ჯადოსნური ნაყინი... ღმერთო, ნუ თუ ეს საქართველოში ხდება?! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჯადოსნური ნაყინი... ღმერთო, ნუ თუ ეს საქართველოში ხდება?!

page info icon
2021 ოქტომბერი 25
ჩემთან უცხო ხალხი რომ მოსულიყო და ჩემს შვილს მათ კითხვაზე, როგორ უყვარს ნაყინი, ეპასუხა, რომ ნაყინი დედაზე და მამაზე მეტად უყვარს, ალბათ დარდისგან მაშინვე მოვკვდებოდი...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,972 ₾
( 230 დონორი )
დასრულებულია

ჯადოსნურინაყინი... ღმერთო, ნუთუესსაქართველოშიხდება?!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

ჩემთან უცხო ხალხი რომ მოსულიყო და ჩემს შვილს მათ კითხვაზე, როგორ უყვარს ნაყინი, ეპასუხა, რომ ნაყინი დედაზე და მამაზე მეტად უყვარს, ალბათ დარდისგან მაშინვე მოვკვდებოდი... 

ხუთი წლის ბარბარე შეხვედრისას სწორედ ასე გვპასუხობს, ისე რომ არც კი წითლდება. იმიტომ კი არა, რომ მას ცუდი დედა ჰყავს. არა, ის საუკეთესოა, - როგორც ყველა ჩვენგანის დედა; მაგრამ, როგორც ჩანს, შიმშილი და ყველაზე ელემენტარული ტკბილეულის ნაკლებობა, რითაც მეგობრები ქუჩაში ბარბარეს და მისი დების თვალწინ იტკბარუნებენ პირს, ყველანაირ ფასეულობას ცვლის.  

განა მათ მამას, ბექას არ უნდა, რომ მის ოთხ ანგელოზს, სიცოცხლეს და სილამაზეს, - ბარბარეს, ნიაკოს, ლილეს და ნიცას, - ყველაზე გემრიელი საჭმელი, საუკეთესო კაბები, ყველაზე მაგარი სათამაშოები და ყველაზე მყუდრო სახლი ჰქონდეთ?! ბარბარე ფიქრობს, რომ არ უნდა; მაგრამ თუ უნდა, - მაშინ რატომ არ მოაქვს? გოგონა მამაზე ძალიან არის განაწყენებული, რადგან ჰგონია, რომ მას რაღაცები მოაკლეს.

არადა, მამა მთელი დღე მზეზე, მინდორშია გაგდებული, რომ რამე დამატებითი სამუშაო იშოვოს და სახლში ზედმეტი კაპიკები მიიტანოს, რადგან ექვსი კაცი 550 ლარიან სოციალურ დახმარებაზე ვერანაირად ვერ გადარჩება. ოჯახს ეს თანხა მხოლოდ იმაზე ჰყოფნის, რომ ფეხები არ გაფშიკონ. დედა, ნათია კი მატყუარა და ჯადოქარი უნდა იყოს, რომ მოიფიქროს, როგორ გააკეთოს ვახშამი არაფრისგან, ჰაერისგან; ან ისევ მაკარონი უნდა შეაპაროს შვილებს და უმეოროს, რომ ის გემრიელია.

აი, ასე ცხოვრობენ ნათია და ბექა, სასოწარკვეთილები და სულიერად განადგურებულები, რადგან ფიქრობენ, რომ თავს ვეღარ ართმევენ და არაფრის შეცვლა შეუძლიათ! მათი პატარა ანგელოზები კი გაბუსხული ტუჩებით დადიან და პატარა გულებში წყენას ინახავენ.

ნუთუ ნაყინის მოყვარულები დღეს ისევ ამ გემრიელობის გარეშე დარჩებიან?!

– ნათია, მოგვიყევით, ამ წუთას თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა რა არის?

ნათია: ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ სოციალური დახმარება საჭმელზე არ გვყოფნის და ბავშვების უზრუნველყოფა არ შეგვიძლია. ჩემი გოგოები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულები: მუდმივად ცუდად იკვებებიან, სათამაშოებზე ოცნებობენ... უბრალოდ შეხედეთ, რა აცვიათ! ჩემი ქმარი სულ სამსახურის ძებნაშია, ნებისმიერ საქმეს ეჭიდება, ოღონდ სახლში რამე მოიტანოს. ხან ხნავს, ხან თესავს... ამ სიცხეში მთელ დღეს მზეზე ატარებს, მაგრამ კაპიკებს უხდიან. კი იცით, სამსახური ახლა როგორ ჭირს...

ეზოს იქით ბავშვები არსად ყოფილან და არაფერი უნახავთ

– ესე იგი, გოგონებს მამაში ძალიან გაუმართლათ! მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

  ნათია: რესტორანში ვმუშაობდი და ისიც იქ მუშაობდა. ისეთი ყოჩაღი, დაუზარელი და შრომისმოყვარე იყო, რომ ძნელი იყო, არ შეგყვარებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შორის ნაპერწკალმა გაირბინა. მერე ოჯახი შევქმენით. გვეგონა ვიმუშავებდით, მაგრამ პანდემიის გამო, უმუშევრები დავრჩით და ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა. ექვსი წელია ერთად ვართ. ღმერთმა ოთხი არაჩვეულებრივი გოგონა გვაჩუქა: პატარა ნიცა 9 თვისაა, ლილე - 2 წლის, ნიაკო ახლახან სამი წლის გახდა, ყველაზე უფროსი, ბარბარე კი ხუთი წლისაა.

„ჩემი დები ჯერ პატარები არიან და მათთვის ნაყინი არ შეიძლება, მაგრამ ჩემთვის შეიძლება.“

– ახლა ერთი ბიჭიც და...

  ნათია: დიდ ოჯახზე მართლა ძალიან ვოცნებობდით, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, კიდევ ერთ შვილს ნამდვილად ვერ გავწვდებით. მარტო ნიცას ხელოვნური კვებისთვის თვეში 250 ლარი გვჭირდება. ეს ნარევები ყოველდღე ისე ძვირდება, თითქოს ოქროსგან იყოს დამზადებული... ან მხოლოდ მდიდრებზეა გათვლილი... მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ბავშვები არ უნდა გავაჩინოთ?

– რას ამბობთ?! ყველამ ასე რომ იფიქროს, საქართველოში ხალხი აღარ დარჩება... მაგრამ ისიც მართალია, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს და მრავალშვილიან ოჯახებს მხარს არ უჭერს.

ნათია: მოდი ციფრებს დაგისახელებთ! მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება - თვეში 150 ლარი ოთხ ბავშვზე. დღეში ბავშვზე 1 ლარი გამოდის. ეს ხომ სასაცილოა?! დღეს ერთ ლარად რა უნდა იყიდო? ნახევარი კილო მაკარონი? ჰოდა, მერე მაკარონებზე გაზრდილი თაობა გვეყოლება!

ეს მშვენიერი ბავშვი რომ გაიზარდოს და ქართველი ერი გაამრავლოს, თვეში 250 ლარი მის ხელოვნურ კვებას სჭირდება; ოჯახის შემოსავალი კი (ოთხ ბავშვზე და ორ ზრდასრულ ადამიანზე) მხოლოდ 550 ლარია

  – კიდევ რას აჭმევთ ბავშვებს?

  ბარბარე (5 წლის): ნაყინს და ყველას არასდროს გვაჭმევენ!

  – აბა, რას გაჭმევენ?

  ბარბარე: ჩემი საყვარელი საჭმელი „ყიყლიყოებია“! რეცეპტი თქვენს რვეულში ჩაიწერეთ, ახლავე გეტყვით!

  – კარგი, მზად ვარ!

  ბარბარე: მიდიხარ ქათამთან და ერთ კვერცხს სთხოვ; მერე ამ კვერცხს ტეხავ და თქვეფ, თქვეფ, თქვეფ... და მერე მარილი და ტაფა გჭირდება... და კიდევ რაღაც, დამავიწყდა.  

  – კარაქი ხომ არა?

  ბარბარე: კი, კარაქით გემრიელი გამოდის, მაგრამ არ გვაქვს... ა, ჰო! პური გჭირდება! ტყლუპ - პურს კვერცხში ჩააგდებ და მერე ტაფაზე შეწვავ. ისეთი გემრიელია-ა-ა! შენს შვილებს აუცილებლად გაუკეთე!

„ქათამო, ქათამო, ერთი კვერცხი მოგვეცი.“

აუცილებლად გავუკეთებ. დიდი მადლობა რეცეპტისთვის. ანუ „ყიყლიყო“ შენი ყველაზე საყვარელი საჭმელია, არა?

  ბარბარე: არა, მე ნაყინი მიყვარს! და ყველი!

  და რა უფრო მეტად გიყვარს - დედა თუ ნაყინი?

  ბარბარე: უფფფ, რა თქმა უნდა, ნაყინი! დედა გემრიელი არაა... არც მამაა გემრიელი!

  ნათია: უყურე ერთი ამას! აღიარებს და არც კი წითლდება!

  – და ნაყინი რომ გქონდეს, შენს დებს აჭმევდი?

  ბარბარე: რა ვიცი... ნიცასთვის არ შეიძლება. ლილეც პატარაა და ყელი ეტკინება... აი, ნიაკოს კი არ ვაჭმევდი! სულ ჩხუბობს და მაბრაზებს.

  – და რაზე ოცნებობ?

  ბარბარე: ძალიან მალე, 28 სექტემბერს, დაბადების დღე მაქვს და ფუმფულა კაბა მინდა! აი-ი-ი, ასეთი! და პლანშეტი! უჰ, რა ლამაზი ვიქნები!

  – შენ ახლაც ლამაზი ხარ!

  ბარბარე: ვიცი, მაგრამ კაბაში უფრო ლამაზი ვიქნები!

„დაბადების დღეზე ფუმფულა კაბა მინდა, რომ ლამაზი გოგო ვიყო... და პლანშეტი!“

  – ძალიან კარგი გოგო ხარ, ამიტომ ყველა ოცნება აუცილებლად აგიხდება! ნათია, თქვენ რაზე ოცნებობთ ყველაზე მეტად?

  ნათია: ვოცნებობ, რომ ჩემი შვილები დანაყრებულები იყვნენ, რომ მათთვის ყველაფერზე უარის თქმა არ მიწევდეს, რომ ნიცას კვებაზე აღარ ვდარდობდე... დღედაღამ მხოლოდ ამაზე ვფიქრობ...

ეს პაწაწინა გოგო შეიძლება მშიერი დარჩეს!

– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?

  ნათია: მჯერა, რა თქმა უნდა! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ არ მოგმართავდით. ჩვენი სავალალო მდგომარეობის დანახვაზე ნაცნობებმა გვირჩიეს, რომ თქვენი ფონდისთვის მოგვეწერა. „ფეისბუქზე“ თქვენი პოსტები წავიკითხე და მივხვდი, რომ საქართველოში ბევრი კეთილი და გულისხმიერი ადამიანია, რომლებიც მზად არიან, დახმარების ხელი სრულიად უცხო ადამიანს გაუწოდონ.

  – თქვენი აზრით, სახლში ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

  ნათია: ღმერთო, რა უხერხულია თხოვნა... ხედავს ღმერთი, დახმარებისთვის მხოლოდ ჩემი პატარების გამო მოგმართეთ. ძალიან გვიჭირს და ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით.

ჩემი გოგონები ცუდად იკვებებიან, სათამაშოებზე და ტკბილეულზე ოცნებობენ... ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს: სურსათი, ტანსაცმელი ბავშვებისთვის... ახალი სარეცხი მანქანის, მაცივრის და ტელევიზორის შეძენაშიც თუ დაგვეხმარებიან, უბრალოდ შესანიშნავი იქნება. ეს ყველაფერი ძალიან გვჭირდება, რადგან სურსათს ვერსად ვინახავთ და წარმოიდგინეთ, რა რთულია ქუჩაში, ცივ წყალში, ხელით რეცხვა. ნახეთ, როგორ ვცხოვრობთ! ჩვენს შვილებს დასაძინებელი ადგილიც კი არ აქვთ. აქ ყველაფერი იშლება, ამიტომ საწოლებიც ძალიან გვჭირდება. თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ!

თუ არ იცი, რომ რეალურ ქართულ ოჯახში იმყოფები, რომელმაც ქვეყანას ოთხი ჯანმრთელი შვილი აჩუქა, შეიძლება იფიქრო, რომ ეს ფოტო საქართველოს მუზეუმიდან არის, სადაც წარმოდგენილია, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი 200 წლის წინ. რა საშინელებაა!

***

მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ამ ოჯახს გასაჭირში ნუ მივატოვებთ! ნათიას და მის მშვენიერ გოგონებს ძალიან ბევრი რამ სჭირდებათ, განსაკუთრებით კი საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები. სარეცხი მანქანა, მაცივარი და ტელევიზორი კი მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა.

მათი მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: მცხეთა, სოფ. ახალუბანი.

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ჯოხარიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით! 


მსგავსი პროექტები: