ღამღამობით ჩვენთან გველები იპარებიან... ძალიან მეშინია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღამღამობით ჩვენთან გველები იპარებიან... ძალიან მეშინია!

page info icon
2021 მარტი 2
page info icon
709
– აქ ბევრი გველია, თავად მყავს ნანახი! კედლებში კი ხვრელები გვაქვს და მოულოდნელად, სახლში გველი რომ შემოიპაროს და დაგვკბინოს, რა უნდა ვქნათ?! - თვალებგაფართოებული გვიყვება 10 წლის ბაჩუქი. ის და მისი ძმები: გეგი - 4 წლის, დათო - 12 წლის და მათე - 13 წლის, ნახევრად დანგრეულ, ხის ფარდულში ცხოვრობენ, რომელსაც შეუძლებელია, სახლი უწოდო! – ზამთარში აქ საშინლად ცივა, ზაფხულში კი - ცხელა. სადაცაა, სახლიც ჩამოინგრევა, ისეთ მდგომარეობაშია! - ტირის ოთხი მშვენიერი ბიჭის დედა, იზო (36 წლის) და მუყაოთი „დათბილულ“, ჩამონგრეულ კედლებს გვიჩვენებს, სადაც მათ ცხოვრება უწევთ. - კედლები ერთიანად დალპა! მაგრამ რა გავაკეთოთ? ფული საჭმლისთვისაც კი არ გვყოფნის.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,565 ₾
( 69 დონორი )
დასრულებულია

  ეს კეთილი, ქართველი ოჯახი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს... ოთხი მშიერი ბიჭუნა - უბადრუკ ფარდულში! ისინი თქვენს თანაგრძნობას ნამდვილად იმსახურებენ, მეგობრებო!

იზო, მოდით, თქვენი მწუხარება საქართველოს და კეთილ ხალხს გაუზიარეთ, რომ შვება იგრძნოთ...

იზო:როგორ მრცხვენია ამის თქმა და აღიარება, მაგრამ ჩვენ ნამდვილი მათხოვრები ვართ! ალბათ, ასეთი რამ ბევრს მხოლოდ ფილმში თუ უნახავს... ჩვენ ამ ძაღლის სადგომში ვცხოვრობთ. ზაფხულში აქ აუტანელი სიცხეა, ზამთარში კი საშინლად ყინავს! ჩვენ სრულიად არაფერი გვაქვს. მე, ოთხ შვილთან ერთად, ერთ საწოლზე მძინავს და ისიც დამტვრეულია. წარმოიდგინეთ, როგორია? ბიჭები მუდმივად ცუდად იკვებებიან, ერთმანეთის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვიათ, ახლა კი, პანდემიის გამო, მათ სწავლის შესაძლებლობაც დაკარგეს! კომპიუტერიც არ გვაქვს, ამიტომ ისინი უკვე მეორე სემესტრს ტოვებენ... ჩვენ ღარიბი სოფელი გვაქვს, აქ სამსახურის პოვნა რთულია. ადრე, ჩემი მეუღლე ფულს სოფლის მეურნეობაში მაინც შოულობდა, ახლა კი, მან იმის შესაძლებლობაც დაკარგა, რომ სახლში წვრილი ფული მაინც შემოიტანოს. აი, ასე ვცხოვრობთ - მხოლოდ სოციალური დახმარებით... და არსებობისთვის ვიბრძვით!

ყოველთვის ასეთ სიღარიბეში ცხოვრობდით?

იზო:მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი სტუმრად ყოფნისას გავიცანით. მაშინ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი... ერთმანეთი შეგვიყვარდა, ერთი წელი ვხვდებოდით, შემდეგ კი ვიქორწინეთ. ორივე ღარიბი ოჯახიდან ვართ, მაგრამ არ გვეგონა, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით და შვილების გამოსაკვებად არაფერი გვექნებოდა... სიმდიდრისკენ არასოდეს მივისწრაფოდი, მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, რომ ჯანმრთელი შვილები გვყოლოდა და ოჯახში სიმშვიდე ყოფილიყო. სანამ ჩემი მეუღლე მუშაობდა, თავი როგორღაც გაგვქონდა, ახლა კი...

არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

იზო:ჩვენ არავინ გვყავს, ვისაც დახმარებისთვის მივმართავდით. მამამთილი ჩვენს დაქორწინებამდე დიდი ხნით ადრე გარდაიცვალა - გულით. დედამთილიც ავად არის. მამაჩემი ხეიბარია - მან, რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის შედეგად, ხელ-ფეხი დაკარგა, დედა კი მეორე ჯგუფის შშმ პირია. მე და და ორი ძმა მყავს, მაგრამ მათაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და ჩვენზე მეტად არც მათ ულხინთ... 

დახმარებისთვის ადგილობრი მთავრობისთვის თუ მიგიმართავთ?

იზო:მიმიმართავს და არა ერთხელ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენთვის დახმარება მოეცათ, მაგრამ ესეც არაფერზე გვყოფნის... ვთხოვეთ, სახლის შეკეთებაში დაგვხმარებოდნენ - უბრალოდ შეხედეთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი საცხოვრებელი! კედლები ლპება, ყველა ხვრელიდან ათასი უწმინდური ძვრება! ზაფხულში, გველები საკუთარი თვალით ბევრჯერ მყავს ეზოში ნანახი. ღამ-ღამობით არ მძინავს, შუქის გამორთვის მეშინია, რომ ღმერთმა არ ქნას, სახლში არ შემოძვრნენ და ბავშვები არ დაკბინონ!

ეს სახლი თქვენ გეკუთვნით?

იზო:სახლი? უფრო ფარდული… დიახ, მიწის ნაკვეთი ჩემს ქმარს მემკვიდრეობით ერგო, ეს ფიცრის ქოხი კი ყველაფერია, რისი აშენებაც აქ მოვახერხეთ... თავდაპირველად, მეუღლის მშობლებთან ვცხოვრობდით. სხვათა შორის, არც იქ არის უკეთესი პირობები, მაგრამ როდესაც ერთი მეორის მიყოლებით, შვილები შეგვეძინა, იქ უკვე აღარ ვეტეოდით. აქ მხოლოდ ერთი ოთახია. ნაწილს სამზარეულოდ ვიყენებ, მეორე ნახევარზე კი ჩვენ გვძინავს. ღუმელი მთელი წლის განმავლობაში გვინთია, რადგან საჭმელს სხვა ვერაფერზე ვამზადებთ. თუმცა, ის ზამთარში არ ათბობს, ზაფხულში კი ისე აუტანლად ცხელა, უბრალოდ სული გვეხუთება...

დახმარება რაზე გყოფნით? რა თანხას იღებთ?

იზო:ჩვენ 440 ლარის ოდენობის დახმარებას და კვების ბარათებს ვიღებთ. ხომ გესმით, ეს არაფრისთვის კმარა. დარიცხვის დღეს წვნიანის მარაგს და კარტოფილს ვყიდულობ, რაღაც სოუზის მაგვარს ვაკეთებ, რომ ბავშვები მშრალად არ იკვებებოდნენ. ფაფები, ჩაი, პურის - სულ ეს არის!

ღმერთის თუ გჯერათ?

იზო:ჩვენ მართლმადიდებელი ოჯახი ვართ. ეკლესიაშიც დავდივართ და ხატების წინ, სახლშიც ხშირად ვლოცულობ. უფალს მივმართავ და ვთხოვ, რომ მე და ჩემს მეუღლეს შვილების ფეხზე დაყენებაში დაგვეხმაროს. მჯერა, რომ ის არ მიგვატოვებს!

ოდესმე უცნობი ხალხი თუ დაგხმარებიათ?

იზო:როგორც გითხარით, ჩვენ ძალიან ღარიბი სოფელი გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვცდილობთ, ერთმანეთს საკვებით მაინც დავეხმაროთ... მზად ვართ, ერთმანეთს უკანასკნელი ლუკმა გავუზიაროთ.

არის თუ არა რამე, რაც გულს გიხარებთ, იზო?

იზო:ჩემი ბიჭები! ისინი არაჩვეულებრივები ბავშვები არიან და მერწმუნეთ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილები არიან! ისინი ისეთი გულმოდგინე და ჭკვიანები არიან... დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან! მაგრამ ახლა, მეშინია, რომ მათი თავი ამ დაწყევლილმა კორონავირუსმა არ წამართვას!

მან ხომ უკვე ამდენი სიცოცხლე შეიწირა, ჩემს ბიჭებს კი სუსტი ჯანმრთელობა აქვთ... ღმერთმა დაიფაროს ისინი ამ სენისგან... ამას გარდა, სამს ერთი სკოლის ნოუთბუქი აქვს, რომელიც ზოგჯერ საერთოდ არ ირთვება. ბიჭები გაკვეთილებს მუდმივად აცდენენ და სკოლის პროგრამასაც ძალიან ჩამორჩებიან (მძიმედ ოხრავს).

თუ შეიძლება, ბავშვებსაც დაველაპარაკები. მათე, შენ ყველაზე უფროსი ხარ, ამიტომ პირველს შენ გკითხავ. მითხარი, რა გიტაცებს? რომელია შენი ყველაზე საყვარელი საგანი სკოლაში?

მათე (13 წლის):პირველივე კლასიდან, ყველაზე მეტად, მათემატიკა მიყვარს. ამოცანების ამოხსნა ძალიან მომწონს... ასევე, ლექსებიც მიყვარს!

წერა თუ კითხვა?

მათე:არა, წერა არ მიცდია... გალაკტიონ ტაბიძის ლექსები მიყვარს! ზოგადად, წიგნები ძალიან მიყვარს.

ვინ გინდა გახდე, რომ გაიზრდები? პოეტი ხომ არა?

მათე:არა! პლასტიკური ქირურგი! მე იმ ხალხს დავეხმარები, ვინც უბედურმა შემთხვევამ ან დამწვრობამ იმსხვერპლა, მათ თავდაპირველ სახეს დავუბრუნებ, რომ ისინი კვლავ ბედნიერები იყვნენ!

რატომ მაინცდამაინც პლასტიკური ქირურგი?

მათე: როგორ თუ რატომ? ეს ხომ ძალიან საინტერესოა!  ტელევიზორში ვნახე, ხანძრის გამო, ვიღაც კაცს მთელი სახე როგორ დაეწვა და როგორ განიცდიდა... ექიმმა კი მას ოპერაცია გაუკეთა და მან ისევ შეძლო ისე ეცხოვრა, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს! ასეც თქვა: „ოპერაციის წყალობით, ცხოვრებას დავუბრუნდი!“

ბაჩუკი (10 წლის):მეც მინდა, ექიმი რომ გავხდე და ხალხი გადავარჩინო!

უკვე ექიმი რომ იყო, პირველს ვის გადაარჩენდი და რატომ?

ბაჩუკი: რა ვიცი... ახლა ვირუსია, ავად ბევრი ადამიანია, ყველას დახმარება სჭირდება...

და რაზე ოცნებობ, ბაჩუკი?

ბაჩუკი:იმაზე, რომ ლამაზი სახლი და ბევრი საჭმელი გვქონდეს!

დედა ამბობს, რომ აქ გველები გყავ

ბაჩუკი:დიახ, ასეა! მეც დავინახე ეზოში და ჩემმა ძმებმაც... იცით, რა საშინელები არიან? ღამე, დაძინებაც კი გვეშინია, ვაითუ, სახლში შემოძვრნენ და გვიკბინონ?..

შენ და შენ ძმებს ყველაზე მეტად რის თამაში გიყვართ?

ბაჩუკი:დაჭერობანას, დამალობანას, ფეხბურთის... უბრალოდ, ძველი ბურთი დაგვეხა, დედამ კი ახლის ყიდვა ვერ შეძლო... (სევდიანად ოხრავს).

დათო (12 წლის):ახლა, მაინც ცუდი ამინდია, ცივა, ეზოში ვერ ითამაშებ, ამიტომ სახლში ჯდომა გვიწევს. სახლში კი მოსაწყენია! ტელევიზორი საერთოდ გაფუჭდა, თორემ მულტფილმებს მაინც ვუყურებდით...

შენი საყვარელი მულტფილმი რომელია?

დათო(12 лет):„ტომი და ჯერი“! წიგნების კითხვაც მიყვარს. მართალია, საკუთარი წიგნები არ გვაქვს, მაგრამ მათ სკოლის ბიბლიოთეკაში გვაძლევენ. ჩემი საყვარელი წიგნი „ბარონ მიუნჰაუზერის თავგადასავალია“!

და შენ რაზე ოცნებობ, დათო?

დათო(12 წლის):ძალიან მინდა ველოსიპედი. ბაჩუკისაც უნდა, მაგრამ დედას ყიდვა მაინც არ შეუძლია... აი, ორს ერთი მაინც რომ გვქონდეს, რიგ-რიგობით ვატარებდით...

შენ, გეგი? შენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

გეგი თავს აქნევს და დედის ზურგსუკან უნდობლად იმალება.

– ერიდება! - იცინის ბაჩუკი. - მის ნაცვლად მე გიპასუხებთ: მას კანფეტები და მანქანები უყვარს, ნებისმიერი! მაღაზიაში, დედასაც გამუდმებით სთხოვს და მეზობლის ბავშვებსაც...

იზო, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

იზო:ვოცნებობ, ჩემი შვილები ნორმალურად ცხოვრობდნენ; რომ ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ და ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვონ! ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი! გული მტკივა, რომ ვუყურებ, არასრულფასოვნად რომ იკვებებიან, ცუდად ჩაცმულები რომ დადიან და სხვის სათამაშოებს რომ შეჰყურებენ, მაგრამ ჩუმად არიან, რადგან ესმით, რომ ჩვენ ფული არ გვაქვს... (სლუკუნებს).

თქვენი აზრით, პირველ რიგში სახლში რა გჭირდებათ?

იზო:ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს... თხოვნა ძალიან მერიდება, მაგრამ ჩვენ გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებით. საკვები ძალიან გვჭირდება...

ბავშვებს კომპიუტერი სჭირდებათ. მათ ნორმალური ტელევიზორიც ძალიან უნდათ. ჩვენი საერთოდ გაფუჭდა. პანდემიის გამო, ისინი სახლში სხედან და მულტფილმების ყურებაც კი არ შეუძლიათ. ძალიან გვჭირდება საწოლები, რადგან დასაძინებელი ფაქტობრივად არ გვაქვს. მე კი სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ. ძველი გაგვიფუჭდა, ექვსი ადამიანის ტანსაცმლის ეზოში, ცივ წყალში რეცხვა კი უბრალოდ აუტანელია! მაპატიეთ, ოცნებებს შევყევი...

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ უბრალოდ მოხვედით და მომისმინეთ, თანაგრძნობა გამოიჩინეთ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ღმერთმა თქვენც და თქვენს მკითხველებსაც ჯანმრთელობა მოგცეთ! თქვენ იმდენ სიკეთეს აკეთებთ!..


***

  ჭკადუების მრავალშვილიანოჯახსჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ, მეგობრებო! ისინი სრულიად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, სახლში ერთიანად დამპალი კედლებია, სადაც ზამთარში საშინლად ცივა, ზაფხულში კი - ცხელა. ოთხი ბიჭუნა მუდმივად არასრულფასოვნად იკვებება, დახეული ტანსაცმლით დადის და მათ ეჭვიც კი არ ეპარებათ, რომ ახალ წელს საჩუქრების ჩუქება წესია! მაგრამ რაც მთავარია, ბავშვებს მოკლებული აქვთ გაკვეთილებზე დასწრების და სასწავლო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. დაგვეთანხმეთ, რომ ეს ყველაფერი საშინელებაა და ეს კეთილი, ქართული ოჯახი ბედნიერ, საახალწლო დღესასწაულს ნამდვილად იმსახურებს!

  ჭკადუების ოჯახს ესაჭიროება ნებისმიერი დახმარება: საკვები, ტექნიკა, ავეჯი. მათ, განსაკუთრებულად, საწოლები და კომპიუტერი სჭირდებათ. ბავშვებს, - პირდაპირი მნიშვნელობით, - დასაძინებელი ადგილი არ აქვთ და მიუხედავად სურვილისა, მათ არც სწავლა შეუძლიათ!

  ჭკადუების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭკადუაში.

  ან დაურეკეთ იზას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონი: 599 32 56 26.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისგასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:ჭკადუების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ჭკადუების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: