სიღატაკე და ავადმყოფობა გადარჩენის არცერთ შანსს არ უტოვებს ამ ბავშვებს... მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიღატაკე და ავადმყოფობა გადარჩენის არცერთ შანსს არ უტოვებს ამ ბავშვებს... მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ!

page info icon
2022 სექტემბერი 12
გელა 6 წლის არის, მისი ეშინია არა მხოლოდ მის ძმებს და დას, არამედ, დედას და მამასაც... ეპილეფსიის შეტევა რომ ემართება, ძირს ეცემა, კანკალებს და მხეცივით ღრიალებს. წამლები, რომელიც ექიმმა დაუნიშნა, უკვე აღარ შველის, ეს ხომ ისეთი დაავადებაა, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდება, მათ კი, ფული არ აქვთ, გამოკვლევაზე რომ წაიყვანონ! ჰოდა, წვალობენ ასე. ფული არაფერში ჰყოფნით! სოციალური დახმარების თანხა მიდის ქირაში, წამლებსა და პამპერსში... სხვა არაფერში ჰყოფნით. როგორ უნდა იარსებოს დღეში 3 ლარით ოჯახმა, სადაც 7 ბავშვია? წაიკითხეთ, იქნებ, თქვენ იცოდეთ...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,993 ₾
( 138 დონორი )
დასრულებულია
სიღატაკე და ავადმყოფობა გადარჩენის არცერთ შანსს არ უტოვებს ამ ბავშვებს... მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
       გელა 6 წლის არის, მისი ეშინია არა მხოლოდ მის ძმებს და დას, არამედ, დედას და მამასაც... ეპილეფსიის შეტევა რომ ემართება, ძირს ეცემა, კანკალებს და მხეცივით ღრიალებს. წამლები, რომელიც ექიმმა დაუნიშნა, უკვე აღარ შველის, ეს ხომ ისეთი დაავადებაა, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდება, მათ კი, ფული არ აქვთ, გამოკვლევაზე რომ წაიყვანონ! ჰოდა, წვალობენ ასე. ფული არაფერში ჰყოფნით! სოციალური დახმარების თანხა მიდის ქირაში, წამლებსა და პამპერსში... სხვა არაფერში ჰყოფნით. როგორ უნდა იარსებოს დღეში 3 ლარით ოჯახმა, სადაც 7 ბავშვია? წაიკითხეთ, იქნებ, თქვენ იცოდეთ...
„შენ მხოლოდ ჩემი დედიკო ხარ“
          - ნანა, გვიამბეთ, თქვენს შვილზე, გელაზე, თუ შეიძლება. რა დაავადება აქვს?
         ნანა: დიახ, ეს საშინელი შეტევები ხშირად ემართება... ძირს ეცემა და კრუნჩხვებში ფართხალებს. ნამდვილი საშინელებაა!
        საბა (8 წლის): კიდევ, ლომივით ღრიალებს. ყურება არ შემიძლია! მეშინია! ძალიან საშიშია! შენც ვერ უყურებ! მე გავრბივარ და ხელებს ვიჭერ ყურებზე, რომ არ დავინახო და ხმა არ გავიგო!
„ახლა, თავის ავადმყოფობა თუ დაეწყება, დაგმალავ, რომ შენც არ შეგეშინდეს“
         -როგორც მივხვდი, გელას ეპილეფსია აქვს? დაბადებიდან ავად არის?
          ნანა: არა, გელა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. საკუთარი სახლი არ გვაქვს, ამიტომ, ხშირად გვიწევს ბინის შეცვლა. ჩემი შვილების სრულ უსაფრთხოებას ვერ ვუზრუნველჰყოფ. მე სარეცხს ვრეცხავდი, ბავშვები კი, როგორც ყოველთვის, ეზოში თამაშობდნენ. უბედურება სწორედ ამ დროს მოხდა, გელა კიბიდან ჩამოვარდა და თავი დაარტყა. მაშინ მხოლოდ 2 წლის იყო. ვითომც არაფერი, ისე წამოხტა და სირბილი გააგრძელა. ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. ძალიან შეშინებულები ვიყავით, მაშინვე საავადმყოფოში წავიყვანეთ, მაგრამ არანაირი სერიოზული ტრავმა არ აღმოაჩნდა. ორი კვირის მერე, პირველი შეტევა დაემართა. ღმერთო, რა საშინელება იყო... ახლა, დროის სხვადასხვა მონაკვეთში ემართება - ხან, თვეში ერთხელ, ხან დღეში სამჯერ. ექიმები, გარკვევით ვერაფერს მეუბნებიან. დიახ, ეს ეპილეფსიაა... მაგრამ, რა უნდა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? ვიცი, რომ არ იკურნება, მაგრამ, ჩემი შვილის სიკვდილს, ყოველდღე როგორ ვუყურო. ჩემი საბრალო ბიჭუნა ვერ ლაპარაკობს. თუ შია, თეფშს იღებს და მაჩვენებს, თუ სწყურია - ჭიქას. მაგრამ, ძალიან კეთილია, შეხედეთ, კატას როგორ ეფერება!
„ეს გელას ერთადერთი ფუმფულა სათამაშოა“
         - ვიცი, ამ ავადმყოფობის დროს, ყველაზე ცუდი ისაა, რომ არასდროს იცი, რას უნდა ელოდო!
          ნანა: მართალი ხართ, ვერასდროს გაიგებ, როდის მოხდება მორიგი შეტევა... მუდმივი შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. ბავშვებსაც ძალიან ეშინიათ და განიცდიან. მე კი, ვერაფერს ვშველი საკუთარ შვილს... ექვსი შვილი მყავს მის გარდა, ისინი თითქოს უკანა პლანზე გადავიდნენ, ჩვენი ყურადღება მთლიანად მიმართულია გელაზე!
        თამარი (12 წლის): ვაიმე, ოღონდ აღარ შეგვაშინოს, ყველაფერს ავიტანთ. იცით, რა ცოდოა? შეხედეთ, რა ლამაზია და ლაპარაკიც კი არ იცის. ამბობენ, რომ ყოველი შეტევის დროს, მისი ტვინის ნაწილი კვდება - ძალიან მეშინია ამის!
„ვოცნებობ, სხვა გოგონებივით ვიყო“
         - ამ დაავადებაზე ბევრი რამ იცი?
         თამარი: კი! წაკითხული მაქვს. ამიტომ, მინდა ექიმი გამოვიდე. იქნებ გამომივიდეს ასეთი ბავშვების მკურნალობა. ახლა, ვერ მკურნალობენ.
         - ნამდვილად ჭკვიანი გოგო ხარ. სწავლა გიყვარს? 
        თამარი: კი, ჩვენ ყველას გვიყვარს! ბევრი მეგობარი მყავს სკოლაში. ძალიან მეხმარებიან. წიგნებს მთხოვნიან, დედა ვერასდროს ყიდულობს ჩვენთვის რვეულებს, ამიტომ, გოგონები მჩუქნიან სკოლაში. ძალიან კარგები არიან! მეც მინდა ვიყო ასეთი მეგობარი! 
       - რაზე ოცნებობ?
       თამარი: რაზე ოცნებობს ყველა ბავშვი?! პლანშეტზე. იქ ჩემი ძმის დაავადებაზე იმდენი ინფორმაციის წაკითხვას შევძლებდი. ისეთი ვიდეოც კი არის, როგორ უნდა გაუწიო პირველი დახმარება ეპილეფსიის შეტევის დროს. აი, ძალიან მჭირდება, რა!
„ბავშვების ერთადერთი სათამაშო დახეული ბურთია“
         საბა (8 წლის): მე კი, ნორმალურ ბურთზე ვოცნებობ! ერთი გვაქვს, მაგრამ დახეულია! ვერ ითამაშებ! მე კი, მინდა, ფეხბურთელი გამოვიდე!
         - და ვინ არის ყველზე მაგარი ფეხბურთელი?
        საბა: რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია! ვოცნებობ, სადმე ქუჩაში შემხვდეს!
          - რომ შეგხვდეს, მიხვალ?
          საბა: აბა, რა! გავიქცევი! ჩავეხუტები და ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს! და ვთხოვ, ბურთზე ავტოგრაფი რომ დამიტოვოს! მაგრამ, მე ხომ, ბურთიც კი არ მაქვს, არა უშავს, უბრალოდ ჩავეხუტები! 
         ნიკა (10 წლის): მე კი, ალბათ, ვერ მივიდოდი, შემრცხვებოდა, მაგრამ, ყველას მოვუყვებოდი, რომ ცოცხალი კვარა მყავს ნანახი!
„ხვიჩა კვარაცხელია ქუჩაში რომ შეგვხვდეს, კოცნით დავახრჩობთ!“
         - და რაში მდგომარეობს შენი ოცნება?
         ნიკა: კომპიუტერი მინდა. იცი, სწავლა ძალიან მიყვარს. სკოლაც მიყვარს. არ მაქვს, არც რვეულები, არც კალმები, მაგრამ მაინც დავდივარ. მასწავლებელმა თქვა, რომ მეტი საინტერესო რამის წაკითხვა მათემატიკასა და ისტორიაზე კომპიუტერში შეიძლება. ჩვენ კი, ის არ გვაქვს. ყველას აქვს ჩვენს გარდა.
„სახლში, ტექნიკიდან მხოლოდ ეს მაცივარი აქვთ“
        - კიდევ რა არ გაქვთ ისეთი, რაც ყველას აქვს? 
        ნიკა: სახლი!
        თამარი: საწოლები!
        საბა: „ბენდლერი“!
         - ეგ რა არის?
         საბა: „ბენდლერი“, საჭმლის მოსამზადებლად. „ვჟ-ჟ-ჟ-ჟ-ჟ“ - ასე რომ შვრება! ძალიან ხმაურობს.
        - ა-ა, ბლენდერი.
        საბა: კი, „ბენდლერი“!
        - ნანა, გვითხარით, ამჟამად რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
         ნანა: რა თქმა უნდა, ახლა ჩემი გელას ჯანმრთელობაა მთავარი. მუდმივად სჭირდება წამლები, გამოკვლევები, ექიმის კონსულტაციები. ამ ყველაფერს კი, სახსრები უნდა... საშინელ გაჭირვებაში ვცხოვრობთ. არავინ არ მყავს, თან, კიდევ ექვსი შვილი, ყველას საჭმელი, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები სჭირდება... ჩვენ კი, ელემენტარულის საყიდელი ფულიც კი არ გვაქვს.
„სასადილოს საჭმელი - გადარჩენის ერთადერთი ხერხი, შიმშილით რომ არ დაიხოცონ“
         - რა არის თქვენი ყოველთვიური შემოსავალი? საარსებო წყარო?
         ნანა: მხოლოდ სოციალური დახმარება - 1 000 ლარი. არანაირი სხვა შეღავათი. თავადაც იცით, სოფელში სამსახური არ იშოვება, მეუღლე ყველანაირ დღიურ სამუშაოზე თანახმაა, მაგრამ ეს მიზერია, როდესაც ოჯახში ამდენი ბავშვია. 200 ლარს ქირაში ვიხდით, კიდევ, დაახლოებით 200 გელასთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ წამლებში მიდის, 50 ლარი პამპერსში და, 500 ლარზე ნაკლები გვრჩება პროდუქტისთვის.
 „აი, „ბენდლერი“ რომ გვქონდეს, ეს „სუპი“ უფრო ლამაზი იქნებოდა“
        - აი, მაგალითად რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური რაციონი?
          ნანა: რომელი რაციონი, ხუმრობთ? დღეში ერთხელ საჭმელი მომაქვს სასადილოდან, მერე პური... დიდი ხნის დავიწყებული აქვთ, რა არის ხორცი, ხილი, ბოსტნეული, ყველი. უკვე აღარაფერს ითხოვენ. იციან, რომ ფული არ გვაქვს. აი, თამუნა 2 წლის წინ, ავარიაში მოჰყვა, ველოსიპედით სეირნობისას, მოპედი დაეჯახა. კიდევ კარგი, ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ფეხი მოიტეხა. ოპერაცია გაუკეთდა, ფირფიტა ჩაუდგეს. გვითხრეს, რომ ერთ წელიწადში აუცილებლად უნდა ამოიღონ. უკვე 2 წელია გასული და ეს ჭრილობა ძალიან სტკივა, ხუმრობა ხომ არ არის, 21 ნაკერი დაადეს!
 
„ოპერაცია თუ არ გაკეთდა, გოგონა შეიძლება ხეიბრად დარჩეს“
        - ანუ, ახლა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვების ექიმთან წაყვანა!
        საბა: კიდევ, ძალიან გვჭირდება სასკოლო ნივთები! ესეც „აუცილებელია სიცოცხლისთვის“.
         - და ქირით რატომ მოგიწიათ ცხოვრება?
         ნანა: ათი წლის რომ იყო ჩემი მეუღლე, მათი სახლი მთლიანად დაიწვა. ქუჩაში აღმოჩნდა, თავის მშობლებთან და დასთან ერთად. ჩემი მამამთილი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, დედამთილი კი, კიბოთი, 15 წლის წინ... და გათხოვილია, მასაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და ძალიან უჭირს...
         - და თქვენი ოჯახი? მშობლები, ან ნათესავები ვერაფრით გეხმარებიან?
         ნანა: ვაიმე, რას ამბობთ... დედა ძალიან ავად არის, ჩიყვი აქვს, მამა უმუშევარი დარჩა, და-ძმას ძლივს გააქვთ თავი. სამი ძმიშვილი მყავს, ყველას ძალიან, ძალიან უჭირს...
 „წარმოუდგენელია, ამ საწოლებზე როგორ ეტევა მთელი ოჯახი“
მიუხედავად სიღატაკისა, ყველაფერი დარეცხილია და ლამაზად დაკეცილი. კარადაც კი არ აქვთ, რომ შეინახონ“
       - დახმარებისთვის არავის მიმართეთ?
       ნანა: მუდმივად გვიწევს ხვეწნა და განცხადებების წერა... მაგრამ, აზრი არ აქვს. ჩვენნაირი ადამიანები მთავრობისთვის არ არსებობენ! მაგალითად, თამარის ოპერაციის დაფინანსებაზე უარი მივიღეთ. ბავშვი იტანჯება... ფეხი სტკივა ხოლმე, ცივ ამინდში, მე კი, არ ვიცი, ვის ვთხოვო დახმარება... მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ვერ ვიღებ, მეუბნებიან, რომ დედოფლისწყაროში ვცხოვრობთ და არ გვეკუთვნის - მხოლოდ თბილისში ერიცხებათ. ასე როგორ შეიძლება? ნუთუ ჩემს შვილებს ნაკლები უფლებები აქვთ, ვიდრე დედაქალაქში მცხოვრებ ბავშვებს? ვიჩხუბე, ვიხვეწე, მაგრამ აზრი არ აქვს! არც კი ვიცი, კიდევ რა მოგიყვეთ. ვთხოვე ქირის გადახდაში დამხმარება - უარი მივიღე. ქირა კი, იზრდება და იზრდება. რა ვქნათ, მითხარით. მხოლოდ ფინანსური დახარება ხომ არ არის, იქნებ ვინმემ მირჩიოს რამე.
„ეს არის ორი წლის თემური, მთავრობის აზრით, თბილისში მცხოვრები ბავშვების დახმარება, უფრო მნიშვნელოვანია“
         - ბავშვების ჯანმრთელობის გარდა, კიდევ რამეზე ოცნებობთ?
          ნანა: მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი სახის დახმარებისთვის... ჩემს შვილებს მუდამ აკლიათ საკვები, პამპერსს ვერ ვყიდულობთ... არ გვაქვს საკმარისი საწოლები, ბავშვებს ერთმანეთზე სძინავთ, ტანსაცმლის შესანახი ადგილიც კი არ გვაქვს. ტექნიკაზე ხმას აღარ ვიღებ... 9 ადამიანის, 7 ბავშვის ტანსაცმლის ხელით რეცხვა ნამდვილი კოშმარია. უბრალოდ აუცილებელია სარეცხი მანქანა. არ გვაქვს მაცივარი. პატარა გაზის ბალონზე ვამზადებ საჭმელს. ბავშვებს კი, კომპიუტერი სჭირდებათ სწავლისთვის...
         საბა: „ბენდლერი“ არ დაგავიწყდეს!
         ნანა: ვიცი, რომ თქვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს, ყველა ძალიან გულისხმიერი და გულთბილი ადამიანია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გასაჭირი მათ გულგრილს არ დატოვებს და გულთან ახლოს მიიტანენ ჩემსა და ჩემი შვილების ტკივილს!..
***
         მეგობრებო, შენგელიების ოჯახი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათ ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი დახმარება და თანადგომა. შვიდ ბავშვს მუდამ აკლია საკვები, გაცვეთილი ტანსაცმლით დადიან, მოკლებულები არიან სწავლისა და განვითარების ყოველგვარ საშუალებას. უბრალოდ, ნორმალური ბავშვობა არ აქვთ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია!
        გელა დაავადებულია ეპილეფსიით. ბავშვს მუდმივად სჭირდება მედიკამენტები, მკურნალობა და ექიმის კონსულტაცია. თამარს კი, სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია და ფირფიტის ამოღება.
         შენგელიების ოჯახს ძალიან სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები პროდუქტი, პამპერსი, საწოლები, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ბავშვებს კი, არ აქვთ კომპიუტერი და ვერ სწავლობენ.
        შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ დახმარება შენგელიების ოჯახს. მათი მისამართია: დედოფლისწყარო, სამხედროს ქ. 3 
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას. 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შენგელიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: