სიკეთის კეთება არც ისე ადვილია, როგორც გვგონია - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიკეთის კეთება არც ისე ადვილია, როგორც გვგონია

page info icon
2017 ივლის 12
ჩვენი დახმარების გარეშე ამ ოჯახს მომავალი არ აქვს... შეიძლება ხვალ ისინი აღარც იყვნენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
372 ₾
( 20 დონორი )
დასრულებულია

ერთი შეხედვით, 21–ე საუკუნეში შიმშილზე საუბარი ალბათ უადგილოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ საქართველოში უამრავი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ეს ჩვენი უფროსი თაობაა, მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის პირები არიან... ეს ყოველი მეოთხე ადამიანია.

ნახევრად აშენებული სახლი, ცელოფნის პარკები ფანჯრების მაგივრად, ნესტისგან გაშავებული კედლები, იატაკში და ჭერი დიდი ხვრელებით, ჭურჭელი დაბზარულია...ეს სახლი საომარი მოქმედებების ზონიდან არაა, ეს სახლი ლამაზ სოფელში მარანში დგას, აბაშის რაიონში. ამ საშინელ და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს მარჯანიძეების მრავალშვილიანი ოჯახი.

მათი არსებობის შესახებ ყველამ დაივიწყა, ახლობლებმაც, ნათესავებმაც და სახელმწიფომაც. ერთადერთი საარსებო წყარო, სოციალური დახმარებაა 490 ლარი თვეში. როგორ ჰყოფნის ოჯახს ეს თანხა 5 ბავშვის გამოსაკვებად მართლაც სააოცარია. ისინი ხშირად შიმშილობენ და კეთილ ადამიანებს შეჰყურებენ ხელში.

ოჯახში 5 პატარა ბავშვია, ყველაზე პატარა გიორგი შვიდი თვისაა, ნატალია ორი წლის, ლიკა ოთხის, ბარბარე ცხრის ლიზი კი ათი წლის.

ბავშვებს სათამაშოები არ აქვთ, მათ ცხოვრებაში ნაყინიც კი არ გაუსინჯავსთ. მათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც არ აქვს სკოლაში რომ იარონ!

ჩვენი დახმარების გარეშე ამ ოჯახს მომავალი არ აქვს... შეიძლება ხვალ ისინი აღარც იყვნენ. მალე მათ ოჯახს კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატება, თამუნა ორსულადაა, და ბავშვის დაბადებას დიდი შიშით ელოდება.

ოჯახს ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ტანისამოსი, ფეხსაცმელი და საწოლები ბავშვებისთვის.

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ განადგურების პირად მყოფი ოჯახი. 

რატომ თქვენ და არა სხვამ? ალბათ იკითხავთ თქვენ, ის ფაქტი, რომ სხვამ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ თქვენ არ უნდა გააკეთოთ თქვენი წილი სიკეთე!

შეხედეთ ფოტოებს, აქ ზედმეტი სიტყვები საჭირო აღარაა, ეს ოჯახი ჩვენს გვერდით ცხოვრობს!

თუ გაქვთ საშუალება აღმოუჩინოთ მათ ფინანსური დახმარება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარჯანიძეების ოჯახი) ან ვებ გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/

გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმარეთ ამ ბავშვებს უფალის სახელით.


მსგავსი პროექტები: