დიდ, მშიერ მგელს ხორცი უნდა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დიდ, მშიერ მგელს ხორცი უნდა

page info icon
2021 იანვარი 25
„მერაბი ყველაზე მტირალა გვყავს. თან, ყველაზე პატარაა, მაგრამ ყველაზე ღორმუცელაც! ხელიდან პურს არ აგდებს, ჰგონია, რომ წავართმევთ... სინამდვილეში, ჩვენ მას ჩვენს სოსისებსაც კი ვაძლევთ! სასადილოდან, კვირაში ერთხელ, დედას სოსისები მოაქვს. მთელი 10 ცალი! მაგრამ ყველაფერს მერაბს ვაძლევთ, ის ხომ პატარაა?! ჩვენ კი დიდები ვართ, გვესმის, რომ დედას ფული არ აქვს. მერაბიკოს კი არ ესმის. მას ჯერ არაფერი ესმის. და ტირის: „ხორცი მინდა, ხორციიი...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,392 ₾
( 191 დონორი )
დასრულებულია

- ის რა, 10 სოსისს ერთ ჭამაზე ჭამს?

მარიამი (11 წლის): არა, რას ამბობთ?! დღეში ორ-სამ ცალს, რომ სიამოვნება დიდხანს გაიხანგრძლივოს! მაგდენი კი ესმის! წამოდით, ყველას გაგაცნობთ! მერაბს მაშინვე იცნობთ: საჭმელს ვინც ეხუტება, ის არის მერაბი!

ასეც აღმოჩნდა. მერაბი თვალს არ აშორებდა საჭმელს, რომელიც დედამ ახლახან მოიტანა სოციალური სასადილოდან - რაღაც გაუგებარი წვნიანი და პური; ის კი ელოდება, რომ დედა ქვაბიდან ხორცს ამოიღებს.  

ეკა, დღეს სადილად რა გაქვთ?

ეკა:აი, ნახეთ, მგონი, დღეს ლობიოს წვნიანია... მაგრამ ლობიოს პოვნაც უნდა... აი, ახლა, ამ ქვაბით ივლის...

მერაბ, ჭამა გიყვარს?

მერაბი (2 წლის): ხორცი!

ოჯახში ექვსი ადამიანია: დედა - ეკა, მამა - გიორგი და მათი ოთხი არაჩვეულებრივი შვილი: ორი წლის პირმსუქანი მერაბი, ოთხი წლის ლამაზი გოგონა - ნინო, რვა წლის ნიჭიერი გაბრიელი და ყველაზე უფროსი და ჭკვიანი - თერთმეტი წლის მარიამი. ყველაფრის მიუხედავად, ოჯახში სიყვარული და სითბო იგრძნობა. ერთმანეთი ყველას უყვარს და ყველანი ერთმანეთზე ზრუნავენ.

მაგრამ სახლს, რომელშიც ეს ბავშვები ცხოვრობენ, რთულია სახლი უწოდო - საპირფარეშო ეზოშია, აბაზანა საერთოდ არ არის. ბავშვები პირდაპირ ოთახში, ტაშტში ბანაობენ. ჩამოხეული კედლები გარემოს კიდევ უფრო ამძიმებენ, იატაკი ჭრიალებს... და ტექნიკის სრული უქონლობა თავზარდამცემია. ისინი მშივრები არიან! მათ არც ზამთრის ტანსაცმელი აქვთ, არც რვეულები და წიგნები, მაგრამ მათ სწავლა ისე უნდათ... 

– სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობთ, თქვენია?

ეკა: არა, ჩვენ საკუთარი არაფერი გვაქვს. მომთაბარეებივით ვცხოვრობთ, აქეთ-იქით დავეხეტებით... აქ დაახლოებით სამი წელია, ვცხოვრობთ, მაგრამ არ ვიცი, როდის გვეტყვიან, წადითო.

– საკუთარი სახლი არასდროს გქონიათ?

ეკა: გვქონდა. ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ 12 წლის წინ, ჩემს მეუღლეს ფილტვზე სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ძლივს გადაარჩინეს. ყველაფრის გაყიდვა მოგვიწია, რაც გვებადა. ქუჩაში დავრჩით, მაგრამ რაც მთავარია - გიორგი ცოცხალია. ამის შემდეგ, მას მუშაობა გაუჭირდა და აი, ცხოვრებაც აგვეწეწა. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, რადგან სხვა არავინ გვყავს. გიორგის მშობლები არ ჰყავს, დედაჩემი ძალიან მოხუცია და დახმარება მას თავად სჭირდება.

– კიდევ კარგი, თავს ზემოთ ჭერი მაინც გაქვთ... რა სახსრებით ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

ეკა:დიახ, ამ „ჭერში“ თვეში 200 ლარს ვიხდით. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც მკაცრად გვაქვს გადანაწილებული. საკვებზე ძლივს გვყოფნის. ტრადიცია გვაქვს: ფულის ჩარიცხვის დღეს ბავშვებს ტკბილეულს და ლიმონათს ვყიდულობ. ჩვენთვის ეს პატარა დღესასწაულივით არის, როგორც ახალი წელი.

ეკა, ოდესმე გიმუშავიათ?

ეკა: დიახ. სანამ ბავშვები გაჩნდებოდნენ, მე ექთნად ვმუშაობდი. ახლა, ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, სამედიცინო პერსონალი ძალიან სჭირდებათ. ბავშვების ვინმესთან დატოვების საშუალება რომ მქონდეს, სამუშაოდ წავიდოდი და კორონავირუსს ვებრძოდი. მე ჩემს სამშობლოს ახლა ძალიან ვჭირდები... მაგრამ შვილებსაც ვჭირდები! ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან....

ეკა, ასეთი პირობების მიუხედავად, სიმშვიდის შენარჩუნებას მაინც ახერხებთ. ეს როგორ გამოგდით? 

ეკა: იცით, ჩვენ ასე გაგვზარდეს და ჩვენს შვილებსაც ასე ვზრდით. მათ იციან, რომ ყოველივე ცუდი ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება! მთავარია - კარგად ისწავლო და საკუთარი შესაძლებლობების გჯეროდეს! ჩვენ ღვთის რწმენა გვეხმარება.

მოდით, ახლა ბავშვებსაც გავესაუბრები. ბავშვებო, თქვენთან საუბარი შეიძლება? მარიამ, როგორც უფროსი და - შენგან დავიწყოთ. როგორ ხარ? რის თამაში გიყვარს? რაზე ოცნებობ?

მარიამი (11 წლის): კარგად ვარ. სკოლაში ვსწავლობ, უბრალოდ ახლა, ამ საშინელი ვირუსის გამო, არდადეგები მაქვს, სახლში კი ვერ ვმეცადინეობ. მე და ჩემს ძმას - ორს მხოლოდ ერთი, დედის ტელეფონი გვაქვს. გაკვეთილები კი ერთდროულად გვიტარდება. გაკვეთილებზე დასწრებას მას ვუთმობ, რადგან ეს ახლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია. მე მეშვიდე კლასში ვარ, გაბრიელი კი - მესამეში. მისთვის გაკვეთილების გამოტოვება არაფრით შეიძლება.

– მარიამ, რის კეთება გიყვარს? ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?

მარიამი: უთუოდ, დამცველი მინდა გავხდე!

იცი, დამცველები ვინ არიან და რას საქმიანობენ?

მარიამი:ვიცი! ერთ გოგო ფილმს ვუყურე, რომელიც დამცველი გახდა. მისი არავის სჯეროდა, მაგრამ შემდეგ ის ძალიან მაგარი გახდა. არ მახსოვს, ფილმს რა ჰქვია, მაგრამ ძალიან მომეწონა. მეც დამცველი გავხდები და ყველას დავეხმარები.

– ეს შენი გეგმებია, მაგრამ რაზე ოცნებობ? მალე, ახალი წელი დადგება და შეგიძლიათ, თოვლის ბაბუას სურვილი ჩაუთქვათ. ხომ კარგად იქცევით?

მარიამი: სიმართლე გითხრათ, თოვლის ბაბუის არ მჯერა. უფრო სწორად, ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ის არ არსებობს. მაგრამ რომ არსებობდეს, მე მას დედისთვის სარეცხ მანქანას, ჩემთვის კი კომპიუტერს ვთხოვდი. მე უნდა ვისწავლო! ისე მინდა, მისი მჯეროდეს...

გაბრიელ, თოვლის ბაბუის შენ თუ გჯერა?

გაბრიელი (8 წლის):რა თქმა უნდა! და მასთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს! კომპიუტერი მინდა, რომ ვისწავლო. სკოლაში სიარული ძალიან მიყვარს. სწავლა ისე მომწონს, ალბათ, არც დაიჯერებთ! არავის სჯერა. ამბობენ, რომ ბავშვებს ახლა სწავლა არ უყვართ. მე და ჩემს დას კი გვიყვარს!

ისეთი ჭკვიანი ხარ, ალბათ მასწავლებლებს ძალიან უყვარხარ...

გაბრიელი: ოოო... დიახ. ვგიჟდები, როდესაც მეუბნებიან, რომ ყოჩაღი ვარ! მინდა, უფრო მეტი ვაკეთო! დედასაც ისე უხარია, როდესაც ესმის, რომ „გაბრიელი ისეთი ჭკვიანი ბიჭია, ისეთი ყოჩაღია“... თვალები საოცრად ბედნიერი უხდება!

ნინო (4 წლის):მე კი უბრალოდ ტკბილეული და ლიმონათი მომიტანეთ! და თოჯინა! და ტანსაცმელი! ტანსაცმელი ჩემთვისაც და თოჯინისთვისაც!

– ნინო, ლექსები იცი? თოვლის ბაბუამ საჩუქრები თუ მოგიტანა, რას ეტყვი?  

ნინო: ლექსები ვიცი, მაგრამ დედაჩემმა უთხრას. მე დავიმალები.

ეკა:ვაი, რა სასაცილოა! მზად ვარ, ვიმღერო კიდეც, ოღონდ ჩემი შვილები ბედნიერები იყვნენ. ხომ გესმით, ჩვენ ბავშვებს ვერაფერს ვთავაზობთ. მათ ბავშვობა არ აქვთ. უბრალოდ საშინელებაა, როდესაც ბავშვს გემრიელი საჭმელი მხოლოდ ესიზმრება. მაგრამ როგორ მოვიქცეთ? თავს ზედმეტის უფლებას ვერ ვაძლევთ.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ეკა:ჩვენ არაფერი გვაქვს. კი ხედავთ, ჩვენი სახლი რა მდგომარეობაშია. არც ავეჯი გვაქვს, არც საყოფაცხოვრებო ნივთები. სურსათის ყიდვაც კი გვიჭირს. ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელი ვიქნები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ საკვები და კომპიუტერი გვჭირდება, ბავშვებისთვის. ასევე, ვოცნებობ სარეცხ მანქანაზე, პატარებისთვის - ტელევიზორზე, მაცივარიც გვჭირდება, გაზქურაც... ოჰ, მაპატიეთ... ოცნებებს შევყევი!

ჩვენი ფონდი როგორ იპოვეთ? ჩვენთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეთ?

ეკა: უსაშველობის გამო. მერწმუნეთ, რომ არა უკიდურესი გაჭირვება, არავის შევაწუხებდი. თქვენ იმდენ ოჯახს დაეხმარეთ... მჯერა, რომ ჩემს შვილებსაც დაეხმარებით.

– ფონდის მეგობრების გაცნობა და ახალი მეგობრების შეძენა გინდათ?

ეკა: ყველა გულწრფელად გაგვიხარდება. ეს ჩვენთვის ნამდვილი ხსნაა. ჩვენ მათ ლექსებსაც კი ვეტყვით!  

***

მეგობრებო, შობა მალე დადგება. თქვენ ალბათ მზადება უკვე დაიწყეთ - იყიდეთ ნაძვის ხე, საჩუქრები ბავშვებისთვის... ამ დღესასწაულს ყველანი სადღესასწაულო სუფრასთან შევხვდებით... მაგრამ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ შეხვდება შობას ეს ოჯახი? მათ ხომ ნორმალური მაგიდაც კი არ აქვთ?! ნუთუ ღმერთი ჩვენგან ამას მოელის? ნუთუ მას სურს, რომ ჩვენ სხვისი მწუხარება არ გვესმოდეს? ჩაიხედეთ სულში და მიიღეთ გადაწყვეტილება! შეგიძლიათ, ბედნიერები იყოთ, როდესაც თქვენ გარშემო უბედური ხალხია?

დაე, ბავშვებმა არ დაკარგონ რწმენა, რომ თოვლის ბაბუა მიდის ყველასთან, ვისაც სჯერა!

ამ ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: სოფ. შინდისი, წინანაურის ქ. № 3. ტელ: 558 66 13 67.

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რამდენად გვეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინაა.

უდიდესი თხოვნა გვაქვს, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რათა მამულაძეების ოჯახისგასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მამულაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.



მსგავსი პროექტები: