უფსკრულის პირას!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უფსკრულის პირას!..

page info icon
2020 აპრილი 21
6 წლის წინოჯახის მამა მანქანამ გაიტანა. დაობლდნენ პატარები, სპარტაკის სიდედრს, ციცინოს ინსულტმა დაარტყა! პატარა ანასტასია ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,275 ₾
( 104 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

              

6 წლის წინოჯახის მამა მანქანამ გაიტანა. დაობლდნენ პატარები, სპარტაკის სიდედრს, ციცინოს ინსულტმა დაარტყა! პატარა ანასტასია კი, რომლის ამქვეყნად მოვლენას ოჯახის უფროსი ასე ძალიან ელოდა, ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა. ახლა ოჯახსარც საჭმელი და არც წამალი აქვთ... მათ ერთი ლარიც არ გააჩნიათ... ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ისინი, მეგობრებო!

ოჯახში 5 ქალბატონი ცხოვრობს: დედა - თეა, ბებია - ციცინო და სამი მშვენიერი გოგონა, 12 წლის მარიამი,7 წლისლიზიდა პატარა6 წლის ანასტასია - მათი ამ მშვენიერი ქართული ოჯახის სიცოცხლე ყოველდღირად საფრთხეშია, არავინ იცის, რა წუთში ჩამოინგრევა ძველი ქოხი რომელსაც თბილისის გარეუბნში ქირაობენ.,

  12 წლის მარი, სულ მალე გაიზრდება და ნამდვილ ქართველ ლამაზმანად გადაიქცევა. დარწმუნებულია, რომ ბიჭებს მხოლოდ კარგად ჩაცმული გოგოები მოსწონთ... არც სცალია, რომ მაგაზე იფიქროს. 12 წლის ბავშვი, სკოლაში სიარულის ნაცვლად, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ და საყვარელი მეუღლის დაღუპვით განადგურებულ დედას ეხმარება, ბებიისა და უმცოსი დის მოვლაში. „უფლის რწმენითა და დიდი სიყვარულით“ - სწორედ ასეთი წარწერა გაუკეთა მარიმ ნახატს, რომელისც მთელი გულით მოგვართვა.

  „რა ვქნა, ღმერთო? ხანდახან მეჩვენება, რომ მეუღლის სიკვიდილთან ერთად ჩვენი ოჯახის ცხოვრებაც დასრულდა. ჩემთვის ნამდვილად დამთავრებული იქნებოდა ცხოვრება, რომ არა ჩემი საყვარელი გოგონები - ჩემი მფარველი ანგელოზები“ - ამბობსდედა, თეა.

- არაჩვეულებრივი გოგონები გყავთ, თეა. უმცროსზე, ანასტასიაზე გვიამბეთ, თუ შეიძლება.

თეა: ჩვენი პატარა ანასტასია, მოფერებით ტასოს ვეძახით. უკვე 6 წელია იტანჯება. ვადაზე ადრე, შვიდთვიანი დაიბადა. მე გამწერეს სამშობიროდან, ჩემი პაწაწინა ტასო კი საავადმყოფოში დარჩა. წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც შვილს მუცლით ატარებ, ჩნდება და არ შეგიძლია, რომ გულში ჩაიკრა... მითხრეს, რომ საჭმლის მონელების მცირე პრობლემები ჰქონდა. საავადმყოფოში თითქმის ერთი თვე გაატარა. უკვე სახლში ავღმოვაჩინე, რომ, როდესაც ტასო ტიროდა, წელის არეში რაღაც ებერებოდა. მაშინ 10 თვის იყო. თიაქარი აღმოჩნდა! აკრძალული აქვს მკვეთრი მოძრაობები, სირბილი, ტირილი, ხველება. ძალიან ვუფრთხილდებით და თვალს არ ვაშორებთ ტასოს. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს უტირია, მაგრამ ხველებას რა ვუყოთ? ამიხსენით, ბავშვს ხველებას როგორ აუკრძალავ? ძალიან წვალობს, ხშირად ავამყოფობს, სპაზმატური ხველებაც აწუხებს, თიაქარის გამო კი სასტიკად აკრძალული აქვს. მუდმივად წამლები სჭირდება, მათ შორის დექსამეტაზონიც.

- რაში მდგომარეობს თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

თეა: რა მოითვლის ჩვენს პრობლემებს? დედაჩემმა, ციცინომ, რამდენიმე წლის, წინ ინსულტი გადაიტანა. მუდმივი მოვლა და წამლები სჭირდება, რომლის ყიდვის საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს. ჩემი გოგონა, ანასტასიასხერხემლისთიაქარიაქვსდა სავარაუდოდ ოპერაცია სჭირდება...

წელს ბავშვები სკოლასა და ბაღში ვერ წავიდნენ... ყველანაირი უბედურება, რაც კი შეიძლება მოხდეს, ერთბაშადა დაგვატყდა თავს...

ხანდახან მგონია, რომ მთავრობა ვერ ამჩნევს ჩვენს გაჭირვებას იმიტომ, რომ ჩემი შვილები მათხოვრებივით, დახეული ტანასცმლითა და ჭუჭყიანი ხელ-პირით არ დადიან... რადგანაც სუფთა და კარგად დაკერებული ტანისამოსი აცვიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ დახმარება არ სჭირდებათ. მაგრამ ეს, ასე არ არის! ჩვენ მართლა გვჭირდება დახმარება. ერთხელ მაინც მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში უწევთ ჩემს შვილებს ცხოვრება...

- თქვენი მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით? როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

თეა: დედასთან ერთად იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი, სადაც ჩემი მომავალი მეუღლის ძმამ და რძალმა ოთახი იქირავეს. სპარტაკი მათთან ხშირად მოდიოდა. ასეთი კარგი ადამიანი, არასდროს შემხვედრია! ძალიან ყურადღებიანი, კეთილი და მზრუნველი იყო... ცრემლის გარეშე, მასზე საუბარი არ შემიძლია. დედას რომ ვუთხარი, საკუთარი შვილივით მიიღო, ძალიან  უყვარდა.  მეუღლე რომ დამეღუპა, დედაჩემს ინსულტი დაემართა...

სპარტაკის გარეშე დავობლდით. ვცდილობ გოგონებს, როგორც დედის, ასევე მამის სიყვარული ვაჩუქო. ძალიან დააკლდათ მამიკო. რა უსამართლობაა. ზოგიერთი ურჩხული შვილებს სცემს და ასი წელი ცოცხლობს, ამისთანა მამები კი...

- ვინმე გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები? ვინმეს გინდათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოთ?

თეა: დედას პენსია აქვს, მაგრამ წამლები რომ დაგვჭირდა, სესხი ავიღეთ. მთელი პენსია მაგის დაფარვაში მიდის. სწორედ ეს სესხია ჩვენი ასეთი მდგომარეობის მიზეზი. დედა უჩემოდ წავიდა ბანკში და რამდენიმე თვის პენსია წინასწარ გამოიტანა, მაგრამ პირობები არავინ აუხსნა. აღმოჩნდა, რომ პენსიიდან მხოლოდ პროცენტის თანხა ეჭრებოდა და ძირ თანხას არაფერი არ აკლდებოდა. როდესაც ვადა ამოიწურა, დედას პენსია ვეღარ ავიღეთ, რადგანაც ახლა, ბანკი ძირ თანხას პენსიიდან ქვითავს. ჩვენ კი ერთ თეთრსაც ვერ ვიღებთ. დედამ ეს როცა გაიგო, კინაღამ მეორედ მიიღო ინსულტი. პატარა გოგოსავით ტიროდა და პატიებას მთხოვდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ავღმოჩნდით. ჩვენი დახმარება სურდა და ასე გამოვიდა. ახლა ვეღარაფერს შევცვლით, ბედს შევეგუეთ...

- თქვენი მომავალი როგორ წარმოგედგინათ? როდსმე გიფიქრიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით?

თეა: ძალიან კარგი ოჯახი გვქონდა. შეძლებულად არ გვიცხოვრია, მაგრამ სპარტაკი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არაფერი მოგვკლებოდა. ბინა გვქონდა ნაგირავები. მეუღლის დაღუპვის შემდეგ, იძულებული გავხდით უარი გვეთქვა გირაზე და ჩადებული თანხა აგვეღო, რადგანაც საარსებოდ სახსრები გვჭირდებოდა. რამდენიმე წელი ვიცხოვრეთ ამ ფულით, შემდეგ გავყიდეთ, თუ კი რამე ფასეული გაგვაჩნდა... როგორ გაუჭირდათ ჩემს პატარებს... ალბათ თავს მოვიკლავდი, ისინი რომ არა. რა საყვარლები არიან!

  ხშირად ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არ გვაქვს არც ტელევიზორი, არც კოპმპიუტერი და არც ინტერნეტი. საქმეს რომ მოვრჩებით, მე, დედაჩემი და ჩემი გოგონები ვსხდებით და ვსაუბრობთ. მთხოვენ, მამაზე ვუამბო, როგორ ვცხოვრობდით მის გარდაცვალებამდე. მიზიარებენ თავიანთ განცდებსა და ოცნებებს.  მაგრამ როდესაც სასოწარკვეთილებაში ვვარდები და ძალა აღარ მაქვს, ოჯახში მარი დიახლისობს.

- ძალიან გითანაგრძნობთ, ვინმესთვის თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის? ადგილობრივი მმართველობისთვის, მაგალითად?

თეა: არავინ არ დაგვეხმარა, ჩვენს ვედრებას არავინ გამოეხმაურა. გადახედეთ ჩემს ტელეფონში აკრეფილი ნომრების სიას, სხვადასხვა პარტიების, ორგანიზაციების, მერიისა, თუ სამმართველოს.  პასუხი ერთია ყველგან: დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

თქვენი ფონდის გარდა, არავინ გამოგვეხმაურა. იწერენ ჩვენს ნომერს და აღარ გვირეკავენ.

გეფიცებით არავისგან არანაირი დახმარება არ მიმიღია - არც სამმართველოდან, არც მთავრობისგან, არც მერიისგან და არც ჯანდაცვის სამინისტროსგან! ფული აღარ მაქვს! წამლის კი არა საჭმლისაც კი! დედაჩემს წნევის წამლებს ვერ ვყიდულობ, როდესაც წნევა აუწევს, არაფერს ვაძლევ, უბრალოდ ველოდები, რით დამთავრდება ეს ყველაფერი - წარმოგიდგენიათ ასეთი რამ?

- მორწმუნე ხართ? ხსნას რაში ხედავთ?

თეა: უფლის რწმენა ძალას მაძლევს, ცხოვრება განვაგრძო. მის მფარველობას, ყოველთვის ვგრძნობ. 21 სექტემბერს დავიბადე, ღვთისმშობლობას და მწამს, რომ დედა ღვთისმშობელი ჩემს შვილებს არ მიატოვებს. ხანდახან მეჩვენება, რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაფერი დასრულდა. მაგრამ მჯერა, რომ უფალი მაჩვენებს გამოსავალს და ვიცი, რომ მე და ჩემს შვილებს არ მიგვატოვებს!

- უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

თეა: კი, მჯერა. ძალიან დაგვეხმარნენ ჩემი მეუღლის კოლეგები, თბილისის მერიის სატრანსპორტო საშუალებების მგაზვრების მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები. ყოველთვიურად აგროვებდნენ და გვაწვდიდნენ თანხას, თითოეულ მათგანს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო!..

ასევე ჩვენი მეზობელი, ნინო, უზომოდ კეთილი ადამიანია! თავადაც ძალიან უჭირს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, რომ დაგვეხმაროს. თავისი ძველი, პატარა ტელევიზორი რომ არ ეთხოვებინა ჩვენთვის, ახლა ჩემს შვილებ ესეც არ ექნებოდათ... ჩვენს სახლში, ეს  ერთადერთი ფასეული ნივთია...

- ამ ბინაში როგორ აღმოჩნდით?

თეა: ვქირაობთ, თუ ამას შეიძლება ბინა დაერქვას. 150 ლარს ვიხდით, რაც ჩვენი ყოველთვიური შემოსავლის მესამედია. ერთი პატარა ოთახი გვაქვს, პაწაწინა სამზარეულოთი, საპიფარეშო ეზოშია. კედლები მყარია, მაგრამ აქ სულ სინესტეა და მეწყერსაშიში ზონაა. სახლი კლდეებს შორისაა მოქცეული, რომლებზეც მუდმივად წყალი ჩამოედინება. არავინ იცის, თავზე როდის დაგვემხობა  და დაგვასამარებს... საპარტაკი ცოცხალი რომ ყოფილიყო, სულ სხვანაირი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება...

- ბავშვები  სკოლაში ან ბაღში დადიან?

თეა: შუათანა, 7 წლის ლიზა წელს სკოლაში ვერ წავიდა. ერთჯერადი დახმარება მეკუთვნოდა, მერიას მივმართე, მაგრამ უარი მითხრეს...  ეს თანხა კი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ბავშვი სკოლაში წამეყვანა. ახალ წელსაც უარი მითხრეს, ასევე მარტშიც... მითხრეს, ახლა „კორონავირუსიაო“ და ხელცარიელი გამომიშვეს. მარიმაც(12 წლის) გააცდინა ეს სასწავლო წელი. ამ ხუხულაში ერთი წლის წინ გადმოვედით. ძველი სკოლა ძალიან შორსაა და მარი ვერ ივლიდა - გზის ფულიც არ გვქონდა. ტანსაცმლის, წიგნებისა და რვეულების ფულიც არ გვქონდა... მინდოდა მარი უფრო ახლოს გადმომეყვანა სკოლაში, მაგრამ მითხრეს, რომ დაგვაგვიანდა და ადგილი აღარ ჰქონდათ. მარი ძალიან მეხმარება. თუ ხედავს, რომ დავიღალე და აღარ შემიძლია, ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, ალაგებს, რეცხავს, პროდუქტის საყიდლად დადის, გოგოებსა და ბებიას უვლის...

  ძალიან ნიჭიერი გოგოა, ენების სწავლის ნიჭი აქვს, არაჩვეულებრივი მიხსიერება აქვს. მაგრამ ჩვენი სიძნელეების გამო, სკოლის გარეშე დარჩა. ძალიან უყვარს ლიტერატურა, ადვილად ითვისებს ყველაფერს. მისი ქართულის მასწავლებელი აღფრთოვანებული იყო მისი ნიჭით. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარიმ მანამდე იცოდა გაკვეთილი, სანამ ის ახსნას დაასრულებდა. „თვალებში ეტყობა, რომ უკვე ზეპირად იცის ახალი მასალა“

ეს მართლაც ასეა. როგორ შეიძლება, ასეთი ბავშვი რომ სკოლაში დადიოდეს?

პატარა ანასტასია კი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე  ვერ დადის ბაღში.

- ბავშვებს გავესაუბრები, თუ შეიძლება. როგორ ხართ გოგონებო? როგორ სწავლობთ? დედიკოს როგორ ეხმარებით? რა თამაშები გიყვართ?

მარი(12 წლის): ძალიან მენატრება სკოლა, გაკვეთილები, როცა ვიძინებ, ვოცნებობ, რომ სკოლაში წავალ... ძალიან მიყვარს სწავლა, მაგრამ ძველი სკოლა ძალიან შორს არის. აქ კი არ მიმიღეს... კომპიუტერზე ვოცნებობ!.. და კიდევ ველოსიპედზე.

- რა წიგნებს კითხულობ?

მარი(12 წლის):  წიგნების კითხვა მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ ამის დრო არ მაქვს. კიდევ ხატვა მიყვარს და კარგად გამომდის, ყველას მოსწონს.

- შეგიძლია, სახსოვრად რამე დაუხატო  ჩვენი ფონდის კარგ მეგობრებს?

 მარი(12 წლის): სიხარულით დავუხატავდი, მაგრამ არ მაქვს არც ფერადი ფანქრები, არც საღებავები.  ასევე ვცეკვავ და ვმღერი, მაგრამ ხატვა უფრო. იცით, როცა გავიზრდები ქირურგი გავხდები. მინდა ადამიანებს დავეხმარო. ჩემს დაიკოს, ანასტასიას ოპერაცია სჭირდება და მხოლოდ ქირურგს შეუძლია დახმარება. მეც მინდა, ბავშვები გადავარჩინო.

- მარი, რას უსურვებდი ყველა ქართველ ბავშვს?

მარი(12 წლის): ვუსურვებდი კეთილი მშობლები ჰყავდეთ და ისეთი დაიკოები, როგორიც ლიზი და ანასტასიაა. ყველას ჯანმრთელად ყავდეს მშობლები.

ლიზი(7 წლის): მე და ტასოს კი ლამაზი თოჯინები, კამფეტები, ფანქრები და გასაფერადებლები გვინდა, მაგრამ ეს ჩვენი საიდუმლოა.ძილის წინ დედიკო ზღაპრებს გვიყვება, კეთილ ფერიებსა და ჯადოქრებზე, მე და ტასო კი ვოცნებობთ, რომ ჩვენთანაც მოფრინდეს ფერია. ყველაზე მეტად გვიყვარს, მამაზე რომ გვიყვება. მამიკო ყველაზე კარგია! ნებისმიერ ურჩხულს დაამარცხებს!

- შენც იცი ხატვა?..

ლიზი(7 წლის): ისე კარგად არ გამომდის, როგორც მარის. ხანდახან ვიხატავ ჩემი დისგან. ნახეთ, ზღვა გადავიხატე! მოგწონთ? მე, არც ისე. იმედია ვისწავლი მარისავით კარგად ხატვას.

- თეა, რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?

თეა: თვიდან თვემდე 300 ლარიანი სოციალური დახმარებით ვარსებობთ, და კიდევ 150 ლარიანი ბავშვების დახმარებას ვიღებთ მერიისგან. ჯამში შემოსავალი 450 ლარი გვაქვს, და კიდევ, პროდუქტის ბარათი - 90 ლარი. აქედან 150 ლარს ბინის ქირას ვიხდით, კომუნალურ გადასახადებს. ბავშვებს კარაქიანი პური უყვართ და ბარათით ვყდულობ. ასევე ბურღულეულს ვაჭმევ, ძალიან ვცდილობ, ხანდახან მაინც გაყინული თევზი, ან ხორცი ვუყიდო. ხილი და ნამცხვარი ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა. მაგრამ ძალიან ვცდილობ, რომ გოგონებმა ხანდახან მაინც იგრძნონ ბავშვობის გემო...

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება? ოჯახში, თქვენი აზრით, რა გჭირდებათ უპირველეს ყოვლისა.

თეა: ვოცნებობ ჩემი შვილების ცხოვრება ცოტათი მაინც შევამსუბუქო, იმის მეასედი მაინც გავაკეთო, რასაც მამა გააკეთებდა მათთვის, მაგრამ არ გამომდის... სამწუხაროდ ჩემი შვილებისთვის ძლიერი დედა ვერ გავხდი, სამწუხაროდ...

ვოცნებობ, რომ ჩემს შვილებს ტელევიზორი ჰქონდეთ. ეს სამყარო ეკრანის მეშვეობით მაინც შეიცნონ.

გუშინ მარის ვკითხე, ჩერნოვეცკის ფონდიდან რომ დარეკონ, რას სთხოვ? იცით რა მიპასუხა? - დედა, არ მინდა ტელევიზორი, მინდა სარეცხი მანქანა გვქონდეს, რომ ცივ წყალში რეცხვით ხელები აღარ გეტკინოს. ადრე სხვა ბინაში ვცხოვრობდით, მაგრამ ქირა ვეღარ გადავიხადეთ. ერთ მშვენიერ დღეს, ბინის პატრონმა კარები ცხვირწინ მოგვიხურა და ჩვენი საკუთარი ნივთებიც კი, ტელევიზორი და სარეცხი მანქანაც კი არ გამოგვატანა, ქირაში გაგვიქვითა. აღარაფერი დაგვრჩა. რომელ ტექნიკაზეა საუბარი, საწოლებიც კი არ გვაქვს, რამე ძველ საწოლსაც კი ვერ ვყიდულობ, რომ გოგონები და ჩემი ავადმყოფი დედა დავაწვინო. იატაკზე მძინავს, დედას ტახტზე, რომელიც ასევე მეზობელმა გვათხოვა. გოგონებს კი, იმ ერთადერთ საწოლზე ვაწვენ, რომელიც ამ ბინაში დაგვხვდა. სულ ეს არის.

- რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთვის მოგემართათ?

თეა: ყველაფრის მიზეზი, ჩვენი უკიდურესი გაჭირვებაა. საჭმელი არ გვაქვს. ყოველ დილით, რომ ვიღვიძებ, უფალს ვთხოვ,  გადაგვატანინოს კიდევ ერთი დღე!

ჩემმა მარიმ გიპოვათ. მე დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული, და არავისი დახმარების იმედი არ მაქვს. მარის კი სჯერა სასწაულების, ჯადოქრებს ეძებდა, ვინც ჩვენი ცხოვრების შეცვლას შეძლებდა.

  მარი(12 წლის): ძალიან გვჭირდება დახმარება. დედიკო ყოველდღე ნერვიულობს და ტირის, მე კი სულ ვფიქრობ, რით შემიძლია მისი დახმარება. მამიდა მყავს, იშვიათად ვნახულობთ, მაგრამ ერთხელ თავისთან სახლში წამიყვანა. ჩემმა მამიდაშვილმამომიყვა, როგორ დაეხმარა ჩერნოვეცკის ფონდი.  ვიფიქრე, რომ ჩვენც დაგვეხმარებოდით... თქვენ ხომ შეგიძლიათ ჩვენი ცხოვრების შეცვალა? მე ამის მწამს. ვიპოვე ფეისბუქზე თქვენი გვერდი და მოგწერეთ. დედიკომ არც იცოდა, მერე ვუთხარი, რა თქმა უნდა.

- გინდათ ფონდის მეგობრების გაცნობა? ახალი მეგობრეის შეძენა?

თეა: ჩემი ოჯახისთვის ისეთი ადამიანი, ვინც დაგვეხმარებოდა, ჯერ არ გამოჩენილა. ხელი არავინ გამიმართა.

მაგრამ მწამს, რომ ჩერნოვეცკის ფონდის დახმარებით, ახლა ასეთი ადამიანები გამოჩნდებიან. ნუთუ ეს უფლის სასწაული არაა, რომ ჩემმა შვილმა გიპოვათ? იცით, როგორ სჯერა მარის, რომ ჩერნოვეცკის ფონდი დაგვეხმარება?!

-------------------------------------------------------------

მეგობრებო, ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს მორალური უფლება, საბრალო ობლებს არ დავეხმაროთ! ვილოცოთ მათი მამის სულისთვის, უფალს ყველამ ერთად ვევედროთ, რომ ამ პატარების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს !

  მეგობრებო, როგორც ხედავთ, ტაბახმელაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი,  საოჯახო ტექნიკა, საწოლები და ტანსცმელი!

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ თეას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: ნაძალადევი, ლომთათიძის 1 ჩიხი №19 ტელეფონის ნომერი: 557 29 87 90

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ტაბახმელაშვილების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

  აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ტაბახმელაშვილების ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: