შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა და აუტანელი ტანჯვა! გმადლობთ, უფალო, ჩვენს ფონდსა და მის მეგობრებს, შესაძლებლობა რომ გვაჩუქე, ჩვენი შენდამი რწმენა წარმოვაჩინოთ! ცხოვრებაში ხომ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტად ღვთისნიერ ადამიანად რომ იგრძნო თავი!
გმადლობთ, სიკვდილისგან რომ გვიხსენით! ჩემი სამი შვილი დააპურეთ, ჩააცვით და განსაცდელისგან დაიცავით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
„გმადლობთ, გასაჭირის დროს გვერდში დგომისთვის! ამჟამად სწორედ თქვენ, ფონდის თანამშრომლები და მისი მეგობრები, ხართ ჩვენი ახლობელი ადამიანები!"
„სანამ ჩემი მეუღლე ცხოვრობდა ჩვენთან ერთად, უამრავი გეგმაც გვქონდა სამომავლოდ. როდესაც წავიდა, დაინგრა ყველაფერი, — ამბობს დიანა. — ჩემი სამი შვილისთვის ვეღარაფერს, საჭმელსა და ტანსაცმელსაც კი, ვერ ვყიდულობდი და ძალიან მეშინოდა“.
მადლობა უფალს, სიკვდილისგან რომ გვიხსნა! მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დაგვიდგა. ღმერთს ვთხოვ, დამეხმაროს შვილების აღზრდაში და ყოველი დღე მიხარია. გემრიელ კერძებს ვამზადებ იმ პროდუქტებისგან, რომელიც ადამიანებმა გვაჩუქეს, სარეცხს ახალ სარეცხ მანქანაში ვრეცხავ, რომელიც ფონდის მეგობრებმა შეგვიძინეს, იატაკზე კი არა, ახალ საწოლებზე ვაძინებ ჩემს შვილებს. დღეს მშვიდად ვარ, საფრთხე აღარ გვემუქრება. ბავშვები ნაჭამი, ჩაცმულ-დახურული და მოწესრიგებულები არიან.
„ფული არ გვაქვს, ტანისამოსი მაღაზიებში რომ შევიძინოთ. თქვენთან კი მშვენივრად ჩავიცვით და ძალიან კმაყოფილები ვართ!“
— დიანა, დღეს რა აჭამეთ თქვენს შვილებს?
დიანა: კარტოფილის ღვეზელი გამოვუცხვე. პავლეს და ვასილს უნდათ, ხშირად რომ ვაცხო ხოლმე. კარგად ჭამენ, არც ელოდებიან, როდის გაცივდება, ცხელს დაიტაცებენ ხოლმე, ლობიანსაც ვუცხობ და ხაჭაპურსაც. ადრე არ მქონდა საშუალება: პროდუქტი არ მქონდა და ძველ ორკამფორიან ქურაზე ასე კარგად არ იბრაწებოდა. მხოლოდ მაკარონს ვაჭმევდი. ბევრი რამ მოგვიტანეს: ლობიო, წიწიბურა, კარაქი, შაქარი, ფქვილი, კისელი, ჩაი, ორცხობილა, ქადა, მარმელადის კანფეტები... ახალი ქურაც გვაქვს, რომლის დახმარებითაც, კარგად გამომდის ყველაფერი. ქალები მოდიოდნენ და ცდილობდნენ ჩემს გამხნევებას: „იქნებ, გამოჩნდეს, იქნებ დაბრუნდეს შენი მეუღლე“. მე კი ვიცი, რომ არ დაბრუნდება. სოფელშიც ვიყავი, რუსთავთან ახლოს, სადაც ადრე ცხოვრობდა, იქაც არ არის.
— ნუ დარდობთ, დიანა. ახლა საკუთარ თავსა და შვილებზე უნდა იფიქროთ.
დიანა: ერთიანად იმხელა ტვირთი დამაწვა მხრებზე! პამპერსი არ მქონდა და უმცროსი გაუჩერებლად ტიროდა. ვასილისთვის საჭირო წამლებს ვერ ვყიდულობდი, ნერვული და ფსიქიკური პრობლემები აქვს. ხელის სარეცხმა მანქანამ საშინლად დამტანჯა. საპირფარეშოს ხის კარიც გაგვიფუჭდა.
ჩემს სლავიკს ახლა იმდენი პამპერსი აქვს, რამდენიც სჭირდება. დღეში სამჯერ ან ოთხჯერაც ვუცვლი. ვასილსაც ბლომად აქვს (5-6 ზომა), ღამით მაინც ვაცმევ ხოლმე, ხანდახან თავს ვერ აკონტროლებს... საჭირო წამლებიც ვუყიდე, ვასმევ. ის მყავს ყველაზე ცელქი. მთავარია, ის იყოს მშვიდად. საპირფარეშოს კარის პრობლემაც მოაგვარეთ, მეტალო პლასტმასის დააყენეთ — რა ლამაზია! ახალი ტახტიც ძალიან მომწონს, მენანება კიდეც, ზედ რომ დავიძინო. სიტყვაზე ვამბობ, რა თქმა უნდა, პატარასთან ერთად მძინავს ხოლმე. მაგრამ ყურადღებას ვაქცევ, ბავშვებმა ზედ რომ არ იხტუნაონ.
