ვირთხები შემოგვირბენენ ხოლმე, ადამიანებს არ ვახსოვართ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვირთხები შემოგვირბენენ ხოლმე, ადამიანებს არ ვახსოვართ

page info icon
2022 თებერვალი 24
კრავჩენკოების ოჯახში საშინელება ხდება! ოჯახის უფროსს, კობას ატროფიამ და გლაუკომამ მხედველობა წაართვა. მისმა მეუღლემ, ირინამ, ორი ჩვილი დაკარგა და მას შემდეგ, გაუთავებლად გლოვობს. მაგრამ, მშობლების თავის ტკივილი - ორი გაზრდილი ბავშვია, რომლებიც ცერებრალური დამბლით იტანჯებიან! 20 წლის დიანას ცერებრალური დამბლის გარდა, აუტიზმიც აქვს. სიარული უჭირს. ფეხებზე ორი ოპერაცია გაუკეთდა და მესამეც სჭირდება. დიანას ძმა, 13 წლის იგორი ბევრად უარეს მდგომარეობაშია. სიარულიც კი არ შეუძლია. ის მთლიანად დამოკიდებულია დედასა და მამაზე.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,426 ₾
( 291 დონორი )
დასრულებულია
ვირთხები შემოგვირბენენ ხოლმე, ადამიანებს არ ვახსოვართ

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ქვის იატაკი საშინლად ცივია, ჩვენ კი არ გვაქვს სხვა ფეხსაცმელი ჩუსტების გარდა“

ღმერთო, ნუთუ შეიძლება ერთ ოჯახს ამდენი უბედურება ერთად დაატყდეს თავზე?! ნუთუ ამის შემდეგ, ვინმე შეძლებს გვერდი გულგრილად აუაროს და ამ საბრალო ადამიანების გასაჭირი გულთან ახლოს არ მიიტანოს?!
კრავჩენკოების ოჯახში საშინელება ხდება! ოჯახის უფროსს, კობას ატროფიამ და გლაუკომამ მხედველობა წაართვა. მისმა მეუღლემ, ირინამ, ორი ჩვილი დაკარგა და მას შემდეგ, გაუთავებლად გლოვობს. მაგრამ, მშობლების თავის ტკივილი - ორი გაზრდილი ბავშვია, რომლებიც ცერებრალური დამბლით იტანჯებიან! 20 წლის დიანას ცერებრალური დამბლის გარდა, აუტიზმიც აქვს. სიარული უჭირს. ფეხებზე ორი ოპერაცია გაუკეთდა და მესამეც სჭირდება. დიანას ძმა, 13 წლის იგორი ბევრად უარეს მდგომარეობაშია. სიარულიც კი არ შეუძლია. ის მთლიანად დამოკიდებულია დედასა და მამაზე.
მაგრამ, მშობლები როგორ დაეხმარებიან, როდესაც თავად სჭირდებათ შველა. არ იციან, საიდან მოიტანონ პამპერსი, წამლები, საჭმელი, ტანსაცმელი, ფული სამგზავროდ, იგორი მასაჟზე რომ ატარონ. სხვა რა დარჩენიათ, საკუთარი უძლურობის გამო ტირილის გარდა.
ქოხი ნათესავმა მისცა, თორემ ქუჩაში ცხოვრება მალევე მოუღებდა მათ ბოლოს - დაიღუპებოდნენ და უკვალოდ გაქრებოდნენ. ორი უარაფრო ოთახი, პირველყოფილური პირობებით, საძინებლის, მისაღების, სამზარეულოსა და სააბაზანოს მაგივრობას უწევს. ტექნიკის ნაცვლად - გაფუჭებული ტელევიზორი, კომოდის ნაცვლად კი, ძველი, უმოქმედო გაზქურა აქვთ. შეშის ღუმელზე საჭმელს ამზადებენ, თუკი აქვთ, იქვე კი, პლასტმასის ტაშტები დგას ბანაობისთვის. წვიმის, ან თოვლის დროს, ეს ტაშტები სახურავიდან ჩამომავალი ნიაღვრებისთვის უდგათ! სახურავი ისეთია, რომ სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. კედლებს უამრავი ბზარი და ნახვრეტი აქვს. თაგვები და ტარაკნები, ამ ოჯახს ადამიანებზე ხშირად სტუმრობენ.

დიანასთან და იგორთან არავინ მეგობრობს. ახლოსაც არ ეკარებიან. საკუთარი თავის გარდა, მეგობრები არ ჰყავთ

- კობა, თქვენი გაჭირვება იმდენად თვალში საცემია, რომ კითხვების დასმაც კი არ ღირს. მაგრამ, მაინც ვიკითხავ, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით.
კობა (დიანას და იგორის მამა): სწორად აღნიშნეთ. ადამიანები კი არა, ვირთხებიც გვითანაგრძნობენ, როდესაც ხელმოცარულები მიდიან ჩვენი სახლიდან. საჭმელად, ნამცეცებსაც კი ვერ პოულობენ. მათი ძალიან გვეშინია, ჩემს მეუღლეს მთელი ღამე არ სძინავს, დამშეულმა მღრღნელებმა, ჩვენი ავადმყოფი შვილები რომ არ დაკბინონ. ძალიან მძიმე ცხოვრება გამოვიარეთ. შეიძლება ითქვას, კარგად არასდროს გვიცხოვრია. მუდამ პრობლემები, ავადმყოფობა, დარდი... ბავშვობაც კი, საშინელი გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს. ახლა კი, საშინელ მდგომარეობაში ჩვენი შვილები არიან. ხედავთ, რა დღეშია ეს პატარა, თბილი და ტკბილი ბიჭი?.. სიარულიც კი არ შეუძლია.

„ჩემი იგორი - მსოფლიოში საუკეთესო ბიჭია. ჩემი ანგელოზი ხარ, შვილო“

მას სჭირდება მასაჟი, მედიკამენტები, პამპერსი. რამდენიმე მასაჟი გავუკეთეთ. ჩემი მეუღლე ხან ბოთლებს აგროვებს, ხან ჯართს, გზის ფულის შოვნა მხოლოდ ასე შეგვიძლია. სახელმწიფო მასაჟებს აფინანსებს, მაგრამ იქამდე მისვლა ხომ გვინდა.
თავად ირინას მდგომარეობა უმძიმესია, მისთვის დატვირთვა არ შეიძლება. მოკლედ, ოჯახში, ყველას გვჭირდება მოვლა. სანამ დავბრმავდებოდი, მტვირთავად ვმუშაობდი მშენებლობაზე. მაგრამ, უბედური შემთხვევა მოხდა. თავში რკინა დამეცა და დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში. ამის გამო, დავიკარგე კიდეც, არ ვეკონტაქტებოდი ოჯახის წევრებს. არ მინდოდა, ისედაც უბედურ ოჯახს  ტვირთად რომ დავწოლოდი. მაგრამ მეუღლემ მიპოვა და დამაბრუნა. ახლა კი, ვერაფერს ვხედავ... აი, ნათურას ვუყურებ და რაღაც მბჟუტავ შუქს ვხედავ. პრობლემები, ავადმყოფობა, აღარ ვიცი, რა მოგიყვეთ... (კობას ცრემლები მოსდის)

გაფუჭებული გაზქურა კარადის მაგივრობას უწევს

„ჭერს ნაჭრებს ასე ვაფარებთ. მაგრამ როდემდე? წვიმის დროს, სახლში მხოლოდ ქოლგით თუ ივლი...“

ამ ქოხს, სახლს მხოლოდ პირობითად თუ დავარქმევთ. არაფრისგან არ იცავს

- ირინა, ბავშვებს რა დიაგნოზი აქვთ?
ირინა (იგორის და დიანას დედა): დიანას ცერებრალური დამბლა და აუტიზმი აქვს, იგორს კი - ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმა. დიანა სამშობიაროდან რომ მოვიყვანეთ, სრულიად ნორმალური ბავშვი ჩანდა, მაგრამ მერე, პრობლემები შეეტყო და ეს დიაგნოზი დაუსვეს. თავიდან, ბალერინასავით, თითის წვერებზე დადიოდა, მერე კი, სიარული ძალიან გაუჭირდა. ორი ოპერაცია გავუკეთეთ, მდგომარეობა თითქოს გაუმჯობესდა. მაგრამ, მაინც ძალიან უჭირს სიარული. სასწრაფოდ სჭირდება მესამე ოპერაცია. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს.
ჩვენისთანა ღარიბ და ავადმყოფ მშობლებს, ბავშვებისთვის რის გაკეთება შეუძლიათ? ძალიან უბედურად ვგრძნობ თავს, როდესაც ჩემს შვილებს ვუყურებ და ვერაფერს ვშველი! (ტირის.) სახელმწიფო არ აფინანსებს, იმიტომ, რომ დიანა უკვე სრულწლოვანია. იგორს კი, როგორც ხედავთ, ლაპარაკიც არ შეუძლია. (ისევ ცრემლებს ღვრის.) თქვენ არ იცით, რამხელა უბედურება გადავიტანე, ორი შვილი დავკარგე: პირველი, სამი თვის, 21 წლის წინ, მეორე კი, შვიდი თვის, ახლახან. ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს...
 (ირინა როგორმე რომ ვანუგეშო, ხელი ჩავკიდე.)
- კობა, თქვენ თქვით, რომ მძიმე ბავშვობა გქონდათ. რა იგულისხმეთ?
კობა: ორივე, მეც და ჩემი მეუღლეც, ძალიან უბედურ ოჯახებში გავიზარდეთ. აქ, ზუგდიდში, არის ბარაკები, რომელიც ადრე დასუფთავების სამსახურს ეკუთვნოდა. იქ ვცხოვრობდით. ძალიან მსმელი მშობლები გვყავდა. ამის მერე, მე და ჩემი მეუღლე ვერ ვიტანთ მსმელ ადამიანებს. იმ დასახლებაში გარემო ისეთია, რომ ნებისმიერი ნორმალური მოზარდი იქიდან გაქცევას მოისურვებს... წარმოიდგინეთ, ჩვენი საუკეთესო მოგონებები ბავშვთა თავშესაფარს უკავშირდება. აღმზრდელებთან, თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობდით, ვიდრე საკუთარ მშობლებთან. ჩვენი განათლება 4-5 კლასით შემოიფარგლება. დანარჩენი კი, ცხოვრებამ გვასწავლა, მშობლებმა ვერაფერი მოგვცეს. როდესაც ირინა გაიზარდა (მასზე 5 წლით უფროსი ვარ), გადავწყვიტეთ, ერთად დაგვეღწია თავი ამ საშინელებისთვის და დავქორწინდით.
მაგრამ უკეთესი ცხოვრება არ გვეღირსა, უბედურება არის მისი განუყოფელი ნაწილი. საქართველოში ძალიან ძნელია ნოლიდან დაწყება. თან, განათლებაც არ გვაქვს. ასეთი უიღბლო ადამიანები, როგორიც ჩვენ ვართ, რას გააწყობდნენ?!

 „ამდენი უბედურების შემდეგ, ჭკუიდან როგორ არ შევიშალე?..“

- ნათესავები გყავთ? გეხმარებიან რამით?
ირინა: არა, რა ნათესავები, ვის რაში ვჭირდები. მე არავინ არ მეხმარება. კობას კი, ბიძაშვილი ყავს, რომელიც დად მიაჩნია. ძალიან კარგი ადამიანია. მისი უზომოდ მადლობელი ვართ - ეს სახლი დაგვითმო. თორემ ქუჩაში ავღმოჩნდებოდით. სულ ეს არის.
კობა: მე მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, მაგრამ, თითქმის არავინ დამრჩა... ბავშვობიდან, დიდ ტკივილს ვატარებ გულით. ჩემი უმცროსი და-ძმა, ავარიამ იმსხვერპლა. გზაზე გადადიოდნენ... მძღოლის ბრალი იყო - დაღუპა ორი ბავშვი... რამდენი რამის გახსენება შემიძლია, ღმერთო. თუ მოგიყვებით, ძალიან დაგიმძიმებთ გულს. მაგრამ, კარგს 
ირინა: ვერც მე... ჩემი ორი ანგელოზი დავმარხე. რა უნდა დამემართოს ამაზე უარესი? მაგრამ, კიდევ მყავს შვილები და მათთვის უნდა ვიცოცხლო. ვცდილობთ თავი ხელში ავიყვანოთ, დიანას და იგორს მოღუშული სახეები არ დავანახოთ. იმდენად უმწეოები არიან, ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ... (ტირის)
- უფალი გწამთ? უცხო ადამიანების მიერ უანგაროდ გაკეთებული სიკეთის თუ გჯერათ?
კობა: მხოლოდ უფლის რწმენა თუ გადაგვარჩენს. მჯერა! (მაისურის ქვემოდან ჯვარი ამოიღო და აკოცა.) უფლის სასწაულისაც მჯერა. ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთხელ, ორი პატარა ჭუკი გვაჩუქეს. გვიჭირდა მათი გამოკვება, მაგრამ როგორღაც ვახერხებდით, ნაგავში ნაპოვნი ნარჩენებით. ცივი საღამო იყო, პურიც კი არ გვქონდა. მშივრები ვიყავით ჩვენც და ბავშვებიც. ამ დროს, მეზობელმა დაგვიძახა და ხმელი პური მოგვაწოდა - ჭუკებს აჭამეთო. უზომოდ გაგვიხარდა! რა ჭუკები?! ბავშვები დავაპურეთ...

 „რაღა დაგიმალოთ - ჩვენი დღევანდელი სადილი ეს არის...“

ირინა: როგორ შეიძლება, ადამიანების სიკეთის არ მწამდეს? არის კიდევ ერთი კეთილი ქალბატონი - სალომე ფაცაცია. გვეხმარება, როდესაც საშუალება აქვს. ხან პროდუქტს გვაწვდის, ხან ტანსაცმელს. ის რომ არა, ბავშვები შიშველ-ტიტვლები ივლიდნენ.
- რატომ მიმართეთ მაინცდამაინც ჩვენს ფონდს?
ირინა: თქვენი ფონდის შესახებ, ბევრი კარგი რამ მსმენია. მჯერა თქვენი, თქვენ შეძლებთ, რომ დაგვიცვათ. ბევრი კარგი მეგობარი გყავთ. სწორედ ასეთი უცნობი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს. ღმერთმა დალოცოს ისინი, ვინც ეხმარება ღარიბებს და გაჭირვებულებს. ხანდახან ფარულადაც კი. გთხოვთ, დამეხმარეთ ახალი მეგობრების პოვნაში. მინდა, გვესტუმრონ, გულს გადავუშლი. გპირდებით, ჩემს გაჭირვებას და დარდს თავზე არ მოვახვევ, უბრალოდ თანადგომა ძალიან მჭირდება. ნეტავ, სხვების დახმარება მეც შემეძლოს.
- სახლში რა გჭირდებათ, მუდმივად რაზე დარდობთ?
კობა: მედიკამენტები, პამპერსი იგორისთვის, ტანსაცმელი. დიანა ფეხშიშველია, ფეხსაცმელი საერთოდ არ აქვს. როგორ მრცხვენია, მაგრამ უნდა ვთქვა: განა არის რამე, რაც გაგვაჩნია?
ირინა: არ გვაქვს არც ტელევიზორი, არც გაზქურა, არც სარეცხი მანქანა, არც მაცივარი, არც მაცივარში შესალაგებელი რამ (ცდილობს იხუმროს.) დიანას მობილური ტელეფონი სჭირდება, რაღაც ახლის გაგება რომ შეძლოს. სკოლაში მხოლოდ ექვსი წელი იარა.

 „დედიკო, არსად არ წახვიდე“. დიანა დედას ჩაეხუტა და ისე პასუხობდა კითხვებს

- შეიძლება, მე თვითონ ვკითხო?
ირინა: რა თქმა უნდა! დიანა, უთხარი დეიდას.
- დიანა, საჩუქრად რას ინატრებდი?
დიანა: ფანქრები, ფურცლები. კიდევ ის...
- ფლომასტერები? საღებავები?
დიანა: კი. ძალიან მინდა.

20 წლის დიანას ნახატი

დიანას არ ჰყავს მეგობრები, მხოლოდ ნახატზე

- კიდევ?
დიანა: ტელეფონი. (ჰაეროვან კოცნას მიგზავნის.)

დედასთვის და მამასთვის დიანა საუკეთესო მხატვარია

კობა: დიანას ხატვა ძალიან უყვარს. ჩაიკეტება და სულ ხატავს. ეს რაღაც ნაჯღაბნი არ გეგონოთ. ჩვენს გოგონას თავისი სამყარო აქვს. აუტიზმით დაავადებული ბავშვები ასე არიან. ყველაფრის საკუთარი ხედვა აქვთ. ვერ ვხედავ მის ნახატებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გოგონა კარგად ხატავს. ჩემი მერცხალი.
- ძალიან მომწონს შენი ნახატები, დიანა. 
(ხმას არ იღებს, მამას უყურებს)
- კობა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ რამით? 
კობა: დიახ. ჩემს ბიჭს თვეში ერთხელ 200 ლარს აძლევენ, როგორც ცერებრალური დამბლით დაავადებულ არასრულწლოვანს. გოგო კი, ვეღარ იღებს ამ დახმარებას, იმიტომ, რომ სრულწლოვანია. ნეტავ იცოდეთ, ამ თანხას ყოველთვის როგორ ველოდებით. შეშისთვის 25 ლარს გვაძლევენ. ძალიან ცოტაა, მაგრამ ამაზეც მადლობა, სულ არაფერს ჯობია. რა თქმა უნდა, ბევრად მეტი შეშა გვჭირდება. ღუმელით ვთბებით, და საჭმელსაც ზედ ვამზადებთ.

შეშის მარაგი გამოილია, ახლა სიცივის ატანა მოგვიწევს

- ირინა, მიმართეთ ადამიანებს, ვინც ამ პოსტს წაიკითხავს და გაუჩნდებათ თქვენი დახმარების სურვილი.
ირინა: მიშველეთ, ჩემო დებო და ძმებო! გთხოვთ, მიიტანეთ გულთან ახლოს ჩვენი ოჯახის გასაჭირი. დაეხმარეთ ჩემს შვილებს, ნუ გაიმეტებთ შიმშილისთვის და სიცივისთვის! თუ ღმერთი გწამთ! ძალიან მიყვარხართ და თქვენი დიდი იმედი მაქვს! გმადლობთ, რომ კითხულობთ და ეხმარებით ტანჯულ ადამიანებს.
***
მეგობრებო, გული ტირის ამ ისტორიის შემდეგ! უბედურება თან სდევს კობას და ირინას. ცრემლისა და ტკივილის გარეშე, მათი არცერთი დღე არ ჩაივლის. უფალს მადლობა შესწირეთ, რომ თქვენი ცხოვრება არ არის ასეთი ტრაგიკული, დააფასეთ და გიხაროდეთ ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ. მოდით, დავეხმაროთ ამ ოჯახს, მათ ძალა გამოელიათ. ჩვენი მზრუნველობით და სიყვარულით, განვკურნოთ მათი სულიერი ჭრილობები. მათ ტანჯულ გულებში მხოლოდ ჩვენი იმედი დარჩა.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ქალაქი ზუგდიდი, დავით ჯიქიას ქ. მეორე შესახვევი, ბინა 6 (ეკლესიის უკან).
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ნინოს და გვანცას, რომ სასწაულები ხდება! რომ ადამიანურად ცხოვრება მათაც შეუძლიათ! მათ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. აჩვენეთ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ირინა კრავჩენკო).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: