ოთხი და და ოთხი ერთი მეორეზე საშინელი უბედურება! რა არის ბედნიერება, არ იციან არც მათ, და არც იმათ შვილმა.
2022 ივნისი 15
1932
ამ დანგრეული სახლის კედლები ზაფხულშიც ვერ თბება, სული გეყინება მის სიახლოვეს. იქიდან მუდამ კვნესა და გოდება ისმის. ამ დაწყევლილ სახლში ხუთნი ცხოვრობენ: ოთხი და და მათი საერთო „ბავშვი“ – 29 წლის გიორგი. უფრო სწორად, იქ კი არ ცხოვრობენ, იტანჯებიან. ამ დაწყევლილი სახლის არცერთ ბინადარს, ცხოვრებაში არ გაუმართლა. ისინი, ერთდროულად მკვდრებიც და ცოცხლებიც არიან...
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,234.93 ₾
(
154 დონორი )
სასწაული ხდება ჩვენს თავს! ნეტავი, ეს სიზმარი არ იყო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ირმა (51 წლის): ქართული ენა კარგად ვიცი, თითქოს... მასში მრავალი სიტყვაა მადლიერების გამომხატველი. მე კი ვეძებ... ვეძებ სიტყვებს, რომ ჩემი მადლობა ლამაზად გადმოვცე... თუმცა გულში უფრო მეტს ვგრძნობ, დამიჯერეთ, გული უფრო გლოცავთ. თქვენ ჩვენ გვაჩუქეთ სითბო...
ნუნუ (61 წლის): როგორც ფიზიკურად გაგვათბეთ, ისე სულიერადაც.
ირმა: გოგო დამაცადე, ეგ მე უნდა ვთქვა... შეხედე, როგორ პირში მივარდება.... (იცინის და განაგრძობს) ფანჯრები რომ ჩაგვისვით, შეშაც მოგვიტანეთ, ტანსაცმელიც - ამით ფიზიკურად გავთბით...
ერთმანეთს საუბარს არ აცდიდნენ. თითქოს მადლიერების გამოხატვაში ეჯიბრებიანო.

ესაა ამბავი სიკეთესა და სიყვარულზე, რომელიც თქვენ დაწერეთ, ჩვენო ერთგულო მეგობრებო! თქვენ ხართ ამ ენით გამოუთქმელი სიხარულის ავტორები, რადგან რომ არა თქვენი გვერდში დგომა და კეთილი გულები, ეს ამბავი ვერ იარსებებდა, თედიაშვილების ოჯახი კი ამ ზამთარს ვერ გადაურჩებოდა. მადლობა თითოეულ მათგანს იმ ბედნიერი ღიმილისთვის, რომელიც გაჭირვებულ, ავადმყოფ და სასოწარკვეთილ ადამიანებს მიანიჭეთ!
ეს მათი - ოთხი უბედური და გაჭირვებული ადამიანის ცხოვრების ისტორია.ნუნუ, ვარდო, მაია და ირმა თედიაშვილები სასტიკი ზამთრის მოლოდინში შეშის გარეშე დარჩნენ, ჩამსხვრეული ფანჯრებიდან სიცივის შეკავებას ხან ცელოფნით ხან ხის ნაჭრებით ცდილობდნენ.


ვარდო (60 წლის): ამ უსაზღვრო სიკეთემ სული გაგვითბო, იმედი ჩაგვისახა, ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნა. მეც, ამ ცალფეხა ქალს, ჩემი ტკივილი დამავიწყა...
ირმა: ნახე, როგორ არ მაცდიან საუბარს.
მაია (56 წლის): და საკვები? საკვებიც ხომ მოგვიტანეს. ჩემი ერთადერთი ავადმყოფი შვილისთვის რა მეჭმია, არ ვიცოდი... სოციალური შემწეობა გადამოწმების მიზნით სამი თვით გვქონდა შეჩერებული. თითქმის ულუკმაპუროდ ვიყავით დარჩენილები...

ირმა, ვხედავ, ყველაზე მეტად ფანჯრები გაგიხარდათ...
ირმა: თქვენმა ფონდმა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ჩაგვისვა. ხომ გახსოვთ მის ნაცვლად რა იყო? აბა, როგორ არ გავიხარდებოდა. ძლივს გავთბით. ქარი ისე ზუზუნებდა, ისეთი სიცივე შემოდიოდა-ა-ა... ვერც ღუმელი ათბობდა. ან ღუმელი სად იყო... შეშა არ გვქონდა და გაზი ხომ ექვსი წელია ჩაჭრილი გვაქვს... 650 ლარია გადასახდელი. სად გვაქვს ამდენი ფული?
მაია: მაცივარიც გაგვიხარდა. ჯერ რა საჭმელი გვაქვს ხოლმე, მაგრამ რასაც მოგვაწვდიან, იმასაც ხომ უნდა გამოზოგვა და გაფრთხილება? დღეებზე უნდა გადავანაწილოთ! ერთიანად ხომ არ გადასანსლავ ყველაფერს ადამიანი? მერე მეორე დღეს რაღა უნდა ჭამო? ახლა მაცივარში შევინახავთ და უფრო ეკონომიურად მოვიხმართ. რას ვიზამთ, ასეთია მშიერი ოჯახის ბედი.


ვარდო: წამლებითაც დაგვეხმარა თქვენი ფონდი. გაუსაძლისი ტკივილები მაქვს ხოლმე. რამით ხომ უნდა გავიყუჩო? წამლები ყველას გვჭირდება. ასაკში ვართ. თქვენ რომ მოგმართეთ, ირმას მაგ პერიოდში ხელი ჰქონდა მოტეხილი. მაიას ნაღვლის ბუშტი გაუსკდა და თორმეტგოჯაც ამოაჭრეს. მე მაინც ყველაზე უარეს დღეში ვარ - ფეხი არ მაქვს. ახლა წნევაც მაწუხებს. გუშინ 240 აჩვენა. ექიმთან მისვლა მჭირდება - კარდიოლოგთან. მაგრამ ჯერ ვერ მივდივარ, ამის საშუალება არ არის.
ჩვენი ფონდის გარდა კიდევ ვინ დაგეხმარათ? უამრავი ადამიანი კითხულობს ჩვენს სტატიებს. იქნებ ვინმემ გადაწყვიტა, თავად გსტუმრებოდათ?
ირმა: დიახ. იყო ჩვენთან მოსული ჯარისკაცი, სახელად თამაზი. გვარი არ უთქვამს, სამწუხაროდ. დედასთან ერთად გვესტუმრა და უამრავი ტანსაცმელი მოგვიტანა. პროდუქტიც შეგვიძინა. იცით, რა სასიამოვნო ხალხი იყო? - საყვარელი დედა-შვილი! უმრავლოს საქართველოს ასეთი ვჟკაცები.
გიორგი (30 წლის. მაიას ვაჟი. უჭირს საუბარი): მე ჟაკეტი მომეწონა. ძალიან გავთბი.

ირმა: გამგეობაში მომუშავე გოგონებმა თავისი ჯიბიდან შეაგროვეს თანხა და შეშა შეგვიძინეს. მადლობლები ვართ. აი, ასე გავთბით და უკვე ზამთრის სუსხისაც აღარ გვეშინია.
თავად გამგეობა თუ გეხმარებათ რამით?
ვარდო: სამი წლის წინ სახურავი შეგვიკეთეს. 5 კგ მაკარონი მოგვცეს. ეგეც 3 წლის წინ იყო. ახლახანს რომ ჩავიდა ჩემი და იქნებ რამე პროდუქტი გაიმეტონო, უთხრეს - მაკარონი ხომ აიღეთ უკვეო...
ის სამი წლის წინანდელი გაახსენეს. თურმე ის მაკარონი სამი წლის საკმარი იყო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ჩვენს უბანში ტალახი და ლაფია. გზა არ დაუგიათ. მე ეტლითაც ვერ გამოვდივარ ამის გამო. ვერ ივლის ეტლი. ჰოდა, ვზივარ ასე სახლში, კედლებს მიჯაჭვული. ახლა თქვენს მიერ ჩასმული ფანჯრებიდან მაინც გავიხედები და დავინახავ მზეს. ეგ მზე გამათბობს და დამაიმედებს.

ნუნუ, თქვენ ყველაზე უფროსი ბრძანდებით, ამიტომ თქვენ გკითხავთ. მცირედის გაკეთება მოვახერხეთ თქვენთვის, მაგრამ დაგრჩათ კიდევ უამრავი საჭიროება. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის თქვენთვის?
ნუნუ: ძალიან მეუხერხულება, მაგრამ... საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მუდმივად გვჭირდება. სოციალური სასადილოთი კი ვსარგებლობთ, მაგრამ მხოლოდ სამ სულზე, ჩვენ კი ხუთნი ვართ. წამლები ძალიან ძვირია, ვერ ვახერხებთ შეძენას.
ირმა: არ გვაქვს საკმარისი საწოლები. ორ-ორად გვძინავს. აგერ, დედა-შვილს 15 წელია ერთად სძინავს. მაგრამ რა ვქნათ? სხვა გამოსავალი არაა. იატაკზე ხომ არ დააწვენ ავადმყოფ ბიჭს? იატაკი კიდევ... კარგად ხედავთ რანაირია.
ვარდო: არ გვაქვს სამზარეულოს კარადები. ჭურჭელი ყუთებში გვიწყვია... არც ტანსაცმლის კარადები გვაქვს. ტანსაცმელს პარკებში ვინახავთ.
აბაზანა ვერ შევამჩნიე...
ნუნუ: სათონეს ვიყენებთ აბაზანად. თონეც გატეხილია. სიცივეში გვიწევს ბანაობა. მაგრამ ვუძლებთ. სხვა რა გზაა?
ქალბატონებო, რაიმე ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენი წარსულიდან. თუნდაც კურიოზს, ცოტა გავმხიარულდეთ.

ნუნუ: მე მოგიყვებით.
ირმა: ეს ახლა იმას მოყვება, თბილისში რომ დაიკარგა.
ნუნუ: 16 წლის გავთხოვდი, რომ იტყვიან პირდაპირ დედის კალთიდან. ახალი გათხოვილი ვიყავი და თავი მინდოდა ოჯახის ქალად წარმომეჩინა. ქმარს ვუთხარი წავალ თბილისში, ბაზარში პროდუქტს იაფად ვიყიდი და ჩამოვიტან მეთქი. მან მკითხა - გზა ხომ იციო? ვუპასუხე - როგორ არა, პაპიდასთან რომ დავყავდი დედას დავიმახსოვრე მეთქი. წამოვედი კახეთიდან თბილისში. მოვიარე ბაზარი და ჩავჯექი მეტროს მატარებელში. აღმოვჩნდი დიდუბეში სამგორის მაგივრად. რომ განათდა, მივხვდი რომ სადღაც უცნაურ ადგილას ამოვყავი თავი. თან ხმამ გამოაცხადა - დაცალეთ ვაგონებიო. (მაშინ დიდუბე იყო ბოლო გაჩერება) ,,დისპეტჩერს ვკითხე, სამგორში როგორ დავბრუნდე მეთქი, მან კი რუსულად მიპასუხა: ,,ტუდა ი აბრატნაო“. მაშინ რუსული ენა არ ვიცოდი. ჰოდა, ჩამოვჯექი სკამზე და ველოდებოდი ტრანსპორტს, რომელსაც ,,ტუდა ი აბრატნა“ ეწერებოდა. მერე ვიღაც ქალი დამეხმარა და სამგორამდე დამიმგზავრა. საღამოს ჩამოვაღწიე საგარეჯომდე.
ვარდო (იცინის) : მაგის მერე დაჯდა და რუსული ენის სწავლა დაიწყო... ჩვენ კი ,,ტუდა აბრატნას“ ვეძახდით ხუმრობით.
ყველამ გულიანად ვიცინეთ. რა ვართ ქართველები, უკიდურეს გაჭირვებაშიც კი არ ვკარგავთ იუმორის გრძნობას, ხოლო როცა სიხარულს განვიცდით, შეიძლება გულამოსკვნით ვიტიროთ ბედნიერებისგან მეთქი - ვუთხარი დებს. ნუნუც დამეთანხმა და თქვა: ,,როცა ახალი ფანჯრები ჩაგვისვეს და პირველად გამოვაღე, ტირილი წამსკდა, ბოლო ხმაზე ვქვითინებდი. თქვენი ფონდის წარმომადგენელმა მეუბნებოდა - ნუ ტირით, ქალბატონო, ეს ხომ სასიხარულო ამბავიაო.“ ნუნუს კი უპასუხია - მიხარია, ძალიან მიხარია და სწორედ ამიტომაც ვტირიო.
***
მეგობრებო, ეს არის თქვენს მიერ დაწერილი სიხარულის ისტორია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გაგრძელება. ყოველი ოჯახისთვის სიკეთე იქამდე უნდა ვაკეთოთ, სანამ საბოლოოდ არ გადავარჩენთ ადამიანებს შიმშილისა და სიკვდილისაგან. ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თედიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270; ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 აპრ 26 | პროდუქტები | 240 | transferred |
2023 აპრ 10 | საწოლი | 600 | transferred |
2022 აგვ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 420 | paid |
2022 ივლ 21 | მედიკამენტები | 114.88 | transferred |
2022 ივლ 19 | პროდუქტები | 149.94 | transferred |
2022 ივლ 5 | მაცივარი | 710 | transferred |
სულ ხარჯი: 2,234.82 ₾
დარჩა 0.11 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
09.02.2023 00:00:00 | ნატროშვილი ლაშა | 3 | Transfer to account |
31.01.2023 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 3 | Transfer to account |
20.01.2023 20:10:43 | ანონიმი | 12 | VISA, MasterCard (Geopay) |
21.10.2022 00:00:00 | ვარძელაშვილი ეკა | 100 | Transfer to account |
21.09.2022 00:00:00 | 'ანი ეგრისელაშვილი | 5 | Transfer to account |
02.08.2022 00:00:00 | ჯულაყიძე გიორგი | 3 | Transfer to account |
02.08.2022 00:00:00 | ჭელიძე ელენე | 2 | Transfer to account |
02.08.2022 00:00:00 | ქობულაძე ნიკოლოზ | 1 | Transfer to account |
02.08.2022 00:00:00 | ქობალია ლევან | 7.38 | Transfer to account |
02.08.2022 00:00:00 | კეკელიძე ნანა | 15 | Transfer to account |
02.08.2022 00:00:00 | ბიღიაშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
02.08.2022 00:00:00 | ტერმინალი | 9.5 | Transfer to account |
31.07.2022 00:00:00 | კოპალაძე გიორგი | 20 | Transfer to account |
31.07.2022 00:00:00 | კიკორია ნინო | 10 | Transfer to account |
30.07.2022 00:00:00 | სებისკვერაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
30.07.2022 00:00:00 | მუმლაძე ზაზა | 2 | Transfer to account |
30.07.2022 00:00:00 | ლეჟავა მარიტა | 3 | Transfer to account |
30.07.2022 00:00:00 | ზაზაშვილი ბექა | 15 | Transfer to account |
30.07.2022 00:00:00 | დიღმელაშვილი ნანა | 5 | Transfer to account |
30.07.2022 00:00:00 | გორგილაძე ნათია | 4 | Transfer to account |
30.07.2022 00:00:00 | გორგაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
30.07.2022 00:00:00 | 'ქეთევან დიასამიძე | 1 | Transfer to account |
29.07.2022 00:00:00 | კაპანაძე ბაკურ | 10 | Transfer to account |
25.07.2022 00:00:00 | მიქელაძე გიორგი | 5 | Transfer to account |
25.07.2022 00:00:00 | მიქელაძე გიორგი | 5 | Transfer to account |
25.07.2022 00:00:00 | ლაბაძე კახა | 10 | Transfer to account |
25.07.2022 00:00:00 | კუპრაძე ვაჟა | 4 | Transfer to account |
25.07.2022 00:00:00 | გორგაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
25.07.2022 00:00:00 | გელაშვილი ნიკოლოზი | 10 | Transfer to account |
24.07.2022 00:00:00 | კაკრიაშვილი ლერი | 10 | Transfer to account |
24.07.2022 00:00:00 | ზურაბაშვილი ხატია | 2 | Transfer to account |
24.07.2022 00:00:00 | დვალიშვილი ლენა | 2 | Transfer to account |
24.07.2022 00:00:00 | დემურაშვილი ლუკა | 1 | Transfer to account |
24.07.2022 00:00:00 | გიქორაშვილი გიორგი | 25 | Transfer to account |
23.07.2022 00:00:00 | გუგუმბერიძე რიჩარდ | 10 | Transfer to account |
22.07.2022 00:00:00 | თებიძე შოთა | 2 | Transfer to account |
22.07.2022 00:00:00 | ელყანიშვილი მიხეილ | 10 | Transfer to account |
22.07.2022 00:00:00 | გობეჯიშვილი ვენედი | 3 | Transfer to account |
22.07.2022 00:00:00 | მარიამ ფანქველაშვილი | 20 | Transfer to account |
20.07.2022 00:00:00 | ხურციძე ინა | 5 | Transfer to account |
20.07.2022 00:00:00 | მეშვილდიშვილი გიორგი | 20 | Transfer to account |
20.07.2022 00:00:00 | მეტრეველი ელზა | 10 | Transfer to account |
20.07.2022 00:00:00 | ზარიაშვილი სერგო | 3 | Transfer to account |
20.07.2022 00:00:00 | თამარი თუთარაშვილი | 1 | Transfer to account |
20.07.2022 00:00:00 | ლევან მთიულიშვილი | 1 | Transfer to account |
20.07.2022 00:00:00 | მარია ელიზბარიან | 1 | Transfer to account |
20.07.2022 00:00:00 | გიორგი ბაძგარაძე | 2 | Transfer to account |
20.07.2022 00:00:00 | გოჩა შალიკაშვილი | 5 | Transfer to account |
20.07.2022 00:00:00 | ლევან მთიულიშვილი | 1 | Transfer to account |
20.07.2022 00:00:00 | გიორგი თურმანიძე | 10 | Transfer to account |
19.07.2022 00:00:00 | ქუთათელაძე იაკობ | 30 | Transfer to account |
18.07.2022 00:00:00 | ხურციძე ინა | 5 | Transfer to account |
18.07.2022 00:00:00 | ხურციძე ინა | 5 | Transfer to account |
18.07.2022 00:00:00 | ხმალაძე ნიკა | 5 | Transfer to account |
18.07.2022 00:00:00 | ჭელიძე ელენე | 2 | Transfer to account |
18.07.2022 00:00:00 | ქემაშვილი მიხეილ | 5 | Transfer to account |
18.07.2022 00:00:00 | ნავერიანი თამთა | 2 | Transfer to account |
18.07.2022 00:00:00 | თურმანიძე ბესიკ | 5 | Transfer to account |
18.07.2022 00:00:00 | ვარშანიძე გურანდა | 1 | Transfer to account |
17.07.2022 00:00:00 | მარგალიტაძე ნინო | 1 | Transfer to account |
17.07.2022 00:00:00 | ჭელიძე ელენე | 2 | Transfer to account |
17.07.2022 00:00:00 | თუთარაშვილი თამარი | 1 | Transfer to account |
16.07.2022 00:00:00 | ებრალიძე ირაკლი | 1 | Transfer to account |
16.07.2022 00:00:00 | გულუა გიგი | 0.5 | Transfer to account |
15.07.2022 19:57:36 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
15.07.2022 00:00:00 | ხურციძე ინა | 5 | Transfer to account |
15.07.2022 00:00:00 | ჩხარტიშვილი ანა | 2 | Transfer to account |
15.07.2022 00:00:00 | ქობულაძე ნიკოლოზ | 0.53 | Transfer to account |
15.07.2022 00:00:00 | ქამადაძე სოფიკო | 3 | Transfer to account |
15.07.2022 00:00:00 | ტყემალაძე გვანცა | 1 | Transfer to account |
15.07.2022 00:00:00 | კვარაცხელია ლერი | 1 | Transfer to account |
15.07.2022 00:00:00 | დემურაშვილი ლუკა | 2 | Transfer to account |
06.07.2022 13:21:56 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
06.07.2022 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
05.07.2022 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 5 | Transfer to account |
05.07.2022 00:00:00 | მანუჩარ მეგრელიშვილი | 10 | Transfer to account |
05.07.2022 00:00:00 | მარიამ დევდარიანი | 3 | Transfer to account |
04.07.2022 20:31:32 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
04.07.2022 00:00:00 | გიორგი თურმანიძე | 10 | Transfer to account |
03.07.2022 00:00:00 | ანა წილოსანი | 10 | Transfer to account |
02.07.2022 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
02.07.2022 00:00:00 | ნესტანი აფრიამაშვილი | 10 | Transfer to account |
01.07.2022 00:00:00 | ნარგიზი ცქიფურიშვილი | 1 | Transfer to account |
29.06.2022 00:00:00 | თეთრაძე გვანცა | 2 | Transfer to account |
29.06.2022 00:00:00 | გვათუა ნინო | 50 | Transfer to account |
28.06.2022 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 5 | Transfer to account |
28.06.2022 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 3 | Transfer to account |
28.06.2022 00:00:00 | გიორგი თურმანიძე | 10 | Transfer to account |
27.06.2022 00:00:00 | მჭედლიშვილი ნანი | 145.75 | Transfer to account |
27.06.2022 00:00:00 | ჯიაძე ნინო | 2 | Transfer to account |
27.06.2022 00:00:00 | წიფურია ია | 10 | Transfer to account |
27.06.2022 00:00:00 | გოგილაშვილი მარიამი | 5 | Transfer to account |
27.06.2022 00:00:00 | ანა გოგნაძე | 2 | Transfer to account |
26.06.2022 00:00:00 | არჯევანიძე გიორგი | 10 | Transfer to account |
26.06.2022 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
26.06.2022 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
24.06.2022 00:00:00 | ნიკა გაბაძე | 2 | Transfer to account |
24.06.2022 00:00:00 | მანანა ფანცულაია | 10 | Transfer to account |
22.06.2022 00:00:00 | ქეთიშვილი მაკა | 10 | Transfer to account |
22.06.2022 00:00:00 | მანანა ბეჟიტაშვილი | 10 | Transfer to account |
22.06.2022 00:00:00 | გიორგი მამუკელაშვილი | 20 | Transfer to account |
22.06.2022 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 100 | Transfer to account |
21.06.2022 00:00:00 | პერტაია ნინო | 20 | Transfer to account |
21.06.2022 00:00:00 | მაისურაძე მარიამ | 5 | Transfer to account |
20.06.2022 00:00:00 | არველაძე თამთა | 5 | Transfer to account |
20.06.2022 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 1 | Transfer to account |
20.06.2022 00:00:00 | რობაქიძე მარიამ | 100 | Transfer to account |
20.06.2022 00:00:00 | ასიტოვი მარიამ | 10 | Transfer to account |
20.06.2022 00:00:00 | ლევან ლევერაშვილი | 10 | Transfer to account |
20.06.2022 00:00:00 | აფციაური გიორგი | 5 | Transfer to account |
19.06.2022 00:00:00 | პეტრე კარიაული | 5 | Transfer to account |
19.06.2022 00:00:00 | ანა მურველაშვილი | 10 | Transfer to account |
18.06.2022 23:47:40 | ანონიმი | 80 | VISA, MasterCard (Geopay) |
18.06.2022 23:44:58 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
18.06.2022 00:00:00 | ცნობილაძე სალომე | 10 | Transfer to account |
18.06.2022 00:00:00 | უშვერიძე ნინო | 1 | Transfer to account |
18.06.2022 00:00:00 | არველაძე თეონა | 10 | Transfer to account |
18.06.2022 00:00:00 | ლევან დათუკიშვილი | 4.27 | Transfer to account |
18.06.2022 00:00:00 | მიხეილ მალაყმაძე | 50 | Transfer to account |
18.06.2022 00:00:00 | ნათია ენუქიძე | 5 | Transfer to account |
17.06.2022 00:50:06 | ანონიმი | 300 | VISA, MasterCard (Geopay) |
17.06.2022 00:00:00 | ხაბაზიშვილი ამირან | 10 | Transfer to account |
17.06.2022 00:00:00 | ჭანკვეტაძე ზურაბი | 5 | Transfer to account |
17.06.2022 00:00:00 | ითონიშვილი ანა | 3 | Transfer to account |
17.06.2022 00:00:00 | მარი იმერლიშვილი | 20 | Transfer to account |
17.06.2022 00:00:00 | სოფიკო მაისურაძე | 10 | Transfer to account |
17.06.2022 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
17.06.2022 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 10 | Transfer to account |
17.06.2022 00:00:00 | გიგლა გვარამია | 10 | Transfer to account |
16.06.2022 17:24:29 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
16.06.2022 00:00:00 | გელიტაშვილი გიორგი | 30 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ქიქავა ნანა | 20 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ნადირაძე ქეთი | 10 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ლომთაძე ზაზა | 10 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ინაური ინა | 5 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ადამაშვილი სოფიო | 5 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ჭურღულაშვილი ცისია | 2 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ირმა ბუნტური | 2 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ლევან დათუკიშვილი | 5 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ნინო ხაჩიური | 10 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | ლევან კობაიძე | 3 | Transfer to account |
16.06.2022 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 10 | Transfer to account |
15.06.2022 22:13:50 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
15.06.2022 21:00:53 | ანონიმი | 200 | VISA, MasterCard (Geopay) |
15.06.2022 00:00:00 | გვალია ინგა | 100 | Transfer to account |
15.06.2022 00:00:00 | სულიკაშვილი ტატო | 28 | Transfer to account |
15.06.2022 00:00:00 | სალამაძე ილია | 10 | Transfer to account |
15.06.2022 00:00:00 | ჯავახიშვილი ირაკლი | 3 | Transfer to account |
15.06.2022 00:00:00 | კუტალაძე ელენე | 1 | Transfer to account |
15.06.2022 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
15.06.2022 00:00:00 | ინგა შტოლი | 10 | Transfer to account |
15.06.2022 00:00:00 | ვენერა ხარატიშვილი | 5 | Transfer to account |
15.06.2022 00:00:00 | მანანა მაჭარაშვილი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,234.93 ₾
დარჩა 0.11 ₾
მსგავსი პროექტები:
|