში 8 წლის ულამაზესი ბიჭუნა ბექა

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

“პირველ ფოტოზე რომ სახლს ხედავთ, მანდ ჩვენი ისტორიის გმირები: 9 წლის გოჩა, 8 წლის ბექს და 4 წლის მათე ცხოვრობენ. მეორე ფოტო კი ინტერნეტში ვიპოვეთ - აფრიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაშია გადაღებული. ხედავთ განსხვავებას?”

8 წლის ბექას თანდაყოლილი უმძიმესი გულის მანკი აქვს. 

ქართველმა ექიმებმა უარი უთხრეს ოპერაციის ჩატარებაზე, ამბობენ, რომ შესაძლებელია პაციენტი ვერ გადარჩეს. მარტოხელა დედას ძალიან „სასარგებლო“ რჩევას აძლევენ - „გაუფრთხილდითო“. საინტერესოა, თავიანთ შვილებსაც ასე ეტყოდნენ „ვაიმრჩევლები“. ასევე, ამბობენ, რომ გერმანიიდან და თურქეთიდან მიღებულმა პასუხებმაც იგივე თქვეს: „რისკი ძალიან დიდიაო“. ჩვენ კი, მეგობრებო, ასეთი „რჩევების“ არ გვჯერა. ნუთუ შეიძლება, 8 წლის ბიჭუნა „დავიცვათ“ თანატოლებთან და ძმებთან თამაშისგან? ის ხომ ბავშვია? 8 წლის ბავშვზე გვაქვს საუბარი! დაზუსტებით ვიცით, რომ რიგ შემთხვევებში გულის გადანერგვაც ხდება. ჩვენ, „არაექიმ“, მაგრამ ღმერთისთვის გულანთებულ ადამიანებს გვჯერა სასწაულების, ჩვენ ხომ ასობით ბავშვი და ახალგაზრდა გამოვგლიჯეთ ხელიდან სიკვდილს და ჯანმრთელობა ვაჩუქეთ! ჩვენ სხვა, პასუხისმგებლობებით სავსე გზა გვაქვს გასავლელი და ამიტომ ვიწყებთ თანხის შეგროვებას.

აი ასეთები არიან ეს ულამაზესი ბავშვები, რომლებიც თამილამ საქართველოს გაუჩინა!

თამილა: რა უნდა ქნა, როცა ცხოვრება თავზე გენგრევა და ღია ცის ქვეშ გტოვებს? როგორ შევეგუოთ მეუღლის ღალატს და როგორ გავნაგრძოთ ბრძოლა სიცოცხლისთვის? 

ეს 32 წლის თამილას ისტორიაა, რომელიც არ შეუშინდა განსაცდელს და დახმარების თხოვნით მოგვმართა.

 - ძნელია იყო სამი ბიჭის მარტოხელა დედა, როცა არც ჭერი გაქვს თავზე და დამხმარეც არავინ გყავს?

 თამილა: ყოველდღიურ ომს ჰგავს, როდესაც გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღე გიწევს. გული მიკვდება, როდესაც ბავშვები მშიერი თვალებით მიყურებენ, მე კი ამ დროს, ნორმალური საჭმელიც არ მაქვს. ბექა გულზე რომ იკიდებს ხელს, სიკვდილი მინდა! ექიმთან წასასვლელად თანხა არასდროს მაქვს გადადებული. ჩვენს მდგომარეობაში კი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ვერც კი ავუხსნი ჩემს საბრალო შვილებს, რას ნიშნავს ბედნიერება.

ამ ხუხულას სიგრძე-სიგანე სამი მეტრია. ეს ბავშვები აქ ცხოვრობენ დედასთან ერთად. თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, ისეთი სივიწროვეა

 - რა არის თქვენი საარსებო წყარო და უსახსრობის გამო, რა პრობლემებს ხვდებით?

 თამილა: ჩვენი ცხოვრება გაუთავებელი დაბრკოლებებით სავსე ბილიკს ჰგავს. ბავშვებს ყოველთვის ძონძები აცვიათ. თითქოს, უფსკრულისკენ მიექანება ყველაფერი. მათი სკოლის ჩანთა კი, ნაწყვეტია იუმორისტული შოუდან, ყველაფერი მიწაზე ცვივა, ირგვლივ კი, ყველა დასცინის ჩემს საბრალო შვილებს.

„აქაც მშვენივრად ვმეცადინეობ... დედა კი იმის გამო დარდობს, რომ მაგიდა არ გვაქვს“

 გოჩა (9 წლის): დედა, ნუ აზვიადებ! დიდი ამბავი, ერთი-ორჯერ თუ დამცინეს. კი, საწყენია, მაგრამ უკვე მიჩვეული ვარ! არასდროს მქონია ახალი ჩანთა. სამაგიეროდ, კარგად ვსწავლობ. საუკეთესო მოსწავლე ვარ ჩემს კლასში! და იცით, რატომ? მინდა, მეზღვაური გამოვიდე! იმიტომ, რომ ისინი დიდ ფულს შოულობენ!

 - რომელი საგნები მოგწონს ყველაზე მეტად? 

 გოჩა: კარგი მეზღვაური რომ დადგე, კარგად უნდა იცოდე მათემატიკა და ინგლისური ენა. ამ საგნებს ვსწავლობ ყველაზე კარგად. მაგრამ, ლიტერატურაც და ისტორიაც მეადვილება. ერთხელ წაკითხვაც მყოფნის, რომ დავიმახსოვრო.

„დედას თვალზე ცრემლი არ უშრება, როცა წარმოიდგენს, რომ ხვალ შეიძლება შვილებს პურიც ვერ აჭამოს“

 ბექა (8 წლის): მეც კარგად ვსწავლობ, მე მინდა გემის კაპიტანი გამოვიდე! მეზღვაურებზე დიდი ხელფასი მაგათ აქვთ.

 გოჩა: ყველაფერს იმეორებს რასაც მე ვაკეთებ. ის ყველაფერი მოსწონს, რაც მე, და ჩემსავით აკეთებს  ყველაფერს.

 ბექა: არაფერიც! მე გული მტკივა, შენ კი არა! თან, მე შეყვარებული მყავს, შენ - არა!

„კარგი სწავლისთვის სკოლაში სიგელებსაც კი ვიღებთ“

 - რა საინტერესო რამეებს ამბობ!

 ბექა: აი, კაპიტანი რომ გავხდები და ბევრ ფულს ვიშოვნი, ჩემთვისაც მანქანას ვიყიდი და დედიკოსთვისაც.

 - შენს შეყვარებულსაც უყიდი მანქანას?

 ბექა: არა, იმას ვარდებს და ბეჭედს ვაჩუქებ. 

 გოჩა: საერთოდ რაზე ლაპარაკობ? ჯერ მხოლოდ 8 წლის ხარ! რა შეყვარებული?! სულ გაგიჟდი?

 - შენ ჯერ არ გყავს შეყვარებული?

 გოჩა: ჯერ რა დროსია ამაზე ფიქრი? ჩვენ ხომ, ჯერ ბავშვები ვართ? რომ გავიზრდები, მერე ვილაპარკოთ!  უკვე 8 წლის არის და ისე იქცევა, გეგონება, პატარა ბავშვი იყოს!

„კაპიტანი რომ გავხდები, ჩემს შეყვარებულს ვარდებს და ბეჭედს ვაჩუქებ, დედას და ჩემს ძმებს კი - მანქანებს!“

 - კარგი, დიდო ბიჭო, გავიგეთ, რომ კარგად სწავლობ და ძალიან სერიოზული ბიჭი ხარ. ახლა კი, გვითხარი, ოცნება თუ გაქვს?

 გოჩა: კი, მე მაქვს ერთი... უფრო სწორად ორი ოცნება. მინდა, რომ სახლში საჭმელი ყოველთვის გვქონდეს და კიდევ, ველოსიპედზე და პლანშეტზე ვოცნებობ. ველოსიპედით სეირნობა ძალიან, ძალიან მიყვარს, ეზოში კი ბავშვები არ მაძლევენ, მეუბნებიან რომ ყველას საკუთარი უნდა ჰქონდეს.

 - საკუთარი რომ გექნება, სხვა ბავშვებს ათხოვებ ხოლმე? 

 გოჩა: რა თქმა უდა.

 -  რომ გაგიფუჭონ?

 გოჩა: არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. ალბათ, ძალიან ბევრს ვიტირებ... კიდევ, ფეხბურთზე მინდა სიარული, მაგრამ დედა ფორმას ვერ მიყიდის. ხანდახან, პურსაც კი ვერ ყიდულობს ჩვენთვის. კიდევ, ახალი ჩანთა მინდა სკოლისთვის. ვაიმე, ორი ოცნება უნდა მეთქვა და ათასი გმომივიდა!

„ახლა, მხოლოდ სწავლაზე უნდა ვიფიქრო. რა დროს გოგონებზე ფიქრია?“

 ბექა: მე კი, მართლა მხოლოდ ორ რამეზე ვოცნებობ! ველოსიპედი მინდა, პლანშეტი და ბურთი. და კიდევ, ნორმალური ფეხსაცმელი, ფეხბურთი რომ ვითამაშო... უი, მეც ორზე მეტი გამომივიდა! და თითქმის იგივე, რაც გოჩას. კიდევ, ისეთი ჩანთა მინდა, აღარავინ რომ არ დამცინოს!

 მათე (4 წლის): მე კი, მხოლოდ „პულტიანი“ მანქანა მინდა... ოღონდ დიდი. 

„მე მხოლოდ მანქანაზე ვოცნებობ... და კანფეტებზე“

 თამილა: ძალიან მებრალებიან ჩემი შვილები. გული მეწვება, გულნატკენს და თვალცრემლიანს რომ ვხედავ. მინდა, ამ სასტიკი და უსამართლო სამყაროსგან რომ დავიცვა, მაგრამ არ გამომდის. ხან სკოლაში დასცინიან, ხან ეზოში ველოსიპედს არ აძლევენ ან ფეხბურთს არ ათამაშებენ... კანფეტს რომ მთხოვენ და თვეში ერთხელაც კი ვერ ვყიდულობ, სიკვდილი მინდა.

„ჩვენი ჩანთის შესაკრავი გაფუჭებულია და წიგნები მიწაზე იყრება“

 - რას აკეთებთ იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს მდგომარეობა?

 თამილა: ყოველდღე ვეძებ სამსახურს, ბავშვების დედაჩემთან დატოვებას თუ ვახერხებ, მაშინვე დალაგებაზე გავრბივარ ხოლმე, ცოტა ფული რომ ვიშოვნო და საჭმელი ვიყიდო. მძიმე ავადმყოფი ქალია დედაჩემი, კიბო აქვს, მამაჩემმა კი, 8 წლის წინ ინფარქტი გადაიტანა და დღემდე ვერ გამოსულა მდგომარეობიდან. ჩემს მშობლებს თავად სჭირდებათ მოვლა, მე კი, ჩემი შვილებით საზრუნავს ვუმატებ. მხოლოდ ისინი დამიდგნენ მხარში, როდესაც მეუღლემ 8 თვის ორსული მიმატოვა... არც კი ვიცი, ეს სულიერი ტრავმები საერთოდ როგორ გადავიტანე.

„წარმოვიდგენთ ხოლმე, ვითომ, ფაფას კი არა, ხინკალს ვჭამთ და ჭიქებში, ლიმონათი ასხია, წყალი კი არა“

 - დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მიმართეთ, რა სახის მხარდაჭერის მიღება გსურთ ხალხისგან?

 თამილა: ღმერთს და კეთილ ადამიანებს ვთხოვ, დახმარების ხელი რომ გამიმართონ. არ გვაქვს საშუალება, ნორმალურად რომ ვიკვებოთ. საცხოვრებელ პირობებზე უკვე ხმას აღარ ვიღებ. ეს ოთახი, უფრო სწორად ჩემი მშობლების სახლზე მიშენებული საკუჭნაო, ჩვენი ერთადერთი თავშესაფარია. მისი ფართი მხოლოდ 8, თუ 9 კვადრატული მეტრია და აქ ვცხოვრობთ. ორ საწოლზე გვძინავს, პატარა მაგიდაზე ან სკამზე ვჭამთ და ვმეცადინეობთ კიდეც. შეიძლება ითქვას, ეს დახეული სკოლის ჩანთა ჩვენი დანგრეული ცხოვრების სიმბოლოა.

„ეს ორი საწოლია ჩვენი საცხოვრებელი, ამ ოთახში მეტი არაფერი ეტევა“

 - ამჟამად რა სახის დახმარება გჭირდებათ ყველაზე მეტად?

 თამილა: რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ყველაფერს ვართ მოკლებულები. მაგრამ მთავარი მაინც, ჩემი ბექას ჯანმრთელობაა! ბავშვებს ძონძებით აცვიათ, ახალი ტანსაცმლის შეძენის საშუალება არ გაგვაჩნია. არ შემიძლია, ბავშვებს ნორმალურად რომ ვაჭამო, ეს ჩვენი საწოლებიც თითქმის დაშლილია. კიდევ, სარეცხი მანქანა მჭირდება და ტელევიზორი, ბავშვები რაღაცით მაინც რომ გაერთონ. ძალიან კარგი იქნებოდა, პატარა მაცივარიც რომ გვქონდეს.

 მეგობრებო, უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც მარტო იბრძვი შენი შვილების მომავლისთვის. თამილა, სამი არაჩვეულებრივი ბიჭუნას, 9 წლის გოჩას, 8 წლის ბექას და 4 წლის მათეს ახალგაზრდა დედიკო გახლავთ. მეუღლის ღალატის მერე, ის ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დარჩა. მას არა მხოლოდ სულიერ ტკივილთან, არამედ ფინანსურ სირთულეებთან უწევს ბრძოლა, რათა ღირსეული პირობები შეუქმნას თავის შვილებს. 

 გვჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ბედნიერი მომავლის შანსს, მით უმეტეს, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ. მოდით, მხარში დავუდგეთ თამილას და მის შვილებს, შემოუერთდით სახსრების საჯარო შეგროვების აქციას მათ დასახმარებლად. თქვენს მიერ გაღებულ შემოწირულობას, შეუძლია მათი ცხოვრების შეცვლა. შეუძლია, ამ ბავშვებს დაეხმაროს, გულის მანკით დაბადებულ 8 წლის ბექას მკურნალობაში, 9 წლის ბექას კი იმაში, რომ ოცნება აიხდინოს და გემის კაპიტანი გამოვიდეს. პატარა მათეს კი, რომელსაც საკუთარი მამა ნანახიც არ ჰყავს, იმაში, რომ დადგეს ნამდვილი ვაჟკაცი.

 თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ხელვაჩაური, ფრიდონ ხალვაშის ქ. №188, „ოცნების ქალაქი“.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: თამილა მახარაძე)

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!



მსგავსი პროექტები: