ბავშვების სურვილები, страница 3, страница 12 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების ახდენილი სურვილები

სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე!
სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა დემეტრეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! დემეტრე: ამხელა ველოსიპედი რომ დაინახა, დედიკომ მითხრა: "არ მიეკარო, ჩამოვარდები!" მე ვუთხარი: „დამშვიდდი! დიდი ვარ და ტარება ვიცი." და იცით, ეს მართლა შევძელი! ოჰ, რა მაგარი ვარ! ვინ მაჩუქა? ბევრმა ადამიანმა? ყველანი ძალიან გულკეთილი ადამიანები არიან! ვუსურვებ, მათ შვილებსაც ველოსიპედები და ბევრი კანფეტები რომ ჰქონდეთ. დიდი მოკითხვა და უდიდესი მადლობა გადაეცით ყველას ჩემგან!
შეგროვებულია
236.15 ₾

დონორი
23
ანგარიში
ახლა ლიზი ძალიან ლამაზი გოგოა - ლიზი პრინცესაა!
ახლა ლიზი ძალიან ლამაზი გოგოა - ლიზი პრინცესაა!
ლიზი: ნახე, ახლა დავბზრიალდები და ჩემი კაბაც "პრინცესულად" გაიშლება. ლამაზი ვარ, არა? კაბაც ვარდისფერია, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა. ახლა, სულ ამ კაბით ვივლი! ვაშა-ა-ა-ა! ლიზი ბედნიერია! და ლიზის ყველანი უყვარხართ! აი აქ, გულში!
შეგროვებულია
235.6 ₾

დონორი
28
ანგარიში
მოდი, გაგასეირნებ, გოგონავ!
მოდი, გაგასეირნებ, გოგონავ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა აბრამს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
შეგროვებულია
235 ₾

დონორი
16
ანგარიში
ბალიში, საბანი და რამე გემრიელი მინდა
ბალიში, საბანი და რამე გემრიელი მინდა
„თბილი საბანი და ამქვეყნად ყველაზე რბილი ბალიში მოგვიტანეს! ადრე ქურთუკები გველაგა თავქვეშ და საბნის ნაცვლადაც ვიფარებდით. ძალიან მოუხერხებელი და ცივი იყო. ახლა კი ყველაფერი გვაქვს! იცით, იმდენად საშინელ სიზმრებსაც აღარ ვხედავთ და ერთმანეთს აღარ ვეკრობით. ყველას საკუთარ ბალიშზე და საკუთარი საბნის ქვეშ სძინავს. ეს ისეთი ლამაზია და სასიამოვნო!
შეგროვებულია
225 ₾

დონორი
7
ანგარიში
ჩემი თოჯინები დაბერდნენ! და ტიტლიკანები არიან. ფუ, უსირცხვილოები!
ჩემი თოჯინები დაბერდნენ! და ტიტლიკანები არიან. ფუ, უსირცხვილოები!
მარიამი: მე უკვე ვიცი, რა უნდა გთხოვოთ. როცა გავიგე, რომ მოხვიდოდით, მოვემზადე. მე უნდა გთხოვოთ ლამაზი თოჯინები, ჩემები ულამაზოებია, და ტიტლიკანები არიან, ფუ, უსირცხვილოები. აი, ახლა ცრემლები უნდა დავუხატო, ვითომ მშიერია და ტირის. იცი როგორი თოჯინა მინდა? ჩაცმული და რომ მღერის! და კიდევ ველოსიპედი მინდა. და კიდევ ტორტი, ოღონდ „არასადაბადებისდღეო“. იცი ეგ როგორია? აი მე, დაბადების დღე მაქვს ზამთარში, და ტორტი მინდა ახლა! ხოდა ეგ იქნება „არასადაბადებისდღეო“ ტორტი. გაიგე? მე ძალიან ლამაზი გოგო ვარ, მაგრამ არ მაქვს „ზიზიები“. ლამაზ კაბებსაც მომიტან?
შეგროვებულია
221.86 ₾

დონორი
5
ანგარიში
ანასტასიას
ანასტასიას "ბევრები" თოჯინები და ფერადი ფანქრები აქვს
ანასტასია: ეს ბელაა, ეს კი - ლელა, ჯერ ერთით ვთამაშობ, მერე რომ დაიღლება, მეორეთი. მე რომ დავიღლები, ან მათ თუ სძინავთ, ჩემს ჯადოსნურ ჩანთას ვხსნი ხოლმე, რომელშიც ბევრი ფანქრები მაქვს! იცი, რა ლამაზად უნდა ვისწავლო ხატვა? სულ მალე, ყველაზე მაგარი მხატვარი გავხდები!
შეგროვებულია
216.93 ₾

დონორი
18
ანგარიში
პოლიგლოტი უნდა გავხდე!
პოლიგლოტი უნდა გავხდე!
გეგი: ალბათ, არ დამიჯერეთ, წიგნები რომ იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. მიყვარს კითხვა! მთელი ჩემი ბიბლიოთეკა დაიწვა, დედაჩემს კი, არ ჰქონდა ფული, წიგნები რომ ეყიდა ჩემთვის. ოცნებაღა დამრჩენოდა. მახსოვს, გაგიკვირდათ, როდესაც წიგნები გთხოვეთ, მითხარით, რომ ჩემი ასაკის ბიჭები ითხოვენ ტელეფონებსა და ველოსიპედებს. მე კი, მხოლოდ წიგნებზე ვოცნებობ. მინდა დამოუკიდებლად ვისწავლო და ლინგვისტი გამოვიდე. ინგლისურით დავიწყებ, მერე კი, გავაგრძელებ გერმანულით, ფრანგულით, იტალიურით და ესპანურით... შემდეგ, დანარჩენ ენებსაც ვისწავლი. მადლობა, სერიოზულად რომ მიიღეთ ჩემი ოცნება და წიგნების ჯადოსნური სამყარო მაჩუქეთ!
შეგროვებულია
204 ₾

დონორი
9
ანგარიში
გიორგის ახალი მაგიდა აქვს სამეცადინოდ
გიორგის ახალი მაგიდა აქვს სამეცადინოდ
გიორგი: მე სამეცადინო მაგიდაზე ვოცნებობდი, ერთი პაწაწუნა მაგიდა გვქონდა, და როცა ვინმე საჭმელად დაჯდებოდა, მე გაკვეთილების გასაკეთებელი ადგილი აღარ მქონდა. ახლა კი თუ გინდა ასი წიგნი დადე ზედ, მაინც ყველა ვეტევით! - კიდევ რას ისურვებდი, ახალ წელს რომ გქონდეს? გიორგი: ძალიან მინდა ბევრი წიგნი და პლანშეტში. ინტერნეტში ხომ ყველა წიგნის პოვნაა შესაძლებელი!
შეგროვებულია
200 ₾

დონორი
25
ანგარიში
მონიკას ერთადერთი და ყველაზე მთავარი ოცნება ახდა!
მონიკას ერთადერთი და ყველაზე მთავარი ოცნება ახდა!
მონიკა: სიგიჟემდე მიყვარს ყველა, ვინც ეს ლამაზი გორიალა მაჩუქა! შეხედე, თან ვარდისფერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გოგონებისთვის არის! - ყველაზე დიდი ოცნება აგისრულეთ. კიდევ, რის გაკეთება შეგვიძლია შენთვის? მონიკა: არც კი ვიცი! კიდევ რაზე შეიძლება ვიოცნებო? ვითომ, პლანშეტზე? მოდი, ახლა პლანშეტზე ვიოცნებებ.
შეგროვებულია
187 ₾

დონორი
12
ანგარიში
ყველა სურვილი ამისრულდა, მაგრამ რამდენიმე კიდევ დარჩა!
ყველა სურვილი ამისრულდა, მაგრამ რამდენიმე კიდევ დარჩა!
გიორგი: ვერ მიცანი, ეს ხომ მე ვარ, გიორგი! დედიკოც ვერ მცნობს ხოლმე. გახსოვს, როგორ ძალიან მინდოდა სპაიდერმენის ფორმა? ხოდა, გამოიცანი რა მოხდა? ორი ცალი მომიტანეს! - დაგრჩა რამე აუსრულებელი ოცნება? გიორგი: ზღაპრების წიგნები მინდოდა და კუბიკები. კიდევ ველოსიპედიც მინდოდა, მაგრამ დედიკო მეუბნება, პატარა ხარო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ პლანშეტისთვის უკვე პატარა არ ვარ და მინდა პლანშეტი!
შეგროვებულია
186.8 ₾

დონორი
23
ანგარიში
საბას ახალი პიპია
საბას ახალი პიპია
საბა: ჩემი მეგობრების მანქანები ასეთი მაგრები არაა, მხოლოდ ბორბლები უტრიალებთ, ეს კი, ნახე! როგორც სუპერფილმებშია, ზუსტად ისეთია! არც კი მეგონა, ასეთები თუ არსებობდა. ისეთია, თუთქოს ნამდვილ მანქანად უნდა გადაიქცესო. - ახალი წლისთვის რას ინატრებდი? საბა: პატარა პლანშეტს. ისეთივე პატარას, როგორც მე ვარ. ვითამაშებდი და მუსიკას მოვუსმენდი.
შეგროვებულია
186 ₾

დონორი
31
ანგარიში
ახლა, უკვე მეც შემიძლია პრინცესებთან მეგობრობა!
ახლა, უკვე მეც შემიძლია პრინცესებთან მეგობრობა!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა დეას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! დეა: ახლა, მეც შემიძლია, მართლა ლამაზი გოგო ვიყო და ვიმეგობრო ნამდვილ პრინცესებთან. უკვე მაქვს ნამდვილი პრინცესას კაბა და ლამაზი თოჯინა! ჯერ არ წახვიდე, გაჩვენებ, რა ფუშფუშა და ლამაზია ჩემი კაბა! ვის ჰქონდა მულტფილმში ასეთი? მგონი, ფიფქიას! მაგრამ, მე უფრო ლამაზი ვარ! დედა ასე მეუბნება!
შეგროვებულია
184 ₾

დონორი
6
ანგარიში