„პავლე პლანშეტით ძალიან კარგად ერთობა, საზღვაო ბრძოლას, რბოლებს, „ომობანას“ და ფეხბურთს თამაშობს...“
ბავშვებს ობლებივით იატაკზე აღარ სძინავთ, ფეხები არ უცივდებათ, ზურგი არ სტკივათ. მადლობა უფალს და კეთილ ადამიანებს. თან ისეთი ლამაზი ლოგინის თეთრეულიც გვაჩუქეთ! მე ხომ ლილოში წასვლა მაინც ვერ მოვახერხე. ჩემი ოცნება იყო, იქ მეუღლესთან ერთად წასვლა და ახალი ნივთების ყიდვა... მაპატიეთ, ამ საკითხს რომ ვუბრუნდები ისევ...
„ბავშვებს ობლებივით იატაკზე აღარ სძინავთ, ფეხები აღარ უცივდებათ და ზურგი არ სტკივათ“
თქვენმა თანამშრომლებმა ახალი სარეცხი მანქანა მომიტანეს და მისი გამოყენებაც მასწავლეს. ახლა ისე კარგად, ისე ჩქარა და მარტივად ვრეცხავ, ძალიან მიხარია! დღეს დილითაც ბავშვების ტანსაცმლის გასარეცხად შეყრა მოვასწარი.
(ვასილს მანქანა უჭირავს ხელში, დედასთან მიდის და რაღაცას ყურში ჩუმად ეუბნება.)
— მოდი, ჩვენც გვითხარი, ვასილ, რას სთხოვ დედიკოს?
დიანა: ეშმაკუნას თქვენი საწყობი ძალიან მოეწონა (იღიმის). მთხოვს, რომ ისევ იქ წავიდეთო. რა თქმა უნდა, იქიდან იმდენი მანქანა აქვს წამოღებული! თან თქვენი თანამშრომლებიც სულ იღიმიან, მოგვეხმარნენ ტანსაცმლის არჩევასა და ჩალაგებაში. რა კარგია, რომ ღარიბებსაც შეგვიძლია ტანსაცმლის არჩევა. მთელმა ოჯახმა ჩავიცვით და დავიხურეთ. ბიჭებისთვის ბევრი საზაფხულო ტანსაცმელიც წამოვიღე. ისეთიც, ახლა რომ ჩაიცვან. ჩემთვისაც ავარჩიე ქურთუკი და სპორტულები.
„ერთი მანქანა ავიღე და სხვასაც დავადგი თვალი...“
დიანა: „თქვენი ფონდის თანამშრომლები სულ იღიმიან, მუდამ მზად არიან, დაგვეხმარონ“
„ჩემთვისაც ავიღე ზედები, შარვლები, სპორტულები...“
ბავშვებსაც ფონდის საწყობი ძალიან მოეწონათ. უნდათ, რომ კვლავაც გვესტუმრონ.
ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ თქვენი. თქვენი დახმარებით, ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება ჩვენი ცხოვრება. მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი, ახლობელი ადამიანები, ნათესავები რომ იყვნენ, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანებიც იყვნენ. ახლობელი ადამიანი ის არის, ვინც სიკეთეს აკეთებს ჩვენთვის.
აი, ბედნიერი ვასილი ასე გამოიყურება. ახლა მას საწოლიც, პამპერსიც, წამლებიც და საჭმელიც აქვს. მადლობას ვუხდით ჩვენს მკითხველებს იმისთვის, რომ ცრემლებისა და დარდისგან იხსნეს ეს სამი ბავშვი!
— დიანა, მოვახერხეთ თუ არა, განსაცდელისგან თქვენი დაცვა?
დიანა: დიახ, და თანაც, როგორ! თქვენი მჯერა. სიყვარულის უზარმაზარი ტალღა წამოვიდა ჩემკენ, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა ასეთი რამ. დიდი მადლობა, განსაცდელის დროს გვერდში რომ დაგვიდექით! საერთოდ არავინ მყავდა, დახმარება რომ მეთხოვა. დიდი მადლობა ყველას, თითოეულ თქვენგანს!
— საქართველოში ყოველთვის შეგვიძლია, ხალხის იმედი გვქონდეს. სახელმწიფო რამით თუ დაგეხმარათ?
დიანა: რუსთავის მერია ერთხელ, წინა წელს, ტექნიკით დაგვეხმარა. მაგრამ, ალბათ, მეტი აღარაფერი გვეკუთვნის. ამ გაქუცულ კედლებს თუ შეგვიღებავენ ან შპალერს გააკრავენ, უზომოდ გაგვიხარდება. მაგრამ, ჯერჯერობით, ასე ცხოვრება გვიწევს.
ბავშვებს თქვენი საჩუქრები ძალიან გაუხარდათ! პავლე პლანშეტით ძალიან კარგად ერთობა, იქ საზღვაო ბრძოლას, რბოლებს, „ომობანას“, ფეხბურთს და სხვადასხვა თამაშს თამაშობს... ჩემს მოუსვენარ ვასიკოს ველოსიპედის ტარებას ვასწავლით, ვასეირნებთ. ადრე კი ბავშვები ხშირად ტიროდნენ და ჩხუბობდნენ ხოლმე შიმშილის, სიცივისა და ნერვიულობის გამო... ადამიანებო, ყველას მადლობას გიხდით! ყველაფრისთვის ძალიან მადლობელი ვარ თქვენი!
„ვასიკოს ველოსიპედის ტარებას ერთად ვასწავლით“
დიანას ჯერ კიდევ არა აქვს წარმოდგენა, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება მარტომ, სამ შვილთან ერთად. გმადლობთ, რომ დაეხმარეთ მას ქმრის ღალატის შემდეგ შოკისგან თავის დაღწევაში და მხარში ამოუდექით ასეთ მძიმე ჟამს. გოდორობას ოჯახს მუდმივად სჭირდება პამპერსი, საკვები პროდუქტი და საბავშვო ტანსაცმელი. ასე რომ, მეგობრებო, მათი დახმარება კვლავაც შეგვიძლია!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ სხვა უამრავი ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გოდორობას ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
გმადლობთ, სიკვდილისგან რომ გვიხსენით! ჩემი სამი შვილი დააპურეთ, ჩააცვით და განსაცდელისგან დაიცავით!
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2024 თებ 12 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,165 | transferred |
2024 თებ 12 | ორსართულიანი საწოლი | 900 | transferred |
2024 თებ 16 | ველოსიპედი | 255 | transferred |
2024 თებ 16 | პლანშეტი | 365 | transferred |
2024 თებ 16 | თეთრეული | 370 | transferred |
2024 თებ 20 | დივანი | 680 | transferred |
2024 მარ 15 | მედიკამენტები | 222.82 | transferred |
2024 მარ 15 | კარები | 250 | transferred |
2024 მარ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,200 | paid |
2024 აპრ 2 | პროდუქტები | 194.84 | transferred |
2024 აპრ 17 | პროდუქტები | 107.93 | transferred |
2024 აპრ 22 | მედიკამენტები | 315.46 | transferred |
სულ ხარჯი: 6,026.05 ₾
დარჩა 0.56 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2024 თებ 12 | ფანგანი გიორგი | 2 | Transfer to account |
2024 თებ 10 | შავაძე თამარი | 25 | Transfer to account |
2024 თებ 10 | ქეთი ბუგიანიშვილი | 20 | Transfer to account |
2024 თებ 8 | მჭედლიშვილი გიგა | 5 | Transfer to account |
2024 თებ 7 | ვარდანაშვილი იოსებ | 4 | Transfer to account |
2024 თებ 6 | მურთაზაშვილი მამუკა | 50 | Transfer to account |
2024 თებ 6 | ასათიანი ნინო | 3 | Transfer to account |
2024 თებ 5 | ძიგავა პაატა | 3 | Transfer to account |
2024 თებ 5 | ნინო დავითაშვილი | 1 | Transfer to account |
2024 თებ 4 | ცინცაძე ნინო | 10 | Transfer to account |
2024 თებ 4 | გოჩიტიძე გიორგი | 5 | Transfer to account |
2024 თებ 4 | გოგისვანიძე ვახტანგი | 1 | Transfer to account |
2024 თებ 3 | ანონიმი | 20 | საქართველოს ბანკი |
2024 თებ 3 | ხუბულური ლევანი | 3 | Transfer to account |
2024 თებ 3 | რუსიეშვილი დალი | 50 | Transfer to account |
2024 თებ 3 | თხილაიშვილი ალექსანდრე | 100 | Transfer to account |
2024 თებ 2 | ანონიმი | 50 | საქართველოს ბანკი |
2024 თებ 2 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
2024 თებ 2 | შუკაკიძე ალიკა | 2 | Transfer to account |
2024 თებ 2 | ჯიშკარიანი ვასილი | 5 | Transfer to account |
2024 თებ 2 | ჯიმშელეიშვილი ამირან | 10 | Transfer to account |
2024 თებ 2 | ჭაბაშვილი ალეკო | 20 | Transfer to account |
2024 თებ 2 | უნგიაძე გია | 20 | Transfer to account |
2024 თებ 2 | ტორონჯაძე ნია | 5 | Transfer to account |
2024 თებ 2 | მარღანია თეონა | 10 | Transfer to account |
2024 თებ 2 | კოზმავა ნინო | 10 | Transfer to account |
2024 თებ 2 | კეკელიძე ეკატერინე | 2 | Transfer to account |
2024 თებ 2 | თხილაიშვილი ალექსანდრე | 25 | Transfer to account |
2024 თებ 2 | გიგაური გიგა | 5 | Transfer to account |
2024 თებ 2 | ბახურაული გიორგი | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 6,026.61 ₾
დარჩა 0.56 ₾
მსგავსი პროექტები:
|