ასეთი სახლი მხოლოდ ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმებში თუ გექნებათ ნანახი, ჩვენ კი ის საქართველოში ვიპოვეთ. სუსტი ნერვების პატრონებს და 16 წლამდე ბავშვებს ნახვას არ ვურჩევთ. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ასეთი სახლი მხოლოდ ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმებში თუ გექნებათ ნანახი, ჩვენ კი ის საქართველოში ვიპოვეთ. სუსტი ნერვების პატრონებს და 16 წლამდე ბავშვებს ნახვას არ ვურჩევთ.

page info icon
2023 სექტემბერი 19
page info icon
2348
ამ ეგრეთ წოდებულ სახლში, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება უფეხოდ დატოვოს ადამიანი. ყოფილი სკოლის შენობისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. შენობა იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო, რომ მთავრობა მოსწავლეების სიცოცხლეს გაუფრთხილდა და სკოლა დახურა. „გულის ამაჩუყებელი“ მზრუნველობაა, არა?! მაგრამ რატომღაც, წულაიების ოჯახის საცხოვრებელი პირობები ადგილობრივ ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს. არაფერს წყვეტს, ერთი ოჯახით მეტი იქნება, თუ ერთით ნაკლები. ალბათ, მათი გადმოსახედიდან, ეს საქართველოსთვის სულაც არ არის პრობლემა! ადამიანებს, ვისაც არ გააჩნია ქართული მხურვალე გული, რა თქმა უნდა, შეუძლიათ იფიქრონ ასე. მაგრამ, ნამდვილად არა ჩვენ და ჩვენი ვებ-გვერდის 94 ათას გამომწერს. მეგობრებო, გამოიწერეთ გვერდი, თორემ ამ ოჯახის გარდა, შეიძლება ბევრი სხვაც დავკარგოთ. ჩვენ ხომ, ასე ცოტანი ვართ!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,098 ₾
( 240 დონორი )
დასრულებულია

ასეთი სახლი მხოლოდ ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმებში თუ გექნებათ ნანახი, ჩვენ კი ის საქართველოში ვიპოვეთ. სუსტი ნერვების პატრონებს და 16 წლამდე ბავშვებს ნახვას არ ვურჩევთ.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ამ ეგრეთ წოდებულ სახლში, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება უფეხოდ დატოვოს ადამიანი

 ყოფილი სკოლის შენობისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. 

შენობა იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო, რომ მთავრობა მოსწავლეების სიცოცხლეს გაუფრთხილდა და სკოლა დახურა. „გულის ამაჩუყებელი“ მზრუნველობაა, არა?! მაგრამ რატომღაც, წულაიების ოჯახის საცხოვრებელი პირობები ადგილობრივ ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს. არაფერს წყვეტს, ერთი ოჯახით მეტი იქნება, თუ ერთით ნაკლები. ალბათ, მათი გადმოსახედიდან, ეს საქართველოსთვის სულაც არ არის პრობლემა! ადამიანებს, ვისაც არ გააჩნია ქართული მხურვალე გული, რა თქმა უნდა, შეუძლიათ იფიქრონ ასე. მაგრამ, ნამდვილად არა ჩვენ და ჩვენი ვებ-გვერდის 94 ათას გამომწერს. მეგობრებო, გამოიწერეთ გვერდი, თორემ ამ ოჯახის გარდა, შეიძლება ბევრი სხვაც დავკარგოთ. ჩვენ ხომ, ასე ცოტანი ვართ!

დღეს, წულაიები, კეთილი ქართული ოჯახი - დედა, მამა და ორი შვილი, ცხოვრობენ აქ, ამ ნანგრევებში. მათი ერთადერთი თავშესაფარი ეს არის. ამ დანგრეულ შენობაში არ არის არც დენი, არც წყალი, არც გაზი. მაგრამ, როდესაც სხვაგან არსად გაქვს წასასვლელი, ეს შიშველი კედლებიც, შეიძლება სასახლეზე უფრო მყუდროც კი ჩანდეს!

 „მარტო დაძინების მეშინია, ქარის დროს კედლებში სტვენა ისმის“

 ვიცით, რომ ნამდვილად მოიძებნებიან ადამიანები, ვინც მიზეზების ძებნას დაიწყებს იმის ნაცვლად, დახმარების ხელი რომ გაუწოდოს. სამწუხაროდ, ცხოვრება ისეთია, რომ არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული. ზეციური სამსჯავრო გველის უკლებლივ ყველას - მდიდრებსაც და ღარიბებსაც. გველის არა მიწიერი, არამედ საღმრთო კანონით განსჯა. და ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს უფალი, არის თანაგრძნობა მოყვასის მიმართ. ბავშვებს ხომ, ნამდვილად არაფერი დაუშავებიათ და არ დაუმსახურებიათ ის, რომ თავიანთ ქართველ თანატოლებზე უარს პირობებში მოუხდათ ცხოვრება.

ირინა (10 წლის): როგორ მეშინია ამ სახლის! მარტო დაძინებისაც მეშინია, დედიკოს ვეხუტები ხოლმე. ზამთარში, დაბზარული კედლებიდან სიცივე შემოდის ხოლმე, ქარის დროს კი, საერთოდ გული მისკდება. მბურძგლავს, ეს ხმა რომ ჩამესმის.

 - თქვენთან ინტერვიუს ჩასაწერად რომ მოვდიოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს ამ შენობაში. აქ როგორ აღმოჩნდით?

 ირმა: ნამდვილად რთული წარმოსადგენია, ასეთ პირობებში როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. მაგრამ ხანდახან, უსამართლოა ცხოვრება. როდესაც სახლი არ გაქვს და ჩვილი ბავშვებით ქუჩაში რჩები, არჩევანი არ გაქვს. ყოფილი სკოლის შენობაა, რომელიც ავარიულად ითვლება. ათი წლის წინ, თვითნებურად შემოვედით აქ. ქირა ვეღარ გადავიხადეთ. რამდენიმე წლის წინ, ბავშვის ავადმყოფობის გამო, სესხის აღება მოგვიწია და ეს ვალი აუტანელ ტვირთად გვექცა. ჩვენი შემოსავლის ნახევარს, 400 ლარს ვუხდით ბანკს. უბრალოდ გვინდოდა, ბავშვებს ჭერი მაინც ჰქონოდათ თავზე, ამიტომ ვცხოვრობთ ამ შენობაში. ძალიანაც გვრცხვენია, რომ ასეთ პირობებში იზრდებიან ჩვენი შვილები და მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარებით მოვედით დღემდე.

რთული დასაჯერებელია, რომ ამ შენობაში ბავშვები ცხოვრობენ

 ირინა: ყველა ჩემს მეგობარს ლამაზი სახლი აქვს. მეც მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩვენც ლამაზად ვიცხოვროთ. უარს ვიტყოდი ყველა დანარჩენ ოცნებაზე, ოღონდ ეს ერთი ამისრულდეს. ისეთი ღარიბები ვართ, რომ დედიკო ცეკვაზეც კი ვერ მატარებს. გზის ფულიც არ გვაქვს. სასწაული უნდა მოხდეს, როგორც ზღაპრებში, ერთი ოთახი მაინც რომ გავარემონტოთ. სასწაულის გარეშე კი, ნამდვილად ვერაფერს მოვახერხებთ.

ირმა: ძალიან ვდარდობ ბავშვების გამო. მათ ხომ, იმდენი რამ სჭირდებათ ახლა. „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი...“ ძალიან ამტანი შვილები მყავს, მიმალავენ თავიანთ გულის ტკივილს მაგრამ, მე ხომ ვხედავ, მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი. თანატოლების რცხვენიათ, არ უნდათ მეგობრებს გააგებინონ, რომ ასეთ დღეში ვართ. ჩემს გოგოს რამდენჯერ უტირია იმის გამო, რომ სტუმრად ვერავის ეპატიჟება. უცხომ აქ შეიძლება ფეხიც კი მოიტეხოს, თუ არ იცის, ფეხის დადგმა სად შეიძლება.

 „ძალიან მინდა, მეგობრები ჩემთან სტუმრად დავპატიჟო. მაგრამ, როგორ უნდა მოვიყვანო ასეთ საშინელ სახლში?“

- იატაკი, კედლები, ფანჯრები... პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს, რომ ზედაპირული კომფორტი მაინც შეიქმნას? 

ირმა: კეთილი მეზობლები გვყავს, რომ დაინახეს, ზამთარში როგორ ვიტანჯებოდით, თანხა შეაგროვეს და ფანჯრები ჩასვეს. ეს იყო ჩვენთვის ნამდვილი სასწაული! ისეთი სასწაული, როგორზეც ჩემი გოგო ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამხელა თანხას ვერაფრით შევაგროვებდით. საჭმელზე ძლივს გვყოფნის ჩვენი შემოსავალი.

 „ჩვენი ერთადერთი ტექნიკა, ეს გაზის ბალონია. ბავშვებს აქ ვუმზადებ საჭმელს. მეშინია, არ აფეთქდეს და არ დაგვასახიჩროს ყველა“

- ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით?

ირმა: ვერ გეტყვით, რომ ოდესმე უდარდელი ცხოვრება გვქონდა და არაფერი გვიჭირდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რა დღეშიც ვართ ამ სესხის გამო, ნამდვილი საშინელებაა. აქ არც წყალია, არც დენი. საჭმელს ვამზადებ ძველ გაზის ბალონზე, რომელიც ბოლავს. მეშინია, ერთ მშვენიერ დღეს არ აფეთქდეს. ეზოში ვიბანთ პირს და ცუდ ამინდში ეს მართლაც ძალიან ძნელია. ტაშტში ვბანაობთ, პირველყოფილი ადამიანებივით.

 „ეზოდან ვეზიდებით წყალს“

ზაფხულში კიდევ შეიძლება ეზოში პირის დაბანა. და ყინვაში როგორია, წარმოიდგინეთ?

 ირინა: იმდენი რამის კეთება მინდა. ცეკვაზე, სპორტზე, ხატვაზე სიარული. მაგრამ, ფული საერთოდ არ გვაქვს. დედას ვერაფერს ვთხოვ. ვიცი, თხოვნაც არ უნდა, ფული რომ ჰქონდეს. მთელი გულით მინდა ცეკვაზე ან ფეხბურთზე სიარული! მაგრამ, უნდა გადავდო ჩემი სურვილები. ჯერ სახლი უნდა შევაკეთოთ, მერე კი მივხედოთ დანარჩენს.

 „ჩემი ოცნებაა ველოსიპედი და შავი ტორტი“

 ირაკლი (8 წლის): იცით, მე რაზე ვოცნებობ? მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - ველოსიპედი, „პულტიანი“ მანქანა და შავი ნამცხვარი!

 ირინა: მხოლოდ ერთიო და რამდენიმე ჩამოთვალა!

 ირაკლი: აი, ყოველთვის ასეა! ჰგონია, რომ უფროსია და ყველაზე ჭკვიანი. გზადაგზა გამახსენდა. შენ შემაწყვეტინე, თორემ კიდევ უფრო მეტს ჩამოვთვლიდი. ახლა კი, დამავიწყდა. აი, გამახსენდა! გთხოვთ, ტელევიზორი გვაჩუქეთ, მულტფილმებს რომ ვუყურო, ხოლმე. ერთი ტელეფონი გვაქვს და ვერ მოვრიგდით იმიტომ, რომ სხვადასხვა რამეების ყურება გვინდა. ჩემი და პრინცესებს ან ფეხბურთს უყურებს. მე კი, სხვა რაღაცეები მაინტერესებს.

ეს ბავშვები ყველაფერს მოკლებულები არიან. კედლები ინგრევა, იხევა ფანჯრებზე გაკრული ცელოფანი, ამის შემხედვარე ხომ, შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი

 ირინა: ვაიმე, პატარებივით იქცევით. ძალიან წყნარი ბავშვები არიან, სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობენ. არასდროს არაფერს მთხოვენ, ასე ზრუნავენ ჩემზე. ცუდი მხედველობა მაქვს, მაგრამ ექიმთან ვერ მივდივარ, ვიცი, რომ წამლებს გამომიწერს, რომელსაც მე ვერ ვიყიდი. მივედი რამდენიმე წლის წინ. გამსინჯეს და მედიკამენტები დამინიშნეს. მითხრეს, რომ მკურნალობის გარეშე შეიძლება საერთოდ დავკარგო მხედველობა. 1 000 ლარი გამოვიდა, აფთიაქში რომ დამითვალეს! გამეცინა და წამოვედი. ამხელა თანხას ვერასდროს შევაგროვებ. ათასი ლარი რომ მქონდეს, საკუთარი თავისთვის ნამდვილად ვერ გავიმეტებდი. ჯერ ბავშვები, მერე სახლი, ვალები...

 „როგორ გადავიხდი ათას ლარს წამლებში, რომელმაც უნდა მიშველოს, როდესაც ვიცი, რომ ჩემი შვილები ასეთ პირობებში ცხოვრობენ და იტანჯებიან“

- ირმა, როგორ ფიქრობთ, ასეთ მდგომარეობაში რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში? 

ირმა: ძალიან გვჭირდება ფინანსური დახმარება, ბავშვებს ყველაზე მინიმალური პირობები მაინც რომ შევუქმნა. ძალიან მადლობელი ვიქნები, ჩვენი საყოფაცხოვრებო პირობები ცოტათი მაინც თუ გაუმჯობესდება. ფანჯრების ჩასმა, იატაკის დასხმა. ჩემთვის ეს არარეალურია, მაგრამ წავიკითხე, რომ თქვენ არაერთ ოჯახს დაეხმარეთ სველი წერტილის მოწყობაში. ჩვენი ოჯახისთვის, ეს გადარჩენის ტოლფასი იქნება!

 „ბევრი ოცნება მაქვს, მაგრამ ფულია საჭირო, რომელიც ჩემს ოჯახს არ აქვს“

- და აუცილებლად გჭირდებათ თანხა თქვენი კვლევებისთვის და მკურნალობისთვის!

 ირმა: რა ნამუსით უნდა გთხოვოთ, მერიდება. უცხო ადამიანების დახმარების და თანადგომის იმედი გვაქვს, როგორ ვითხოვო ამდენი ერთბაშად. სირცხვილია. ჩემთვის ბავშვების სულიერი სიმშვიდე არის მთავარი. ჩემი მხედველობა კი მოიცდის. სულ რომ დავბრმავდე, ბედნიერი ვიქნები, თუ მეცოდინება, რომ ჩემი შვილები ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში.

 ასეთი ყოფა ანადგურებს ფიზიკურად და სულიერად. სიცილისა და თამაშის ნაცვლად, ბავშვები მოკლებულები არიან ყველაფერს და შიშით ცხოვრობენ. ჩვენ მათ ამ ჯოჯოხეთში ვერ მივატოვებთ, ამ ოჯახს დასაღუპად ვერ გავიმეტებთ. ჩავხედოთ ამ ბავშვებს თვალებში და გავიხსენოთ, რომ ჩვენი ვალია, შეჭირვებულების დახმარება. მხოლოდ მატერიალურად კი არ უნდა დამეხმაროთ, არამედ ვაჩუქოთ რწმენა, რომ ამ ქვეყნად სიკეთე იმარჯვებს.

 მოდით, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ ის უკუნეთი სიბნელე, რომელშიც ეს ოჯახი ცხოვრობს. დაე, ყოველმა ჩვენმა კეთილმა საქმემ სინათლის სხივივით შეაღწიოს ამ ნანგრევებში და ეს წყვდიადი განდევნოს.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი გაჭედილი, (ბალდა).

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: წულაიების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 აგრეთვე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!



მსგავსი პროექტები: