ბედნიერება არის სახლი, პელმენები და ცოტა ველოსიპედი!
2021 ნოემბერი 15
შეიძლება თქვენთვის ბედნიერება რაღაც განუზომელი, ენით აღუწერელი და მიუღწეველია. მარტივი რაღაცების სიტყვებით ახსნა ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ რვა წლის დემურიმ ზუსტად იცის, რა არის ბედნიერება. ეს არის სახლი, პელმენები და ველოსიპედი! მას მხოლოდ ერთი და უბრალო ოცნება აქვს - იცხოვროს ისე, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
1,829.5 ₾
(
121 დონორი )
როდესაც ჩემი შვილები წამოიზრდებიან, ვუამბობ მათი თანამემამულეების, ქართველი ხალხის სიკეთის შესახებ! რომ გაიზრდებიან, თავად აჩუქებენ ბედნიერებას იმ ბავშვებს, ვისაც სიხარულის მიზეზი აკლია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!



მაგდას პატარა ძმები კი, 8 წლის დემური და 6 წლის ბეჟანი, ახალ ტელევიზორს დასტრიალებენ: ,,დროზე შეაერთეთ, მულტფილმებს უნდა ვუყუროთ... მე „ტომი და ჯერი“ მინდა, შენ რა გინდა ბეჟან?“ ბეჟანი თავს უქნევს. ოღონდ მალე ჩართონ და ძმასთან ერთად, ყველანაირ ზღაპარს, ნახატ ფილმს და თუნდაც, საინფორმაციო გამოშვებას უყურებს!

მეც მათთან ერთად მიხარია. მზად ვარ, მათთან ერთად, ყველას სათითაოდ გადაგიხადოთ მადლობა, ჩვენი ფონდის მეგობრებო, ურიცხვო გამომწერებო. მადლობა, რომ კიდევ ერთ ოჯახს გაუფერადეთ ნაცრისფერი დღე. ეს, უდავოდ თქვენი დამსახურებაა!
ამ სიხარულთან ერთად კი, სევდაც მიპყრობს: იქ, მაღალმთიან სოფლებში, ტექნოლოგიური რევოლუციის და Apple-ის ეპოქაში, ადამიანები ოცნებობდნენ ტელევიზორზე ისე, როგორც ,,ჯადოსნურ ყუთზე“. სარეცხი მანქანა კი, არასოდეს უნახავთ! მერაბი და ბეჟანი, ნატრობენ „ხელის გასასმელ“ ტელეფონს, თავად ასე ეძახიან მას. იმისთვის, რომ პანდემიის, ან დიდთოვლობის დროს, დაესწრონ ონლაინ გაკვეთილებს.
შავიძეების ხუთშვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. დედას - მარიამს, უჭირს პატარების გამოკვება. ის ვერ შეძლებს მუშაობას, იმიტომ, რომ სახლში, კიდევ 2 წლის მერაბი და 8 თვის გიორგი ჰყავს. მამა - მერაბი, მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად პარალიზებულია, აქამდე როგორღაც ახერხებდა ლუკმა-პურის შოვნას... მაგრამ, ახლა? მას თითების ამპუტაცია დასჭირდა და...
პოსტი შავიძეების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ, ჩვენმა ფონდმა 15 ნოემბერს გამოაქვეყნა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/804-shavidze/
- მარიამ, იქნებ გვიამბოთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა, თქვენი ოჯახის შესახებ სტატია გამოაქვეყნა?
მარიამი: დავიწყებ იმით, თქვენ როგორ გაგვახარეთ... ამდენი საჩუქრები, ტექნიკა, ტკბილეული, საკვები, ფაფები - ეს ხომ ფუფუნებაა ჩვენთვის. იმის ფულიც კი არ გვქონდა, ბავშვისთვის საწოვარა რომ გვეყიდა... ვინმე თუ გვაჩუქებდა... ფონდის უღალატო მეგობრების, უსაზღვროდ მადლობლები ვართ იმისთვის, ჩვენს ოჯახზე ასე რომ იზრუნეს... დაგლოცოთ უფალმა!

- გამოგადგებათ ეს ყველაფერი? ვეცადეთ, ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა თქვენი მდგომარეობა...
მარიამი: გამოგვადგება?.. რას ამბობთ?.. ბავშვები ოცნებობდნენ ტელევიზორზე. ჩემს შვილებს ასე გახარებულებს რომ ვხედავ, ჩემთვის მზე ანათებს ასეთ მოღრუბლულ ამინდშიც კი. რა ხანია არ ჰქონიათ, ამდენი ტკბილეული. როდესაც გემრიელობას მიირთმევს, თვალები უბრწყინავს.
ჩემს ნაბოლარებს - მერაბს და გიორგის ფაფები აქვთ და აღარ მოუწევთ მშიერი მუცლით დაძინება, ცოტა ხანს მაინც.

თქვენი პოსტის გამოქვეყნებამდე, ჩვენი გაჭირვებით, ჩვენი პრობლემებით, ვიყავით „უხილავი ადამიანები“. ახლა კი, შეწუხდა უამრავი ადამიანი - ამხელა თოვლში ამოგვაკითხეს და გულუხვად დაგვასაჩუქრეს.
- როგორც მივხვდი, ბევრი მეგობარი შეიძინეთ. ვინ გესტუმრათ? განსაკუთრებით, ვინ დაგამახსოვრათ თავი?
მარიამი: არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს, მე ხომ ყველას უზომოდ მადლიერი ვარ. პირველ რიგში, გეტყვით მაია ჩხენკელის შესახებ. ამ ქალბატონმა, ასი წელი უნდა იცოცხლოს ბედნიერად და ჯანმრთელად, ისეთი საოცარი ადამიანია. მოგვიტანა ,,ლეჟანკები“. ერთ ტახტზე გვეძინა მთელ ოჯახს, წარმოგიდგენიათ?! მოგვიტანა ტომარა კარტოფილი, ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი - უამრავი პროდუქტი. ბავშვებისთვის ტანსაცმელი მოგვიტანა... ბეჟანი, ველოსიპედით და ტორტით გაახარა დაბადების დღეზე.
ასევე უზომოდ მადლობელი ვარ ბატონი მამუკას. სამწუხაროდ, არ ვიცი მისი გვარი, ქუთაისიდან გახლდათ. მანაც უამრავი საჩუქარი მოგვიტანა. პროდუქტი: ქათამი, ტკბილეული, ლიმონათები. მეორე ვაჟს - დემურის, ველოსიპედი აჩუქა. შეუძინა ბავშვებს თბილი ქურთუკები, სულ ახალი. აქ ისე ცივა... რამდენჯერ გამიშვია სკოლაში რიგრიგობით. იმის გამო, რომ ყველას არ ჰქონდა თბილი ტანსაცმელი. ოჰ, რა დღეები გვაქვს გამოვლილი...
მერაბი (საუბარში მაიას მეუღლე ერთვება): ოღონდ ბავშვები კარგად გვყავდნენ, ჩვენს თავს აღარ ვჩივით! მაია, (მეუღლეს მიმართავს) ის ლამაზი ოჯახი არ დაგავიწყდეს, დიდი თოვლის დროს, პატარა ბავშვთან ერთად რომ გვინახულეს...
მაია: მაგათ რა დამავიწყებს?! რა ამინდში მოვიდნენ! დიდთოვლობაშიც კი, არ დაიზარეს... ღმერთმა დალოცოს და გაამრავლოს ეს ოჯახი. ყველა მადლი და სიკეთე, რაც ჩვენი, და დარწმუნებული ვარ, უამრავი სხვა ოჯახისთვის გაუკეთებიათ, წინ დახვედროდეთ. ძალიან ბევრი ტანსაცმელი მოგვიტანეს, ბავშვებს საკანცელარიო ნივთები უყიდეს. სკოლისთვის რვეულებსაც კი ვერ ვყიდულობდით... პროდუქტიც მოგვიტანეს: კარტოფილი, კარაქი, ხორცი... ღმერთო, რამდენი ხანია, ჩემს შვილებს ხორცი არ ეჭამათ.
მერაბი: ზესტაფონიდან, ორი ქალი იყო ჩამოსული, ნობათით: კარაქი, არაჟანი, ნამცხვრები იდო ყუთში. სათამაშოებიც აჩუქეს ბავშვებს. მარიამს კი, სარეცხი საშუალებები დაუტოვეს. ძალიან გვიჭირს მათი ყიდვა, ისე გაძვირდა ყველაფერი...
არ დამავიწყდება სამი მამაკაცი, მათი არც სახელები ვიცი, და არც ის, თუ საიდან იყვნენ... სამარშრუტო მანქანით მოვიდნენ, შეშა და ჭურჭელი მოგვიტანეს, ბავშვები კი, ტკბილეულით გაახარეს. აი, რამდენი ადამიანი შეწუხდა. როგორ მიყვარხართ ყველანი, როგორ გამიხარეთ გული თქვენი გვერდში დგომით!
- მერაბ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ? დაინტერესდა თქვენი მდგომარეობით?
მერაბი: არა, არავინ. მეორე ჯგუფის ინვალიდობის სტატუსი მაქვს და პირველი ჯგუფი მეკუთვნის, მაგრამ არ მაძლევენ. ლოგინად ვარ ჩავარდნილი, ცალი მხარე მთლიანად პარალიზებული მაქვს. დახმარების გარეშე გადაადგილება არ შემიძლია. ყველა ინსტანციაში მისვლას ვერ ვახერხებ. წამლებს უფასოდ ვიღებ, ამის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ, მარტო წამლები ხომ არაა... ჩემს შვილებს საკვები აკლიათ და ეს არის ჩემი დარდი და სევდა. ვწევარ და ვუყურებ მათ საცოდაობას, დახმარება კი, არ შემიძლია. თქვენი ფონდი და კეთილი ადამიანები რომ არა, დღემდეც ვერ მოვატანდით... სახლში ცივა, უკანა ნაწილი დაგვეწვა, ფანჯრები ჩამსხვრეულია, ზამთარში, ძალიან გვიჭირს.
- ბავშვებსაც გავესაუბრები, თუ ნებას მომცემთ...
მერაბი: რა თქმა უნდა. ძალიან გახარებულები არიან და ჩიტებივით იჭიკჭიკებენ. (იღიმის.)
- ბავშვებო, თქვენმა მშობლებმა მითხრეს, რომ ძალიან ბევრი საჩუქარი მიიღეთ. ყველაზე მეტად რამ გაგახარათ?
მაგდა: მე გამიხარდა მაია დეიდას ნაჩუქარი ფეხსაცმელი. სარეცხი მანქანა გამიხარდა, მაგრამ ვერ ვამონტაჟებთ... კიდევ, ტელევიზორი, სერიალებს ვუყურებ ხოლმე. სერიალებში ხომ, ხალხი ლამაზად ცხოვრობს, თან ყველაფერი კეთილად მთავრდება...
დემური: მე ყველაფერი გამიხარდა, მაგრამ, ტელევიზორი
ყველაზე მეტად. დიდი რომ გავიზრდები, მეც ყველას დავეხმარები, მას (მასწავლებელო)!
მაგდა (იცინის): რა ,,მას“ ბიჭო? ჟურნალისტი გესაუბრება, განა მასწავლებელი?!
(ყველა ვიცინით. ახლა, საუბარში ბეჟანი ერთვება.)
ბეჟანი: როგორ ბრძანდებით? (საყვარლად მომიკითხა პატარა პირველკლასელმა) - მეც ყველაფერი გამიხარდა, თქვენ რომ ბე-ე-ე-ე-ე-ვრი ,,პეჩენიები“ მომიტანეთ, მომეწონა. სკოლაში წავიღებ და ჩემს მეგობრებსაც გავუმასპინძლდები.
- ბევრი მეგობარი გყავს, ბეჟან?
ბეჟანი: კი, და ძალიან მიყვარს სკოლაში სიარული. ხანდახან, ვერ დავდიოდი, ახლა კი, სულ უნდა ვიარო.
- მარიამ, რასაკვირველია, ძალიან გაგახარათ ფონდის მეგობრების დახმარებამ, მაგრამ, კიდევ სხვა უამრავი საჭიროებებიც გაქვთ: თქვენმა მეუღლემაც აღნიშნა, რომ სახლს ფანჯრები არ აქვს, შეშაც ბევრი გჭირდებათ, თქვენთან საშინლად ცივი ზამთარი იცის...
მარიამი: დიახ, ასეა. ასეთ პირობებში, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, მიჭირს ხუთი შვილის და მეუღლის მოვლა. ისიც მიჭირს, რომ დღედაღამ იმაზე უნდა ვიფიქრო, თუ ვინ გამოგვიწვდის ხელს? მაგრამ, რა ვქნა?! ერთ ისტორიას გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ, დემური საბავშვო ბაღში გაითიშა...
- როგორ, გაითიშა?
მარიამი: რაღაცით მოიწამლაო, ასე მითხრეს, არ ვიცი... ბავშვი, ფაქტობრივად, უკონტაქტო იყო. საჭირო გახდა მისი რეანიმობილით ტრანსპორტირება. ამის არანაირი საშუალება არ მქონდა. მაშინ დედა დამეხმარა, მეზობლებისგან ისესხა თანხა. იმდენი მაინც ვერ შევაგროვეთ, რომ კლინიკის ხარჯი დაგვეფარა. დღეების განმავლობაში, სულ მთლად მშიერი ვიყავი. წმინდა გიორგის ვევედრებოდი, რომ ჩემი შვილი გადაერჩინა. აი, ასე: „წმინდა გიორგი, მომეცი ძალა რომ ჩემს შვილს დავეხმარო და იმდენ შვილს გავზრდი, რამდენსაც უფალი მომცემს...“ ნაბოლარასაც, ამიტომ დავარქვი გიორგი. ჩვენს სოფელს გადმოჰყურებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მაშინ, წმინდანს შესაწირსაც დავპირდი. მაგრამ, უსახსრობის გამო, ვერაფერი ვერ მოვახერხე... მაგრამ, ყოველ კვირას ავდივარ და სანთლებს ვანთებ. ოდესმე, ალბათ, შევასრულებ ჩემს პირობას.
- მარიამ, მაგდამ თქვა, რომ სარეცხის მანქანას ვერ ამონტაჟებთ, რატომ?
მარიამი: ჩვენთან წყალიც კი არ მოდის, ჭიდან ვიღებთ და ისე ვხმარობთ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად რთულია ეს ყველაფერი?
- და რა არის საშველი?
მარიამი: საქაჩი მატორი და ავზი. რომელსაც ჩვენ, ალბათ ასი წელი ვერ შევიძენთ... არადა, როგორ მინდა! როგორ გაგვიმარტივდებოდა ცხოვრება, ონკანში წყალი რომ მოდიოდეს. ეს არაჩვეულებრივი ნივთი, რომელიც თქვენ თქვენი ფონდის მეგობრების წყალობით გვაჩუქეთ (სარეცხის მანქანისკენ იშვერს ხელს) ნეტა დატრიალდებოდეს და გამინახევრებდეს შრომას, ნეტა...

***
მარიამი ღამით რეცხავს. მას თითქმის არ სძინავს. სახლში ცივა, ფანჯრებში მინა ყველგან არ არის ჩასმული. სახსრების უქონლობის გამო, არასდროს არ ჰყოფნით შეშა. ბავშვები ,,ხელის გასასმელ“ ტელეფონზე (როგორც თავად ეძახიან) ოცნებობენ, რათა ონლაინ გაკვეთილებს დაესწრონ და სწავლას არ ჩამორჩნენ. აქვე დავამატებ იმასაც, რომ მათი ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება, არის გატეხილი ტელეფონი, რომელიც ოჯახში მხოლოდ მარიამს აქვს. ძალიან ძნელია მათთან დაკავშირება. ოჯახს, ინტერვიუს ჩაწერაზე რომ შევთანხმებოდი, რამდენიმე დღე უშედეგოდ ვრეკავდი. თორმეტი წლის თინეიჯერი მაგდა კი, ტანსაცმლის კარადაზე ოცნებობს. მასაც უნდა, რომ მისი ტანსაცმელი, კარადაში ეწყოს, ლამაზად დაკეცილი, ისევე, როგორც სხვა ჩვეულებრივი გოგონების, და არა პარკებში, როგორც ახლა.
მე კი, ისევ თქვენი იმედი მაქვს, ჩვენო ერთგულო მეგობრებო! ვიცი, გულისხმიერება და სიკეთის კეთების სურვილი, კვლავ გაგვაერთიანებს და კვლავ დავუდგებით მხარში შავიძეების მრავალშვილიან ოჯახს.
თუკი გიმძიმთ, საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით, გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმათთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: შავიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/804-shavidze/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გავუმართოთ ხელი ლუკავების ოჯახსაც და შევუმსუბუქოთ ტანჯვა პატარა ლეილას, რადგან უბედურებისგან დაზღვეული არავინაა. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
ხარჯები
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2022 მაი 13 | პროდუქტები | 164.67 | transferred |
2022 აპრ 28 | პროდუქტები | 66.01 | transferred |
2022 იან 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 320 | paid |
2022 იან 21 | ტელევიზორი | 629 | transferred |
2021 დეკ 3 | სარეცხი მანქანა | 650 | transferred |
სულ ხარჯი: 1,829.68 ₾
დარჩა 0 ₾
დარიცხვები
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
10.05.2022 00:00:00 | ირაკლი კანჭურიშვილი | 10 | Перевод на счет |
10.05.2022 00:00:00 | მარიამ კარაპეტოვა | 5 | Перевод на счет |
09.05.2022 00:00:00 | თეა წილოსანი | 3 | Перевод на счет |
09.05.2022 00:00:00 | თამთა ალავიძე | 1 | Перевод на счет |
05.05.2022 00:00:00 | დავით ხოშტარია | 1 | Перевод на счет |
05.05.2022 00:00:00 | ნათია ხუციშვილი | 2 | Перевод на счет |
04.05.2022 00:00:00 | ტერმინალი | 6.5 | Перевод на счет |
02.05.2022 00:00:00 | ერაგია ომარი | 5 | Перевод на счет |
02.05.2022 00:00:00 | ტერმინალი | 4.5 | Перевод на счет |
02.05.2022 00:00:00 | ბესიკ ხაჩიძე | 2 | Перевод на счет |
02.05.2022 00:00:00 | იაკობაშვილი კარლო | 10 | Перевод на счет |
02.05.2022 00:00:00 | ვახტანგ ბერიძე | 10 | Перевод на счет |
30.04.2022 00:00:00 | ბესიკ ხაჩიძე | 2 | Перевод на счет |
30.04.2022 00:00:00 | თეა წილოსანი | 3 | Перевод на счет |
30.04.2022 00:00:00 | ტეტიანა ჯულინსკა | 10 | Перевод на счет |
28.04.2022 00:00:00 | უშიკიშვილი იოსები | 1 | Перевод на счет |
27.04.2022 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 5 | Перевод на счет |
27.04.2022 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 4 | Перевод на счет |
24.04.2022 00:00:00 | თემური ქევხიშვილი | 3 | Перевод на счет |
22.04.2022 00:00:00 | ნიკოლოზ ელიზბარაშვილი | 2 | Перевод на счет |
21.04.2022 13:47:45 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
18.04.2022 00:00:00 | სალამაძე ილია | 10 | Перевод на счет |
15.04.2022 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Перевод на счет |
15.04.2022 00:00:00 | კავსაძე შოთა | 1 | Перевод на счет |
15.04.2022 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
23.03.2022 00:00:00 | გიორგი ჩუბინიძე | 1 | Перевод на счет |
23.03.2022 00:00:00 | გიგა არჩვაძე | 1 | Перевод на счет |
23.03.2022 00:00:00 | გიგა ქურდაძე | 2 | Перевод на счет |
23.03.2022 00:00:00 | კორძახია ლაშა | 20 | Перевод на счет |
22.03.2022 00:00:00 | აბელაშვილი ილია | 10 | Перевод на счет |
02.03.2022 00:00:00 | ბუკია ირაკლი | 20 | Перевод на счет |
24.01.2022 17:14:00 | ცხვარიაშვილი გიორგი | 5 | Перевод на счет |
24.01.2022 17:14:00 | გიორგი იარაჯული | 20 | Перевод на счет |
12.01.2022 00:00:00 | მაჩხოშვილი ელენე | 1 | Перевод на счет |
30.12.2021 00:00:00 | ივანე ჯანელიძე | 50 | Перевод на счет |
21.12.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
14.12.2021 00:00:00 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Перевод на счет |
13.12.2021 11:17:00 | ლევან კაპანაძე | 20 | Перевод на счет |
10.12.2021 20:48:54 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
09.12.2021 00:00:00 | გიორგი კოვზირიძე | 5 | Перевод на счет |
07.12.2021 00:00:00 | გიორგი ჩიტაძე | 10 | Перевод на счет |
03.12.2021 00:00:00 | ოშაყმაშვილი გოჩა | 5 | Перевод на счет |
03.12.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Перевод на счет |
02.12.2021 00:00:00 | ლია გლუნჩაძე | 5 | Перевод на счет |
01.12.2021 00:00:00 | ანა ჯაფარიძე | 3 | Перевод на счет |
01.12.2021 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 2 | Перевод на счет |
30.11.2021 00:00:00 | ანონიმი | 100 | Перевод на счет |
30.11.2021 00:00:00 | არჩვაძე მარიამ | 5 | Перевод на счет |
29.11.2021 21:33:30 | ანონიმი | 69.86 | PayPal |
29.11.2021 20:25:48 | ანონიმი | 4 | TBC Bank (GeoPay) |
29.11.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Перевод на счет |
29.11.2021 00:00:00 | მაჩაბელი თეიმურაზ | 1 | Перевод на счет |
29.11.2021 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 2 | Перевод на счет |
28.11.2021 12:35:35 | ანონიმი | 5 | TBC Bank (GeoPay) |
28.11.2021 00:00:00 | გურამი ჟვანია | 10 | Перевод на счет |
27.11.2021 00:00:00 | ჩიქოვანი მარიამ | 10 | Перевод на счет |
27.11.2021 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 2 | Перевод на счет |
27.11.2021 00:00:00 | ნინო რობაქიძე | 5 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 2 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | აბაშიძე დემეტრე | 15 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | მანანა გიორგაძე | 20 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 2 | Перевод на счет |
26.11.2021 00:00:00 | მანანა ბეჟიტაშვილი | 20 | Перевод на счет |
25.11.2021 00:00:00 | სუმბაძე რომა | 5 | Перевод на счет |
25.11.2021 00:00:00 | ჭედია გიორგი | 5 | Перевод на счет |
25.11.2021 00:00:00 | ნინო ფარცხალაძე | 30 | Перевод на счет |
24.11.2021 17:47:11 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
24.11.2021 12:41:39 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
24.11.2021 00:00:00 | დავით ღარიბაშვილი | 20 | Перевод на счет |
24.11.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Перевод на счет |
23.11.2021 00:00:00 | ვანო ხვადაგიანი | 35 | Перевод на счет |
23.11.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
23.11.2021 00:00:00 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | ემანუილი | 42.2 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | ირაკლი აფხაიძე | 10 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | ნინო სურგულაძე | 4 | Перевод на счет |
22.11.2021 00:00:00 | წიტაიშვილი ლელა | 30 | Перевод на счет |
21.11.2021 00:00:00 | თავაური ამირან | 1 | Перевод на счет |
21.11.2021 00:00:00 | მაია მორჩილაძე | 10 | Перевод на счет |
20.11.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
20.11.2021 00:00:00 | გურამ სვანიძე | 5 | Перевод на счет |
20.11.2021 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 10 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | ჯაჯანიძე გიორგი | 5 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | გახუტიშვილი გიორგი | 20 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | თემირა მეხრიშვილი | 30 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Перевод на счет |
19.11.2021 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Перевод на счет |
18.11.2021 13:10:07 | Harsha Paulraj | 31.44 | PayPal |
18.11.2021 00:00:00 | ქავთარაძე ეკატერინე | 5 | Перевод на счет |
18.11.2021 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Перевод на счет |
18.11.2021 00:00:00 | შარაბიძე ლუკა | 3 | Перевод на счет |
18.11.2021 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Перевод на счет |
18.11.2021 00:00:00 | მარინა ნებიერიძე | 50 | Перевод на счет |
18.11.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 20 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | მოდრეკელიძე მარიამ | 2 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | ხერგიანი ნათია | 2 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | ზაქარაია თამარ | 50 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | მაჭარაშვილი ნინო | 20 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | შოთა ოქროპილაშვილი | 100 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | თორნიკე ჭელიძე | 10 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | მაია ქველიძე | 11 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | ირაკლი ცომაია | 10 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Перевод на счет |
17.11.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Перевод на счет |
16.11.2021 09:31:18 | ანონიმი | 300 | TBC Bank (GeoPay) |
16.11.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | მელანაშვილი გიორგი | 5 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | კილაძე ვალერი | 10 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ბაჩანა არაჩაშვილი | 10 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ნათია გელანტია | 3 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | არჩილ ივანიშვილი | 10 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ლია გლუნჩაძე | 5 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ალექსანდრე ნიჩიპეროვიჩი | 10 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | ალექსანდრე ნიჩიპეროვიჩი | 10 | Перевод на счет |
16.11.2021 00:00:00 | მირიან მირაზანაშვილი | 2 | Перевод на счет |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,829.5 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|