ჩვენ შეგვიძლია მათი გადარჩენა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენ შეგვიძლია მათი გადარჩენა!

page info icon
2020 აპრილი 1
მეგობრებო, გვინდა სამაჩაბლოდან დევნილი ფხეიძეების ოჯახი გაგაცნოთ და მათი პრობლემების შესახებ მოგიყვეთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,485 ₾
( 99 დონორი )
დასრულებულია



ოჯახში 5 მცირეწლოვანი ბავშია, მაგრამ პატარა გაბრიელი ყველას განსაკუთრებულად უყვარს. დედიკოს მთელი ყურადღება და თავისუფალი დრო მას ეკუთვნის, და არავინ ეცილება! გაბრიელს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ყველას ესმის, რომ ის ვერასდროს გაიგებს, რა არის ნამდვილი ბავშვობა. როცა მისი 2 წლის ტყუპისცალი, გიორგი დარბის და თამაშობს, ის მხოლოდ ტირის, არავინ იცის, ტკივილისგან თუ შიმშილისგან...

 ჩვენ მათ დედიკოს, ნათიას გავესაუბრეთ, რომელმაც ყველა ჩვენს შეკითხვას უპასუხა და გაგვიზიარა საკუთარი გულის ტკივილი.

- ნათია, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.

ნათია: დიდი ოჯახი გვაქვს. მე, ჩემი მეუღლე, ჯუმბერ ფხეიძე და ჩვენი შვილები: 11 წლის მარიამი, 9 წლის ლიზი, 2 წლის ტყუპები - გიორგი და გაბრიელი და 1 წლის ნინი.

- ძალაინ საყვარელი ბავშვები გყავთ. უპირველეს ყოვლისა, გაბრიელზე გვიამბეთ. რა პრობლემა აქვს?

ნათია: გიორგი და გაბრიელი ტყუპები არიან, გიორგი ჯანმრთელია, გაბრიელს კი დაბადებიდან ცერებრალური დამბლა და ჰიდროცეფალია აქვს. არ შეუძლია თავის დაჭერა, გადაბრუნება. ის ვერ ლაპარაკობს და ხშირად ტირის, ბოლო დროს ხშირად ვარდება კრუნჩხვებში. დაბადებიდან მესამე დღეს თავის შუნტირების ოპერაცია გაუკეთდა, რათა ტვინის პარკუჭებში სითხე არ დაგროვდეს.

- რა არის ყველაზე რთული ბავშვის მოვლის პროცესში?

ნათია: ყველაზე რთული ის არის, რომ ხშირად ვერ ვიგებ ჩემს შვილს რა აწუხებს. გაურკვეველია, რა არის მისი ტირილის მიზეზი, ტკივილი თუ შიმშილი.

- თქვენსავით გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ დედებს რა რჩევას მისცემდით?

ნათია: ყველა დედას ვურჩევ მოთმინება გამოიჩინოს. თქვენს გარდა ამას ვერავინ შეძლებს! ტირილი, უმოქმედება და იმის ლოდინი, რომ რამე თავისით შეიცვლება, გართმევთ ენერგიას, რომელიც შეგიძლიათ თქვენი შვილის დახმარებას მოახმაროთ. სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი დედა ვარ, რომლის ბავშვიც ასეთი დაიბადა. გთხოვთ, ღირსეულად ატარეთ ეს ჯვარი!

- ნათია, ამ ეტაპზე, თქვენი ოჯახის ყველაზე დიდი პრობლემა რაში მდგომარეობს?

ნათია: 5 შვილი მყავს, 3 მათგანი 3 წლამდე ასაკის. მეუღლემ სამსახური დაკარგა და შემოსავლის წყაროს გარეშე დავრჩით. ძალიან გვჭირდება პამპერსი და პროდუქტი, გაბრიელს კი -  მკურნალობა. ორ თვეში ერთხელ, ბავშვს უტარდება პროცედურები, რათა ცერებრალური დამბლის სიმპტომები შეუმსუბუქონ. მაგრამ ფეხზე დადგომა, მაინც ვერ შეძლო. ნაბიჯებს ვერ დგავს, იღლება, ეტლში ზის და ტირის. ექიმები გვეუბნებიან, რომ მეტი მასაჟი სჭირდება, 10 პროცედურა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, არაა საკმარისი. სჭირდება ნევრიპათოლოგის კონსულტაცია, რომლის საფასურიც 15-20 ლარია. ექიმის დროის ყოველი წუთი ფასიანია, ჩვენ კი ფული საერთოდ არ გვაქვს. ხედავთ, სულ გაბრიელზევსაუბრობ, თითქოს დანარჩენებს დალხენილი ცხოვრება ჰქონდეთ.

- გვიამბეთ, თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით, როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

ნათია:  სამაჩაბლოში გავიცანით ერთმანეთი, უკვე დიდები ვიყავით, ჯუმბერი 26 წლის, მე კი 24-ის. ერთმანეთი საერთო მეგობრებმა, ვითომ შემთხვევით გაგვაცნეს. მაგრამ ცხოვრებაში შემთხვევითობა არ არსებობს! ორსულად ვიყავი, როცა ომი დაიწყო და გამოვიქეცი მშობლიური ქალაქიდან...

- ვინმე გეხმარებათ? ალბათ, მარტო ვერ გაუმკლავდებოდით ამდენ სირთულეს?

ნათია: ჩემი მშობლები და დედამთილი ჩვენსავით დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ, ბავშვების მოვლაში ძალიან მეხმარებიან, მაგრამ ფინანსურად - ვერ. თავადაც ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება და ძალიან უჭირთ. ჩვენი მშობლები რომ არა, ვერ გავუმკლავდებოდით. მძიმე წუთებში,  მხარში სწორედ ისინი ამოგვიდგნენ.

- სახელმწიფო გეხმარებათ? ადგილობრივი მმართველობისთვის თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის?

ნათია: ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დახმარების პროგრამაში შედის ლოგოპედის კონსულტაცია და 10 მასაჟი. მაგრამ ექიმების თქმით, მეტი პროცედურაა საჭირო, რათა ბავშვს დავეხმაროთ და ტანჯვა შევუმსუბუქოთ.

- გვიამბეთ თქვენს შვილებზე, სკოლაში სწავლობენ?

ნათია: მარიამი მეექვსე კლასშია, ლიზი კი მეოთხეში. ნიჭიერი გოგონები არიან. მარიამს უნდა რომ სტომატოლოგი გახდეს, ლიზი სტილისტობაზე ოცნებობს. ახლა სულ სახლში არიან. ჩვენ არ გვაქვს კომპიუტერი, რომელიც აუცილებელია დისტანციური სწავლებისთვის.

რა თქმა უნდა, სრულფასოვანად ვერ იკვებებიან. ორ თვეში ერთხელ გავქვს შესაძლებლობა, რომ ხორცის ან რძის ნაწარმი ვაჭამოთ. ძირითადად წვნიანებს ვაჭმევ, ბურღულეულს და მაკარონს. ადრე პურს თვითონ ვაცხობდი, მაგრამ ახლა ღუმელი გაგვიფუჭდა.

- ბავშვებო, შეიძლება გაგესაუბროთ? როგორ ხართ? რა თამაშები გიყვართ? დედას და მამას როგორ ეხმარებით? რაზე ოცნებობთ?

მარიამი(11 წლის): გამარჯობა, მე კარგად ვარ. სკოლაში აღარ დავდივარ და ცოტათი მიხარია. კბილი რომ ამტკივდა, კბილის ექიმთან წამიყვანეს და მეც გადავწყვიტე სტომატოლოგი გავხდე. ძალიან ლამაზი ხელსაწყოები აქვთ, კაბინეტებში კი ყველაფერი წკრიალებს. ამისთვის ბევრი სწავლაა საჭირო, ხოდა მეც ვსწავლობ. ველოსიპედზე ვოცნებობთ! დედას ვეხმარებით გაბრიელის მოვლაში. პამპერსებს ვუცვლით. ძნელია, მაგრამ რას ვიზამთ, ის ხომ ჩვენი ძმაა. კიდევ ოთახს ვალაგებთ და ჭურჭელს ვრეცხავთ. ჩვენ კარგი გოგოები ვართ!!

ლიზი(9 წლის): მე არ ვიცი, ალბათ სტილისტიგავხდები. მიხარია, რომ სკოლაში არ დავდივართ, სახლში სწავლა უფრო სახალისოა. მაგრამ კომპიუტერი არ გვაქვს, დედას ტელეფონი კი ძველია და არაფერი ჩანს. ძალიან გვინდა ველოსიპედი.

-  ნათია, რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?

ნათია: ბავშვის ინვალიდობის პენსია 160 ლარი და სოციალური დახმარება - 180 ლარი.მეუღლე თავიდან ცეხში მუშაობდა, დაბალი ხელფასი ჰქონდა და არ გვყოფნიდა. მერე თბილისში დაიწყო მუშაობა. ახლა კი, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ისიც უმუშევარი დარჩა. ასე დიდხანს ვერ გავძლებთ!

- რა არის თქვენი სანუკვარი ოცნება?

ნათია: პროდუქტი გვჭირდება, საჭმლის საყიდლად ფული არ გვყოფნის. ძალიან გვჭირდება პამპერსი. სამი ბავშვისთვის, სულ მცირე,  დღეში 10 ცალია საჭირო. ვალადაც ვეღარ ვიღებ.  თანხა გვჭირდება გაბრიელის გამოკვლევებისა და პროცედურებისთვის. ორსართულიანი საწოლები კარგი იქნებოდა. პატარა ნინის კი, დღემდე ეტლში სძინავს, სულ მეშინია არ გადმოვარდეს. ღუმელიც გაგვიფუჭდა და პურს ვეღარ ვაცხობ.

- რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენი ფონდისთვის მოგემართათ?

ნათია: ჩვენს დასახლებაში, თქვენი ფონდი რამდენიმე ოჯახს დაეხმარა. გვირჩიეს, თქვენთვის მოგვემართა. მათ გვითხრეს, რომ ნამდვილად ძალიან დაეხმარეთ. ზოგადად ფონდებმა ნდობა დაკარგეს. მოვლენ, სურათებს გადაიღებენ და დაგივიწყებენ. ჩერნოვეცკის ფონდის კი გვჯერა!

- გინდათ ფონდის მეგობრები გაიცნოთ, ახალი მეგობრები რომ შეიძინოთ?

ნათია: ფონდის მეგობრები, ჩვენი მეგობრებიც არიან! ძალიან გაგვიხარდება.

---------

მეგობრებო, როგორც ხედავთ, ფხეიძეების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი,  პამპერსი, საოჯახო ტექნიკა და საწოლები!

გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ნათიას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: წეროვანი, დევნილთადასახლება, მე-5 რიგი. ტელეფონის ნომერი: 551 02 45 73

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ფხეიძეების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)


მსგავსი პროექტები: