ჩვენი დედიკო ძალიან ბევრს ტიროდა და სისხლს ახველებდა, მერე კი ზეცაში გაფრინდა. დაგვიბრუნეთ ჩვენი დედიკო, გთხოვთ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენი დედიკო ძალიან ბევრს ტიროდა და სისხლს ახველებდა, მერე კი ზეცაში გაფრინდა. დაგვიბრუნეთ ჩვენი დედიკო, გთხოვთ!

page info icon
2023 თებერვალი 7
დედაზე ყველა საუბარი ცრემლებით მთავრდება. სულ ცოტა ხნის წინ, 5 წლის ანა-მარიამ და 10 წლის გიორგიმ დედიკო დაკარგეს. „ის სულ ტიროდა, სულ ახველებდა, მერე კი, ზეცაში გაფრინდა“ - ამბობს ანანო. დარწმუნებულია, რომ სწორედ მან გვთხოვა ოჯახში მისვლა. „თქვენ ხომ, მან გამოგგზავნათ, ხომ გადასცემთ, რომ ძალიან გვენატრება? რამე რომ დავხატო, წაუღებთ?“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,624 ₾
( 381 დონორი )
დასრულებულია
ჩვენი დედიკო ძალიან ბევრს ტიროდა და სისხლს ახველებდა, მერე კი ზეცაში გაფრინდა. დაგვიბრუნეთ ჩვენი დედიკო, გთხოვთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
   
      დედაზე ყველა საუბარი ცრემლებით მთავრდება. სულ ცოტა ხნის წინ, 5 წლის ანა-მარიამ და 10 წლის გიორგიმ დედიკო დაკარგეს. „ის სულ ტიროდა, სულ ახველებდა, მერე კი, ზეცაში გაფრინდა“ - ამბობს ანანო. დარწმუნებულია, რომ სწორედ მან გვთხოვა ოჯახში მისვლა. „თქვენ ხომ, მან გამოგგზავნათ, ხომ გადასცემთ, რომ ძალიან გვენატრება? რამე რომ დავხატო, წაუღებთ?“
         ალექსანდრე: ბავშვები ძალიან დარდობენ. ჩვენთვის შოკი იყო მარის სიკვდილი! ნახევარ წელიწადში ჩაიფერფლა. ექიმები ასთმას მკურნალობდნენ, მას კი კიბო აღმოაჩნდა. ხელებში ჩამაკვდა. ამას ჩვენი შვილებიც უყურებდნენ და დღემდე ვერ მოსულან აზრზე. 
         - როგორ უმკლავდებით?
         ალექსანდრე: თავიდან, გაუსაძლისი იყო. მეც ვტიროდი ბავშვებთან ერთად. მერე მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მათ დედობაც და მამობაც მე უნდა გავუწიო. ძნელია, იყო ძლიერი. ძალიან რთულია დედის გარეშე ცხოვრება. სიხარულით მოვკვდებოდი მეუღლის ნაცვლად, ოღონდ ამათ დედა ჰყოლოდათ. მაგრამ, ღმერთს თავის გეგმები აქვს.
„დედიკოსთან ერთად უფრო მხიარულები ვიყავით“
         - რაში მდგომარეობს თქვენი მთავარი პრობლემა?
         ალექსანდრე: შეხედეთ, როგორ ვცხოვრობთ და მიხვდებით. ბავშვებს მშივრებს არ დავტოვებ. ისე ვანაწილებ შემწეობის თანხას, რომ საჭმელი ყოველთვის გვქონდეს - პური, მაკარონი და ლობიო მაინც. გავდივარ და მტვირთავად ვმუშაობ. დღეში 5-10 ლარი გამომდის. მაგრამ, ასეთი საჭმელი სჭირდებათ ბავშვებს? ძონძებით დადიან, დამტვრეულ საწოლზე სძინავთ, ერთი ციცქნა მაგიდა გვაქვს და ერთი სკამი. არანაირი ტექნიკა. ჩვენი სახლი პირველყოფილების გამოქვაბულისგან არაფრით განსხვავდება. ცივა, ნესტია, ნორმალურად ვერც მოაწესრიგებ.
         - ეს სახლი თქვენი საკუთრებაა, თუ ქირით ცხოვრობთ?
         ალექსანდრე: სახლი ჩვენია, უკვე 20 წელია გვპირდებიან, რომ დაანგრევენ და ნორმალურ ბინაში გადაგვიყვანენ. მაგრამ, როგორც ხედავთ, ისევ ამ სოროში ვცხოვრობთ.
„თოჯინები არ მყავს იმიტომ, რომ ჩვენი სახლი ძალიან საშინელია“
        ანა-მარია: თოჯინებს ეშინიათ და იმიტომ არ მოდიან ჩემთან. ნახე რა ულამაზოა აქაურობა.
         - სამაგიეროდ, შენ ხარ ლამაზი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გექნება ლამაზი ბინა.
         ანა-მარია: მიკროფონს თუ მომიტან, გიმღერებ. ლამაზად ვმღერი. დედიკოზე ვმღერი სიმღერებს. ძალიან გვენატრება. დედიკოზე ვმღერი, მერე კი, ვტირი. ახლაც ვიტირებ. შეგიძლია, ჩემს დედიკოს უთხრა, რომ მიყვარს?
        - ჩემი აზრით, ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს.
        გიორგი (10 წლის): დედიკოს სიკვდილის მერე, მე და ჩემი და აღარ ვჩხუბობთ. სულ გვთხოვდა ხოლმე, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთს სულ ჩავეხუტოთ. ხან ვეხუტებით, ხანაც რაღაცეებს არ ვუთმობთ ერთმანეთს, მაგრამ ძა-ა-ა-ა-ალიან იშვიათად.
„სახლში როგორი დაღლილიც არ უნდა მოვიდე, ანა-მარიას „ჩახუტობანა“ მაცოცხლებს“
         ალექსანდრე: არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. ძალიან დამეხმარნენ ამ ტკივილთან შეგუებაში. ანა-მარია თუ დამინახავს, მოწყენილი რომ ვზივარ, მორბის და მეხუტება თავისი პატარა ხელებით. სახლში რომ მოვდივარ, ვახშამს მახვედრებს, შემწვარ კარტოფილს, ან ლობიოს. ჩემი ანგელოზები არიან.
        ანა-მარია: ჩვენი მამიკო ყველაზე კარგია, მაგრამ დედიკო „უკარგესი“ იყო! ვოცნებობ, ერთი წუთით მაინც მოვიდეს ჩვენთან. ჩავეხუტებოდი, ვაკოცებდი და გავუშვებდი.
          - კიდევ რაზე ოცნებობ?
          ანა-მარია: კიდევ მინდა, ჩიპსი რომ მქონდეს და ლამაზი კაბები. იცი, ესეთი გოგონა, ემილი? იუთუბში გამოდის და ბევრი ლამაზი კაბები აქვს! აი ის, ჩემი აზრით, ნამდვილი პრინცესაა. ნეტა, კაბები რომ უპატარავდება, ვინმეს თუ ჩუქნის?
„ლობიოს ვჭამ, მაგრამ წარმოვიდგენ, რომ რაღაც „გემრიელობაა“
         - ესე იგი, შენ კაბებზე და ჩიპსებზე ოცნებობ, და ლამაზი კაბები არ გაქვს. იქნებ, კიდევ გაქვს რამე სურვილი?
          ანა-მარია: კი, მაგრამ „ძვირიანი“ სურვილებია. „ველოსიპედიკი“ მინდა და პლანშეტი. კიდევ, მინდა ფული მქონდეს, ჩემს ძამიკოს წვენი რომ ვუყიდო. ძალიან უყვარს. 
         გიორგი: მეც ველოსიპედი და პლანშეტი მინდა. რომ გავიზრდები, მინდა, ტელეფონების ხელოსანი გამოვიდე. იქ ბევრი ძალიან წვრილი დეტალია. მე კი, მიყვარს ყველაფრის შეკეთება.
         - შეგიკეთებია რამე?
          გიორგი: ჩემი მეგობრის ველოსიპედი შევაკეთე. მამიკო ამბობს, რომ ოქროს ხელები მაქვს. კიდევ, კარგი საჭმელების მომზადება ვიცი. აი, პროდუქტი რომ მქონდეს, საჭმელს სულ გავაკეთებდი ხოლმე. ახლა კი, მხოლოდ კარტოფილის შეწვა შემიძლია, ან ვერმიშელის მოხარშვა.
„კარგად უნდა ვისწავლო, ტელეფონების კარგი „შემკეთებელი“ რომ გამოვიდე“
          - პროდუქტის გარდა, კიდევ რა გაგიხარდებოდა ყველაზე მეტად? 
          გიორგი: დედა რომ იყოს ცოცხალი. მაგრამ ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ, ჩემს დაბადების დღეზე სურვილი რომ ჩავიფიქრე, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, რომ დედიკო ცოცხალია და ველოსიპედს მჩუქნის. ხომ შეიძლება, ჩემისთანა კარგ ბიჭს ასეთი სურვილი აუხდეს?
         ანა-მარია: და ვინ გითხრა, რომ კარგი ხარ? მაშინ, მეც კარგი ვარ.
         გიორგი: ყველა ასე მეუბნება. მამაც და სკოლაშიც.
         - არაჩვეულებრივი ბავშვები ხართ. კარგია, რომ მამას და ერთმანეთს ასე უდგახართ მხარში. ვფიქრობ, ყველა სურვილი აგიხდებათ. ახლა კი, მამიკოს ვკითხოთ, იქნებ ისიც ოცნებობს რამეზე?
„ჩვენი სახლი პირველყოფილი ადამიანების გამოქვაბულს ჰგავს“
        ალექსანდრე: მე, როგორც მარტოხელა მამას ძალიან მჭირდება სარეცხი მაქანა. აღარ ვიცი, როდისღა უნდა მოვამზადო საჭმელი, სარეცხიც გავრეცხო და თან ვიმუშაო... ძალიან ძნელია. დედაჩემი მეხმარება, მაგრამ ისიც მოხუცია, ჩემს საქმის კეთებას მას ხომ ვერ დავავალებ. ჰოდა, ვწვალობ ასე. კიდევ, მაცივარს გთხოვდით. პატარას. აქ დიდი არ დაეტევა. და კიდევ, ერთი ოცნება მაქვს, ბავშვებს საწოლი ვუყიდო. შეხედეთ, სად სძინავთ. ეს ხომ, საშინელებაა.
საქართველოში ბავშვებს ასეთ საწოლზე არ უნდა ეძინოთ
* * *
          მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს აქციას ალექსანდრესა და მისი ორი შვილის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდი ერთჯერადი დახმარებით როდი შემოიფარგლება. ჩვენ ხომ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ, როგორც შეეფერება დედამიწაზე ყველაზე ამაყ ერს - ქართველებს!
          გადარჩენისთვის, ალექსანდრესა და მის ორ ანგელოზს ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტი, საწოლები, სარეცხი მანქანა და მაცივარი. ბავშვები კი, ოცნებობენ ველოსიპედებსა და პლანშეტზე. ვიცით, რომ დედას ვერავინ შეუცვლის, მაგრამ ეს ტკივილთან შეგუებაში დაეხმარებათ. დაეხმარეთ გადარჩენაში, ჩათვალეთ, რომ თქვენი ახლობელი ადამიანები არიან.
          და კიდევ, გაამხნევეთ გმირი მამა, ამოუდექით მას მხარში, უთხარით, რომ ის მარტო არ არის და მის საყვარელ შვილებს გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
        თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, ისინი ცხოვრობენ ამ მისამართზე: თბილისი, აეროდრომის დასახლება, ჩაჩუას ქ. №11.
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: აბოვიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund       
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
          სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

მსგავსი პროექტები: