ბავშვების სურვილები, страница 3, страница 13 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების ახდენილი სურვილები

ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება!
ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება!
მარიამი: არ მახსოვს, ამდენი რამე თუ ვითხოვე. რა უხერხულია... მგონი, ზედმეტად ბევრი საჩუქარი მომიტანეთ. ნამდვილად მხოლოდ ჩემთვისაა ეს ყველაფერი? იქნებ, სხვებისთვისაც არის? იმდენი სათამაშოები და ფანქრები მაჩუქეთ, ალბათ, ცხოვრების ბოლომდე მეყოფა! - მოგეწონა? მარიამი: ზუსტად ვიცი, როგორც კი წახვალთ, ბედნიერებისგან ვიტირებ! ჩემთვის არასდროს არავის არაფერი უჩუქებია, არც ახალ წელს, არც დაბადების დღეზე. აქ კი, ამდენი კარგი და ახალი რამეა! ღმერთო, მგონი, თქვენს წასვლამდე ვერ შევიკავებ თავს და ახლავე ვიტირებ.
შეგროვებულია
181.95 ₾

დონორი
23
ანგარიში
მეგობრებო, კარგად რომ ისწავლოს, ბავშვს საწერი მაგიდა სჭირდება
მეგობრებო, კარგად რომ ისწავლოს, ბავშვს საწერი მაგიდა სჭირდება
სად იყიდეთ ასეთი მაგიდა? ჩვეულებრივ მაღაზიებში ხომ ასეთს ვერ ნახავ? სულ მინდა მასთან ვიჯდე, მუდმივად, ვიმეცადინო, დავხატო, ვჭამო! იმხელაა, ალბათ, ზედ დავიძინებდი კიდეც! ნახე, რა მაგარია. ყველა კეთილ ძიას და დეიდას მინდა მადლობა გადავუხადო! თქვენ ჩემი სურვილი გამოიცანით! მე თვითონ, ასეთ ლამაზ მაგიდას ვერ ავარჩევდი!
შეგროვებულია
180 ₾

დონორი
12
ანგარიში
ნახე, რა ლამაზი ბიჭი ვარ! ყველაფერი ახალი მაცვია
ნახე, რა ლამაზი ბიჭი ვარ! ყველაფერი ახალი მაცვია
ლუკა: ძალიან მომწონს ყველაფერი და როგორ მიხარია, რომ ჩემი უფროსი ძმები ფეხსაცმელს აღარ წამართმევენ! ალბათ, მანქანასაც არ წამართმევენ. თქვენ ხომ, მათაც მოუტანეთ ველოსიპედები. ახლა, ყველას გვაქვს სათამაშო და ალბათ, აღარ ვიჩხუბებთ.
შეგროვებულია
169.13 ₾

დონორი
15
ანგარიში
ანას სამი ახალი კაბა აქვს
ანას სამი ახალი კაბა აქვს
ანა: ასეთი ლამაზი კაბები არავის აქვს ჩვენს ქალაქში! ალბათ, სხვა ქალაქიდან ჩამოიტანეთ, ჰო? – ვეცადეთ, ყველაზე ლამაზი და თბილი ამოგვერჩია. ანა: დიდი მადლობა ყველას, ვინც ისინი ჩემთვის ამოარჩია! - კიდევ რა გსურს, რომ გაჩუქონ? ანა: ძალიან მინდა, ტელეფონი რომ მქონდეს, როგორც ჩემს კლასელებს. ძალიან მინდა. მაგრამ, თუ არ გამოვა, დიდად არ მეწყინება!
შეგროვებულია
165 ₾

დონორი
11
ანგარიში
საჩუქარი, რომელიც კარგ განწყობას მიქმნის და იღბალი მოაქვს!
საჩუქარი, რომელიც კარგ განწყობას მიქმნის და იღბალი მოაქვს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ კახაბერს! ის თქვენ გიღიმით! კახაბერი: დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ახლა, ძიუდოს ახალი ფორმა მაქვს! როდესაც ჩემი საყვარელი ფორმა ცეცხლში დაიწვა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ახალი მალევე მექნებოდა. ჩვენ ხომ, იმდენი რამ გვჭირდება ახლა. თქვენმა საჩუქარმა კი, უცებ შეცვალა ყველაფერი. იმ მომენტში, როდესაც ხელში ახალი ფორმა ავიღე, ვიგრძენი, რომ ის სავსე იყო თქვენი სიკეთითა და სიყვარულით. გპირდებით, რომ ბევრს ვივარჯიშებ და ახალ წარმატებებს მივაღწევ ძიუდოში. ჩემს გამარჯვებებს კი, თქვენ მოგიძღვნით.
შეგროვებულია
163.18 ₾

დონორი
21
ანგარიში
პატარა ოცნება დიდ სათამაშო მანქანაზე
პატარა ოცნება დიდ სათამაშო მანქანაზე
„თქვენც გაიგეთ სიხარულისგან როგორ ვყვიროდით, როდესაც ძიამ მანქანა და თოჯინა მოგვიტანა? დედამ თქვა, რომ მთელმა საქართველომ გაიგო. ასე გვითხრა, ყვირილს თუ არ შევწყვეტთ, თქვენს საჩუქრებს უკან წაიღებენო - მაგრამ არავის წაუღია და ძალიან გაგვიხარდა! ხან მანქანას ვკოცნიდით, ხან თოჯინას, ხან ძიას და დედიკოს!"
შეგროვებულია
163 ₾

დონორი
11
ანგარიში
რომ გავიზრდები, ასეთი ნამდვილი მექნება!
რომ გავიზრდები, ასეთი ნამდვილი მექნება!
ანდრია: დედა ამბობს, რომ მანქანის ამდენი კოცნა არ შეიძლება! ჩემს დას თუ შეუძლია თავის თოჯინას ბევრჯერ აკოცოს, მანქანამ რა დააშავა? - ასეთი მანქანა გინდოდა, ანდრია? ანდრია: არა! არც მეგონა ასეთი ლამაზი და მაგარი მანქანები თუ არსებობდა! არასოდეს მინახავს ასეთი! ჩვენს ეზოში ყველა გადაირევა! იტყვიან: „ანდრია, საიდან გაქვს ასეთი მანქანა?“ მე კი ვეტყვი, რომ ქართველმა ხალხმა მაჩუქა. - კიდევ რას ისურვებდი საჩუქრად? ანდრია: ესე უცებ ვერ გეტყვი! უნდა დავფიქრდე. შენი ტელეფონის ნომერი მაქვს, როგორც კი მოვიფიქრებ, მაშინვე დარეკავ, გეტყვი და ვიცი, რომ სურვილი აუცილებლად ამისრულდება!
შეგროვებულია
161 ₾

დონორი
10
ანგარიში
გმადლობთ, ჩვენო ძვირფასებო! მადლობს გიხდით ამ ბედნიერებისთვის.
გმადლობთ, ჩვენო ძვირფასებო! მადლობს გიხდით ამ ბედნიერებისთვის.
„ვრუმ-ვრუ-უ-უ-უმ, შეხედე, როგორ გაფრინდეს! ნახე მატორი რომ დატრიალდება, რამხელა ქარი ამოვარდეს! რამხელა ხმა აქვს! ეს მართლა ჩემია? არ მძინავს? მიჩქმიტე, დედა! მართლა არ მძინავს? არ მჯერა, ტირილს დავიწყებ ეხლა!“ ეს უნდა გენახათ! ეს სიხარულის გამომხატველი სიტყვები ათბობს სამყაროს. ჩვენს პლანეტას, სწორედ ეს ემოციები ატრიალებს! გმადლობთ, ჩვენო ძვირფასებო! მადლობს გიხდით ამ ბედნიერებისთვის.
შეგროვებულია
154 ₾

დონორი
6
ანგარიში
ვარდისფერი „ბოტასები“ და კაბა მინდა, როგორებიც დედას ჰქონდა
ვარდისფერი „ბოტასები“ და კაბა მინდა, როგორებიც დედას ჰქონდა
„როდესაც ეს კაბა და ლამაზი, თბილი ჩექმები მაჩუქეს, დიდხანს ვიკრავდი გულში, მაშინაც კი, როცა მეძინა! წარმოვიდგინე, ვითომ მე და დედა წავედით მაღაზიაში და ეს კაბა მან შემირჩია. იცით რა ბედნიერი ვარ? დედაჩემი კი, ალბათ, იღიმის და ჩემზე უფრო უხარია! ასე ამბობს: "ჩემი ლამაზი გოგო"
შეგროვებულია
153 ₾

დონორი
9
ანგარიში
ღმერთო! ღმერთო! ეს ყველაფერი ჩემია? თანაც ორ-ორი? მართლა?
ღმერთო! ღმერთო! ეს ყველაფერი ჩემია? თანაც ორ-ორი? მართლა?
„ღმერთო! ღმერთო! ეს ყველაფერი ჩემია? თანაც ორ-ორი? მართლა? არასდროს მქონია ამდენი ახალი ნივთი! ზამთარშიც კი, სხვის ფეხსაცმლით დავდიოდი. ფეხები მეყინებოდა. ახლა კი, ეს სილამაზე მაქვს! შეიძლება ჩაგეხუტოთ? შეიძლება? ყველას მადლობა გადაეცით!“ 11 წლის ბარბარესთვის დიდი სიმდიდრეა ორი კაბა და ორი წყვილი ფეხსაცმელი. ის გაიზრდება, იცხოვრებს, იმუშავებს და ბევრ ლამაზ ტანსაცმელს იყიდის თავისთვის. მაგრამ, იცოდეთ, რომ ეს კაბები მისთვის ყოველთვის ყველზე ლამაზი, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე დაუვიწყარი იქნება. თქვენი ნაჩუქარია, მეგობრებო, ამიტომაც არის ყველაზე ძვირფასი!
შეგროვებულია
151 ₾

დონორი
7
ანგარიში
ჩემს მანქანას ღამითაც არ გავუშვებ ხელს
ჩემს მანქანას ღამითაც არ გავუშვებ ხელს
დღეს გიორგი ყველაზე ბედნიერია! და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, რეალობაა! „თითქოს, ჩემს გულში იჯექით, ზუსტად ისეთი მანქანა მომიტანეთ, როგორიც მინდოდა! უკეთესს, ალბათ, ვერც ავარჩევდი! აუ, რა მაგრები ხართ! ვის უნდა ვუთხრა მადლობა? მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო!” ვერ ისვენებს ბიჭუნა. ელაპარაკება, გულში იკრავს და კოცნის თავის ოცნებას! რა ადვილია ოცნების ასრულება! და რა სასიამოვნოა, როდესაც შეგიძლია არა მხოლოდ შეეხო შენს ოცნებას, არამედ ითამაშო კიდეც!
შეგროვებულია
149.05 ₾

დონორი
10
ანგარიში
ჩემთვის კარგი ცხოვრება დაიწყო!
ჩემთვის კარგი ცხოვრება დაიწყო!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბარბარეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ბარბარე: ძალიან ხშირად ვიყავი მოწყენილი. სახლში არაფერი გვქონდა, საერთოდ არანაირი გასართობი. არც ტელევიზორი, არც პლანშეტი. მთელი დღე მოწყენილი რომ ვიყავი, ყოველთვის ვოცნებობდი, მემღერა და ფანდურზე დამეკრა. მგონი, ისიც გითხარით, რომ ხატვა მიყვარს. თქვენ კი, დაიმახსოვრეთ ეს ყველაფერი. ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ ახლა! რამდენი ლამაზი ფანქარი მომიტანეთ! ეს ფანდური კი, ნამდვილი სინათლის სხივია ჩემს ცხოვრებაში!
შეგროვებულია
146.85 ₾

დონორი
15
ანგარიში