სიკვდილის პირისპირ!
ჩემი შვილების ბედნიერებისთვის უფალი დაგაჯილდოებთ!
კეთილო ადამიანო, გააზიარე პოსტი, რომ ამ ღვთისნიერი საქმეში შენმა მეგობრებმაც მიიღონ მონაწილეობა!
– სანდრიკ, რას გააკეთებდი, ბევრი ფული რომ გქონდეს?
– ყველა ნაყინს ვიყიდდი მაღაზიაში და ჩვენს მაცივარში შევალაგებდი. ერთ თაროზე „სტაკანჩიკები“ იქნებოდა, მეორეზე - „ესკიმო“... და კიდევ, ნაყინი-ბუტერბროდი.
– რა ბუტერბროდი, სანდრიკ? ბუტერბროდი კი არა, ნაყინი-სენდვიჩი.
– ჰო, დამავიწყდა, დიდი ამბავი! და შენ რას გააკეთებდი, ელენე, ბევრი ფული რომ გქონდეს?
– იასამნისფერი ოთახი მექნებოდა, რომელსაც ალუბლებით მოვრთავდი.
– რატომ ალუბლებით? რა სასაცილოა! იქნებ გარგარით ან ქლიავით?
– მე ასე მინდა და იმიტომ!
– ბავშვებო, ჯერ კიდევ არ გძინავთ?
– ვოცნებობთ, დე...
როგორ ფიქრობთ, ეს ბავშვების ჩვეულებრივი დიალოგია? არა, ეს ბევრად მეტია! სანდრიკა და ელენე ისევ ოცნებობენ! მიმდინარე წლის აპრილში სანდრიკამ, ელენემ და მათმა დედამ, ელმირამ, დიდი დარტყმა და შოკი მიიღეს: მათ მამა - ხვიჩა დაკარგეს. ხვიჩას სიცოცხლე, კიბოს გამო, 46 წლის ასაკში დასრულდა... ჩვენი პროექტი, რომელიც მელიქსეტოვების ოჯახს ეძღვნებოდა, ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/717-melisektova/
დიახ, ვაღიარებთ, რომ მწუხარების ჟამს ბავშვებისა და დედის ნუგეშისცემა ძალიან რთული ამოცანა იყო; მაგრამ ჩვენ თითქმის შეუძლებელი შევძელით, მეგობრებო! შეხედეთ ბავშვებს: სანდრიკა და ელენე ისევ იღიმიან! ელმირაც ნელ-ნელა გონს მოდის, ცდილობს ძლიერი იყოს და სამსახურს დაუბრუნდეს. ეს ჩვენი რთული და საერთო გამარჯვებაა!

რა საყვარლები არიან!.. და ისევ იღიმიან!
– ელმირა, კარგად გვესმის და ვიზიარებთ იმ ტკივილს, რომლის გადატანაც მოგიწიათ. ამავე დროს, გვინდა ვიცოდეთ, რომ სულის გამრთელების გზას ადგახართ. მკითხველები სულ თქვენზე გვეკითხებიან და ძალიან დარდობენ...
ელმირა: ჩემო კარგებო, ჩემი ძვირფასო და თბილო ადამიანებო! ამ ყველაფრის გადატანა მხოლოდ იმიტომ შევძელი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენ იყავით ჩემ გვერდით. ხვიჩას გარდაცვალების შემდეგ ჩემთვის ცხოვრება გაჩერდა. კარგს აღარაფერს ველოდი, მეგონა, რომ აღარაფერი გამახარებდა. ძალიან ძნელია... მსგავს ტკივილს არავის ვუსურვებ... ბავშვები სულიერად დაეცნენ.... დავობლდით... მაგრამ ფონდის პროექტი მაგრად ჩაგვეჭიდა! თქვენ მარტო არ დაგვტოვეთ და იმის საშუალება არ მოგვეცით, რომ ჩვენს მწუხარებას მივცემოდით... და იმედი მომეცა. ყოველდღე, ნელ-ნელა, მწუხარების და სტრესის დაძლევაში გვეხმარებოდით (ცრემლებს იწმენდს), თქვენი სიკეთით და ყურადღებით გვკურნავდით... ეს ძალიან გვჭირდებოდა... მეც და ჩემს შვილებსაც...
თქვენთვის მადლობის თქმით არასოდეს დავიღლები! ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენს ამბავს გამოეხმაურა, სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება!
არასოდეს დამავიწყდება ბავშვების რეაქცია, როდესაც საჩუქრებით სავსე მანქანა დაინახეს. სახლიდან გარეთ გაცვივდნენ და მის წინ დადგნენ მოლოდინში. ამდენი ცრემლისა და ნერვიულობის შემდეგ, მათ სხვა ემოციები - სიხარული და გაოცება ძალიან სჭირდებოდათ... მგონი, იმ დღეს პირველად გაიღიმეს გულწრფელი ღიმილით; თვალები უბრწყინავდათ. უფალო, ასი წლის სიცოცხლე მიეცი ყველას, ვინც ამის გაკეთება შეძლო! მე უკვე აღარ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა და აღარც შემეძლო. ძალა მე თვითონ აღარ მქონდა. თქვენ კი შეძელით! ჩვენ ყველაფერში მოგენდეთ: თქვენს სიყვარულს, ყურადღებას და თანაგრძნობას ვიღებდით. ათეულობით ადამიანმა დარეკა, ბევრი დარეკვის გარეშე მოვიდა, ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა ... გვეხმარებოდნენ, მხარში ამოგვიდგნენ...

„ცხოვრება გცვლის და თავის კვალს გამჩნევს. დედა ვარ და ბავშვები მე მიყურებენ, ჩემი იმედი აქვთ.“
– მოდი ერთად გავიხსენოთ, რა ხდებოდა და ვისი ვიზიტი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
ელმირა: ყველა ოქრო და ღვთის ხალხია! როგორ გამოვყო? ბევრის სახელი ვერ დავიმახსოვრე, თავში დომხალი მქონდა, დარდისგან ვეღარ ვაზროვნებდი. მათი ტელეფონის ნომრები კი მიწერია, მაგრამ სახელების გარეშე... პალმის კვირა დამამახსოვრდა: სამების ეკლესიაში წირვას ვესწრებოდი, როცა ერთმა კაცმა დამირეკა. თურმე უკვე ჩვენს სახლთან იყო, ვარკეთილში (სადაც ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ) და სურსათით ხელში, ეზოში მელოდებოდა. დამელოდა, სანამ ეკლესიიდან დავბრუნდებოდი. ძაძებში ჩაცმული რომ დამინახა, ცრემლები ვეღარ შეიკავა. დიდხანს და ყურადღებით მელაპარაკა, ბოდიშს მიხდიდა, რომ დროზე მოსვლა ვერ მოასწრო და ხვიჩას ცოცხალს ვერ მოუსწრო... (ცრემლებს იწმენდს.) მითხრა, რომ ჯარისკაცია და ხელფასი მხოლოდ 20 რიცხვის შემდეგ ერიცხება... მაგრამ როგორც კი შეძლებს - დაგვეხმარება. მის სიტყვებში და თვალებში იმდენი სითბო და თანაგრძნობა იკითხებოდა... ღმერთმა დალოცოს! ზედმეტი თვითონაც არაფერი აქვს, მაგრამ ჩვენთვის რაღაცის გაკეთება ისე უნდოდა... და ფინანსურად მართლა დაგვეხმარა.
ერთხელ დამირეკა და მითხრა, რომ მისი მეგობარი სათევზაოდ იყო წასული და ბევრი თევზი დაიჭირა. მკითხა, ბავშვებს რომ მოვუტანო, შეიძლებაო? ყველაფერს მეკითხებოდა, ისეთი ზრდილობიანი და დელიკატურია... რა თქმა უნდა-მეთქი. ნამდვილი ნადიმი მოგვიწყო - უამრავი კალმახი მოგვიტანა, რბილი და საოცრად გემრიელი. ბავშვებს ისე უხაროდათ! თევზი შევწვი. უკვე გასუფთავებული იყო, შესაწვავად ან მოსახარშად გამზადებული. ღმერთმა დაგლოცოს, სუფთა სულის ადამიანო! შენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ!
ფონდის თანამშრომლების, ამ საოცარი ადამიანების მადლობელი ვარ. შეიძლება ნანა და დათო აღვნიშნო? სულ მირეკავდნენ, მეკითხებოდნენ, როგორ ვიყავით, რა გვჭირდებოდა? ხვიჩას გარდაცვალების შემდეგ, ფული არ მქონდა, რომ როგორმე მისი ორმოცი აღგვენიშნა, სახლში რამე მომემზადებინა. ამ საკითხის მოგვარებაში სწორედ ფონდის თანამშრომლები დამეხმარნენ. ასეთ სიკეთეს არასდროს ივიწყებენ!
ერთი ქალი მახსოვს, რომელმაც პოსტის გამოქვეყნებისთანავე დარეკა. პატარა შვილი ჰყავს, ორი წლის. მიუხედავად ამისა, ბავშვთან ერთად, მეორე დღესვე მოვიდა და უამრავი სურსათი მოგვიტანა.
ვინმეს გამოყოფა ძალიან მიჭირს. ჩემთვის ყველა თანაბრად ძვირფასია. თქვენი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის ვილოცებ! ღმერთმა ავადმყოფობა და ახლობელი ადამიანების დაკარგვა გაშოროთ!
– ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? ნეტა თქვენგან რამე ახალს თუ გავიგებთ? როგორც წესი, ძალიან ხშირად, ერთი და იგივე მეორდება - გულგრილობა ადამიანების პრობლემების მიმართ.
ელმირა: არა, მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ ერთ ფაქტს აღვნიშნავ: ხვიჩას გარდაცვალების შემდეგ გიორგი დოხტურიშვილს (ჩვენი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს) მივმართე და ქმრის დაკრძალვაში დახმარება ვთხოვე. მან რაიონის გამგეობაში გამგზავნა და განცხადების დაწერაში დამეხმარა. დაკრძალვის საკითხებში ნამდვილად დამეხმარნენ, ლილოს სასაფლაოზე მიწის ნაკვეთის საფასურიც გადაიხადეს და კუბოს ყიდვაშიც დამეხმარნენ. (ტირის.)
– გასაგებია... მოდი სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაზე ჩვენი აზრი ჩვენთვის დავიტოვოთ. ეს სარკაზმის თემაა, ჩვენთვის კი თქვენი სულიერი მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია. ღმერთმა ძალა და გამძლეობა მოგცეთ!
ელმირა: ჩემო კარგებო,ძალიანმინდა და ნება მიბოძეთ მოგიყვეთ, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ჩემი ხვიჩა ძალიან იტანჯებოდა, ბოლოს უკვე მორფიც აღარ შველოდა... მორფის ოთხი დოზა დაუნიშნეს და მასთან ერთად ანალგინს და დიმედროლსაც უკეთებდნენ; მაგრამ ტკივილი არ წყდებოდა... როცა მისმა ორგანიზმმა ტკივილგამაყუჩებლებზე რეაგირება შეწყვიტა, მივხვდი, რომ დასასრული ახლოს იყო... ჩემი ქმარი რაღაცნაირად დამშვიდდა, აღარ ნერვიულობდა. 18 აპრილს გარდაიცვალა, 26-ში კი 47 წლის გახდებოდა. ეჰ, ასეთი ახალგაზრდა!.. შვილებთან ერთად ყოველდღე ვლოცულობ. გვჯერა, რომ ის იქ, ზეცაში, კარგად არის, აღარაფერი სტკივა და ახლა ის ჩვენი მფარველი ანგელოზია.
ჩემი უმცროსი ბიჭი, სანდრიკა, მამის გარდაცვალების შემდეგ ერთი ნაბიჯითაც აღარ მშორდება. ერთხელ მითხრა კიდეც, რომ ჩემი დაკარგვის ეშინია. ელენე ყოჩაღად არის. მათ ყველაფერი მშვენივრად ესმით. თითქოს უცებ გაიზარდნენ... იმ ყველაფერმა, რაც ჩვენთვის გააკეთეთ, ისინი ძალიან გაახარა და გაამხნევა. ამისთვის უფალი აუცილებლად დაგაჯილდოებთ! ობოლი ბავშვების გახარება ჭეშმარიტად კეთილი საქმეა... ძალა და საყრდენი მეც მომეცით, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაში დამეხმარეთ, რეალობაში დამაბრუნეთ... ახლა ყოველდღიური საზრუნავით ვცხოვრობ.

დედიკოს კუდი
– დღევანდელი დღით, აწმყოში ცხოვრება - მართლაც რომ ბრძნული გადაწყვეტილებაა.
ელმირა: თქვენს პრაქტიკულ საჩუქრებსაც ვიყენებ - მაცივარს, სარეცხ მანქანას... ნაკლებად ვიღლები, ნაკლებად ვნერვიულობ. საოჯახო საქმეები ყურადღების გადატანაში მეხმარება.

„რეცხვა სარეცხ მანქანას მივანდვე“
როცა მაცივარი მომიტანეს, მაშინვე გავიფიქრე: „რა კარგია! ახლა ქათამს თუ ვიყიდი, შემიძლია მთლიანად აღარ გავაკეთო იმის შიშით, რომ გაფუჭდება. ავდგები, შუაზე გავჭრი და ნახევარს საყინულეში შევინახავ.“ (იღიმის.) ბავშვებს მაცივარი ისე გაუხარდათ, ყვირილი დაიწყეს: „ვაშა-ა-ა! ბევრი ნაყინი გვექნება!“ თურმე მათ თავიანთი გეგმები ჰქონიათ. (იღიმის.)

„მაცივართან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს.“
– ჰოდა, ახლა სწორედ მათგან შევიტყობთ, რა გეგმები აქვთ და საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოეწონათ...
ელენე (9 წლის): მე გეტყვით! სანდრიკა ოცნებობს, რომ მთელი მაცივარი ნაყინით სავსე იყოს: „სტაკანჩიკებით“, „ესკიმოთი“, „სენდვიჩებით“, ვანილის, მარწყვის, კენკრის და თხილიანი შოკოლადის ნაყინებით...
სანდრიკა (4 წლის): ჩემს სურვილებზე რატომ ლაპარაკობ? შენებზე ილაპარაკე! ახლა მე რაღა ვთქვა?
ელენე: კარგი, ჰო! ასე ნუ მიყურებ. (იღიმის.) ყველაზე მეტად ორსართულიანი საწოლი მომეწონა. მე მეორე სართული ავირჩიე. ახლა კარგად მძინავს, ღამღამობით აღარ მეღვიძება და აღარც ვტირი... თავიდან მე და სანდრიკა ვკამათობდით იმაზე, თუ ვინ სად დაიძინებდა, მაგრამ ახლა, ზოგჯერ, ერთმანეთს ადგილებს ვუცვლით ხოლმე.
სანდრიკა: ეს საწოლი მე ავაწყე!
– არადა, ამბობდი, მოსაყოლი არაფერი მაქვსო...
სანდრიკა: საწოლი რომ მოიტანეს, ბიძაჩემს მის აწყობაში ვეხმარებოდი. დამიძახა და რაც საჭირო იყო, მიმქონდა და მას ვაძლევდი... მითხრა, ყოჩაღ, საწოლებს რა კარგად აკეთებო. ელენეს კიდევ არ უთხრა. მან კი მაინც მეორე სართული აირჩია. (ელენე იცინის.)
– მაგარი ავეჯის ხელოსანი ხარ, სანდრიკ!
სანდრიკა: აი, დეიდამაც შემაქო! გესმის? (დას მიმართავს.) ნამდვილი პლანშეტიც მაქვს, - მხოლოდ ჩემია. მასზე მულტფილმებს ვუყურებ, ზოგჯერ - საშინელებათა ფილმებსაც. (იღიმის.) იცი, დეიდა, ორი ცალი გვაჩუქეს? ელენესაც აქვს.

„ჩემი საწოლი მე ავაწყე.“
– შენ რას უყურებ ხოლმე, ელენე?
ელენე: ტიკტოკის ვიდეოებს. გადაცემა „ვიკი შოუ“ ძალიან მიყვარს - საბავშვო გადაცემაა „ჩელენჯების“ (გამოწვევების) შესახებ. ძალიან სასაცილო და საინტერესოა. ასევე, ძალიან მომწონს გადაცემა რემონტის შესახებ. ოდესმე საკუთარი ოთახი მეც მექნება, რომელსაც ალუბლებით მოვრთავ და იასამნისფრად შევღებავ. იასამნისფერზე ვგიჟდები!

„იასამნისფერი ოთახი მინდა ალუბლებით.“
– ბავშვებო, ძალიან გვიხარია, რომ კარგ ხასიათზე ხართ! იცით, როგორ გვიხარია, კარგად რომ ხართ? მარსამდე და უკან!
ელენე: ეგ ბევრია?
– ძალიან!
სანდრიკა: დედასაც ძალიან უხარია, როცა ვმხიარულობთ. ძილის წინ მაგრად გვეხუტება, გვეფერება და გვკოცნის. მერე მეც ვკოცნი. მერე ისევ ის მკოცნის... დედა ამბობს, რომ მისი კუდი ვარ. დეიდა, როგორ ფიქრობ, მამა გვხედავს?
– Რა თქმა უნდა! და გიცავთ და გმფარველობთ.
სანდრიკა: და უხარია, რომ საჩუქრები მოგვიტანეს?
– ჰო, პატარავ…
– რა მშვენიერი შვილები გყავთ, ელმირა!
ელმირა: ისინი ჩემი სული და გულია!

„დე, ჩემთან დარჩი.“
– თუ კიდევ გაქვთ გადაუჭრელი პრობლემები, ჩვენი მკითხველები დაგეხმარებიან. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ხომ გახსოვთ?
ელმირა: დახმარების თხოვნა ძალიან მერიდება. 18 წლიდან ვმუშაობ, უბრალოდ ქმრის ავადმყოფობამ და ამ საშინელმა დიაგნოზმა, იმ ყველაფერმა, რის გადატანაც ამ ერთი წლისა და სამი თვის განმავლობაში მოგვიწია, სანამ ხვიჩას სიცოცხლისთვის უშედეგოდ ვიბრძოდით, მთელი ძალა გამოგვაცალა. თქვენი დახმარება რომ არა, რომ არა ჩემი შვილები, ამ ყველაფერს ალბათ ვერ გადავიტანდი და ვერ გადავრჩებოდი... მაგრამ მე დედა ვარ და დანებების უფლება არ მაქვს.
თქვენი პოსტის შემდეგ გამომცემლობაში - ჩემს ძველ სამსახურში დავიწყე მუშაობა, რომელიც გლდანში მდებარეობს. სამსახურში ყოველდღე ბავშვებთან ერთად დავდიოდი, რადგან მათი დამტოვებელი არავინ მყავს. დღეში 20 ლარს მიხდიდნენ. ზოგჯერ კვირაობითაც ვმუშაობდი. საჭმელზე გვყოფნიდა, როგორღაც იოლად გავდიოდით, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემია და უტრანსპორტობა ყველანაირად გბოჭავს. როგორც კი ახალი ტალღა დაიწყება, მაშინვე ტრანსპორტს კრძალავენ... მთელი ჩემი ხელფასი ტაქსებზე დაიხარჯება... როგორც სოციალურად დაუცველები, თვეში 250 ლარს ვიღებთ. ამ თანხიდან 160 ლარს ბინის ქირაში ვიხდი. საკუთარი, პატარა ოთახი მაინც რომ გვქონდეს, ბევრად იოლი იქნებოდა.
ხვიჩა ჩემი საყრდენი იყო, ახლა კი ყველაფერი ჩემზეა... (ოხრავს.). მალე ბავშვებს სწავლა დაეწყებათ. ელენეს, როგორც ყველა გოგოს, ლამაზად ჩაცმა უნდა. ძალიან მინდა, ახალ ტანსაცმელში გამოვაწყო და შეძლებისდაგვარად ვცდილობ. სამსახურში რომ მოვეწყო, იმაზე მაინც ვიზრუნებდი, რომ ბავშვებს ელემენტარული რაღაცები არ სჭირდებოდეთ. რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი, არ მინდა, რომ თავი უხერხულად იგრძნონ და ვინმეს რამით ჩამორჩნენ... ნუ მიიღებთ ამას ისე, თითქოს ვწუწუნებ, უბრალოდ ჩემს აზრებს გიზიარებთ. უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი ამხელა მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხართ! ყოველი თქვენგანი, ვინც გამოგვეხმაურა, ვინც თანაგრძნობა და გულისხმიერება გამოიჩინა, ვინც ასეთ რთულ დროს ჩვენ გვერდით იყო, ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
***
გარდაცვლილებს საიქიოდან ვერ მოვაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია ხალხს გასაჭირში დავეხმაროთ, მხარში ამოვუდგეთ და სასოწარკვეთისგან ვიხსნათ. ადამიანთა ბედს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია მათ რთული ცხოვრება გავუმარტივოთ. მეგობრებო, გვინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავიხადოთ და თქვენ წინაშე ქედი მოვიხაროთ იმისთვის, რომ ამ ოჯახზე ზრუნავთ. ჩვენ, კეთილი საქმეების და გულწრფელი სიტყვების ძალით, ისინი სინათლისკენ, სიცოცხლისკენ და იმედისკენ მოვაბრუნეთ. ელმირა, ელენე და სანდრიკა ნელ-ნელა ფეხზე დგებიან და ახლებურად ცხოვრებას სწავლობენ. დარჩით მათ გვერდით! დაეხმარეთ მათ, გიყვარდეთ ისინი, მათთვის კეთილ სიტყვებს ნუ დაიშურებთ და ამისთვის უფალი აუცილებლად დაგაჯილდოებთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მელიქსეტოვების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/717-melisektova/reports/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 დეკ 10 | პროდუქტები | 99.92 | transferred |
2021 დეკ 3 | ღუმელი | 220 | transferred |
2021 აგვ 24 | პლანშეტი | 893 | transferred |
2021 აგვ 17 | პროდუქტები | 199.6 | transferred |
2021 აგვ 16 | ორ სართულიანი საწოლი | 680 | transferred |
2021 ივლ 3 | პროდუქტები | 199.95 | transferred |
2021 ივლ 3 | მედიკამენტები | 100.01 | transferred |
2021 ივნ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,010 | paid |
2021 ივნ 1 | პროდუქტები | 300.25 | transferred |
2021 მაი 25 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,450 | transferred |
2021 მაი 5 | პროდუქტები | 249.99 | transferred |
სულ ხარჯი: 5,402.72 ₾
დარჩა 0.09 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
08.12.2021 00:00:00 | გიორგი გიგოლაშვილი | 2 | Transfer to account |
13.11.2021 00:00:00 | მაჩხოშვილი ელენე | 1 | Transfer to account |
01.11.2021 00:00:00 | მამუკა მურთაზაშვილი | 30 | Transfer to account |
01.11.2021 00:00:00 | ზურაბ სახვაძე | 1 | Transfer to account |
01.11.2021 00:00:00 | ლია გლუნჩაძე | 10 | Transfer to account |
01.11.2021 00:00:00 | ლევნ კობაიძე | 3 | Transfer to account |
31.10.2021 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
30.10.2021 00:00:00 | გიგა ჯიჯელავა | 1 | Transfer to account |
30.10.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 10 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | მაკა გაგანაშვილი | 1 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 20 | Transfer to account |
28.10.2021 14:55:53 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
28.10.2021 00:00:00 | ნიკა აბრამიშვილი | 2 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | მალახზ ვარდოსანიძე | 5 | Transfer to account |
26.10.2021 22:06:10 | ანონიმი | 100 | PayPal |
26.10.2021 00:00:00 | დემეტრე აბაშიძე | 40 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | ლევან კობაიძე | 5 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
23.10.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
22.09.2021 00:03:40 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
26.08.2021 00:00:00 | მძელური ნინო | 1 | Transfer to account |
26.08.2021 00:00:00 | გოგიშვილი თეონა | 7 | Transfer to account |
26.08.2021 00:00:00 | დემურაშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
24.08.2021 00:00:00 | ლევანი ბაბუნაშვილი | 20 | Transfer to account |
24.06.2021 00:00:00 | ჯავახიშვილი ირაკლი | 3 | Transfer to account |
22.06.2021 00:00:00 | თათია ღერკენაშვილი | 2 | Transfer to account |
21.06.2021 14:39:00 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
21.06.2021 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 1 | Transfer to account |
21.06.2021 00:00:00 | ონიანი ლუკა | 10 | Transfer to account |
20.06.2021 00:00:00 | ვალერიანე ფილიშვილი | 4 | Transfer to account |
19.06.2021 00:00:00 | სოსო შიუკაშვილი | 5 | Transfer to account |
19.06.2021 00:00:00 | შპს 'ორგსერვისი | 50 | Transfer to account |
17.06.2021 00:00:00 | ცხელიშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
17.06.2021 00:00:00 | მინდიაშვილი ლუკა | 5 | Transfer to account |
17.06.2021 00:00:00 | მაშია კონსტანტინე | 10 | Transfer to account |
17.06.2021 00:00:00 | ლუკა შარაბიძე | 5 | Transfer to account |
16.06.2021 15:57:47 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
16.06.2021 00:00:00 | თამარი ჭაბუკიანი | 5 | Transfer to account |
15.06.2021 00:00:00 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Transfer to account |
14.06.2021 00:00:00 | კალანდაძე მიხეილ | 10 | Transfer to account |
14.06.2021 00:00:00 | სვანიძე ემზარი | 5 | Transfer to account |
14.06.2021 00:00:00 | თეიმურაზ ძიძიგური | 1 | Transfer to account |
14.06.2021 00:00:00 | ლაშა კუპრეიშვილი | 50 | Transfer to account |
13.06.2021 17:14:21 | ანონიმი | 1 | VISA, MasterCard (Geopay) |
13.06.2021 00:00:00 | ნიკა კელენჯერიძე | 5 | Transfer to account |
11.06.2021 00:00:00 | ღვინიაშვილი ზურაბ | 5 | Transfer to account |
11.06.2021 00:00:00 | ნიანკინი ანდრო | 15 | Transfer to account |
11.06.2021 00:00:00 | გივი ცაბუტაშვილი | 15 | Transfer to account |
11.06.2021 00:00:00 | ალიმი ხერხაძე | 5 | Transfer to account |
11.06.2021 00:00:00 | აკაკი გრიგოლია | 20 | Transfer to account |
10.06.2021 00:00:00 | ქეთევან უცუნაშვილი | 100 | Transfer to account |
09.06.2021 09:18:08 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
09.06.2021 00:00:00 | ჭედია გიორგი | 10 | Transfer to account |
09.06.2021 00:00:00 | გიორგი წიკლაური | 30 | Transfer to account |
08.06.2021 00:00:00 | ნოდარ ჯიქია | 10 | Transfer to account |
07.06.2021 00:00:00 | კუბლაშვილი ავთანდილ | 5 | Transfer to account |
07.06.2021 00:00:00 | ნუცუბიძე ნოდარი | 2 | Transfer to account |
07.06.2021 00:00:00 | ანა სახაროვა | 20 | Transfer to account |
06.06.2021 00:00:00 | საგინაძე დავით | 5 | Transfer to account |
06.06.2021 00:00:00 | რომან ტუმასიანი | 1 | Transfer to account |
05.06.2021 00:00:00 | მაისურაძე ვახტანგ | 10 | Transfer to account |
04.06.2021 00:00:00 | ხვედელიძე ლერი | 20 | Transfer to account |
04.06.2021 00:00:00 | ბესიკ კარბელაშვილი | 30 | Transfer to account |
03.06.2021 00:00:00 | გიორგი | 5 | Transfer to account |
03.06.2021 00:00:00 | ზაზა გაგნიძე | 10 | Transfer to account |
03.06.2021 00:00:00 | ბესიკ მოდებაძე | 20 | Transfer to account |
03.06.2021 00:00:00 | ზაზა კარიჭაშვილი | 10 | Transfer to account |
02.06.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
02.06.2021 00:00:00 | ამირან თეზელიშვილი | 100 | Transfer to account |
02.06.2021 00:00:00 | მარიამ კაკაბაძე | 10 | Transfer to account |
01.06.2021 00:00:00 | გამცემლიძე ნინო | 5 | Transfer to account |
01.06.2021 00:00:00 | ლიკა ლეშკაშელი | 10 | Transfer to account |
31.05.2021 00:00:00 | ხუციშვილი თეონა | 2 | Transfer to account |
31.05.2021 00:00:00 | შაინიძე მარიამ | 1.5 | Transfer to account |
31.05.2021 00:00:00 | თეიმურაზ მარგველაშვილი | 30 | Transfer to account |
31.05.2021 00:00:00 | გიორგი სამხარაძე | 5 | Transfer to account |
31.05.2021 00:00:00 | მახარაშვილი მარიამი | 25 | Transfer to account |
30.05.2021 00:04:33 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
30.05.2021 00:00:00 | სანიშვილი გიორგი | 1 | Transfer to account |
30.05.2021 00:00:00 | ნიკოლოზ ზუბიტაშვილი | 100 | Transfer to account |
30.05.2021 00:00:00 | თამარ შაინიძე | 3.5 | Transfer to account |
29.05.2021 00:00:00 | ჭანკვეტაძე ზურაბი | 20 | Transfer to account |
29.05.2021 00:00:00 | შვანგირაძე ელენე | 10 | Transfer to account |
28.05.2021 00:00:00 | რეხვიაშვილი თინათინ | 20 | Transfer to account |
27.05.2021 15:49:53 | ანონიმი | 200 | VISA, MasterCard (Geopay) |
27.05.2021 00:00:00 | ირაკლი აფხაიძე | 10 | Transfer to account |
26.05.2021 00:00:00 | ბალახაშვილი ნათია | 10 | Transfer to account |
26.05.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
26.05.2021 00:00:00 | ლიკა ყატაშვილი | 10 | Transfer to account |
25.05.2021 00:00:00 | ღონღაძე სიმონ | 20 | Transfer to account |
25.05.2021 00:00:00 | გოგოლი გოგა | 5 | Transfer to account |
25.05.2021 00:00:00 | მურვანიძე გივი | 20 | Transfer to account |
25.05.2021 00:00:00 | არღვლიანი გვანცა | 5 | Transfer to account |
25.05.2021 00:00:00 | ნინო პერტაია | 10 | Transfer to account |
25.05.2021 00:00:00 | მარიამ ბერუჩაშვილი | 50 | Transfer to account |
24.05.2021 20:55:43 | madona surmanidze | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
24.05.2021 00:00:00 | პილილიანი არაქელ | 30 | Transfer to account |
23.05.2021 13:32:45 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
23.05.2021 00:00:00 | გიორგი მაზიაშვილი | 1.75 | Transfer to account |
23.05.2021 00:00:00 | თამარი ქეშელაშვილი | 2 | Transfer to account |
22.05.2021 00:00:00 | ნინო გოგიტიძე | 10 | Transfer to account |
21.05.2021 00:00:00 | სერგო ყუფარაძე | 10 | Transfer to account |
21.05.2021 00:00:00 | არჩილ კაჭარავა | 25 | Transfer to account |
21.05.2021 00:00:00 | მერი წიკლაური | 40 | Transfer to account |
21.05.2021 00:00:00 | ლუკა ბოკუჩავა | 3 | Transfer to account |
21.05.2021 00:00:00 | გიორგი კანკავა | 5 | Transfer to account |
20.05.2021 00:00:00 | სულაშვილი გიორგი | 3 | Transfer to account |
20.05.2021 00:00:00 | ლემონჯავა ანნა | 2 | Transfer to account |
19.05.2021 23:39:51 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
19.05.2021 00:00:00 | გელაშვილი ლევან | 5 | Transfer to account |
19.05.2021 00:00:00 | ირმა თხელია | 10 | Transfer to account |
18.05.2021 00:00:00 | დავითაია მარიამ | 20 | Transfer to account |
18.05.2021 00:00:00 | სულაშვილი გიორგი | 15 | Transfer to account |
18.05.2021 00:00:00 | ჩიტიშვილი სოფიკო | 10 | Transfer to account |
18.05.2021 00:00:00 | გიორგი მოსიაშვილი | 10 | Transfer to account |
18.05.2021 00:00:00 | ხუციშვილი თეონა | 2 | Transfer to account |
18.05.2021 00:00:00 | ბეჟაშვილი ანრი | 1.6 | Transfer to account |
18.05.2021 00:00:00 | ვლადიმერ ნეკრასოვი | 2 | Transfer to account |
17.05.2021 21:39:12 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
17.05.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
17.05.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Transfer to account |
17.05.2021 00:00:00 | რურუა ნინო | 10 | Transfer to account |
17.05.2021 00:00:00 | იოსებ აბაიშვილი | 5 | Transfer to account |
17.05.2021 00:00:00 | ნიკა კელენჯერიძე | 3 | Transfer to account |
17.05.2021 00:00:00 | გულნარა მალაზონია | 10 | Transfer to account |
16.05.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
16.05.2021 00:00:00 | ელგუჯა ნარიმანაშვილი | 10 | Transfer to account |
16.05.2021 00:00:00 | ალექსი სარქისიან | 5 | Transfer to account |
16.05.2021 00:00:00 | თეიმურაზი ფოტიადის | 1 | Transfer to account |
15.05.2021 22:27:16 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
15.05.2021 00:00:00 | ნიკოლოზი კობახიძე | 5 | Transfer to account |
15.05.2021 00:00:00 | გიორგი ტატიშვილი | 20 | Transfer to account |
14.05.2021 00:00:00 | ასპანიძე ზაზა | 5 | Transfer to account |
14.05.2021 00:00:00 | ლევან ჩინჩალაძე | 20 | Transfer to account |
14.05.2021 00:00:00 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Transfer to account |
13.05.2021 00:00:00 | ქორიძე თამთა | 8 | Transfer to account |
13.05.2021 00:00:00 | ტაბატაძე მარიამ | 7 | Transfer to account |
13.05.2021 00:00:00 | გიორგი კაჭარავა | 10 | Transfer to account |
13.05.2021 00:00:00 | ნანა ჩხიკვაძე | 2 | Transfer to account |
13.05.2021 00:00:00 | ქეთევანი ბიწაძე | 50 | Transfer to account |
12.05.2021 00:00:00 | ფანჯაკიძე ნიკოლოზი | 10 | Transfer to account |
12.05.2021 00:00:00 | გიორგი ჩიტაძე | 10 | Transfer to account |
12.05.2021 00:00:00 | თორნიკე ზაბახიძე | 3 | Transfer to account |
11.05.2021 00:00:00 | აფციაური ნანი | 7 | Transfer to account |
11.05.2021 00:00:00 | ია მკალავიშვილი | 5 | Transfer to account |
11.05.2021 00:00:00 | ალექსანდრე საათაშვილი | 1 | Transfer to account |
10.05.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
10.05.2021 00:00:00 | ჯავახიშვილი ირაკლი | 3 | Transfer to account |
10.05.2021 00:00:00 | ოქრომელიძე მიხეილ | 5 | Transfer to account |
10.05.2021 00:00:00 | ბლუაშვილი იაკობ | 5 | Transfer to account |
10.05.2021 00:00:00 | გიორგი | 5 | Transfer to account |
10.05.2021 00:00:00 | ონიანი ლალა | 20 | Transfer to account |
10.05.2021 00:00:00 | ანდრო ათოშვილი | 12 | Transfer to account |
10.05.2021 00:00:00 | შერგელაშვილი დავით | 4 | Transfer to account |
09.05.2021 21:18:10 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
09.05.2021 00:00:00 | პაიჭაძე ლანა | 1 | Transfer to account |
09.05.2021 00:00:00 | გიორგი კობალავა | 5 | Transfer to account |
09.05.2021 00:00:00 | ავთანდილ აიწურაძე | 10 | Transfer to account |
09.05.2021 00:00:00 | ოთარი ამილახვარი | 5 | Transfer to account |
07.05.2021 19:35:12 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
07.05.2021 00:00:00 | გიორგი რუხაძე | 40 | Transfer to account |
07.05.2021 00:00:00 | ეკატერინე კვარაცხელია | 10 | Transfer to account |
07.05.2021 00:00:00 | ნიკა ტაბატაძე | 20 | Transfer to account |
07.05.2021 00:00:00 | ანტონ ბალანჩივაძე | 11 | Transfer to account |
07.05.2021 00:00:00 | გიორგი გაბაძე | 20 | Transfer to account |
06.05.2021 15:58:49 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
06.05.2021 00:00:00 | ქუმელაშვილი ნოდარი | 10 | Transfer to account |
06.05.2021 00:00:00 | ცომაია თორნიკე | 10 | Transfer to account |
06.05.2021 00:00:00 | წიკლაური ბექა | 10 | Transfer to account |
06.05.2021 00:00:00 | გელაშვილი ლევან | 5 | Transfer to account |
06.05.2021 00:00:00 | გივი ცაბუტაშვილი | 15 | Transfer to account |
06.05.2021 00:00:00 | საბა სანთაბულო | 5 | Transfer to account |
06.05.2021 00:00:00 | ნინო გოგიაშვილი | 2 | Transfer to account |
05.05.2021 20:53:14 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
05.05.2021 00:00:00 | ტერმინალი | 12 | Transfer to account |
05.05.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
05.05.2021 00:00:00 | ანტონ ბალანჩივაძე | 19 | Transfer to account |
05.05.2021 00:00:00 | ილია სონღულაშვილი | 20 | Transfer to account |
04.05.2021 00:00:00 | ბუთხუზი ნინო | 5 | Transfer to account |
04.05.2021 00:00:00 | მამულაიძე თამარ | 1.5 | Transfer to account |
04.05.2021 00:00:00 | გიორგი მარუაშვილი | 10 | Transfer to account |
03.05.2021 00:00:00 | ტერმინალი | 30 | Transfer to account |
03.05.2021 00:00:00 | ქურხული თამარ | 10 | Transfer to account |
03.05.2021 00:00:00 | გოგრიჭიანი სულხანი | 10 | Transfer to account |
03.05.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
03.05.2021 00:00:00 | ლაშხი ნოე | 1 | Transfer to account |
03.05.2021 00:00:00 | პეტრე მაღრაძე | 100 | Transfer to account |
03.05.2021 00:00:00 | ეკატერინე შოშიაშვილი | 15 | Transfer to account |
02.05.2021 00:00:00 | ბურდიაშვილი ბექა | 10 | Transfer to account |
02.05.2021 00:00:00 | ბროლაძე ირინა | 6 | Transfer to account |
02.05.2021 00:00:00 | მახარაძე ჯუნა | 5 | Transfer to account |
02.05.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
02.05.2021 00:00:00 | ქრისტეფორე ჩოპოზოვი | 5 | Transfer to account |
02.05.2021 00:00:00 | ანა ქოქრაშვილი | 10 | Transfer to account |
02.05.2021 00:00:00 | იასონი პაპავა | 5 | Transfer to account |
02.05.2021 00:00:00 | გიორგი გიგატაძე | 5 | Transfer to account |
02.05.2021 00:00:00 | ი/მ თამარ ცუცქირიძე | 10 | Transfer to account |
02.05.2021 00:00:00 | ალექსანდრე წულუკიძე | 10 | Transfer to account |
01.05.2021 00:00:00 | სიხარულიძე დავით | 10 | Transfer to account |
01.05.2021 00:00:00 | გიგა გოგიშვილი | 10 | Transfer to account |
01.05.2021 00:00:00 | მერი საკანდელიძე | 20 | Transfer to account |
01.05.2021 00:00:00 | სოფიკო შარაშიძე | 10 | Transfer to account |
30.04.2021 00:00:00 | ჯიჯიაშვილი დიმიტრი | 2 | Transfer to account |
30.04.2021 00:00:00 | მიქაბერიძე ანა | 100 | Transfer to account |
30.04.2021 00:00:00 | ზაზა მჭედლიშვილი | 20 | Transfer to account |
30.04.2021 00:00:00 | ზაქარია მეტრეველი | 3 | Transfer to account |
30.04.2021 00:00:00 | ნიკა ქარდავა | 50 | Transfer to account |
30.04.2021 00:00:00 | ირაკლი ლომთაძე | 20 | Transfer to account |
30.04.2021 00:00:00 | გიორგი ყულჯანიშვილი | 10 | Transfer to account |
30.04.2021 00:00:00 | ტატიანა სიდორუკი | 10 | Transfer to account |
28.04.2021 00:00:00 | გიორგი კუკუნაშვილი | 10 | Transfer to account |
28.04.2021 00:00:00 | დავით კოსტავა | 10 | Transfer to account |
28.04.2021 00:00:00 | გეგი გულედანი | 5 | Transfer to account |
28.04.2021 00:00:00 | ლუკა კუხალაშვილი | 5 | Transfer to account |
27.04.2021 00:00:00 | ნიკოლაიშვილი ნათია | 5 | Transfer to account |
27.04.2021 00:00:00 | კალანდაძე ინა | 10 | Transfer to account |
27.04.2021 00:00:00 | კახნიაშვილი რუსუდან | 30 | Transfer to account |
27.04.2021 00:00:00 | გიორგი კვირიკაშვილი ეგრისი | 10 | Transfer to account |
27.04.2021 00:00:00 | შპს 'ორგსერვისი | 50 | Transfer to account |
27.04.2021 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 10 | Transfer to account |
27.04.2021 00:00:00 | ბესიკ კარბელაშვილი | 30 | Transfer to account |
27.04.2021 00:00:00 | გივი ორდენიძე | 25 | Transfer to account |
27.04.2021 00:00:00 | სალომე მუჯირიშვილი | 5 | Transfer to account |
26.04.2021 00:00:00 | ქარჩავა გია | 1 | Transfer to account |
26.04.2021 00:00:00 | გიორგი ტატიშვილი | 20 | Transfer to account |
26.04.2021 00:00:00 | არჩილი მეფარიშვილი | 10 | Transfer to account |
26.04.2021 00:00:00 | ტერმინალი | 5 | Transfer to account |
26.04.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 2 | Transfer to account |
25.04.2021 00:00:00 | თურმანიძე ვლადიმერ | 10 | Transfer to account |
25.04.2021 00:00:00 | მჭედლიძე მარიამი | 5 | Transfer to account |
25.04.2021 00:00:00 | გივი ბოლქვაძე | 3 | Transfer to account |
24.04.2021 00:00:00 | ცქიფურიშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
24.04.2021 00:00:00 | კუპრავა ნინო | 10 | Transfer to account |
24.04.2021 00:00:00 | ლაბაძე ვაჟა | 5 | Transfer to account |
24.04.2021 00:00:00 | გარეგინ აივაზიანი | 10 | Transfer to account |
24.04.2021 00:00:00 | თენგიზ ხუციშვილი | 5 | Transfer to account |
24.04.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 10 | Transfer to account |
24.04.2021 00:00:00 | ბაჩანა ბუბაშვილი | 10 | Transfer to account |
24.04.2021 00:00:00 | ი/მ დავითი დოღონაძე | 4 | Transfer to account |
24.04.2021 00:00:00 | ბექა მარტყოფლიშვილი | 10 | Transfer to account |
23.04.2021 00:00:00 | მაისურაძე გიორგი | 10 | Transfer to account |
23.04.2021 00:00:00 | გელაშვილი ნათია | 50 | Transfer to account |
23.04.2021 00:00:00 | გუძუაძე გოჩა | 3 | Transfer to account |
22.04.2021 00:00:00 | ლაშა სადღობელაშვილი | 5 | Transfer to account |
22.04.2021 00:00:00 | კუკავა გოგა | 10 | Transfer to account |
21.04.2021 00:00:00 | მაჭავარიანი ალექსანდრე | 10 | Transfer to account |
21.04.2021 00:00:00 | რატიანი თამარ | 10 | Transfer to account |
21.04.2021 00:00:00 | გოლეთიანი ირაკლი | 20 | Transfer to account |
21.04.2021 00:00:00 | ბასილაშვილი სალომე | 3 | Transfer to account |
21.04.2021 00:00:00 | ამირანი რეხვიაშვილი | 5 | Transfer to account |
21.04.2021 00:00:00 | მარიანა სოსელია | 10 | Transfer to account |
21.04.2021 00:00:00 | მარიანა სოსელია | 2 | Transfer to account |
21.04.2021 00:00:00 | კონსტანტინე ხვედელიძე | 3 | Transfer to account |
20.04.2021 19:03:52 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
20.04.2021 00:00:00 | ჯავახიშვილი ირაკლი | 5 | Transfer to account |
20.04.2021 00:00:00 | თევდორაძე გიორგი | 4 | Transfer to account |
20.04.2021 00:00:00 | გვრიტიშვილი ლევან | 65 | Transfer to account |
20.04.2021 00:00:00 | ქობლიანიძე ბექა | 5 | Transfer to account |
20.04.2021 00:00:00 | მასურაშვილი ალექსანდრე | 5 | Transfer to account |
20.04.2021 00:00:00 | არბოლიშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
20.04.2021 00:00:00 | ნოზაძე მალხაზ | 5 | Transfer to account |
20.04.2021 00:00:00 | ლაშა გელაშვილი | 15 | Transfer to account |
20.04.2021 00:00:00 | ბორისი ბერაია | 10 | Transfer to account |
20.04.2021 00:00:00 | ნიკა ჭუბაბრია | 10 | Transfer to account |
20.04.2021 00:00:00 | ბაგრატ ბარამიძე | 10 | Transfer to account |
20.04.2021 00:00:00 | გიორგი სანიკიძე | 10 | Transfer to account |
19.04.2021 21:34:40 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
19.04.2021 00:00:00 | სურგულაძე გიორგი | 50 | Transfer to account |
19.04.2021 00:00:00 | შენგელია გიორგი | 20 | Transfer to account |
19.04.2021 00:00:00 | ნავროზაშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
19.04.2021 00:00:00 | გევორქიანი მალვინა | 10 | Transfer to account |
19.04.2021 00:00:00 | შალვა ჯინჭარაშვილი | 20 | Transfer to account |
19.04.2021 00:00:00 | რამინი ნოზაძე | 10 | Transfer to account |
19.04.2021 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
19.04.2021 00:00:00 | ბექა მაჭარაშვილი | 5 | Transfer to account |
19.04.2021 00:00:00 | სერგო გიორგაია | 30 | Transfer to account |
18.04.2021 16:24:51 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
18.04.2021 00:00:00 | მამიაშვილი გიორგი | 20 | Transfer to account |
18.04.2021 00:00:00 | ცხადაძე თამილა | 20 | Transfer to account |
18.04.2021 00:00:00 | შპს ემ.ბი.ჯი | 40 | Transfer to account |
18.04.2021 00:00:00 | ალექსანდრე კუტუბიძე | 27 | Transfer to account |
18.04.2021 00:00:00 | ი/მ ბელა შამოევა-ხაჩატურიანი | 10 | Transfer to account |
18.04.2021 00:00:00 | ინგა ფუტკარაძე | 5 | Transfer to account |
17.04.2021 21:07:03 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
17.04.2021 00:00:00 | ჭაჭუკაშვილი მალხაზ | 13 | Transfer to account |
17.04.2021 00:00:00 | კაიდარაშვილი დავით | 50 | Transfer to account |
17.04.2021 00:00:00 | გოჩიტაშვილი კახაბერ | 20 | Transfer to account |
16.04.2021 00:00:00 | ჯანჯალაშვილი აკაკი | 10 | Transfer to account |
16.04.2021 00:00:00 | ბერძნიშვილი გიორგი | 20 | Transfer to account |
16.04.2021 00:00:00 | ხადილაშვილი ნატო | 25 | Transfer to account |
16.04.2021 00:00:00 | გაგუა ლაშა | 1 | Transfer to account |
16.04.2021 00:00:00 | ზაზა მანჯგალაძე | 10 | Transfer to account |
16.04.2021 00:00:00 | გიგა გათენაშვილი | 100 | Transfer to account |
16.04.2021 00:00:00 | ნინო დევდარიანი | 4 | Transfer to account |
15.04.2021 18:14:53 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
15.04.2021 00:00:00 | ნუცუბიძე ნოდარი | 1 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | თაბუკაშვილი არჩილ | 10 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | ბეჭვაია ია | 5 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | დუაძე მალხაზ | 5 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | რევიშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | პილილიანი არაქელ | 50 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | კოკოლიშვილი ლევანი | 5 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | ჯაში გივი | 10 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | დოლაკიძე ქეთევან | 15 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | ოტიაშვილი მიხეილ | 20 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | გიორგი ბეჟაშვილი | 5 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | გიგა ბოკუჩავა | 30 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 3.96 | Transfer to account |
15.04.2021 00:00:00 | ზაზა გაგუა | 10 | Transfer to account |
14.04.2021 18:50:06 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
14.04.2021 00:00:00 | ლევან კანკია | 100 | Transfer to account |
14.04.2021 00:00:00 | შალვა გოგოლაძე | 20 | Transfer to account |
14.04.2021 00:00:00 | ლევანი ბალესიაშვილი | 5 | Transfer to account |
14.04.2021 00:00:00 | ლუკა შარაბიძე | 5 | Transfer to account |
13.04.2021 21:33:57 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
13.04.2021 20:54:49 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
13.04.2021 09:41:07 | ანონიმი | 200 | VISA, MasterCard (Geopay) |
13.04.2021 00:00:00 | კეპულაძე შოთა | 150 | Transfer to account |
13.04.2021 00:00:00 | ლომია ლევან | 100 | Transfer to account |
13.04.2021 00:00:00 | ნიკოლოზაშვილი მაგდა | 20 | Transfer to account |
13.04.2021 00:00:00 | გელაშვილი ანა | 19 | Transfer to account |
13.04.2021 00:00:00 | კოჩარიანი ვლადიმირი | 5 | Transfer to account |
13.04.2021 00:00:00 | რუსუდან ლომიძე | 10 | Transfer to account |
13.04.2021 00:00:00 | ლუკა ქირია | 1 | Transfer to account |
13.04.2021 00:00:00 | არჩილ ივანიშვილი | 10 | Transfer to account |
13.04.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 10 | Transfer to account |
13.04.2021 00:00:00 | ლაშა ენუქიძე | 20 | Transfer to account |
13.04.2021 00:00:00 | ნიკა დგებუაძე | 20 | Transfer to account |
12.04.2021 21:25:19 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
12.04.2021 00:00:00 | ბარათაშვილი თამარ | 30 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | ხუნძაყიშვილი მარიანა | 10 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | კიკნაძე სულხან | 10 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | გიორგი | 5 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | ზაქარაშვილი მარიამი | 5 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | მელაძე გიორგი | 3 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | თამარ ახვლედიანი | 100 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | ბესიკი წაქაძე | 10 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | თამარი დათუნაშვილი | 10 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | ალექსანდრე სოლოღაშვილი | 20 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | დავით ახალაძე | 3 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | გიორგი მანიჟაშვილი | 30 | Transfer to account |
12.04.2021 00:00:00 | ლევან კაპანაძე | 10 | Transfer to account |
11.04.2021 20:08:56 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 5,402.81 ₾
დარჩა 0.09 ₾
მსგავსი პროექტები:
|