როდესაც ჩემი შვილი ძირს ცოცხალმკვდარი ეცემა, მზად ვარ, მასთან ერთად მოვკვდე!
თქვენ სიცოცხლე დაგვიბრუნეთ და იმედი მოგვეცით!
„ეს ჩვენს ოჯახში ყველაზე ტკბილი ახალი წელი იყო. ამდენი ნუგბარი და ტკბილეული ბავშვებს არასდროს ჰქონიათ. ნეტავ გენახათ, როგორ უხაროდათ! სიხარულისგან გული გასკდომას მქონდა!“ - გვიყვება ნუნუ.
ქალს ეღიმება, მოჭარბებული გრძნობებისგან ზოგჯერ ენა ებმის; გვიყვება, რომ მათი ოჯახის ცხოვრება ძალიან შეიცვალა პოსტის დაწერის შემდეგ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/655-kbiltsetskhlashvili/.
ახლა, ბედნიერებისგან სახეანთებულ ნუნუში საერთოდ ვეღარ იცნობთ იმ საბრალო ქალს, რომელმაც ჩვენს ფონდს სრულიად სასოწარკვეთილმა მიმართა.

ოჯახის თავს დატეხილმა პრობლემებმა სამი შვილის დედა ძლიერ გატეხა. მისი შუათანა ბიჭი მძიმედ არის ავად: ბავშვი ქრონიკული ეპილეფსიით იტანჯება. ოთხი წლის ლუკას წამლები, გამოკვლევები და საგანგებო პროცედურები ესაჭიროება, ამას კი არც თუ ისე ცოტა ფული სჭირდება, რომელიც მათ უბრალოდ არ აქვთ.
ოჯახი ისედაც უკიდურეს გასაჭირში იმყოფებოდა: სახლი ინგრევა, მათ კი არც საჭირო ტექნიკა და არც ასატანი საცხოვრებელი პირობები აქვთ; არადა, სახლში კიდევ ორი პატარა ბავშვი ცხოვრობს: ნიკა (6 წლის) და იზოლდა (წლინახევრის). ყველას მშობლების ყურადღება სჭირდება. ნუნუს მეუღლემ მუშაობის შესაძლებლობა დაკარგა. ოჯახი მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობს, რომელიც ბავშვების გამოსაკვებად და პატარა ლუკასთვის წამლების საყიდლად არ კმარა.
მაგრამ თქვენი წყალობით, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კბილცეცხლაშვილების დახმარება და მათთვის წამლების, სამედიცინო ნივთებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა შევძელით, რომელიც ოჯახს ასე სჭირდებოდა. ჩვენმა კეთილმა მეგობრებმა და დამხმარეებმა სიკეთე და დიდსულოვნება კიდევ ერთხელ გამოიჩინეს. თქვენი მონაწილეობის წყალობით, დღეს ნუნუ იღიმის! თქვენ მის ოჯახს თქვენი სიყვარული აჩუქეთ!
ჩვენი ფონდი მთელი გულით უხდის მადლობას ყველას, ვინც კბილცეცხლაშვილების ოჯახის გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩა, ვინც მათ თუნდაც ერთხელ მაინც დაურეკა და დახმარების ხელი გაუწოდა! უღრმესი მადლობა ყველას!

– ნუნუ, შეგიძლიათ დაწვრილებით გვიამბოთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
ნუნუ: ჩვენს ოჯახში ყველაფერი გარდაიქმნა. ჩვენ უკეთესი მომავლის იმედი გაგვიჩნდა; არადა, სულ ცოტა ხნის წინ გვეგონა, რომ ჩიხში ვართ; ჩვენს პრობლემებს დასასრული არ უჩანდა. თქვენი ფონდი და კეთილი ხალხი უზომოდ დაგვეხმარა. პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე რეკვა დაიწყეს; გვეკითხებოდნენ, აინტერესებდათ, როგორ ვცხოვრობთ... და იცით, დღემდე რეკავენ... რომ აღარაფერი ვთქვათ საჩუქრებზე - ეგ საერთოდ ცალკე თემაა. იმდენი საჩუქარი მივიღეთ, სიტყვები არ მყოფნის! ცრემლებიც კი წამომივიდა, როდესაც მაცივარი, სარეცხი მანქანა, პურის საცხობი ღუმელი, საწოლის თეთრეული და ბავშვებისთვის უამრავი ტკბილეული გვაჩუქეს. ბოლომდე ვერც კი ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო!
მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ თქვენმა ფონდმა ლუკასთვის უზომოდ დიდი რაოდენობის წამლები და საფენები შეიძინა. სიტყვები არ მყოფნის! ახლა, მე და ჩემს მეუღლეს შეგვიძლია წამლებზე კარგა ხანს აღარ ვიდარდოთ!
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ჩემს მეუღლეს თბილისში სამსახური შესთავაზეს და ეს ყველაფერი თქვენი ფონდის წყალობით მოხდა. დამრეკმა გვითხრა, რომ მან ჩვენ შესახებ სოციალურ ქსელში წაიკითხა და შეიტყო, რომ ჩემი ქმარი სამსახურის გარეშე დარჩა. და აი, ჩემს მეუღლეს სამსახური შესთავაზეს. იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა!
– გვჯერა, რომ ყველაფერი გამოგივათ! ნუნუ, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ, რა რეაქცია გქონდათ საჩუქრებზე?
ნუნუ: ძალიან გამიხარდა! სიხარულისგან ავტირდი კიდეც. სახლში მაცივარი არ გვქონდა, ახლა კი, თქვენი წყალობით, შემიძლია საჭმელი მოვიმარაგო და აღარ მეშინოდეს, რომ დამჟავდება... პურის საცხობი ღუმელიც გვაჩუქეს. პურის ყიდვა ყოველთვის არ გამოგვდის, რადგან ძვირი ღირს; მთელი ჩვენი შემოსავალი კი ლუკაზე იხარჯება. ახლა უკვე შემიძლია, რომ ახალი პური სახლში თავად გამოვაცხო. ბავშვისთვის ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?
მაგრამ ყველზე მნიშვნელოვანი საჩუქარი ჩვენთვის მაინც სარეცხი მანქანა იყო. როდესაც სახლში სამი ბავშვია, სარეცხს ბოლო არ უჩანს. ადრე ხელით რეცხვა მიწევდა, თანაც გარეთ, ცივ წყალში. ეს საშინელებაა! ახლა კი სარეცხი მანქანა მაქვს, რომელმაც ცხოვრება მნიშვნელოვნად გამიმარტივა; სანამ მანქანა რეცხავს, მე შემიძლია ბავშვებს მეტი დრო დავუთმო... საწოლის თეთრეულიც გაცვეთილია. კეთილი ხალხი რომ არა, ჩვენ ახლის ყიდვას ვერ შევძლებდით. როგორც ხედავთ, სახლში ბევრი რამ გვაკლდა. ყველაფერს ვერც იყიდი - შესაძლებლობა არ გვაქვს. მაგრამ მადლობა თქვენს ფონდს და ყველა იმ კეთილ ადამიანს, რომლებიც დაგვეხმარნენ! თქვენ სიცოცხლე დაგვიბრუნეთ და იმედი მოგვეცით!
განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ ჩემს შვილებს უამრავი ტკბილეული აჩუქეთ და ისინი ასე გააბედნიერეთ!

–ბავშვებს ყველაზე მეტად რა ტკბილეული მოეწონათ?
ნუნუ:მათ ყველაფერი მოეწონათ! ეს ჩვენს ოჯახში ყველაზე ტკბილი ახალი წელი იყო. პატარებს ისე უხაროდათ, ისე იცინოდნენ... ჩვენ კი, მშობლებს, მათთან ერთად გვიხაროდა. ბავშვებს ამდენი ტკბილეული ჯერ არ უნახავთ. ნამდვილი სასწაულია! დღესასწაულმა წარმატებით ჩაიარა! (იცინის.) სხვათა შორის, ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუა გვეწვია და ბავშვებს უამრავი საჩუქარი მოუტანა: სურსათი, სასკოლო ნივთები, ტკბილეული, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გვითხრეს, რომ თოვლის ბაბუა ანუკი არეშიძემ გამოგზავნა... და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა! თქვენი პოსტის შემდეგ ჩვენ ყურადღება მოგვაქციეს!

–ნუნუ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლების მხრიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე?
ნუნუ:სამწუხაროდ, არა. განსაკუთრებით აღსანიშნია ჩვენი ადგილობრივი ადმინისტრაცია, რომელსაც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მით უმეტეს, რომ მათ ჩვენი პრობლემების შესახებ იციან, რადგან მათთვის დახმარების სათხოვნელად არაერთხელ მიმიმართავს; მაგრამ ისინი სულ ერთსა და იმავეს მპასუხობენ: „ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“. აბა, ვის კომპეტენციაში შედის? სათქმელი სხვა არაფერი მაქვს!
– ჩვენი პოსტის შემდეგ პირადად ვინ დაგირეკათ? იქნებ გახსოვთ მათი სახელები?
ნუნუ: სიმართლე გითხრათ, სახელები არ მიკითხავს. ჯერ ერთი, ძალიან ვიყავი დაბნეული, რადგან ამდენ ზარს არ ველოდი; ტელეფონი არ გაჩუმებულა... მეორეც, განა სახელები მნიშვნელოვანია? ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თუნდაც იმის შეგრძნება და დანახვა, რომ ვიღაცას ჩვენი გასაჭირი აინტერესებს, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში ამდენი კეთილი ადამიანი ცხოვრობს! იცით, ზოგჯერ, უბრალოდ დარეკვამ და მოკითხვამ შეიძლება ადამიანი გადაარჩინოს, მას მხარდაჭერის შეგრძნება გაუჩინოს. ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის!
– ვინმე სხვებზე მეტად თუ დაგამახსოვრდათ?
ნუნუ: დიახ, დამამახსოვრდა. ჩვენთან ერთი გოგონა მოვიდა, სახელად ანა; მითხრა, რომ ეკლესიასთან ერთად, ჩვენთვის დახმარება შეაგროვეს. სამწუხაროდ, არ ვიცი, რომელი ტაძრიდან იყვნენ; მხოლოდ ის ვიცი, რომ ადგილობრივი ეკლესიაა. სიმართლე გითხრათ, რაღაცნაირად დავიბენი კიდეც და არ მიკითხავს. იმდენი რამ მოგვიტანეს!.. ასევე, ახალი წლის წინა დღეებში, ვიღაცამ 200 ლარი გადმორიცხა; მერე დაგვირეკა და მითხრა, რომ ბავშვებისთვის დღესასწაული მომეწყო და მათთვის საჩუქრები მეყიდა. უდიდესი მადლობა ყველას! და მადლობა თქვენს ფონდს, რომ ახალი მეგობრები გვაჩუქეთ!

– რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა და დახმარება პირადად თქვენთვის?
ნუნუ: ჩვენი ოჯახისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს! თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის, ყველა ამ კეთილი ადამიანის ყურადღების გარეშე არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა. თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ, იმედი მოგვეცით, მეგობრები გვაჩუქეთ და ჩვენ ახლა ვიცით, რომ მარტო აღარ ვართ. სამწუხაროდ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ყველაფერს, რისი თქმაც მინდა და რამდენად მადლიერი ვარ ყველასი!
– ნუნუ, შეიძლება თქვენს უფროს ვაჟს გავესაუბრო? ნიკა, საჩუქრები მოგეწონა?
ნიკა (6 წლის): მე ყველაფერი მომეწონა! თქვენ ბევრი კარგი ნივთი გვაჩუქეთ. ჩვენ ახლა მაცივარი და სარეცხი მანქანა გვაქვს და დედა პურს და ორცხობილებსაც გამოგვიცხობს ხოლმე. დედა ძალიან კმაყოფილია და სულ იღიმის. ახალ წელს იმდენი ტკბილეული გვქონდა! ისეთი გემრიელი!.. და თოვლის ბაბუაც მოვიდა. ის ადრე არასდროს მოსულა, ამჯერად კი მოვიდა და საჩუქრებიც მოგვიტანა.

– ნიკუშ, ძალიან გვიხარია, რომ ყველაფერი მოგეწონა! მოდი, ახლა დედას ვკითხოთ, კიდევ რა დახმარება სჭირდება? რით შეუძლიათ ჩვენს მკითხველებს თქვენი მხარდაჭერა?
ნუნუ: იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემი ოჯახისთვის გააკეთეთ, განა გავბედავ, რომ კიდევ რამე გთხოვოთ?! თქვენი ფონდისა და კეთილი ხალხის წყალობით შემიძლია წამლებზე და საკვებზე კარგა ხანს აღარ ვიდარდო... დარჩენილ პრობლემებზე საუბარი ახლა ძალიან მრცხვენია, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ჯერ კიდევ არსებობენ. რამდენიმე თვეში ერთხელ, მე და ლუკა თბილისში პროცედურებზე ჩავდივართ. ამისთვის არც ისე ცოტა ფულია საჭირო - მხოლოდ გზაზე 400 ლარამდე იხარჯება; ამას მკურნალობის ხარჯებიც ემატება. ჩვენ ამხელა თანხები არ გაგვაჩნია... მაგრამ ბავშვი ექიმთან არის სატარებელი, მას ყველა აუცილებელი პროცედურა უნდა ჩაუტარდეს, რომ მან ცხოვრების გაგრძელება შეძლოს. რა ვქნა, არ ვიცი.
ასევე, რადგან პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი - ლუკა ძალიან აქტიური ბავშვია, მას შიშის გრძნობა არ აქვს. საწოლზე, კარადებზე აძრომა და იქიდან გადმოხტომა უყვარს. ზოგჯერ ისე ვარდება, რომ მეშინია, თავს რამე არ ავნოს. ამიტომ მინდა, ლეიბის მსგავსი ნივთი შევიძინო, რომ ბავშვი რბილად დაეცეს და რამე არ მოიტეხოს.
– რას ეტყოდით ყველა იმ ადამიანს, ვინც თანხების შეგროვებაში დაგვეხმარა?
ნუნუ: მინდა, მათდამი მადლიერება გამოვხატო! დიდი მადლობა ის ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ! მადლობა სიხარულისა და ღიმილისთვის, საჩუქრებისა და იმედისთვის. ეს ყველაფერი ჩვენთვის ფასდაუდებელია! ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა ჯანმრთელობა გისურვოთ! უფალმა დაგლოცოთ!
***
ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც კბილცეცხლაშვილების ოჯახი გასაჭირში არ მიატოვა! ყოველ ჩვენგანს თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენი გასაჭირი ზოგჯერ ისეთი საშინელი არ არის, როგორიც სხვების. ყველა ჩვენგანისთვის ასეთ რთულ დროს, ჩვენ გულგრილები არ უნდა დავრჩეთ. თუკი კბილცეცხლაშვილების ოჯახის მხარდაჭერა და მათთვის დახმარების ხელის გაწოდება შეგიძლიათ, გადადგით ეს ნაბიჯი - დაურეკეთ მათ, ჰკითხეთ, რამე ხომ არ სჭირდებათ. ოჯახში სამი ბავშვია, საბრალო ლუკას კი უფრო მეტი და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ბავშვები - ჩვენი მომავალია, ჩვენი ქვეყნისა და ერის მომავალი! მოდით, გავაგრძელოთ კბილცეცხლაშვილების ოჯახის დახმარება!
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:კბილცეცხლაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
ხარჯები
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 აპრ 12 | მედიკამენტები | 199.44 | transferred |
2021 იან 29 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 450 | paid |
2021 იან 21 | პროდუქტები | 100 | transferred |
2021 იან 21 | თეთრეული | 250 | transferred |
2021 იან 14 | ღუმელი, ჩაიდანი | 272 | transferred |
2021 იან 14 | მედიკამენტები,პამპერსები | 144.91 | transferred |
2020 დეკ 21 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,212 | transferred |
სულ ხარჯი: 2,628.35 ₾
დარჩა 0.35 ₾
დარიცხვები
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
18.03.2021 20:34:50 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
11.03.2021 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | ფარტენაძე მამუკა | 1 | Перевод на счет |
08.03.2021 00:00:00 | ირმა შამუგია | 1 | Перевод на счет |
07.03.2021 00:00:00 | ლევან კობაიძე | 3 | Перевод на счет |
05.03.2021 00:00:00 | შალვა თუმანიშვილი | 1 | Перевод на счет |
05.03.2021 00:00:00 | როინ ზუმბულიძე | 10 | Перевод на счет |
04.03.2021 00:00:00 | ავალიანი ინა | 1 | Перевод на счет |
04.03.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Перевод на счет |
04.03.2021 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Перевод на счет |
03.03.2021 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | მაია ჩაკვეტაძე | 15 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | ქვარცხავა მიხეილ | 5 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | ნათია ჯახია | 5 | Перевод на счет |
27.02.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
27.02.2021 00:00:00 | გიორგი | 5 | Перевод на счет |
26.02.2021 00:00:00 | ცომაია ნოდარ | 1 | Перевод на счет |
26.02.2021 00:00:00 | ნინო თადუმაძე | 50 | Перевод на счет |
26.02.2021 00:00:00 | გიორგი ლორთქიფანიძე | 20 | Перевод на счет |
25.02.2021 00:00:00 | ხუციშვილი თეონა | 2 | Перевод на счет |
21.02.2021 00:00:00 | ი/მ გიორგი დანელია | 5 | Перевод на счет |
21.02.2021 00:00:00 | ალექსანდრე მაჩაბელიძე | 4 | Перевод на счет |
21.02.2021 00:00:00 | უჩა ყაულაშვილი | 2 | Перевод на счет |
20.02.2021 00:00:00 | მარიამი ჭკუასელი | 1 | Перевод на счет |
20.02.2021 00:00:00 | ქართლოს ნადირაძე | 5 | Перевод на счет |
19.02.2021 00:00:00 | ახმედოვი ილკინ | 60 | Перевод на счет |
19.02.2021 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 1 | Перевод на счет |
19.02.2021 00:00:00 | თამარ მახარაშვილი | 2 | Перевод на счет |
19.02.2021 00:00:00 | მონიკა ელიავა | 30 | Перевод на счет |
19.02.2021 00:00:00 | ლეკიშვილი ლელა | 13.2 | Перевод на счет |
03.02.2021 02:50:46 | ანონიმი | 5 | TBC Bank (GeoPay) |
01.02.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
26.01.2021 13:09:22 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
25.01.2021 00:00:00 | ფანცულაია სერგი | 5 | Перевод на счет |
22.01.2021 00:00:00 | განჩაროვა მარგალიტა | 1 | Перевод на счет |
05.01.2021 00:00:00 | გვანცა კეღოშვილი | 1 | Перевод на счет |
04.01.2021 00:00:00 | ნათია ჯახია | 10 | Перевод на счет |
04.01.2021 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 1 | Перевод на счет |
04.01.2021 00:00:00 | სვანიშვილი ლაშა | 1 | Перевод на счет |
04.01.2021 00:00:00 | ფანჯაკიძე ნიკოლოზი | 10 | Перевод на счет |
31.12.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
31.12.2020 00:00:00 | ღონღაძე დავით | 20 | Перевод на счет |
31.12.2020 00:00:00 | ივანიძე ლუკა | 5 | Перевод на счет |
31.12.2020 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Перевод на счет |
31.12.2020 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Перевод на счет |
30.12.2020 00:00:00 | ანა ბოჭორიშვილი | 15 | Перевод на счет |
30.12.2020 00:00:00 | ვალენა მახათაძე | 5 | Перевод на счет |
30.12.2020 00:00:00 | Nino Gelashvili | 15 | Перевод на счет |
29.12.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Перевод на счет |
29.12.2020 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Перевод на счет |
29.12.2020 00:00:00 | ანა გორგოძე | 10 | Перевод на счет |
29.12.2020 00:00:00 | დავით მახარაშვილი | 5 | Перевод на счет |
28.12.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Перевод на счет |
28.12.2020 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 3 | Перевод на счет |
28.12.2020 00:00:00 | ი/მ შოთა კავსაძე | 1 | Перевод на счет |
27.12.2020 00:00:00 | გიორგი დევდარიანი | 3 | Перевод на счет |
27.12.2020 00:00:00 | ანა ჯაფარიძე | 3 | Перевод на счет |
26.12.2020 20:33:11 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
25.12.2020 00:00:00 | საბა ჭეღელიძე | 2 | Перевод на счет |
25.12.2020 00:00:00 | მინდიაშვილი ნინო | 5 | Перевод на счет |
24.12.2020 00:00:00 | ირაკლი ლომთაძე | 20 | Перевод на счет |
24.12.2020 00:00:00 | სანიკიძე მალხაზი | 10 | Перевод на счет |
23.12.2020 00:00:00 | პაპიძე თამთა | 50 | Перевод на счет |
23.12.2020 00:00:00 | ჭეღელიძე საბა | 1 | Перевод на счет |
22.12.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
22.12.2020 00:00:00 | ცხვედიანი სალომე | 1 | Перевод на счет |
22.12.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Перевод на счет |
22.12.2020 00:00:00 | ანი კევლიშვილი | 5 | Перевод на счет |
21.12.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 3 | Перевод на счет |
21.12.2020 00:00:00 | გრძელიძე ბაქარი | 5 | Перевод на счет |
21.12.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Перевод на счет |
21.12.2020 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Перевод на счет |
20.12.2020 00:00:00 | ნათია რაჭველიშვილი | 1 | Перевод на счет |
19.12.2020 00:00:00 | ეკატერინე ჭეღელიძე | 5 | Перевод на счет |
18.12.2020 01:16:11 | ანონიმი | 20 | PayPal |
18.12.2020 00:00:00 | ბენდელიანი ვერა | 30 | Перевод на счет |
18.12.2020 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Перевод на счет |
18.12.2020 00:00:00 | საამიშვილი თამარ | 1 | Перевод на счет |
16.12.2020 00:00:00 | ეკატერინე გოგიტიძე | 30 | Перевод на счет |
15.12.2020 17:38:11 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
15.12.2020 14:53:23 | ანონიმი | 1 | Liberty Bank (PayGe) |
15.12.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Перевод на счет |
15.12.2020 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Перевод на счет |
14.12.2020 00:00:00 | ჯაჯანიძე გიორგი | 5 | Перевод на счет |
11.12.2020 00:00:00 | აბაშიძე ირაკლი | 10 | Перевод на счет |
11.12.2020 00:00:00 | აბაშიძე ირაკლი | 10 | Перевод на счет |
11.12.2020 00:00:00 | ლაზაშვილი ნიკა | 10 | Перевод на счет |
11.12.2020 00:00:00 | მაია ჩაკვეტაძე | 10 | Перевод на счет |
11.12.2020 00:00:00 | თამთა კერესელიძე | 20 | Перевод на счет |
10.12.2020 17:19:34 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
10.12.2020 00:00:00 | მიმინოშვილი სალომე | 50 | Перевод на счет |
09.12.2020 00:00:00 | ანა ოქროპირიძე | 5 | Перевод на счет |
09.12.2020 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
08.12.2020 00:00:00 | თამილა კოპერინა | 3 | Перевод на счет |
08.12.2020 00:00:00 | პეტრე კარიაული | 5 | Перевод на счет |
07.12.2020 17:15:07 | tsisi bokhua | 20 | PayPal |
07.12.2020 11:42:47 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
07.12.2020 00:00:00 | ლომიძე თეონა | 3 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | ხუციშვილი გიორგი | 3 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | ლომსაძე ლევან | 20 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | მაისაშვილი მარიამ | 5 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | დვალიშვილი მარიამ | 10 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 3 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | ლაშაური ირაკლი | 2 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | კაპანაძე ლევან | 5 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | კობალავა ვიქტორია | 50 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | ჟღენტი ბექა | 10 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | ნუცუბიძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | ნინო მამეიშვილი | 10 | Перевод на счет |
06.12.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Перевод на счет |
06.12.2020 00:00:00 | დავით ხელიძე | 10 | Перевод на счет |
06.12.2020 00:00:00 | ნესტანი ტუკვაძე | 20 | Перевод на счет |
05.12.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Перевод на счет |
05.12.2020 00:00:00 | გიორგი დეკანოზიშვილი | 10 | Перевод на счет |
05.12.2020 00:00:00 | ლუკა შარაბიძე | 10 | Перевод на счет |
04.12.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Перевод на счет |
04.12.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
04.12.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Перевод на счет |
04.12.2020 00:00:00 | პილილიანი არაქელ | 50 | Перевод на счет |
04.12.2020 00:00:00 | ნინო ხოშტარია | 10 | Перевод на счет |
04.12.2020 00:00:00 | დავით ღარიბაშვილი | 25 | Перевод на счет |
04.12.2020 00:00:00 | ლევან ბოხუა | 5 | Перевод на счет |
04.12.2020 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
03.12.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Перевод на счет |
03.12.2020 00:00:00 | ჯავახიშვილი ირაკლი | 3 | Перевод на счет |
03.12.2020 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 1 | Перевод на счет |
03.12.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Перевод на счет |
02.12.2020 00:29:49 | ანონიმი | 100 | PayPal |
02.12.2020 00:00:00 | გიორგაძე თამარ | 5 | Перевод на счет |
02.12.2020 00:00:00 | საამიშვილი თამარ | 1 | Перевод на счет |
02.12.2020 00:00:00 | სოფიო ლაბაძე | 20 | Перевод на счет |
02.12.2020 00:00:00 | გიორგი ჯაჯანიძე | 5 | Перевод на счет |
01.12.2020 00:00:00 | თავბერიძე ეკატერინე | 10 | Перевод на счет |
01.12.2020 00:00:00 | ნინო შერაზადიშვილი | 10 | Перевод на счет |
30.11.2020 20:40:08 | ანონიმი | 1 | TBC Bank (GeoPay) |
30.11.2020 00:00:00 | დალაქიშვილი სოფიკო | 5 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ლაოშვილი ნინო | 10 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ზარდიაშვილი ირაკლი | 5 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | გვარამაძე ხვიჩა | 1 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ქარდავა ლარისა | 5 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | თავაძე ნინო | 2 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ბატიაშვილი მარინე | 10 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ჩადუნელი თედო | 1 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ტაბატაძე ნინო | 2 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | კილასონია ელისო | 5 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | წიკლაური თამარი | 1 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ბიწკინაშვილი შოთა | 10 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | დანელია ზვიადი | 50 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ნარიმანიძე ელგუჯა | 20 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | მეფარიშვილი თეონა | 5 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | საღრიშვილი სალომე | 40 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | პაკელიანი ნათია | 3 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ვარძიელი ანა | 3 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ქაჯაია ზურაბ | 30 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | მაისურაძე თინათინ | 2 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ბიწკინაშვილი ნატა | 40 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | მექოშვილი მაია | 5 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ოთარი მინესაშვილი | 10 | Перевод на счет |
29.11.2020 00:00:00 | ნინო მამეიშვილი | 10 | Перевод на счет |
29.11.2020 00:00:00 | ეკატერინე გაბრიელიძე | 2 | Перевод на счет |
28.11.2020 00:00:00 | ლევან ბერაძე | 10 | Перевод на счет |
28.11.2020 00:00:00 | ნინო ნანობაშვილი | 2 | Перевод на счет |
28.11.2020 00:00:00 | ანა კობერიძე | 5 | Перевод на счет |
28.11.2020 00:00:00 | ანი სუარიძე | 5 | Перевод на счет |
28.11.2020 00:00:00 | თინა ელკანიშვილი | 5 | Перевод на счет |
28.11.2020 00:00:00 | ია მაღრაძე | 5 | Перевод на счет |
28.11.2020 00:00:00 | მარიამ მგალობლიშვილი | 2 | Перевод на счет |
28.11.2020 00:00:00 | უჩა ყაულაშვილი | 4 | Перевод на счет |
28.11.2020 00:00:00 | ლელა მაისურაძე | 5 | Перевод на счет |
28.11.2020 00:00:00 | ნესტანი ოთარაშვილი | 10 | Перевод на счет |
28.11.2020 00:00:00 | თინათინ კივილაძე | 10 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | კოტეტიშვილი ლია | 10 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | ხუციშვილი ანი | 1 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | ცუცქირიძე ნიკოლოზ | 1.5 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | ავქოფაშვილი ნინო | 2 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | ზვიად აბრამიშვილი | 1 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 5 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | პაკელიანი სალომე | 5 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | თოდუა მარიკა | 10 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | ონიკაშვილი შოთა | 10 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | მარიკა ცერცვაძე | 3 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | ნინო შალიკაშვილი | 10 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | ნიკოლოზ ფიცხელაური | 50 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | გიორგი ლორთქიფანიძე | 10 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Перевод на счет |
26.11.2020 00:00:00 | მარიამ შარმიაშვილი | 5 | Перевод на счет |
26.11.2020 00:00:00 | ფაცურია მაია | 20 | Перевод на счет |
26.11.2020 00:00:00 | ხაჭაპურიძე თამთა | 5 | Перевод на счет |
26.11.2020 00:00:00 | გიორგი თავდგირიძე | 10 | Перевод на счет |
26.11.2020 00:00:00 | თეა მიქაბერიძე | 15 | Перевод на счет |
26.11.2020 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Перевод на счет |
26.11.2020 00:00:00 | მარიამ შარმიაშვილი | 10 | Перевод на счет |
26.11.2020 00:00:00 | თორნიკე გამყრელიძე | 3 | Перевод на счет |
26.11.2020 00:00:00 | გიორგი | 5 | Перевод на счет |
25.11.2020 15:24:44 | ანონიმი | 50 | TBC Bank (GeoPay) |
25.11.2020 14:39:22 | mamuka jaliashvili | 30 | Liberty Bank (PayGe) |
25.11.2020 12:48:39 | ანონიმი | 5 | Liberty Bank (PayGe) |
25.11.2020 12:46:17 | ანონიმი | 5 | Liberty Bank (PayGe) |
25.11.2020 10:20:54 | ანონიმი | 100 | TBC Bank (GeoPay) |
25.11.2020 00:00:00 | ლუკა ადამია | 5 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | მიხეილ კანაშვილი | 5 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | გიორგი საფარიძე | 15 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | ნუცა ჭინჭარაშვილი | 1 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | ნინო კურბანჩიევა | 33 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | ბაბალე ალავერდაშვილი | 20 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | შალვა დემეტრაშვილი | 20 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | კვატაია ეკა | 5 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | მალანია ზაზა | 5 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | ცინცაძე გიორგი | 20 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | ნინო მუმლაძე | 3 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | ზურაბი ელბაქიძე | 25 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | მარიამ ზალდასტანიშვილი | 30 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | თამთა საღინაძე | 5 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | ბოლქვაძე სოფიკო | 5 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | შეყილაძე ნინო | 10 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | გოგოლაძე თამარი | 5 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | გოჩიაშვილი ლევან | 10 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | ხიდეშელი სოფიო | 10 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 21 | Перевод на счет |
25.11.2020 00:00:00 | სვანიშვილი ლაშა | 1 | Перевод на счет |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,628.7 ₾
დარჩა 0.35 ₾
მსგავსი პროექტები:
|