ბავშები მოჩვენებათა სახლიდან - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშები მოჩვენებათა სახლიდან

page info icon
2019 ივლის 8
ბავშები ხშირად შიმშილობენ, მათ პურის ნატეხიც კი არ აქვთ ხოლმე! ასე გააქვთ თავი დახმარების მოლოდინში და სხვის იმედზე მყოფთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,040 ₾
( 64 დონორი )
დასრულებულია

საშინელი, ძველი, შელახული, შუშებჩამტვრეული ფანჯრები, რომელთანაც ახლოს მისვლაც კი შემზარავია. შავი ობით არის დაფარული ყველა კედელი, იატაკი ჩამტვრეულია... ფეხი თუ დაგიცდება, მოტეხილობებს ვერ გადაურჩებით... აქ ყოფნა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, თუმცა გაბუნიების ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით აქ ცხოვრობს!
 თუმცა მათ არსებობას, ძალიან რთულია ცხოვრება ვუწოდოთ!
შეგრძნებაა, თითქოს ისინი ყველას გადაავიწყდა... ნათესავებს, ახლობლებსა და სახელმწიფოს! ისინი საკუთარ სახლში მოჩვენებებად გადაიქცნენ და ამ მდგომარეობას უკვე შეეჩვივნენ კიდეც. მათ საკუთარი სამყარო აქვთ, რომლიდანაც „გამოსვლას“ აღარც კი ცდილობენ.
ბავშები ხშირად შიმშილობენ, მათ პურის ნატეხიც კი არ აქვთ ხოლმე! ასე გააქვთ თავი დახმარების მოლოდინში და სხვის იმედზე მყოფთ.
ამ ოჯახში ოთხი საოცარი ბავშვია, ოთხი ანგელოზი, რომლებსაც დაბადებიდან არაფერი უნახავთ ტანჯვის გარდა!
ყველაზე პატარა - გაბრიელი ოთხი თვისაა, ის საკუთარი ძმებისა და დებისგან განსხვავებით ჯერ ვერ ხვდება რამდენად საშინელ პირობებში უწევს ყოფნა! გიგა ოთხი წლისაა, მისი ერთადერთი სათამაშოა - სადღაც ნაპოვნი უთვალო მანქანაა. ხუთი წლის ილონა ნაყინზე ოცნებობს, მას ის არასოდეს გაუსინჯავს. ნიკოლოზი 12 წლისაა მას არ აქვს ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, რომ იაროს სკოლაში. ის ნაადრევად გაიზარდა, ეხმარება მამას ნებისმიერ მძიმე სამუშაოს შესრულებაში, როდესაც რაიმე გამოჩნდება.
ბავშვების მამა - აკაკი მუდმივად სამსახურის ძიებაშია.  იშვიათად უმართლებს დღიურ მძიმე სამსახურებზე. გამომუშავებული 5-10 ლარით ბავშვებს პურს ყიდულობს, რომ გადაატანინოს შიმშილი. ისინი ყოველდღე ეკითხებიან მშობლებს, თუ აქვთ დღეს საჭმელი.
სიტყვები და კომენტარები აქ ზედმეტია! შეხედეთ ფოტოებს და თქვენ დაინახავთ მიმ საშინელ პირობებს, რომელშიც გაიზარდნენ ბავშვები, ბავშვობის გარეშე!
ჩვენ არ გვაქვს უფლება გულგრილები  ვიყოთ ამ ოჯახის გაჭირვების მიმართ! ჩვენს ხელშია ოთხი ბავშვის ბედი! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ!
გაბუნიების ოჯახს სწამს უფლის ნების, მათ სჯერათ, რომ ღმერთმა შვილები იმისთვის მისცა, რომ მათ საამაყო პატრიოტები აღზარდონ და გაჭირვებას კეთილი და გულისხმიერი ადამიანების დახმარებით გაუძლებენ! 
გაბუნია ლეილამ - ოთხი შვილიშვილის ბებიამ გაგვიზიარა ოჯახის რთული ცხოვრება:
-ლეილა რით ცხოვრობთ, რით საზრდოობთ?
გაბუნია ლეილა: სოციალური შემწეობა და ინვალიდობის პენსია, მთლიანობაში 600 ლარი არის ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, შვიდი ადამიანი ვცხოვრობთ ამ თანხით. ძირითადად პურზე, მაკარონზე და კარტოფილზე გვყოფნის... აგრეთვე ელექტროენერგიის ფულსაც ვიხდით. ჩემს შვილს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა ოჯახზე ყველანაირად ზრუნავს და არანაირ სამსახურზე არ ამბობს უარს. 
-როგორ ცხოვრობენ ბავშვები ასეთ სახლში, ეს ხომ სახიფათოა?!
გაბუნია ლეილა: საშიშია ნამდვილად, ერთხელ პატარა გიგა კინაღამ ჩავარდა ჩანგრეული იატაკში. ზამთარში სულ ავადმყოფობენ, ფაქტობრივად უსახლკაროები ვართ. არ გვაქვს ფანჯრები, საწოლები - იატაკზე გვძინავს.
-სახელმწიფო ორგანიზაციები თუ გეხმარებიან?
გაბუნია ლეილა: არაერთხელ მიმიმართავს დახმარებისთვის, რომ გადაგვეხურა სახურავი, თუმცა ყოველთვის უარით მისტუმრებენ. იქნებ თქვენ მაინც მოგისმინონ, შეგიძლიათ თქვენც რომ თხოვოთ?
-ჩვენ აუცილებლად მივწერთ წერილს შესაბამის ორგანოებს, ისინი ვალდებულები არიან საკუთარ ამომრჩეველზე იზრუნონ. ლეილა, რაზე ოცნებობთ?
გაბუნია ლეილა: ბავშვების ჯანმრთელობაზე, რომ აღარ ავადმყოფობდნენ, რომ შეძლონ კარგად სწავლა, ამ პირობებში და გააღწიონ ამ ტანჯვას!
ბავშვები შიმშილობენ და თუ არ დავეხმარებით მათ ფეხზე წამოდგომაში, შეიძლება მათ ვერც კი გადაიტანონ ეს მდგომარეობა. განა შეიძლება რომ დავუშვათ რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებოდნენ?! მათთვის პურიც კი სანატრელი ფუფუნებაა!
ერთადერთი რასაც ითხოვენ ბავშვების მშობლები - რომ მათი შვილები არ შიმშილობდნენ, რომ დღეში ორჯერ მაინც შეეძლოთ ჭამა და ღამღამობით არ ეღვიძებოდეთ კუჭის ტკივილისგან.
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი გაბუნიების მრავალშვილიანი ოჯახისთვის იწყებს საქველმოქმედო აქციას. მათ საკვები პროდუქტები სჭირდებათ, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა! თქვენი ყველაზე მცირედი დახმარებაც სასიცოცხლო მნიშვნელობის არის მათთვის! 
თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. დაგვიჯერეთ, ბავშვები უბედნიერესები იქნებიან! მათი მისამართია: ქობულეთი, სოფელი ნაკაიძეები. ტელ.: 595 01 02 65
თუ თქვენ არ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ოჯახი, თუმცა გაქვთ დახმარების სურვილი თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გაბუნიების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ჩვენ თითოეული დახარჯული თეთრის შესახებ დეტალურ ანგარიშს მოგახსენებთ!

მსგავსი პროექტები: