უბრალოდ წაიკითხეთ: „წვიმა ლამაზად ხატავს ჭერზე, წყალი რომ ჩამოდის საწოლებს ადგილს ვუცვლით ხოლმე, რომ არ დავსველდეთ. ძალიან სახალისოა!" ნუ დავუშვებთ, რომ ამ ანგელოზმა გაიგოს ცხოვრების სასტიკი სინამდვილე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უბრალოდ წაიკითხეთ: „წვიმა ლამაზად ხატავს ჭერზე, წყალი რომ ჩამოდის საწოლებს ადგილს ვუცვლით ხოლმე, რომ არ დავსველდეთ. ძალიან სახალისოა!" ნუ დავუშვებთ, რომ ამ ანგელოზმა გაიგოს ცხოვრების სასტიკი სინამდვილე!

page info icon
2022 აგვისტო 18
page info icon
847
„იცი, რაზე ვოცნებობ ყველაზე მეტად? ბევრი საჭმელი რომ გვქონდეს, კარგად რომ ვჭამოთ, და გავსუქდეთ. მერე კი, ბევრს ვივარჯიშებ, გავხდები „ხუთასი წონა“ და ყველას მოვერევი, ვინც ახლა გვაბრაზებს მე და ჩემს დას. ჯერ არ შემიძლია. ნახე როგორი სუსტი ვარ. ყველა ბავშვს შეუძლია ცუდი სიტყვები მითხრას და თავშიც კი ჩამარტყას, მე კი, მათ პასუხს ვერ ვცემ. ანისაც აბრაზებენ, ეუბნებიან, რომ ლამაზი არ არის. მე კი ვერ ვიცავ მას. დედიკოსაც ვერ ვიცავდი... - ექვსი წლის გიორგი თავის მძიმე ბავშვურ ცხოვრებაზე თვალცრემლიანი ყვება, მძიმედ ამოისუნთქა და დაამატა: - ნეტა, მალე გავიზარდო“.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,787 ₾
( 81 დონორი )
დასრულებულია
უბრალოდწაიკითხეთ: „წვიმალამაზადხატავს ჭერზე, წყალი რომ ჩამოდისსაწოლებსადგილს ვუცვლითხოლმე, რომარდავსველდეთ. ძალიან სახალისოა!" ნუდავუშვებთ, რომ ამ ანგელოზმა გაიგოს ცხოვრების სასტიკი სინამდვილე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „იცი, რაზე ვოცნებობ ყველაზე მეტად? ბევრი საჭმელი რომ გვქონდეს, კარგად რომ ვჭამოთ, და გავსუქდეთ. მერე კი, ბევრს ვივარჯიშებ, გავხდები „ხუთასი წონა“ და ყველას მოვერევი, ვინც ახლა გვაბრაზებს მე და ჩემს დას. ჯერ არ შემიძლია. ნახე როგორი სუსტი ვარ. ყველა ბავშვს შეუძლია ცუდი სიტყვები მითხრას და თავშიც კი ჩამარტყას, მე კი, მათ პასუხს ვერ ვცემ. ანისაც აბრაზებენ, ეუბნებიან, რომ ლამაზი არ არის. მე კი ვერ ვიცავ მას. დედიკოსაც ვერ ვიცავდი... - ექვსი წლის გიორგი თავის მძიმე ბავშვურ ცხოვრებაზე თვალცრემლიანი ყვება, მძიმედ ამოისუნთქა და დაამატა: - ნეტა, მალე გავიზარდო“.
- შენი აზრით, დიდებს ნაკლები პრობლემები აქვთ?
გიორგი (6 წლის): არა, მაგრამ მე ძლიერი დიდი ვიქნები! ყველას დავიცავ! დედას მამისგან, დას - ხულიგნებისგან და საკუთარ თავსაც - ყველასგან. იცი, მინდა, მეხანძრე გამოვიდე.
 „როგორ ფიქრობ, დიდი და ძლიერი რომ ვიყო, სხვა ბავშვები მაინც შეძლებენ ჩენს წყენინებას?“
- ნანახი თუ გყავს მეხანძრეები?
გიორგი: არა, მაგრამ, ვოცნებობ ვნახო! მასწავლებელმა გვითხრა. ისიც კი ვიცი, ხანძარი როგორ უნდა ჩააქრო და ხალხი გადაარჩინო. ბაღში, მასწავლებელმა ბევრი საინტერესო რამ გვიამბო. მაგრამ, შენი აზრით, სხვა ბავშვები უსმენდნენ? არა! ვეხვეწებოდი, ცოტა ჩუმად ყოფილიყვნენ, ისინი კი, მუშტებს მიღერდნენ.
- ჩემი აზრით, სკოლაში უფრო მოგეწონება. იქ, ნამდვილ მეგობრებს გაიჩენ.
გიორგი: ვოცნებობ ამაზე. კარგი მეგობარი ვიქნები. მე ხომ არავის, არასდროს არ ვატკენ გულს.
- არც დაიკოს, არც დედიკოს არ აბრაზებ?
გიორგი: არა-ა-ა-ა! როგორ შეიძლება დედიკოს გაბრაზება?! მამიკო ძალიან ამწარებდა, ის კი სულ ტიროდა. მერე, წამოვედით.
„მამა დედას სულ ამწარებდა, გოგონების წყენინება კი, არ შეიძლება...“
მარიამი: არავის ვუსურვებ იმას, რის გადატანაც ჩემს შვილებს მოუხდათ. თამამად ვამბობ: ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარ. მეუღლის მუქარების მიუხედავად, საკუთარ თავში ძალები გამოვნახე და დავშორდი. როდესაც ტელევიზორში ამბობდნენ, რომ ვიღაც ქალი მეუღლემ მოკლა, მემუქრებოდა, თუ ჩემი საქციელი არ მოეწონებოდა, იგივეს მიზამს. ოთხი წელი ვიცხოვრე შიშის ქვეშ, ღამით დაძინებისაც კი მეშინოდა. მაგრამ, დანით როდესაც დამემუქრა, პატრული გამოვიძახე. ორი წლით ჩასვეს ციხეში. ახლა კი, განთავისუფლდა და ღმერთს ვთხოვ, მოეგოს გონს.
         - ძალიან ახალგაზრდა ხართ და უკვე ამდენი გადაიტანეთ... როგორ უმკლავდებით? ვინ გიდგათ გვერდში, ვინ გეხმარებათ?
         მარიამ: 24 წლის ვარ. რომ გავთხოვდი, 19-ის ვიყავი. ის ჩემზე ათი წლით დიდია. არავინ მყავს. 6 წლის რომ ვიყავი, ჩემი საყვარელი დედიკო ჩემს თვალწინ გარდაიცვალა (სულ რაღაც 28 წლის იყო). მესამე ბავშვს ელოდებოდა. არ ვიცი, ხალხს თუ დავუჯერებთ, მაშინ მეზობლები ამბობდნენ, რომ ბავშვის მოცილება უნდოდა, მაგრამ შემთხვევით მოიწამლა. და მოკვდა, მუცლად მყოფ შვილთან ერთად.
 „დედამ მხოლოდ თავის შვილებზე უნდა იფიქროს და იცოცხლოს, ყველაფრის მიუხედავად“
- ღმერთო, წარმომიდგენია, რა ხდებოდა თქვენს გულში...
მარიამი: გოგოსთვის მართლაც საშინელებაა დედის დაკარგვა. ამიტომ, ვცდილობ არ დავნებდე და შვილები ობლად არ დავტოვო. ამიტომ გამოვნახე საკუთარ თავში ძალა და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, მეუღლისგან წამოვედი. ძალიან რთული იყო, და ახლაც არ არის მარტივი. მაგრამ, ჯობია იყო გაჭირვებული, მშიერი, შეშინებული, ავადმყოფი, მაგრამ ცოცხალი. ვიდრე გაჩუმებული და ერთ დღესაც, მკვდარი.
- საერთოდ როგორ უმკლავდებით? როგორ ახერხებთ ბავშვების გამოკვებას?
მარიამი: ძალიან მიჭირს. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა - 480 ლარი. ნახევარს ვალებში ვიხდი, რაც ამ ორი წლის განმავლობაში დამიგროვდა. დანარჩენს კი - წამლებსა და გამოკვლევებში ვხარჯავ. ანის დაბალი ჰემოგლობინი აქვს და ექიმი ამბობს, რომ სჭირდება კარგი კვება, მაგრამ არ ამბობს, როგორი. 200 ლარის ვიტამინები და წამლები გამოუწერა. მე კი, ამხელა ფული ცხოვრებაში თვალით არ მინახავს. აი, ჩემს ადგილას რომ იყოთ, რას იზამდით? როგორ მოიქცეოდით? ექიმთან ყოველი მისვლა  მთავრდებოდა იმით, რომ ვიღებდი სესხს და აღარც ვფიქრობდი, როგორ უნდა გადამეხადა. როდესაც შენი შვილის ჯანმრთელობა დევს სასწორზე,  ჩემი აზრით, ვერცერთი დედა ვერ მსჯელობს ლოგიკურად.
 „ჩვენს მაცივარში საინტერესო არაფერი დევს. მხოლოდ ცარიელი ბოთლები“
- ბევრი ვალები დაგიგროვდათ?
მარიამი: საკმაოდ! ერთ ბანკში უკვე პროცენტებია დამატებული და 2 500 ლარი უნდა გადავიხადო. მეორეში - 800. კიდევ, სურსათის მაღაზიაში - 400 ლარი. როგორ გადავიხადო ამხელა თანხები და თან ბავშვებსაც ვაჭამო? ადვოკატსაც უნდა გადავუხადო, ყოფილმა ქმარმა ეს სახლი რომ არ წამართვას. ციხიდან რომ გამოვიდა, განაცხადა, რომ მასაც ეკუთვნის.
        - მისი სახლია?
        მარიამი: არა, ეს სახლი ლტოლვილების სამინისტრომ გვაჩუქა. ჩემია და ჩემი შვილების. ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი ვიყავით, როდესაც გადმოგცეს. მომთხოვა, ისიც აქ ჩამეწერა. მაგრამ, შეხედეთ: ამას  სახლი თუ ჰქვია? არ აქვს სახურავი, ზედ წვიმა „დაგვდის“, ფანჯრებიდან უბერავს, შპალერი ამძვრალია. ძველია აქ ყველაფერი, და დამპალი.
ფანჯრებში ერთი მთელი შუშაც კი არ არის, ცელოფნებია გაკრული
ამ ჟანგიან საწოლებზე სძინავთ, დედას თავის ორ შვილთან ერთად
 „მგონი ერთ დღეს, ეს ჭერი უბრალოდ თავზე დაგვემხობა“
 „წვიმის დროს, ამ კედელზე ჩანჩქერივით ჩამოდის წყალი“
ანი (4 წლის): წამოდი, გაჩვენებ წვიმა ჭერზე რა სასაცილო ნახატებს ხატავს. ეს დათუნიაა, იქ კი, პრინცესა კაბით. მე მომწონს, დედა კი ამბობს, რომ საშინელებაა.
თქვენ შეგიძლიათ, ამ საშინელებაში სილამაზე რომ დაინახოთ?
- კიდევ რა მოგწონს?
ანი: მომწონს, საჭმელს რომ ვჭამთ, დედიკო მეხუტება და ამ დროს არავინ ყვირის. კიდევ, დედიკო მომწონს, ლამაზი გოგოა.
- დაბადების დღეზე რას აჩუქებდი დედიკოს?
ანი: მძივს და კაბას, კუბიკებს და სახურავს. სულ ამის გამო დარდობს. წვიმის დროს, საწოლები ოთახის შუაგულში გვაქვს ჩამოწეული, რომ არ დავსველდეთ. მაგრამ, ყურში გეტყვი, ძალიან სახალისოა!
 „ლამაზ მძივს და კაბას ვუყიდიდი დედიკოს“
- მარიამ, გვითხარით, როგორ შევამსუბუქოთ თქვენი ტანჯული ცხოვრება?
მარიამი: ძალიან მჭირდება სახურავი. საკუთარი ძალებით ვერასდროს მოვახერხებ მის შეკეთებას. გვჭირდება პროდუქტი, წამლები და, თუ შეიძლება, სარეცხი მანქანაც. აი, ანი ყურში მეუბნება, ტელევიზორი არ დაგავიწყდესო. მგონი, ისედაც უკვე ბევრს ვითხოვთ. ვიცი, არავინ გადამიხდის ვალებს. ბავშვების დატოვება რომ შემეძლოს, დღედაღამ ვიმუშავებდი. არ ვარ ზარმაცი. დედა რომ მყავდეს, და მათ ვუტოვებდე, მერწმუნეთ ჩემი შრომით მოვახერხებდი, ნორმალურად რომ გვეცხოვრა.
- ქათმები და საქონელი რომ გყავდეთ, შეძლებდით  მოვლას?
მარიამი: ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ძლიერი და ამტანი შემიძლია ვიყო, როდესაც საქმე ჩემს შვილებს ეხება. ყველაფერს შევძლებდი. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ეზო არ არის შემოღობილი, ამიტომ ქათმებიც და საქონელიც უბრალოდ დაიკარგება. ან,  მომპარავს ვინმე.
 „მოძალადესთან ერთად ცხოვრებას, შიმშილი ჯობია“
***
მეგობრებო, ახლა, გიამბეთ უძლიერესი ქალის ისტორია. მან არ ისურვა, ძალადობის მსხვერპლთა სტატისტიკას მისი სახელიც შემატებოდა, საკუთარ თავში გამონახა ძალა და საკუთარი შვილებისთვის დაიწყო ცხოვრება. ახლა, მას ძალიან უჭირს. თუ მხარში არ დავუდექით და არ დავიცავით, თუ არ ვიზრუნეთ მის შვილებზე, მისი ძალისხმევა ფუჭი იქნება. ამ პატარა დედიკომ, რომელსაც გვერდში არავინ უდგას, უნდა ირწმუნოს ჩვენი ძალის და თანადგომის. ვერ დავუშვებთ, რომ მის შვილებს დასცინონ და აწყენინონ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, იმისთვის, რომ მათ ღირსეული ცხოვრებით იცხოვრონ, შიშისა და დამცირებების გარეშე. მარიამ, გიორგი და ანი, თქვენთან ვართ! თქვენს გვერდით.
ოჯახს ყველაზე მეტად სჭირდება სახურავის შეკეთება, საკვები პროდუქტი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი. ძალიან მაგარი იქნება, თუ მოვახერხებთ, რომ მათი ვალები დავფაროთ. იქნებ, მარიამმა შეძლოს, ცოტა ხნით მაინც ამოისუნთქოს და დამშვიდდეს. გიორგისთვის კი, ცოტა უჩვეულო თხოვნა გვაქვს. იქნებ ეს სტატია წაიკითხოს ნამდვილმა მეხანძრემ და დაუმეგობრდეს ბიჭუნას? ვერც კი წარმოიდგენთ, ამით რამხელა სტიმულსა და საკუთარი თავის რწმენას შემატებთ მას! „მეხანძრეები ხომ, მთელ პლანეტაზე ყველაზე მაგარი ადამიანები არიან!“ - ასე თქვა გიორგიმ და ჩვენც ვეთანხმებით.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართი ეს არის: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხამისკური.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარიამ ტაბაღუა)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: