გვინდა თქვენი შვილებივით ვიცხოვროთ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გვინდა თქვენი შვილებივით ვიცხოვროთ!

page info icon
2019 ივლის 17
„სხვა ბავშვებივით გვინდა ვცხოვრობდეთ, ჩვენი სახლიდანაც რომ გამოდიოდეს გემრიელი საჭმელების სუნი...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,099 ₾
( 276 დონორი )
დასრულებულია

„სკოლიდან რომ მოვდივარ, ვჩერდები ხოლმე სახლებთან, საიდანაც საჭმლის კარგი სუნი გამოდის და წარმოვიდგენ, რომ დედა აკეთებს მათ“ 
მეგობრებო, თქვენ რას უმზადებთ შვილებს? იქნებ რძის პროდუქტები მიირთვეს? ხილი ან ტკბილეული? ამ ყველაფერს მოკლებულია კობერიძეების ოჯახი. 
შელახული შენობა, რომელშიც პატარები ცხოვრობენ ქოხს ჰგავს. არ აქვთ ტუალეტი და წყალი! შიშველი კედლები და ძველი, განადგურებული ავეჯი! გასაოცარია, როგორ შეუძლიათ ამ პატარებს ესეთი კეთილები, ზრდილობიანები და მოწესრიგებულები იყვნენ, ან როგორ ახერხებს შეჭირვებული დედა შვილებში ასეთი თვისებების განვითარებას.
ბავშვების სიკეთეს არ აქვს საზღვარი, მათ ქუჩიდან პატარა ლეკვი აიყვანეს და გულმოდგინედ უვლიან. თავად არ აქვთ საჭმელი, თუმცა მისთვის რაღაცას ყოველთვის პოულობენ. ცუგას „ფუნთუშა“ დაარქვეს, ბავშვები ამბობენ: „რბილი და უტკბილესიაო, ნამდვილ ფუნთუშასავით.“ 
ჩვენ გავესაუბრეთ ლია კობერიძეს, ოთხი შვილის დედას.
-ლია, როგორ ზრდით ბავშვებს ასეთი კეთილშობილები რომ არიან?
ლია კობერიძე: ღმერთის სიყვარულსა და სიკეთეს ვასწავლი. მარტო რთულია, თუმცა მაინც გამომდის. ნიკოლოზი 11 წლისაა, გიორგი - 10-ის, ნათია - 9-ის, პატარა მანანა სულ რაღაც 4 თვისაა. უფროსი ბავშვები ძალიან მეხმარებიამ მამანას აღზრდაში. ღმერთს მადლობას ვუხდი ყოველი მათგანისთვის. მე და ჩემს ქმარს ყოველთვის ბევრი შვილი გვინდოდა გვყოლოდა, დიდი ოჯახი, მე ეს ოცნება ამისრულდა, ჩემს მეუღლეს არ დასცალდა, გაჭირვება და უმუშევრობა იმდენად განიცადა, რომ გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ გადავყწვიტე ბავშები ჩემს სოფელში წამეყვანა, ჩემი არაფერი გამაჩნია, ამიტომ ამ მიტოვებულ შენობაში დავსახლდით. 
-აქ ცხოვრება ხომ ფაქტობრივად შეუძლებელია?
ლია კობერიძე: კატასტროფული სიტუაციაა. მერცხლის ბუდე უფრო მყარია ვიდრე ეს სახლი. ყველაფერი ინგრევა. ტუალეტი ეზოშია, სახლში წყალი არ გვაქვს... როგორ ვბან და ვაწესრიგებ -  ამის მოყოლაც არ შემიძლია. თავს დამნაშავედ ვგრძნობ მათ წინაშე. მხოლოდ სოციალური შემწეობა ჩვენი შემოსავალი. მთელს თანხებს საკვებ პროდუქტებზე ვხარჯავ. უფრო სწორად, პურზე და მაკარონზე. ნაყინის გემო ბავშვებმა არც იციან, სხვებს რომ უყურებენ მე არ მთხოვენ, რომ არ ვინერვიულო.
 -თუ გინანიათ ოდესმე, ამდენი შვილი რომ გყავთ?
ლია კობერიძე: ეგ ყველაზე არაქრისტიანული რამ იქნებოდა ჩემი მხრიდან. როგორ შეიძლება ქალისთვის ბავშვის გაჩენის ბედნიერების შეზღუდვა. ქართველები უნდა გავმრავლდეთ, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი, ძლიერი თაობა!
-დეპუტატს თუ გსურთ რომ მიმართოთ? 
ლია კობერიძე: ნაგებობაში წყალი და სველი წერტილი საერთოდ არ გვაქვს. სთხოვეთ დეპუტატს, იქნებ დაგვეხმაროს ამ საკითხში.
-ლია, რაზე ოცნებობს მრავალშვილიანი დედა?
ლია კობერიძე: ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე ვოცნებობ. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა დაამტკიცონ, რომ დიდი ადამიანები სითბოთ სავსე ოჯახებში იბადებიან!
ჩვენ გავესაუბრეთ ბავშვებსაც.
-ნიკოლოზ, რამდენი წლის ხარ და რაზე ოცნებობ.
ნიკოლოზი: 11 წლის ვარ, მე-5 კლასში ვარ. ვოცნებობ ველოსიპედზე. ბუნებას არ დავაზიანებ და რამდენსაც მინდა, იმდენს ვივლი.
-რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად სკოლაში?
ნიკოლოზ: ბუნებისმეტყველება. ძალიან მიყვარს ბუნება!
გიორგი: მე ათი წლის ვარ და ტელეფონზე ვოცნებობ. ჩემს კლასსში ყველას აქვს, ჩემს გარდა. 
ნათია: მე 9 წლის ვარ, მე-3 კლასში ვარ. პატარა პლანშეტზე ვოცნებობ. წითელი კაბა და პატარა ვარდისფერი ფეხსაცმელი მინდა. დიდი ხილის ნამცხვარი (ამ დროს უფროსმა ძმამ ნათია გააჩერა, სიტყვებით: „უხერხულია ამდენ რაღაცას, ნუ სთხოვ“)
რა დააშავეს ამ ბავშვებმა?! რატომ უნდა იყვნენ ესეთ პირობებში 21-ე საუკუნეში?!
მეგობრებო, დავეხმაროთ ამ ოჯახს!  თუ შეგიძლიათ, გთხოვთ დაუჭირეთ მხარი ამ ოჯახს!
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ისინი და გაუწიოთ დახმარება. ისინი გორის რაიონის სოფელ ვარიანში ცხოვრობენ. ტელ.: 598227876
GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კობერიძეების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: 
https://chernovetskyifund.ge
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
თითოეული დახარჯული თეთრის შესახებ დეტალურ ანგარიშს საქველმოქმედო აქციის დასრულებისთანავე მოგახსენებთ.

მსგავსი პროექტები: