დედიკო, გეხვეწები, ზღაპარი წამიკითხე!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, გეხვეწები, ზღაპარი წამიკითხე!..

page info icon
2020 აპრილი 22
დედიკო ავად არის და ძალიან იღლება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,185 ₾
( 171 დონორი )
დასრულებულია


8 წლის პატარა მია, ყოველ საღამოს, დედას სთხოვს ზრაპარი წაუკითხოს... „დედიკო ავად არის და ძალიან იღლება.“

ხუთი შვილის ლამაზი და ახლაგზრდა დედის, ერნა ლიპჩენკოს ჩვენი დახმარება სჭირდება.ეს არაჩვეულებრივი, მოსიყვარულე ოჯახი, აუტანელ პირობებში ცხოვრობს ქოხში, რომელიც საცხოვრებლად სულაც არაა გამოსადეგი. მაგრამ დღეს, ბავშვებს ეს  ნაკლებად აწუხებთ. დიდ განსაცდელში არიან, დედიკოს მკურნალობა და წამლები სჭირდება, ამის საშუალება კი არ აქვთ. საბრალო ქალს უკვე იმედიც გადაეწურა, რომ ვინმე დაეხმარება და ჩუმად, გულში, იკლავს ამ ტკივილს. ბავშვებმა მის თვალზე ცრემლი რომ არ ნახონ.

  მაგრამ ჩვენ ხომ ამას ვერ დავუშვებთ? უფროსი გოგო, ერნა - 17 წლის არის, მიხეილი - 15, ალექსანდრე - 9, ტყუპები მაქსიმი და მია კი - 8. მათ ისედაც არ აქვთ დალხენილი ცხოვრება. სიცივისა და შიმშილის ატანა უწევთ... წარმოგიდგენიათ, გაკვეთილებს მხოლოდ იმიტომ აცდენენ, რომ გზის ფულიც კი არ აქვთ! ოჯახში შვიდნი არიან. მამა -ანდრეი, ძალიან კარგი ხელოსანი, ნებისმიერ სამსახურს ეჭიდება, დედა ერნას კი მკურნალობისთვის თანხა არ ემეტება ტავისთვის, ბავშვებს პური რომ არ მოაკლდეთ.

ერნა: ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს... ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ შვილებს დავტოვებ მარტოს. როგორ იცხოვრებენ უჩემოდ? ადრე მე და ანდრეი, ორივე ვმუშაობდით, ყველანაირად ვცდილობდით თავის გაგვეტანა. მაგრამ მერე, მძიმე დიაგნოზი დამისვეს და სამსახურიდან წამოსვლა მომიწია. ხშირად მაწუხებს თავბრუსხვევა და სისუსტე. სიკვდილის არა, შვილების ობლად დავტოვების უფრო მეშინია. ექიმების მიერ დასმული დიაგნოზია: დიაბეტი და ანემია. მაგრამ სამკურნალოდ სახსრები არ გვაქვს. დიაბეტის წამალს, ლიმფომინს ვსვავ, ანემიის წამლებისთვის კი საერთოდ არ გვაქვს ფული. ჰემოგლობინის დონის აწევა მჭირდება, გადასხმები. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება რამდენად ძვირია. ჩვენ კი, საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს. ჩემი მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება...(ტირის)

   - რაში მდგომარეობს თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

ერნა: სასწრაფოდ მჭირდება მკურნალობის დაწყება, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. გადასხმების კურსი მჭირდება, რომლის საფასურიც - 500 ლარია. ამის გარდა, სრული გამოკვლევა, უამრავი ტესტი და ანალიზია საჭირო. სახელმწიფომ არ დამაფინანსა. თავადაც ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ, არაფერი გაგავაჩნია. არც ავეჯი, არც ტექნიკა, ელემენტარული საყოფაცხოვრებო ინვენტარიც კი. ძალიან ხშირად, უბრალოდ საჭმელიც კი არ გვაქვს. ეს ხუხულა კი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ლამისაა თავზე ჩამოგვენგრეს. თან ფულსაც  ვიხდით აქ.

- ერნა, თუ შეიძლება გვიამბეთ, როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?

ერნა: ბედისწერის გჯერათ? როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ, მე და დედა სრულიად მარტო დავრჩით,  მამაკაცის ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, ნათურასაც კი ვერავინ შეგვიცვლიდა. რა თქმა უნდა, როდესაც ტელევიზორი გაგვიფუჭდა, ეს ჩვენთვის კატასტროფა იყო. ხელოსანი გამოვიძახეთ, რომელიც თავის შვილთან, ანდრეისთან ერთად მოვიდა. ახალგაზრდა, სასიამოვნოვნო გარეგნობის და ძალიან ყურადღებიანი ბიჭი გახლდათ. ტელევიზორი შეაკეთეს, ანდრეი კი, მას შემდეგ ჩვენი ხშირი სტუმარი  და პირადი ხელოსანი გახდა, თვითონ მოდიოდა და გვეკითხებოდა, რაიმე დახმარება ხომ არ გვჭირდება.(იცინის) ვერც შევამჩნიე, ისე შემიყვარდა. ერთხელაც ცოლობა მთხოვა, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. ჯვარი ორჯერ დავიწერეთ. პრველად - სომხურ ეკლესიაში, გრიგორიანელი ვიყავი. მაგრამ ანდრეის ბიძა, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიაში მღვდლად მსახურობდა, ამას ვერაფრით შეეგუა. მან დაგვარწმუნა, მოვინათლე და მეორედ უკვე მართლმადიდებლურ ტაძარში დავიწერეთ ჯვარი. ასე რომ, ერთი და იგივე ადამიანს, ორჯერ გავყევი ცოლად! დიდი სიყვარულით, რაც მთავარია, და მიუხედავად ყველა განსაცდელისა, ჩვენს შორის არაფერი შეცვლილა.

- ვინმე გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?

ერნა: თავადაც იცით, ახლა ცხოვრება როგორ გაძნელდა, ყველას ძალიან უჭირს, ყველანი ვიბრძვით გადარჩენისთვის... ანდრეის ძმა ფსიქიკურად არის ავად და ჩვენი ახლობლების სახსრები მთლიანად მის მკურნალობას ხმარდება. მისი მდგომარეობა, მართლა ძალიან რთულია, შესაძლოა, ჩემზე უარესიც. დედაჩემი, სანამ ცოცხალი იყო, ძალინ გვეხმარებოდა. გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო მარჯანიშვილის ქუჩაზე, ალექსანდრე ნეველის მართლმადიდებლური ტაძრის მრევლს, იქ ანდრეის ბიძა მსახურობდა. სანამ ცოცხალი იყო, ძალიან გვეხმარებოდნენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა, 48 წლის ასკში, ინსულტმა მეორედ დაარტყა.

- როდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით? როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?

ერნა: ისევე როგორც ყველა, ჩვენც დიდ ოჯახზე ვოცნებობდით, სადაც სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს. მე და ანდრეის, ყოველთვის ბევრი შვილი გვინდოდა. რათა ყოველთვის ერთმანეთის დახმარებოდნენ გაჭირვების ჟამს. ჩვენი შვილები - ჩვენი ცხოვრების აზრია. ღმერთის წყალობით, კეთილი და ჭკვიანები იზრდებიან, და ძალიან გვახარებენ. ვერც კი წარმომედგინა, რომ ავად ვიყავი, აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ჩემი შვილებისთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ბევრს ვმუშაობდი. ახლა კი... იცით, როგორ მეშინია? სწორად გამიგეთ, მხოლოდ მათ გამო. მე რომ რამე დამემართოს, რა ეშველებათ?

- ვინმეს თუ მიმართეთ დახმარებისთვის? ადგილობრივ მმართველობას, მაგალითად?

ერნა:  ყველა ინსტანციას მივმართე, როგორც ჩანს რაღაც აუსრულებელს ვითხოვ და ყველგან უარი მითხრეს. მაგრამ ცოდვას ნამდვიალად ვერ დავიდებ  და ვერ ვიტყვი, რომ არავინ გვეხმარება და ბედის ანაბარა ვართ მიგდებული. სახელმწიფო ყოველთვიურად ბინის ქირას, 300 ლარს გვიხდის. 50 ლარს ჩვენ ვამატებთ. ზოგს ესეც არ აქვს. ასევე კვების ვაუჩერებს გვაძლევენ, ბავშვებზე. ჯანდაცვის სამინისტროს, თხოვნით მივმართე, რომ საყოველთაო დაზღვევას ჩემი მკურნალობის თანხა დაეფინანსებინა, მაგრამ მიპასუხეს, რომ ახლა ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის.

- მორწმუნე ხართ? ხსნას რაში ხედავთ?

ერნა: მორწმუნე ვარ და ტაძარში ხშირად დავდივარ. ჩემი უმცროსი სამი შვილი, კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ნათლულები არიან და მთელი გულით მიხარია. ხანდახან ბედს ვემდური, ჩემი ავადმყოფობის გამო. მაგრამ მერე, ვაცნობიერებ, რომ ხუთი ჯანმრთელი შვილი მყავს, ზოგი კი ერთის გაჩენაზეც ოცნებობს.

- უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ერნა: მთელი გულით მჯერა, არა ერთხელ დავრწმუნდი ამაში. სახსრების უქონლობიდან გამომდინარე, 13 ბინა შევიცვალეთ 19 წლის განმავლობაში. როდესაც ერთხელ ქუჩაში გამოგვყარეს, ქირის გადაუხდელობის გამო, მეზობელმა თავის სახლში შეგვიფარა. ერთხელ ორი თვის ქირა ვერ გადავიხადეთ, ბინის პატრონი კი, უბრალოდ შევიდა ჩვენს მდგომარეობაში და ვალი გვაპატია. ნამდვილად რომ წმინდანია! როცა ვშიმშილობთ, მეზობლებს საჭმელი მოაქვთ. როგორ არ უნდა მჯეროდეს?

  - ამ სახლში როგორ აღმოჩნდით?

ერნა: ამ ბინას 350 ლარად ვქირაობთ მაგრამ, როგორც ხედავთ, აქ ვერც მოტრიალდები მითუმეტეს ხუთ ბავშვთან ერთად.

- ბავშვები დადიან სკოლაში, ბაღში? თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე ნიჭიერი, და რატომ?

ერნა: მადლობა ღმერთს, სკოლაში უფასოდ არიგებენ წიგნებს, თორემ არ ვიცი რა მეშველებოდა. უბრალოდ სკოლა შორს არის, ჩვენ კი ტრანსპორტის ფულიც არ გვაქვს. ამიტომაც იძულებული არიან გაკვეთილები გააცდინონ, ჩამორჩებიან პროგრამას და ძალიან განიცდიან ამას. თუმცა, მასწავლებლები აქებენ და ყველას ძალიან ნიჭიერად თვლიან.

თითოეული  მათგანი თავისებურად ნიჭიერია. ჩემი უფროსი გოგო კარგად ხატავს, ბუნებით ხელოვანია და ძალიან უნდა თავის ძალები, სილამაზის სფეროში მოსინჯოს.

მიხეილი 15 წლისაა, ძალიან მორცხვი და მორიდებული ბიჭია, კომპიუტერებსა და ელექტრონიკაში ერკვევა კარგად.

9 წლის ალექსანდრე, ოცნებობს მფრინავი გახდეს! დღე და ღამე მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს. უყურებს ვიდეოებსა და ფრენის სიმულაციებს, თავის პატარა ძმაც, მაქსიმიც(8 წლის) თვითმფრინავებით დააინტერესა. ასე რომ სახლში, ორი მფრინავი  მეყოლება.(იღიმის)

ერთხელ აეროპორტშიც კი წავიყვანეთ ბავშვები, თვითმფრინავები ახლოდან რომ ენახათ. ძალიან ბედნიერები იყვნენ. მიასაც ხატვის ნიჭი აქვს, რასაც ხედავს, ყველაფერს ხატავს.

  - მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები, როგორია მათი ყოველღიური რაციონი?

  ერნა: ბურღულეულს, უბრალო წვნიანებს. მაგრამ ეს მოზარდი ორგანიზმისთვის რა საკვებია. ქათამი, ორ თვეში ერთხელ, ჩვენთვის დღესასწაულია. ძალიან გვეხმარება სოციალური სასადილო. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბავშვს, ამათაც შოკოლადი უყვართ. მაგრამ ამდენი საშუალება არ გვაქვს. უფროსი ბავშვები იმდენად შეგნებული მყავს, რომ აღარაფერს ითხოვენ.

  - ახლა ბავშვებს გავესაუბრები, თუ შეიძლება. როგორ სწავლობთ? დედას და მამას როგორ ეხმარებით?

  ერნა: ლამაზი ფრჩხილები მომწონს. და საერთოდაც, ქალი მოვლილი უნდა იყოს. ყველა ჩემს მეგობარს, ფრჩხილებს მე ვუკეთებ, იმიტომ რომ, ძალიან კარგად გამომდის. აუცილებლად წარმატებული მანიკურის სპეციალისტი გავხდები და ელიტარულ სალონში ვიმუშავებ!

  მიხეილი(15 წლის): კომპიუტერული ტექნოლოგიები მაინტერესებს. დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ვატარებ. პროფესია კი, ჯერ არ ამირჩევია. არ ვარ კონტაქტური, მარტოობა მირჩევნია. ტექნიკასთან ურთიერთობა უფრო საინტერესოდ მეჩვენება. ხანდახან გამოძახებებზე დავდივარ მამასთან ერთად.

  ალექსანდერ(9 წლის): მეც მიყვარს კომპიუტერი, თვითმფრინავებზე მიყვარს ვიდეოების ყურება, მათ შესახებ უკვე ყველაფერი ვიცი. ჩემი ოცნებაა მფრინავი  გავხდე. ყველა ქვეყანას მოვინახულებ. მსოფლიოს ნახვა ძალიან მინდა  . 

   - ღმერთმა ნუ ქნას, თვითმფრინავი ჰაერში რომ გაგიფუჭდეს, რას იზავ? ხალხს როგორ გადაარჩენ?

  ალექსანდერ(9 წლის): რამე რომ მოხდეს, მე  შევძლებ ყველგან დავსვა თვითმფრინავი, წყალზეც, გზაზეც და მინდორშიც. კინოებში გმირები სწორედ ასე აკეთებენ. მე უმაგრესი მფრინავი ვიქნები!

   მაქსიმი(8 წლის): ერთი კომპიუტერი გავქვს და არ გვყოფნის, მაგის გამო, ხანდახან ვჩხუბობთ კიდევაც... ჯერ არ ვიცი, ვინ მინდა გავხდე. მაგრამ მეც მომწონს თვითმფრინავები. დედიკოს ვეხმარები. ჩემს სათამაშოებს ვალაგებ, და მიას სათამაშოებსაც.

  - ვინ გიყვება ხოლმე ზღაპრებს, მია? ძილის წინ რაზე ოცნებობ? რომელია შენი საყვარელი ზღაპარი?

   მია(8 წლის): მე კი ფერწერა მიყვარს, მთელ მსოფლიოში განთქმული მხატვარი გავხდები. კიდევ დედიკოს ვეხმარები სახლის დალაგებაში. ადრე დედიკო  ზღაპრებს სულ მიკითხავდა, ახლა კი ძალიან იღლება და ამიტომაც ჩემი და, ერნა მიკითხავს ხოლმე.

- არაჩვეულებრივი შვილები გყავთ, ერნა. განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. რა შემოსავალი გაქვთ, რაზე გყოფნით?

ერნა: ჩვენი ერთადერთ შემოსავალი, სოციალური დახმარებაა. ანდრეის ძალიან უჭირს მუდმივი სამსახურის ნახვა, ცალი თვალი დაბადებიდან დახუჭული აქვს. ნებისმიერ სამსახურს ეჭიდება, მუშაობდა მტვირთავად, ხელოსნობს. ჩემი მეუღლე, ყოველთვის ცდილობდა, უზრუნველი ცხოვრება ჰქონოდათ ჩვენს შვილებს.

  - რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება? უპირველეს ყოვლისა, რა გჭირდებათ ოჯახში ყველაზე მეტად?

  ერნა: ყველაზე დიდი ოცნებაა, საკუთარი საცხოვრებელი გვქონდეს, ჩვენს მდგომარეობაში, ეს ოცნება აუხდენელია.

  მთელი გულით მინდა, რომ ჩემმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ. არ გვაქვს ტექნიკა, არ გვაქს ელემენტარული პირობები, საჭმელიც კი არ გვაქვს! კიდევ კარგი რომ, სოციალური სასადილოები არსებობს. გამოკვლევასა და წამლებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. სასწრაფოდ თუ არ მივხედავ ჩემს ჯანმრთელობას, შეიძლბა გამოუსწორებელი რამ მოხდეს. სწორედ ამის მეშინია. არ მინდა შვილები ობლად დავტოვო! ღმერთო, შენ მიშველე!

  - რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთვის მოგემართათ?

  ერნა: დიდი ხნის წინ გავიგე ფონდის შესახებ. მაშინ, როცა პროდუქტს არიგებდით უფასოდ. შემდეგ თქვენი გვერდი ფეისბუქშიც ვიპოვე. გაოცებული ვარ, რამდენ გაჭირვებულს ეხმარებით. მე კი უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობა მაქვს, ნებისმიერი სახის დახმარებისთვის მადლობელი ვიქნები.

  - ჩვენი პოსტიდან, თქვენი ოჯახის შესახებ თითქმის მთელი საქრთველო შეიტყობს. გინდათ ფონდის მეგობრების გაცნობა?

  ერნა: უკვე ძალიან მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და მომისმინეთ. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები ყველა გავიცნო.

---------

  მეგობრებო, როგორც ხედავთ, ლიპჩენკოების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი,  მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა და ავეჯი!

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. ყველა ბავშვს უნდა, დედა ცოცხალი და ჯანმრთელი ყავდეს, მეგობრებო, გადავარჩინოთ ერნას სიცოცხლე! შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ, ჰკითხეთ რა სჭირდებათ, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: თბილის, ყვარლის ქ. №145 ტელეფონის ნომერი: 558 62 99 14

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ლიპჩენკოების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

  აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ლიპჩენკოების ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)


მსგავსი პროექტები: