ვშიშობ, მალე მე და ჩემს პატარებს ხიდის ქვეშ მოგვიწევს ძილი... როგორც უპატრონო ძაღლებს... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვშიშობ, მალე მე და ჩემს პატარებს ხიდის ქვეშ მოგვიწევს ძილი... როგორც უპატრონო ძაღლებს...

page info icon
2020 ივლის 19
„მინდა ფონდის ყველა მეგობარს ვუხმო!.. მე ჩემი პატარა კუთხე მაქვს, მაგრამ დედა ამბობს, რომ მისი წართმევა უნდათ... მერე მე და ჩემს პატარა დაიკოებს რა გვეშველება? ვიცი, ფონდის მეგობრებს ყველაფერი შეუძლიათ!“ - დავითმა (9 წლის) თავის დებს, მარის და ანის გადახედა და თავი დახარა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,200 ₾
( 178 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

     მინდა ფონდის ყველა მეგობარს ვუხმო!.. მე ჩემი პატარა კუთხე მაქვს, მაგრამ დედა ამბობს, რომ მისი წართმევა უნდათ... მერე მე და ჩემს პატარა დაიკოებს რა გვეშველება? ვიცი, ფონდის მეგობრებს ყველაფერი შეუძლიათ!“ - დავითმა (9 წლის) თავის დებს, მარის და ანის გადახედა და თავი დახარა.

სამი ოპერაცია, ერთი მეორის მიყოლებით და ოჯახის ძლიერი მარჩენალი, რომანი ახლა სრულიად უმწეოა, ხოლო მისი მეუღლე და ბავშვები მშივრები არიან; უფრო მეტიც - ისინი საშინელი უბედურების ზღვარზე იმყოფებიან - მათ, შესაძლოა, დაკარგონ ერთადერთი - საწყალი ქოხმახი...

 „ჩვენ ნებისმიერ საქმეს ვკიდებდით ხელს, მაგრამ ჯანმრთელობამ გვიმტყუნა... ვაი, ეს რა უბედურება დაგვემართა! მეუღლე მთელი 6 თვე უმოძრაოდ იწვა, ახლა კი საშინელი შეტევები აქვს და მისი მარტო დატოვება არ შეიძლება... ბავშვები მის აწევას ვერ შეძლებენ... ღმერთო, რა რთულია...! სასოწარკვეთისაგან, დღეში ათასჯერ ვკვდები... ავადმყოფ მამას - სამ მცირეწლოვანთან ერთად, ქუჩაში ყრიან, ბედის ანაბარა... 

ვლოცულობ და მწამს, მოწყალეა უფალი, ეს მან გამოგვგზავნა თქვენთან! თქვენ - ჩვენი უკანასკნელი იმედი ხართ!“ - დედამ, ცირამ (38 წლის) ცრემლებისგან საუბარი ვეღარ შეძლო და სახეზე ხელები აიფარა. 

          ეს ანგელოზები ოცნებობენ მხოლოდ იმაზე, თავზე ჭერი რომ ჰქონდეთ და ქუჩაში, უპატრონო ძაღლებივით არ გამოყარონ!!!

          ამ ბავშვებს ძალიან ეამაყებათ, ქართველები რომ არიან. ისინი ასეთ ხვედრს ნამდვილად არ იმსახურებენ. მათ მშობლებს სახლი, რომელშიც ეს მშვენიერი ბავშვები ცხოვრობენ, ვალების გამო არ ჩაუდიათ. მათ არ გააჩნიათ მავნე ჩვევები, სასმელზე, წამალზე, ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. პირიქით, ძალიან კარგი ადამიანები არიან... უბრალოდ, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ ისევე, როგორც ჩვენი თანამემამულეების უმეტესობა.

           ეს მშვენიერი ქართველი ოჯახი, კარებს არავის არ უღებს, იმის მიუხედავად, რომ კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია სტუმარ-მასპინძლობას ჩვენს ქვეყანაში! ნეტავ რატომ? - ისინი ყოველ წამს შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდნენ, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად! ცირა(38 წლის), მისი მეუღლე რომანი, და მათი სამი არაჩვეულებრივი შვილი: ანი(13 წლის), მარი(11 წლის) და დავითი(9 წლის), ცხოვრობენ როგორც ბომბზე, რომელიც ყოველდღე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს, შეიძლება აფეთქდეს და მოხდეს ტრაგედია. ისინი სახლს დაკარგავენ და ღია ცის ქვეშ, შიშველ მიწაზე აღმოჩნდებიან.

          შიშის გრძნობამ გადაფარა ყველაფერი: შიმშილიც, სიცივეც, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უქონლობა! ამ საშინელმა გრძნობამ, ოჯახის უფროსის ავადმყოფობაც კი დაავიწყა, რომანის, რომელმაც უკვე სამი ოპერაცია გადაიტანა!

          მეგობრებო, დღეს თუ არა, ხვალ, ჩვენს თანამემამულეებს უპატრონო ძაღლებივით გამოაგდებენ ქუჩაში! მათ ჩვენს ფონდს მიმართეს იმის იმედით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ.

         - ღმერთი მოწყალეა, თქვენთან სწორედ მან გამოგვგზავნა, - თვალცრემლიანი ამბობს დედა, ცირა. მის გულში, ქართველი ხალხის სიკეთისა და დახმარების იმედი  ცოცხლობს.

- თქვენ ჩვენს ფონდს მიმართეთ და მხოლოდ ის გვთხოვეთ, ბინის გამოსყიდვაში რომ დაგხამრებოდით. რატომ?

ცირა: ჩვენს ოჯახს რაც შეემთხვა, მტერსაც არ ვუსურვებ! ეს ჩემი მეუღლეა, რომა, ჩვენი ერთადერთი მარჩენალი! მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ის ვეღარ მუშაობს. შეხედეთ, ჯდომაც კი არ შეუძლია, მხოლოდ დგომა, ან წოლა. რომა, თავს არ იზოგავდა,  არ ერიდებოდა უმძიმეს შრომას, გვარჩენდა... სწორედ მისი დამსახურებით, თავად ვუმკლავდებოდით პრობლემას, რომლის გამოც, ახლა იძულებულები გავხდით თქვენთვის რომ მოგვემართა.

ადრე, ბავშვებთან ერთად, რომას მშობლების სახლში ვცხოვრობდით. 15 სული 3 ოთახში: მეუღლის დედ-მამა, მისი ორი ძმა - ერთი უცოლო, მეორე კი, ოჯახთან ერთად! წარმოგიდგენიათ მაინც, რა ხდებოდა ამ სამ ოთახში? თან ბავშვებიც წამოიზარდნენ.

ამიტომაც, მე და რომამ გადავწყვიტეთ ცალკე გადასვლა. გავიგეთ, რომ ამ შენობაში, კერძო კომპანიის „სალი გრუპის“ ბინები იყიდებოდა. ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა აქვე გვეყიდა, თან ძვირიც არ ღირდა. კომპანიასთან ხელშეკრულება დავდეთ, რომლის მიხედვითაც, მათ ანგარიშზე ყოველთვიურად 200 დოლარი უნდა შეგვეტანა და ბინის დავალიანება თანდათანობით დაგვეფარა. მეუღლის ავადმყოფობა რომ არა, თანხა აქამდე სრულად გვექნებოდა დაფარული, ბინა ჩვენს საკუთრებაში გადმოვიდოდა და ყოველგვარი შიშის გარეშე ვიცხოვრებდით. 

უკვე 5 წელია აქ ვცხოვრობთ, მაგრამ სამი წლის წინ ყველაფერი უეცრად შეიცვალა, რომას ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო, თავიდან საშინელი ტკივილების მიუხედავად, მუშაობას მაინც აგრძელებდა და დავალიანებასაც როგორღაც ვფარავდით. მაგრამ უკვე წელიწადნახევარია, რაც ჩემმა მეუღლემ საბოლოოდ დაკარგა შრომისუნარიანობა და შესაბამისად გადახდაც ვეღარ შევძელით. როგორც უკვე გითხარით, ოჯახში მხოლოდ რომა მუშაობდა და ის გვინახავდა.

ხელშეკრულების თანახმად, 3800 დოლარი დარჩა გადასახდელი, ვადა კი 2020 წლის მაისამდეა. მაგრამ, როგორც ჩანს, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, კრედიტორებმა სესხის გადავადება გადაწყვიტეს. არ ვიცი, ჯერჯერობით არავინ არ დაგვიკავშირდა. ყოველი ღამით იმის შიშით ვიძინებთ, რომ ხვალ, შესაძლოა ქუჩაში ავღმოჩნდეთ!

         - ამიტომ არ გვიღებდით კარებს ამდენ ხანს? 

ცირა: კი, გვეგონა, რომ კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ, და ბინის დაცლას მოგვთხოვდნენ... ამ შიშმა საღად აზროვნების უნარი წაგვართვა. დღეს კარებს თუ არ გავაღებთ, ხვალ ხომ მაინც მოვლენ და მოგვთხოვენ ვალის გადახდას... შესაძლოა, ხვალ ჩემს შვილებს ღამისთევა, ხიდის ქვეშ მოუწევთ.

- ღმერთმა დაგვიფაროს და ასეთი რამ რომ მოხდეს, არსად გაქვთ წასასვლელი?

ცირა: არსად. მეუღლის ოჯახში ვერ დავბრუნდებით. იქ, ჩვენს გარეშეც ნემსი ვერ ჩავარდება. ჩემი მოხუცი მშობლები, შორს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში ცხოვრობენ. შესაძლოა, ცოტა ხნით ნათესავებმა შეგვიფარონ, მაგრამ როდემდე შევაწუხოთ? ბინასაც ვერ ვიქირავებთ  გადახდის არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია...

- ნათესავებიდან ან მეგობრებიდან თქვენი დახმარება ვინმეს შეუძლია?

ცირა: არავის... დღესდღეობით, ყველას უჭირს. ვისაც შეეძლო, უკვე დაგვეხმარა რომას მკურნალობასა და სხვა საკითხებშიც. როდემდე ვუყურო ხელებში? ველოდო, ვინ დაგვეხმარება, ან როდის?

- ცირა, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ თქვენი მეუღლის ავადმყოფობის შესახებ? რა არის მისი შრომისუუნარობის მიზეზი?

ცირა: რომას ხერხემალზე, რამდენიმე ადგილას აქვს თიაქარი, უკვე სამი ოპერაცია გადაიტანა, სწორედ ამის წყალობით ახლა ისევ შეუძლია სიარული. მთელი 6 თვე იწვა გაუნძრევლად! მაპატიეთ, და სააბაზანოშიც რომ შემეყვანა, მეზობლის ბიჭს ვეძახდი დასახმარებლად.

- მისი დახმარება შესაძლებელია?

ცირა: სამწუხაროდ, კიდევ რამის გაკეთება შეუძლებელია. ექიმებმა თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს. სახელმწიფოს, ძალიან მადლობელი ვარ სამივე ოპერაცია დააფინანსა, ვეღარაფერს ვიზამთ. ჩემი მეუღლე, სამუდამოდ დარჩება ასეთ მდგომარეობაში, არადა მხოლოდ 43 წლისაა...

- თქვენ თქვით, რომ სახელმწიფომ სამივე ოპერაცია დააფინანსა. კიდევ რამით თუ გეხმარებიან?

ცირა: დიახ, სოციალურად დაუცველები ვართ და ყოველთვიურად დახმარებას ვიღებთ, 510 ლარის ოდენობით. ამჟამად, ეს არის ჩვენი ერთადერთი შემოსავალი. ამ თანხით ვიხდით კომუნალურ გადასახადებს, შეძლებისდაგვარად ვიკვებებით და ვიცმევთ... ბავშვებს სახლის ჩუსტებიც კი არ აქვთ, სახლში ფეხშველა დადიან...

მეუღლეს ინვალიდობის პენსია არ მისცეს, თქვეს რომ ხელ-ფეხი ემორჩილება და ამიტომაც არ ეკუთვნის! ვერ აუხსნი, რომ ადამიანი ადგილზე ვერ ზის 10 წუთზე დიდხანს... მაგიდასთან რომ ვსხდებით, უცებ-უცებ ჩაიყრის პირში რაღაცას და მაშინვე დგება. ეს სახუმარო არაა, სერიოზულად ავად არის.

და კიდევ, მთელი ტექნიკა, რასაც აქ ხედავთ, სახელმწიფომ გვაჩუქა. მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა! სოციალურ სააგენტოს მივმართე დახმარებისთვის, შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და აი, ასეთი საჩუქარი გაგვიკეთეს! 

- თქვენ და რომა, ორივე წარმოშობით სამეგრელოდან ხართ, ხომ ასეა? იქ გაიცანით ერთმანეთი?

ცირა: იქ დავიბადე, და მთელი ცხოვრება იქ გავატარე  გათხოვებამდე. რომას ოჯახიც წარმოშობით სამეგრელოდან არის, მაგრამ დიდი ხანია თბილისში ცხოვრობენ. ერთხელაც, ნათესავებთან სტუმრად ჩამოვიდა. 27 წლის იყო მაშინ, მაღალი და ძალიან სიმპატიური. ახლაც არა უშავს რა(იცინის). ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა, დავქორწინდით და უკვე 15 წელია ერთად ვართ. ჩემი მეუღლის ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, არაფერში არ ვადანაშაულებ და არასდროს არ ვწუწუნებ. ბედნიერი ვარ, ჩემი ბედი მას რომ დავუკავშირე  და ამისთანა, ანგელოზივით შვილები რომ გვყავს.


- როდესმე თუ გიფიქრიათ, ყველაფერი ასე რომ აეწყობოდა? ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდით?

ცირა: ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა? ოჯახურ ცხოვრების დასაწყისში, ყოველთვის გგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ბედნიერი ცხოვრება გელის, შვილებს კი ბედნიერი და უდარდელი ბავშვობა ექნებათ. მაგრამ, თავადაც ხედავთ, ყველაფერი პირიქით მოხდა! ჯანმრთელობასთან, ხუმრობა არ შეიძლება. ის წყვეტს სენს ნაცვლად, როგორი იქნება შენი ხვალინდელი მდგომარეობა...

- ამ ეტაპზე, რა არის თქვენთვის ყველაზე რთული?

ცირა: მეუღლის ავადმყოფობამ, რადიკალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრება! მაგრამ ეს რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, უბრალოდ უნდა შევეგუოთ და ისეთი მივიღოთ, როგორიც არის. იმდენი ცრემლი დავღვარეთ... მძიმეა როცა უყურებ შენს საყვარელ ადამიანს გაუსაძლისი ტკივილი როგორ ტანჯავს და ვერაფერს შველი. რომამ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება მუშაობდა, ოჯახს ინახავდა, და უცებ, საწოლს აღმოჩნდა მიჯაჭვული, მისი ოჯახი კი, ყოველგვარი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა.

იცით რა არის ახლა ყველაზე რთული? ჩემს უმცროს ბიჭთან, დავითთან ერთად მაღაზიაში რომ შევდივართ. განა რა უნდა ვიყიდოთ? პური, შაქარი, მაკარონი - სხვა არაფერი. მე ხომ ვხედავ, როგორ უყურებს შოკოლადს, წვენებს, სხვადასხვა გემრიელობებს... რაც მთავარია, არასდროს გეტყვის: „დედა, მიყიდე!“, სულ მეკითხება: „დედიკო, ხომ მიყიდი, როდესაც ფული გექნება?“ მე ვიწყებ დაძაბულად ფიქრს იმაზე, თუ როდის მექნება შესაძლებლობა,  შვილი რომ გავახარო... ცრემლებს ძლივს ვიკავებ...

- ცირა, მუშაობის დაწყება არ გიფიქრიათ?

ცირა: ადრე ვმუშაობდი დამლაგებლად, გამყიდველად. ახლაც, არც დავფიქრდებოდი, ისე გავიდოდი სამუშაოდ, რათა ჩემი ოჯახი გამომეკვება და ბავშვები ქუჩაში არ დამეტოვებინა! მაგრამ რომას ისეთი საშინელი შეტევები აქვს, რომ მარტოს, ბავშვებთან ერთად მართლა ვერ დატოვებ. ასეთ მომენტში დახმარება სასწრაფოდ სჭირდება, სპეციალური პროცედურები და მანიპულაციები... ბავშვები კი ფიზიკურად ვერ აწევენ... სწორედ ამიტომ ვერ ვტოვებ რომას სახლში მარტოს, ბავშვებთან ერთად.

- შეიძლება, ახლა ბავშვებს რომ გავესაუბრო? დავით, შენით დავიწყოთ, რომელი თამაში გიყვარს ყველაზე მეტად?

დავითი(9 წლის): ბავშვებთან ერთად ვთამაშობ ეზოში, ხან ფეხბურთს, ხან ომობანას... ბევრ სხვადასხვანაირ თამაშს...

- ფეხბურთს? ანუ სპორტი გიყვარს?

დავითი(9 წლის): დიახ, დიახ! ძალიან! ძალიან მინდა ფეხბურთზე ან რაგბზე სიარული, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის... ალბათ, მერე მოხერხდება...

          - დედიკო ამბობს, რომ შოკოლადები და წვენები გიყვარს! ასეა?

დავითი(9 წლის): (იცინის) და ვის არ უყვარს? ყველას უყვარს! და მეც, რა თქმა უნდა! უკვე დიდი ხანია, არ მიჭამია არაფერი გემრიელი. დედიკოს ფული რომ ექნება, ყველაფერს მიყიდის. შემპირდა! მე კი შევპირდი, რომ როდესაც გავიზრდები და ცნობილი მეცნიერი გავხდები, სუპერ რობოტს გამოვიგონებ! ეს რობოტი დაალაგებს, ჭურჭელს დარეცხავს, სახლს გამოხვეტავს, დედიკო რომ აღარ გადაიღალოს. ეს იქნება რობოტი, რომელიც მსოფლიოში ყველა დედას დასვენების შესაძლებლობას მისცემს!

- რა მაგარია დავით! არაჩვეულებრივი იდეაა! და შენ, მარი? შენ რა გიყვარს?

მარიამი(11 წლის): მე სწავლა მიყვარს! განსაკუთრებით ფრანგული ენა. მინდოდა კერძოდ მეცადინეობა მასწავლებელთან, მაგრამ ვიცი, რომ ამის საშუალება არ გვაქვს, ამიტომაც სახლში ვსწავლობ, ჩემით. ჩემი ოცნებაა საფრანგეთში წავიდე და იქ ვისწავლო. საერთოდ საფრანგეთი ძალიან მომწონს... ძალიან ლამაზი ქვეყანაა... სურათებში მაქვს ნანახი. 

- ვინ გინდა გამოხვიდე მომავალში?

მარიამი(11 წლის): მინდა ცნობილი ექიმი გავხდე! ისეთ წამალს გამოვიგონებდი, მამიკო რომ განიკურნოს და ყოველთვის ჯანმრთელი იყოს! იმაზეც მიფიქრია, თქვენსავით ჟურნალისტი რომ გავხდე! იმიტომ რომ ჟურნალისტის მუშაობას ადამიანებისთვის სიკეთე მოაქვს. მაგალითად, ჩვენზე სტატიას თუ დაწერთ, დაგვეხმარებიან! და აღარასდროს შეგვეშინდება, რომ სახლიდან გამოგვაგდებენ!  

- ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ! აუცილებლად დაგეხმარებიან! შენ, ანი? შენ რა მოგწონს ყველაზე მეტად?

ანი(13 წლის): მე მიყვარს ქართული ცეკვა. ძალიან მინდა, მეც ვისწავლო და რომელიმე ანსამბლში ვიცეკვო. მაგრამ ჯერ არ გამოვა - ძალიან ძვირია, მამიკო კი ვეღარ მუშაობს.

- და სახლში რას აკეთებ ხოლმე? დედიკოს ეხმარები? საჭმლის მომზადება გეხერხება?

ანი(13 წლის): კი, დედიკოს ვეხმარები. ვალაგებ ხოლმე. მხოლოდ იმ საჭმლის მომზადება ვიცი, რაც სახლში გვაქვს ხოლმე, წიწიბურის ან მაკარონის.

- შენ რაზე ოცნებობ? ვინ გინდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები?

ანი(13 წლის): მოდა მიყვარს და მინდა დიზაინერი გავხდე. ულამაზეს და თანამედროვე ტანსაცმელს შევქმნიდი, მერე კი ვაჩუქებდი იმ გოგონებს, ვისაც არ აქვს რაიმე მოდურის ყიდვის საშუალება. ყველას ხომ უნდა, ლამაზი იყოს, უბრალოდ ყველას არ შეუძლია.

           - ბავშვებო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მშობლები, ფონდის მეშვეობით, შეიძენენ უამრავ ახალ მეგობარს და მათი დახმარებით, აუცილებლად შეძლებენ თქვენი ოცნებების განხორციელებას.

            - ცირა, თქვენი აზრით, რა არის ამდენად რთული მდგომარეობიდან გამოსავალი? 

            ცირა: კეთილი ადამიანების დახმარების დიდი იმედი მაქვს. მართლა არ ვიცი, რა ვქნა... საიდან მოვიტანო ამხელა ფული. თქვენს ფონდს მხოლოდ ერთი თხოვნით მივმართეთ: გთხოვთ, ნუ დატოვებთ ჩემს შვილებს ქუჩაში! საჭმელი, ტანსაცმელი... ნელ-ნელა, როგორმე, თავად გავუმკლავდებით ყველაფერს. მთავარია, საცხოვრებელი რომ გვქონდეს.

ბინის მეპატრონის სიკეთე რომ არა, დიდი ხანია ქუჩაში ავღმოჩნდებოდით. უკეთილშობილესი ადამიანია... მისი უზომოდ მადლობლები ვართ, რომ არ გაგვყარა, გადახდის გადავადების შესაძლებლობა რომ მოგვცა. თუმცა შეეძლო, ეს არც გაეკეთებინა! ჯერ კიდევ მაშინ, 19 თვის წინ შეეძლო, ჩვენთვის ბინის დაცლა რომ მოეთხოვა! მაგრამ ის ჩვენს მდგომარეობაში შევიდა და ჯერ კიდევ ბინაში ვცხოვრობთ და ჭერი გვაქვს თავზე...

ძალიან კარგად მესმის, თუ იყიდე, ვალდებული ხარ გადაიხადო. მაგრამ, ღმერთია მოწამე, ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის ასეთ გასაჭირში რომ ავღმოჩნდით!

სხვა გამოსავალი ვეღარ ვნახეთ, და ამიტომაც მოგწერეთ ფონდში! ვიცით და ვხედავთ, თქვენ მართლა ეხმარებით ადამიანებს! თქვენ, ჩვენი უკანასკნელი იმედი ხართ!

საშინლად დავიღალე! აუტანელია ეს შიშის გრძნობა! ღმერთმა იცის, რამდენად ძნელია, როდესაც მუდმივად გეშინია იმის, რომ ხვალ, შენი შვილები შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდნენ! მტერსაც არ ვუსურვებ! ღმერთს ვევედრები გადაარჩინოს ჩვენი ოჯახი და სხვებსაც აშოროს ეს განსაცდელი! 

--------
        მეგობრებო, გულისხმიერება გამოვიჩინოთ ამ საბრალო ოჯახის მიმართ და არ დავტოვოთ ისინი მარტო, პირისპირ ამ განსაცდელთან! შიმშილის, გაჭირვების, ოჯახის უფროსის ავადმყოფობისა და კიდევ უამრავი პრობლემის მიუხედავად, ისინი არაფერს ითხოვენ გარდა იმისა,  მცირეწლოვან ბავშვებს თავზე ჭერი რომ ჰქონდეთ. ნუთუ ამ პატარებმა არ დაიმსახურეს, ბედნიერი ბავშვობა რომ ჰქონდეთ?

       ეს საბრალო ოჯახი ქვეყანაზე სრულიად მარტოა და არავის იმედი არ აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ შენი გასაჭირი არ არის ყველასთვის სულერთი, რომ ვიღაც მზად არის, დახმარების ხელი გამოგიწოდოს! ყოველთვის გახსოვდეთ, როდესაც გაჭირვებულს ეხმარებით, ამ სამყაროს უკეთესობისკენ ცვლით და ალამაზებთ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ქვეყანაზე ბევრი კეთილი ადამიანია! ცხოვრება საშინლად აღარ გეჩვენება და სასწაულის იმედი ჩნდება!

        დაურეკეთ მათ, გაამხნევეთ და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელ.: 593 511 108
       ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ოჯახი მისამართზე: თბილისი, გრიგოლ ლორდქიფანიძის ქ. №136 ბინა 24/25
         აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ცირა თოდუას ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

        უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ  ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, მას ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!

         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ცირა თოდუა)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

            ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ცირას, რომანსა და მათ შვილებს, არავინაა დაზღვეული ბედისწერისგან! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: