ძალიან კეთილი და მზრუნველი დედის, მაკას სევდიანი ისტორია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ძალიან კეთილი და მზრუნველი დედის, მაკას სევდიანი ისტორია!

page info icon
2020 მარტი 20
მთელ სამყაროში სრულიად მარტო დარჩა, უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ მოსიყვარულე დედა და მისი ოთხი შვილი!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,214 ₾
( 253 დონორი )
დასრულებულია

მთელ სამყაროში სრულიად მარტო დარჩა, უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ  მოსიყვარულე დედა და მისი ოთხი შვილი!

უფროსი, ვლადიმერი, უკვე სტუდენტია. დამოუკიდებლად მიაღწია ყველაფერს. 14 წლის ქეთევანი და 12 წლის გიორგი კი, დედას როგორც შეუძლიათ, ისე ეხმარებიან.

ყველაზე მეტად მარტოხელა დედას, მისი უმცროსი შვილის, 10 წლის პეტრეს  ავადმყოფობა უკლავს გულს. მას დაუნის სინდრომი აქვს.

- მაკა, გვითხარით, ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?

მაკა: რა მოითვლის ჩემს პრობლემებს. მე რა მიჭირს.. ბავშვიბია მთავარი!კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ!საშინელი მდგომარეობაა... გარშემო მიმოიხედეთ. ნანგრევებში ვცხოვრობთ!ღია ცის ქვეშ ცხოვრების ტოლფასია. შიშველი ბეტონის კედლებში, ზამთარში საშინელად ცივა, ზაფხულში კი ცხელა. წვიმის დროს წყალი ჩამოდის. 43 წლის ვარ, პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი, საბავშვო ბაღშიც შემიძლია მუშაობა. მაგრამ სად წავიდე, როცა პეტრეს ერთი წამითაც ვერ ვტოვებ. საშინელება ისაა, რომ საჭმელიც კი არ გვაქვს.

- სახელმწიფო როგორ გეხმარებათ?

მაკა: ამჟამად ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყაროა სოციალური დახმარება, 100 ლარი ორ არასრულწლოვანზე, 14 წლის ქეთევანსა და 12 წლის გიორგიზე. 3-4 თვის წინ, მერიას ვთხოვე დახმარება. გვითხრეს, რომ მეტის საშუალება არ აქვთ.

- თქვენს შვილებზე გვიამბეთ.

მაკა: ოთხი შვილი მყავს. ძალიან მეამაყება ჩემი უფროსი ბიჭი, ლადო. უკვე სტუდენტია. სახელმწიფოს სრული დაფინანსებით სწავლობს, საკვების წარმოების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 14 წლის ქეთევანი და 12 წლის გიორგი კი, სკოლის მოსწავლეები არიან.

ჩემი უმცროსი ბიჭი, 10 წლის პეტრე ჩემი გულის ტკივილია, მძიმედ არის ავად. დაუნის სინდრომით დაიბადა, მგლის ხახით, ჰიდროცეფალიითა და კიდევ ბევრი მძიმე დიაგნოზით. გაუსაძლისი თავის ტკივილები აქვს, სითხე, რომელიც თავის ქალაში ჰიდროცეფალიის გამო გროვდება, ყურიდან გამონადენის სახით გამოდის, ჩირქდება... ახლა მარცხენა ყურში აღარ ესმის და სმენის აპარატი სჭირდება... ასევე სჭირდება სპეციალური ფეხსაცმელი - ავადმყოფობის გამო, ფეხზე რამდენიმე თითი მოკვეთეს... მუდმივი მოვლა და მკურნალობა სჭირდება. ღმერთო, შენ მიშველე! - მწარედ ატირდა მაკა.

როდესაც ჩემი ბიჭი გაჩნდა და აღმოჩნდა, რომ ისეთი არ არის, როგორც ყველა, ექიმებმა მირჩიეს სამშობიაროში დამეტოვებინა. „მაინც ვერ გადარჩება, თქვენ კი კიდევ სამი გყავთ გასაზრდელიო.“  არც მომისმენია - ხმას აუწია აღშფოთებულმა მაკამ, - როგორ შეიძლება, საკუთარ სისხლსა და ხორცზე უარი რომ თქვა?!

ხედავთ? გადარჩა! - გულში ჩაიკრა და აკოცა პეტრეს, - სიარული, ლაპარაკი, სიმღერა და ხატვაც კი ისწავლა!ნეტავ იცოდეთ, რა საყვარელია!

- თქვენი აზრით, ამჟამად ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

მაკა: პეტრეს სმენის აპარატი სჭირდება, მარცხენა ყურში თითქმის აღარაფერი ესმის. ამჟამად ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. მიჭირს რაიმე კონკრეტულის თხოვნა, ნებისმიერი, მცირედი დახმარებისთვისაც ძალიან მადლობელი ვიქნები... ბავშვებს საჭმელსაც კი ვერ ვუმზადებ, არც გაზი გვაქვს, არც გაზქურა და არც მაცივარი... გაზის გადასახადის დავალიანება გვაქვს. როცა არჩევანის გაკეთება  მიწევს პეტრეს წამალსა და კომუნალურ გადასახდებს შორის, რა თქმა უნდა წამალს ვირჩევ... საჭმელი კი ჩვენთვის ლადოს მოაქვს, სოციალური სასადილოდან...

- რამდენად მორწმუნე ადამიანი ხართ?

მაკა: ყველაფერში უფლის იმედი მაქვს!ბევრს ვლოცულობ!პეტრეს შეხედეთ, ნუთუ ეს უფლის სასწაული არაა?

- ნაცნობები, ან მეზობლები თუ გეხმარებიან?

მაკა: ნათესავებიც და მეზობლებიც, რითაც შეუძლიათ, მაგრამ მათ თავადაც ძალიან უჭირთ. ყველაზე მეტად კი ჩემი შვილები მეხმარებიან. უფროსი ბიჭი, ლადო, ძალიან მეამაყება. საჭმლის მომზადება ძალიან მოსწონს და საკვების წარმოების ტექნოლოგიას სწავლობს. მას შემდეგ, რაც მისმა მამამ მიგვატოვა, ის გახდა ოჯახის უფროსი და ყველაფერზე პასუხისმგებელი...  რა ქნას? დღისით სწავლობს, ლექციების შემდეგ კი, მე მეხმარება. მის გარეშე, თავს ვერ გავართმევდი. ალბათ, თავს მოვიკლავდი...

- უმცროსი შვილები, ქეთევანი და გიორგი?

მაკა: პეტრეზე იცით როგორ ზრუნავენ? მეხმარებიან მის დაბანაში, ეთამაშებიან... მაგრამ ისინიც ხომ ჯერ ბავშვები არიან და დედის მზრუნველობა სჭირდებათ. მე კი  მათთვის რის გაკეთება შემიძლია?

- მეუღლემ რატომ მიგატოვათ? გიყვარდათ ერთმანეთი?

მაკა: ჩემს მეუღლეზე არ მსურს ცუდის ან კარგის ლაპარაკი. უბრალოდ არ მესმის, როგორ უნდა იგრძნოს თავი მამამ, როდესაც იცის, რომ მისი შვილები შიმშილობენ და იტანჯებიან. ის მე კი არა, ცხოვრების სირთულეებს გაექცა. უფალი ხედავს ყველაფერს. მიატოვა ოთხი შვილი, რომელიც ყოველ საღამოს, გულში იმედით ელოდება, ცივ და ნესტიან სახლში...

- რამდენიმე კითხვა მაქვს ბავშვებთან - მოგვიყევი, როგორ ხარ? რაზე ოცნებობ?

პეტრე: მე მათემატიკა მიყვარს და ქართული ენა. კიდევ სიმღერა და ხატვა მიყვარს, ხატვის მასწავლებელი მინდა გავხდე, - გაგვიზიარა თავის გეგმები ბიჭმა. - დედა, შეიძლება დეიდას პლანშეტის ყიდვა ვთხოვო?

- რა თქმა უნდა გიყიდით, შვილო!

ქეთევანი: მე ვოცნებობ, რომ პეტრე გამოჯანმრთელდეს, დედიკომ აღარ იტიროს და კიდევ, პატარა ოთახი მინდა მქონდეს. მინდა, რომ ჩემს ოთახში მესტუმრონ ხოლმე მეგობრები და ჩემი დანგრეული სახლის აღარ შემრცხვეს...

გიორგი: ვოცნებობ, რომ პეტრეს აღარაფერი სტკიოდეს... მამიკო რომ დაბრუნდეს და ფეხბურთი ვითამაშოთ ერთად...

- გიყვარს ფეხბურთის თამაში?

გიორგი: რა თქმა უნდა!მაგრამ მე არ მაქვს არც ფორმა და არც ბურთი, მაგის გარეშე სკოლის გუნდში არ მიმიღებენ. ჩვენ კი მაგის საყიდლად ფული არ გვაქვს.

- უცხო ხალხის სიკეთის თუ გჯერათ?

მაკა: ყველანი უფლის შვილები ვართ და ყველაფერი მისი ნებაა!მე და ჩემს შვილებს გვჯერა!მეგობრებო, როგორცხედავთ, ხახიაშვილების მრავალშვილიანოჯახსძალიანუჭირს. ძალაინსჭირდებათპროდუქტი, მედიკამენტები, ტანსაცმელი, საოჯახო ტექნიკა, ინვენტარი, ავეჯი!გამოვიჩინოთგულისხმიერება, ხელიგავუმართოთმათდამივცეთბავშვებსშესაძლებლობანორმალურადგანვითარდნენდაბედნიერიბავშვობაჰქონდეთ. შეგიძლიათთავადეწვიოთამოჯახსდაგაუწიოთდახმარება. მერწმუნეთ,ბავშვებსძალიანგაახარებთ! დაურეკეთმაკას, ჰკითხეთრასჭირდება, გაამხნევეთდაუთხარით, რომგასაჭირშიარმივატოვებთ! ესძალიანმნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: თბილისი, ზემო ვეძისი №101 ტელეფონის ნომერი:  599 01 77 95მეგობრებო, ჩერნოვეცკისფონდიიწყებსსაქველმოქმედოაქციას ოჯახისდასახმარებლად. როგორციცით,ჩვენიფონდისდახმარებაერთჯერადი როდია. ბავშვებისგარეშე,ქვეყანასარაქვსმომავალი! გავუფრთხილდეთმომავალთაობას! დაეხმარეთგადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინითქვენინათესავებისსიაშიდაეჭვიცარგვეპარება,  უფალიდაგლოცავთ.

აუცილებლადგააზიარეთესინფორმაცია, რათათქვენმამეგობრებმაცშეიტყონამოჯახისუბედურების შესახებ! ესმნიშვნელოვანია!

უფალიგვაძლევსსაშუალებასვიზრუნოთიმადამიანებზე, ვისაცამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირადკეთილივერიქნება. გვერდსნუაუვლით გაჭირვებულს,თითოეულიმათგანიუფლისგანაანაბოძები, რათაშევძლოთღმერთსჩვენირწმენაარამხოლოდსიტყვიერად, არამედკეთილი საქმითდავუმტკიცოთ!

მეგობრებო, კიდევერთითხოვნაგვაქვს, თუკიშეიტყობთ, რომ  თქვენსნაცნობსანმეზობლსდახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთგულისხმიერებადამოგვწერეთ ამის შესახებელექტრონულმისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენიფონდისსაბანკოანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ხახიაშვილების ოჯახი) ასევეშეგიძლიათჩარიცხოთთანხაჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თანხისჩარიცხვაშესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელებისმეშვეობით, მოძებნეთჩვენიფონდისსახელიგანყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდისდამატებითივალდებულებებსადაუფლებებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)


მსგავსი პროექტები: